1940 წელს სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში ჩაირიცხნენ პირველი თეატრმცოდნეები. აქედან მოყოლებული, ეს უმაღლესი სასწავლებელი სისტემატურად წვრთნიდა თეატრის მომავალ ისტორიკოსებს, კრიტიკოსებსა და თეორეტიკოსებს.
1944 წელს დაარსდა თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი.
1970 წელს დაფუძნდა თეატრისა და კინოს ისტორიისა და თეორიის სამეცნიერო-კვლევითი სექტორი.
1974 წელს გაიხსნა კინოფაკულტეტი, რომელშიც შედიოდა კინომცოდნეობის სპეციალობა.
მომდევნო წლებში, პერმანენტულად მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებისა თუ რეორგანიზაციის საფუძველზე, თეატრმცოდნეობის სპეციალობა შეუერთდა დრამის ფაკულტეტს.
1993 წელს დაარსდა ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი, რომელიც 1999 წელს გადაკეთდა თეატრმცოდნეობისა და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტად.
2005 წელს ფაკულტეტის შემადგენლობაში შევიდა კინომცოდნეობის სპეციალობაც და ფაკულტეტს ეწოდა ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი.
2007 წლიდან ფაკულტეტს დაემატა მასობრივი კომუნიკაციის (ტელერადიოჟურნალისტიკის) სპეციალობა.
2008 წელს ფაკულტეტს დაემატა კულტურის მენეჯმენტისა (ამჟამად – ხელოვნების მენეჯმენტი) და კულტურული ტურიზმის სპეციალობები.
2009 წელს ფაკულტეტს დაერქვა ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი.
2017 წლის დეკემბრიდან ფაკულტეტს ეწოდება სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი.