დრამის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ქორეოგრაფი
1997 წელს დაამთავრა კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობა; 2011 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ხელოვნების სამაგისტრო პროგრამა – ქართული ცეკვისა და სადადგმო ხელოვნების პედაგოგის სპეციალობით, მიენიჭა ქორეოგრაფიული ხელოვნების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2006 წლიდან მუშაობს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. კითხულობს დისციპლინას „ქართული ცეკვა“, „ქართული ცეკვის მეთოდიკა და მეთოდოლოგია“. არის თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბულის ჩვენებურების და ქართული კულტურის სახლის საპატიო წევრი.
იყო არაერთი ადგილობრივი მასტერკლასების, კონფერენციის მონაწილე და მომხსენებელი. საგრანტო პროექტებში აქტივობების ხელმძღვანელი. თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის TRT ტელევიზიის პროექტის ,,კავკასის ქარი“ (52 დოკუმენტური სერია) ხელმძღვანელი ქორეოგრაფიულ – ეთნოგრაფიული მიმართულებით. არის კურსდამთავრებულთა შემოქმედების ხელშეწყობის პროექტის ხელმძღვანელი ადგილობრივი მასტერკლასების, ვორქშოპების წამყვანი ხელოვანი/ტრენერი. ასევე, ქალაქ სტამბულში ქართული კულტურის სახლის მიერ განხორცილებული პროექტის „ქართული ცეკვის მასტერკლასები ქართულ სათვისტომოებში“ ინიცირების ავტორი და ხელმძღვანელი. ქართული და მსოფლიო ტრადიციული ქორეოგრაფიული ხელოვნების მიმართულებით შემოქმედებითი საღამოების თანაორგანიზატორი.
სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა: კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში; მასთან არსებულ კულტურის კოლეჯში; შპს. ,,მომავლის პროფესიული სკოლის “ პროფესიული კოლეჯში. ასევე, ქართული ფოლკლორის განვითარების საერთაშორისო ასოციაციაში; ქალაქ გორის მე-3 საჯარო სკოლასთან არსებულ ქორეოგრაფიულ სტუდიაში; ა(ა)იპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებასთან არსებულ ქორეოგრაფიული ანსამბლ ,,თამარიონში“; თბილისი 154-ე საჯარო სკოლასთან არსებულ სტუდიაში; საერო სკოლა ,,ბინულთან“ არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლში „ზეკარი“; წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო სკოლაში და კავკასიის სახლში. კითხულობდა ლექციებს სადადგმო ხელოვნებასა და ქართულ ცეკვაში. იყო თეატრალური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი; არის ამავე უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული მიმართულების პროგრამის სილაბუსების – ქართული ცეკვა, სადადგმო ხელოვნება, ქართული ცეკვის მეთოდიკა და მეთოდოლოგია, ცეკვის ფიქსაცია – თანაავტორი. არაერთი საბაკალავრო ნაშრომის ხელმძღვანელი, სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომების რეცენზენტი.
2007 წლიდან დღემდე აქტიურად არის ჩართული და თანამშრომლობს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის და კულტურის სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებში.
2014 წლიდან დღემდე – ქართული ფოლკლორის განვითარების საერთაშორისო ასოციაციების მიერ განხორციელებული კონკურს-ფესტივალების ჟიურის წევრი/ ექსპერტი.
2022 წლიდან – ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „ქსნის ხეობის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი.