სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გამოცემები

ისტორიის კვალდაკვალ – სათეატრო ინსტიტუტიდან თეატრისა და კინოს უნივერსიტეტამდე

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი სათეატრო სასწავლებელია მსოფლიოში, რომელსაც 2023 წელს 100 წელი შეუსრულდა.

დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა 2023 წლის 8 დეკემბერს გამართა უნივერსიტეტის 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამეცნიერო სესია – „ისტორიის კვალდაკვალ – სათეატრო ინსტიტუტიდან თეატრისა და კინოს უნივერსიტეტამდე“  და მოამზადა ამავე სახელწოდების  საიუბილეო კრებული, რომელიც 2024 წელს გამოიცა.

კრებულში წამოდგენილია ინსტიტუტის მკვლევართა სტატიები საქართველოში ერთ-ერთი უძველესი სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლის – სასცენო ხელოვნების ინსტიტუტის, შემდგომში – თეატრალური ინსტიტუტის, დღეს –  თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის  ისტორიასა და დღევანდელობაზე. კერძოდ.

  •  „ყველაფერი ასე დაიწყო… (თეატრალური სწავლა-განათლების ისტორია საქართველოში)“ – გიორგი ცქიტიშვილი;
  • „საუკუნოვანი უნივერსიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა“ – ირმა დოლიძე;
  • „დრამის რეჟისორები თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში“ – თამარ ქუთათელაძე;
  •  „ქორეოგრაფია – ქორეოლოგია – ისტორიის კვალდაკვალ“ ხათუნა დამჩიძე;
  • „სახვითი ხელოვნების სწავლების შესახებ – „პორტრეტები“ ეკატერინე თაბუკაშვილი;
  • „კინოფაკულტეტის სათავეებთან “ – ლია კალანდარიშვილი;
  • „კინომცოდნეობის დისციპლინის შესახებ“ – გიორგი რაზმაძე;
  • „ხელოვნებათმცოდნეობა – დარგისა და სპეციალობის 30 წელი თეატრისა და კინოს უნი ვერსიტეტში (1993-2023)“ – ნატო გენგიური.

კრებული გამოიცა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში  „კენტავრი“.

Back to list