ხელოვნების მკვლევართა საერთაშორისო კონფერენცია წარმოადგენს საქართველოში დიდ სამეცნიერო ფორუმს სახელოვნებო მეცნიერებების სფეროში, რომელიც სისტემატურად ტარდება და აერთიანებს საერთო ინტერესების მქონე ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს. კონფერენცია დაფუძნდა 2008 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება. კონფერენციამ საერთაშორისო სტატუსი 2020 წელს მოიპოვა საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით.

კონფერენციის თემატიკა ხელოვნებაა, მოხსენებები მოიცავს ხელოვნების ყველა დარგის კვლევას და ამავე დროს მომიჯნავე დარგებსაც, რომელთაც კულტურასა და ხელოვნებასთან აქვს კავშირი. ამიტომ კონფერენცია სექციების მრავალფეროვნებით ხასიათდება. გვაქვს თეატრმცოდნეობის, კინომცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის, ქორეოლოგიის, მუსიკათმცოდნეობის, მედიის, კულტურული ტურიზმისა და ხელოვნების მენეჯმენტის სექციები.

კონფერენციაში ყოველწლიურად მონაწილეობას იღებს საშუალოდ 60 მომხსენებელი საქართველოს და უცხოეთის უნივერსიტეტებიდან, სამეცნიერო დაწესებულებებიდან. მომხსენებელთა შორის არიან დასავლეთ ევროპის აღამოსავლეთ ევროპის, ბალტიისპირეთის, ყოფილი საბჭთა რესპუბლიკების უნივერსიტეტების პროფესორები და დოქტორანტები.

ხელოვნების მკვლევართა კონფერენციის მნიშვნელოვანი შედეგია ის, რომ კონფერენციის მასალები ყოველწლიურად იბეჭდება სამეცნიერო კრებულში „ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებული“, რომელიც დღეისათვის ერთადერთი პერიოდული გამოცემაა, რომელიც ყველა სტატიას სრულად ბეჭდავს ორ ენაზე – ქართულად და ინგლისურად და ყველა სახელოვნებო სფეროს კვლევას მოიცავს. კრებული ორი სახით – ბეჭდური და ელექტრონული სახით არსებობს. ეს მნიშვნელოვანია, რამდენადაც ახალი კვლევების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება მსოფლიო მასშტაბით. ყოველივე კონფერენციის შედეგებს და მნიშვნელობას ზრდის.

აღსანიშნავია, რომ კრებულის მე-2(12) ნომერი ქვესათაურით „ქალი და ხელოვნება“ საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მიერ დასახელდა 2022 წლის საუკეთესო სამეცნიერო მიღწევებში. 2023 წლის საუკეთესო სამეცნიერო მიღწევების სიაში შეყვანილია ხელოვნების მკვლევართა XVI საერთაშორისო კონფერენცია – „ხელოვნება და სოციოკულტურული სივრცე“.

კონფერენციების ორგანიზატორია ნატო გენგიური, პროფესორი, სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.

ხელოვნების მკვლევართა საერთაშორისო კონფერენცია – წლების მიხედვით:

2021 – ხელოვნების მკვლევართა XIV საერთაშორისო კონფერენცია

2020 – ხელოვნების მკვლევართა XIII საერთაშორისო კონფერენცია

2019 – ხელოვნების მკვლევართა XII კონფერენცია

2018 – ხელოვნების მკვლევართა XI კონფერენცია

2017 – ხელოვნების მკვლევართა X კონფერენცია

2016 – ხელოვნების მკვლევართა IX კონფერენცია

2015 – ხელოვნების მკვლევართა VIII კონფერენცია

2014 – ხელოვნების მკვლევართა VII კონფერენცია

I-VI ხელოვნების მკვლევართა კონფერენციების არქივი

  • 2008-2013 – ხელოვნების მკვლევართა კონფერენციების ფოტოგალერეა