საქართველის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები მაგისტრატურაში ტარდება სექტემბერში.

საბუთები მიიღება სექტემბერში.

გამოცდები ჩატარდება სექტემბერში.

 მაგისტრატურის კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

  1. განცხადება .
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
  3. ავტობიოგრაფია (CV).
  4. ორი ფოტოსურათი /3X4/ დისკთან ერთად.
  5. უმაღლესი განათლების დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
  6. უმაღლესი განათლების დიპლომის დანართის ნოტარიულად  დამოწმებული ასლი.
  7. სამხედრო აღრიცხვაზე  ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი .
  8. სამოტივაციო წერილი
  9. შემოქმედებითი მასალა, დრამის და კინო-ტელე ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის  მსურველთათვის.
  10. სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებს ჩაბარებული  უნდა ჰქონდეს საერთო სამაგისტრო გამოცდა. აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს  საგამოცდო საიდენტიფიკაციო ბარათი  გამოცდაზე  მიღებული შედეგებით.
  11. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი /B2 დონე/.

ვინც ვერ წარმოადგენს ინგლისურ ენაში  B2 დონის ცოდნის დოკუმენტს, ჩააბარებს გამოცდას.

12. 40 ლარიანი ქვითარი

რეკვიზიტები : საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო

უნივერსიტეტი უნივერსიტეტი. საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028

ბანკი : სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

ანგარიში: 7 0888 7519

ერთზე  მეტ პროგრამაზე დარეგისტრირების შემთხვევაში, თითოეულ პროგრამაზე დამატებით გადასახდელია  20  ლარი.

 საკონტაქტო ინფორმაცია: უნივერსიტეტის I კორპუსი,

შოთა რუსთაველის გამზირი N 19,
III სართული, ოთახი 5.
ეკატერინე  მერმანიშვილი – 577727030 – emermanishvili@tafu.edu.ge

მიღების წინაპირობა და წესი