ისტორია
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში კინო-ტელე მიმართულებით მიღება კინომცოდნეობის სპეციალობით 1972 წელს დაიწყო, ხოლო ორი წელს შემდეგ, მათ დაემატა კინორეჟისურის სპეციალობით ორი ჯგუფი. სწორედ ამ სამი ჯგუფის საფუძველზე 1974 წელს ჩამოყალიბდა კინო-ტელე ფაკულტეტი. მისი შექმნის ინიციატორები გახლდნენ იმჟამინდელი უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ეთერ გუგუშვილი, პრორექტორი, პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ვასილ კიკნაძე, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი, კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე და რეჟისორი თენგიზ აბულაძე.
კინო-ტელე ფაკულტეტს, ფორმირების პერიოდში, 1972-1980 წლებში ხელმძღვანელობდა პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ოლღა თაბუკაშვილი, ხოლო 1980 წელს დეკანად დაინიშნა კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გოგი დოლიძე. ამ დროისთვის ფაკულტეტზე ფუნქციონირებდა ორი კათედრა: კინოხელოვნების – კათედრის გამგე კინორეჟისორი, პროფესორი რეზო ჩხეიძე და კინომცოდნეობის – კათედრის გამგე ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ოლღა (ლალა) თაბუკაშვილი, მოგვიანებით მას დაემატა სატელევიზიო ხელოვნების კათედრა – კათედრის გამგე პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ზვიად დოლიძე.
1980-იანი წლებიდან 2004 წლამდე ფაკულტეტზე არსებობდა მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური, ტელერეჟისურის, ხმის რეჟისურის, კინო-ტელე ოპერატორის, კინომცოდნეობის სპეციალობების სასწავლო პროგრამები.
2004 წლიდან კინომცოდნეობის სპეციალობა გამოეყო კინო-ტელე ფაკულტეტს და შეუერთდა სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტს.
წლების მანძილზე, კინო-ტელე ფაკულტეტზე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდნენ რეჟისორები: ლანა ღოღობერიძე, ელდარ შენგელაია, გიორგი შენგელაია, ოთარ იოსელიანი, ირაკლი კვირიკაძე, გია ჭუბაბრია, იოსებ ჩხაიძე, რამაზ ხოტივარი, გელა კანდელაკი, რეზო ესაძე, ლევან ზაქარეიშვილი, ომარ გვასალია, ბუბა ხოტივარი და სხვები; კინომცოდნეები: გოგი დოლიძე, ოლღა თაბუკაშვილი, ირინა კუჭუხიძე, ნათია ამირეჯიბი, ეთერ ოკუჯავა, ლელა ოჩიაური, გოგი გვახარია, სცენარისტი ერლომ ახვლედიანი, დავით აგიაშვილი; კინოოპერატორები: ლევან პაატაშვილი, გია გერსამია, ალექსანდრე მღებრიშვილი, ირაკლი ონოფრიშვილი, მიხეილ მედნიკოვი, ნუგზარ ნოზაძე, ხმის რეჟისორი გარი კუნცევი და სხვები.
პროფესორ გოგი დოლიძის ძალისხმევით, 1988 წლის აგვისტოში იუნესკოს ეგიდით მომუშავე საზოგადოება „სილექტმა“ (კინო-ტელე სკოლების საერთაშორისო ასოციაცია) ქართული კინოსკოლა ასოცირებულ წევრად, ხოლო 1990 წელს კი ნამდვილ წევრად მიიღო, რამაც ფაკულტეტის სტუდენტებსა და პედაგოგებს საშუალება მისცა აქტიური თანამშრომლობა დაემყარებინათ სხვადასხვა ქვეყნის კინოსკოლებთან.
1993-2004წწ. კინო-ტელე მიმართულების პრორექტორი იყო გოგი დოლიძე – კინომცოდნე, პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.
კინო-ტელე ფაკულტეტის დეკანები იყვნენ:
1993-1997წწ. ზურაბ მანაგაძე – კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
1997-2000წწ. გიორგი ღვალაძე – კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
2000-2003წწ. ნელი გერმესაშვილი – კინომცოდნე
2003-2006წწ. მაია ლევანიძე – კინომცოდნე, ასოც. პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
2006-2014წწ. დათო ჯანელიძე – კინორეჟისორი, პროფესორი
2014-2022წწ. ოთარ ლითანიშვილი – კინორეჟისორი, ასოცირებული პროფესორი
ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი 2007-2021წწ. იყო თინათინ ჭაბუკიანი – ტელერეჟისორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.
2003-2004 წლებში, უნივერსიტეტში, ფაკულტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდა სასწავლო კინოსტუდია, ხელმძღვანელი – ზურაბ ორთავიძე.
2020 წელს შეიქმნა სასწავლო ტელევიზია „TAFU.TV“ ხელმძღვანელი – გვანცა წიკლაური.
კინო-ტელე ფაკულტეტზე სწავლობდნენ დღეს უკვე კარგად ცნობილი რეჟისორები: თემურ ბაბლუანი, ნანა ჯორჯაძე, ალეკო ცაბაძე, დიტო ცინცაძე, ტატო კოტეტიშვილი, ლევან თუთბერიძე, დავით ჯანელიძე, დავით სიხარულიძე, დავით თაყაიშვილი, ლადო სულაქველიძე, ზაზა ურუშაძე, გიორგი ოვაშვილი, ზაზა ხალვაში, ქეთი მაჭავარიანი, რუსუდან პირველი, მარგო ზუბაშვილი და სხვები ოპერატორები: გიორგი ბერიძე, გიორგი შველიძე, გოგა დევდარიანი და სხვები.
კინო-ტელე ფაკულტეტის არსებობის მანძილზე არაერთი სტუდენტის ნამუშევრებმა მნიშვნელოვანი პრიზი დაიმსახურა ადგილობრივ და საერთაშორისო კინოფესტივალებზე.
ამჟამად კინო-ტელე ფაკულტეტზე ასწავლიან: პროფესორები დავით ჯანელიძე, მერაბ ურუშაძე; ასოცირებული პროფესორები: ლევან თუთბერიძე, ვაჟა ზუბაშვილი, ლადო სულაქველიძე, დათო (თეიმურაზ) სიხარულიძე, ოთარ ლითანიშვილი, მიხეილ მაღალაშვილი, დავით გუჯაბიძე, გიორგი ხარებავა, ქეთევან ნოზაძე და სხვები.
კინო-ტელე ფაკულტეტზე დღესაც აქტიურად ხორციელდება სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტები (ზაფხულის და ზამთრის კინოსკოლები) ასევე მასტერ-კლასები, ვორქშოფები, რომლებშიც აქტიურად მონაწილეობენ სტუდენტები.
2006 წლიდან ტარდება თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი“, 2019 წლიდან კი – ყოველწლიური კინოდაჯილდოება „ოქროს რტო“.
2023 წლიდან კინო-ტელე ფაკულტეტის დეკანია: დავით ჯანელიძე, სრული პროფესორი, კინორეჟისორი.
2022 წლიდან ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელია მაია ლევანიძე, კინომცოდნე, ასოც. პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.
მიღებული პრიზები
2010 ზურაბ დემეტრეშვილი (ასოც. პროფ. ლ. თუთბერიძის ჯგ.) _ საერთაშორისო კინოფესტივალი „ ამირანი“ ჟიური სპეციალობის პრიზი „ოცნება ლასკალაზე“.
გერმენია. ვისბადენი _ჟიურის სპეციალური პრიზი; საუკეთესო დოკუმენტური ფილმისათვის პრიზი.
2010 წელი გიორგი ქობალია (რეზო ესაძის ჯგ.) _ საერთაშორისო ფესტივალ „ამირანზე“ ფილმი „უსახელო მცენარე“ აიღო პრიზი საუკეთესო მხატვრული ფილმისათვის.
2010 წელი _ ბაქოში. პრიზი საუკეთესო მხატვრული ფილმისათვის.
2010 წელი _ ვისბადენი. მეორე ადგილი.
2010 წელი ნიკა გუგუშვილი (პროფ. დ. ჯანელიძის ჯგ.) _ საერთაშორისო ფესტივალ „ამირანზე“ ფილმი „ყვავებზე მონადირე“ _ აიღო პიზი საუკეთესო მონტაჟისათვის.
2010 წელი ანი ჩერქეზიშვილი (გია ჭუბაბრიას ჯგ.) _ 08.08.08 საუკეთესო დოკუმნეტური ფილმი ვისბადენში.
5. 2011 ნათია ნიკოლაშვილის (ასოც. პროფ. ვლ. სულქველიძის ჯგ.) ანიმაციური ფილმი „ამომავალი მზის ქვეყანა“ _ ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე „თოფუზი“ აიღო პრიზი საუკეთესო ფილმისათვის.
2011 გერმანია. ვისბადენის საერთაშორისო ფესტივალზე _ მეორე ადგილი.
2011 ყაზახეთი. ალმაატას საერთაშორისო ფესტივალზე _ ჟიურის სპეციალური პრიზი.
2011 ნინო ჩხეიძე (ასოც. პროფ. ვლ. სულქველიძის ჯგ.) _ ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე „თოფუზი“ აიღო დიპლომი _ საუკეთესო სცენარი და იდეა.
2011 წელს მოსკოვში „ვგიკ“ საერთაშორისო ფესტივალზე დიპლომი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროგრამას.
2012 სოსო ბლიაძის ფილმმა „ყველაზე ძვირფასი“ (ასოც. პროფ. რ. ბორაშვილის ჯგ.): ლუბლიანა. ასტუდენტური ფილმების ფესტივალი _ სამი პრიზი: საუკეთესო ფილმისათვის; რეჟისურისათვის და მსახიობს საუეთესო შესრულებისათვის.
2012 ალმაატა საერთაშოროს კინოფესტივალი „შაკენის ვარსკვბლავი“ პრიზი საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის სტუდენტური ფილმების ნომინაციაში.
2012 გიორგი თავართქილაძის (ასოც. პროფ. რ. ბორაშვილის ჯგ.) საბაკალავრო ფილმმა „მოუშვით ონკანები“ პროფ. რ. ბორაშვილის ჯგ.) გაიმარჯვა კრაკოვის საერთაშორისო ახალგაზრდულ ფესტივალზე.
2012 წელი მარგალიტა ზუბაშვილი (ასოც. პროფ. თ. ჭაბუკიანის ჯგ.) _ პოლონეთში. ლოძი. საერთაშორისო ფესტივალზე ფილმმა „ოლიმპია“ აიღო პრიზი.
2012 წელი საერთაშორისო ფესტივალი „ამირანი“ აიღო _ „სტუდენტი კრიტიკოსების რჩეული“ ჟიურის პრიზი.
2012 წელი. საქართველო. ახალგაზრდული მოკლემტრაჟიანი ფილმების კონკურსი ადამიანებების უფლებებზე _ აიღო მეორე ადგილი.
2012 ვახტანჯ ჯაჯანიძე (პროფ. დავით ჯანელიძის ჯგ.) _ „ორშაბათიდან ორშაბათამდე“ _ ჟიური სპეციალური პრიზი: საერთაშორისო ფესტივალი „ამირანი“
2012 ნიკა გუგუშვილი (პროფ. დავით ჯანელიძის ჯგ.) „ყვავებზე მონადირე“ _ პეკინში საერთაშორისო ფესტივალზე დიპლომი.
2013 ზურაბ დემეტრეშვილი (ასოც. პროფ. ლევან თუთბერიძის ჯგ.) _ „გზაგასაყარი“ პორტუგალია _ გრანპრი; TBC ბაკნის 20/12 დაჯიოლდებაზე აიღო პრიზები საუკეთესო : რეჟიუსრა. სცენარი; მხატვარი, ოპერატორი.
2013 „ამირანი“ ჟიურის სპეციალური პრიზ „გზაგასაყარი“
2013 წელი აკაკი ჭირაქაძე (ასოც. პროფ. თ. ჭაბუკიანის ჯგ.) _ თბილისში. „საერთაშორისო ფესტივალი ფოკუმენტურსა და ტელე პროგრამებში“ ფილმი „07.06.2012“ პრიზი _ „წარმატებული დებიუტისთვის“.
2013 ლევან სიხარულიძე (ასოც. პროფ. ლევან თუთბერიძის ჯგ) „მგონი აქ ზღვა იყო“ _ საუკეთესო ოპერატორის ნამუშევრისთვის: საერთაშორისო ფესტივალი „ამირანი“.
2014 წელი ვახტანჯ ჯაჯანიძე (პროფ. დავით ჯანელიძის ჯგ.) „ორშაბათიდან ორშაბათამდე“ _ მინსკში ფეტივალის დიპლომი.
2014 წელი გურამ ბაქრაძე (პროფ. დავით ჯანელიძის ჯგ.) _ საუკეთესო რეჟისურისათვის პრიზი: საერთაშორისო ფესტივალი „ამირანი“
2014 წელი ზურაბ დემეტრეშვილი (ასოც. პროფ. ლევან თუთბერიძის ჯგ) _ „გზაგასაყარი“ საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისათვის პრიზი თელავივის საერთაშორისო კინოფესტივალზე.
2014 წელი სალომე ვეფხვაძე (პროფ. დ. ჯანელიძის ჯგ.) _ „მე, ისისნი და მამა“ მთავარი პრიზი ბულგარეთის მოკლემტრაჟისნი ფილმების ფესტივალზე „ახალი
2014 წელი კიშინიოვის საერთაშორისო ფესტივალზე დიპლომი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროგრამას.
2020- საბა ქარელი (პროფ. დ. ჯანელიძის ჯგ.) – წინანდლის პრემია „მამის პორტრეტი ინტერიერში“;
პრიზი – თელავის მოკლემტრაჟიანი ფილმების ფესტივალი
2021 – ლევან ჭყონია (პროფ. დ. ჯანელიძის ჯგ.) საუკეთესო დოკუმენტური ფილმი „ლაზარე“ – კინოფესტივალ „ამირანზე“
2022 – ლევან ჭყონია – (პროფ. დ. ჯანელიძის ჯგ.) საუკეთესო რეჟისურა – „გულისთქმა“ კინოფესტივალ „ამირანზე“; ბათუმის საერთაშორისო მოკლე ფილმების ფესტივალი „ლიმონი“ ჟიურის სპეციალური ხსენება
2022 – მირანდა ნამიჭეიშვილი LemOn – ბათუმის მოკლემტრაჟიანი ფილმების ფესტივალი – ზაზა ხალვაშის სპეციალური პრიზი.
2023 – ლევან ჭყონია – „გულისთქმა“ კინოჯადილდოება „ოქროს რტო“ – საუკეთესო კინომხატვრობა; თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი – საუკეთესო რეჟისურა; კიშინოვის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი CLASSFEST –საუკეთესო ოპერატორის ნამუშევარი
2023 – მირანდა ნამიჭეიშვილი პრიზი „ყველაზე ორიგინალური ფილმისთვის“ – მიუნხენის საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალზე. კინოჯადილდოება „ოქროს რტო“ – მსახიობის საუკეთესო როლი და „გრანპრი“
2023 – საბა ბოდოკია (პროფ. დ. ჯანელიძის ჯგ.) პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის – თელავის მოკლემტრაჟიანი ფილმების ფესტივალი.
2024 – ლევან ჭყონია – „გულისთქმა“ კინოჯადილდოება „ოქროს რტო“ – საუკეთესო ხმის რეჟისურა; საუკეთესო რეჟისურა
ორი დიდი საერთაშორისო საზაფხულო სკოლა:
2013 ლოძის კინოსკოლასთან ერთად პროექტი „თბილისი გათენებიდან დაღამებამდე“
2014 მიუნხენის კინოსკოლასთან ერთად პროექტი „ქალაქური ნოველები“ (პროექტი დამთავრდება 2014 წლის დეკემბერში).