
მანანა პაიჭაძე, „ლიტერატურული ტექსტის ადაპტაცია კინოში და თეატრში (თეორიული და პრაქტიკული ასპექტები“
დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, მანანა პაიჭაძის წიგნი -„ლიტერატურული ტექსტის ადაპტაცია კინოში და თეატრში“წარმოადგენს როგორც დამოუკიდებელ მონოგრაფიას, ასევე დამხმარე სახელმძღვანელოს სალექციო კურსებისთვის „ლიტერატურული ტექსტის ადაპტაცია კინოში“ და „ლიტერატურული ტექსტის ადაპტაცია თეატრში (თეორიული და პრაქტიკული ასპექტები“.
წიგნის მთავარი სათქმელი და ძირითადი საკითხებია: რა არის ადაპტაცია? ლიტერატურული კინოადაპტაციების და თეატრალური ადაპტაციების მოკლე ისტორიული მიმოხილვა. ადაპტაციის მეთოდები/მეთოდოლოგია. კინო/თეატრალური ადაპტაცია როგორც პროცესი და მზა პროდუქტი. რამდენად ერთგულია ადაპტაცია ლიტერატურული პირველწყაროსი, რამდენად ზუსტად მისდევს ის ორიგინალს.
წიგნი გამიზნულია როგორც პროფესიონალებისთვის (ხელოვნებათმცოდნეები, რეჟისორები, ფილოლოგები), ასევე, ლიტერატურით და ხელოვნებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო აუდიტორიისათვის.
წიგნი გამოიცა 2021 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში „კენტავრი“.