2003 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი (ამჟამად საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი) სამსახიობო ფაკულტეტი, დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობით, პროფესორ გ. შალუტაშვილის ჯგუფი.

2004 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მეტყველების პედაგოგად.

2005 წელს დაასრულა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა, სასცენო მეტყველების განხრით,ხოლო 2011 წელს- მაგისტრატურა მეტყველების კულტურის პედაგოგობის განხრით.

2018 წლიდან არის ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე.

2020 წლიდან დღემდე ირიცხება თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტურანტურაში.

2013 წელს გაიარა საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის პროგრამა. (ლოგოპედია,მეტყველების თერაპია)

2018 წელს გაიარა ლოგომედის (ენისა და მეტყველების თერაპიის ზოგადი და პრაქტიკული კურსი. )

2019 წელს შემოქმედებითი კავშირი – საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით მიენიჭა ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის ჯილდო.

2002 – დღემდე – სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი.

2000 – 2002 წწ – მერაბ კოსტავას სახელობის სახელმწიფო მუნიციპალური თეატრის მსახიობი.

2002 – 2005 წწ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საუწყებო თეატრის მსახიობი.

2005 – 2008 წწ – კულტურის უნივერსიტეტთან არსებული ხელოვნების კოლეჯის მეტყველების პედაგოგი.

2006 – 2011 წწ- სულხან ცინცაძის სახელობის ხელოვნების სკოლის მეტყველების პედაგოგი.

2007 – 2008 წწ- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთო მეტყველების პედაგოგი.

2008 – 2010 წწ – თეატრ ‘’ნაბადის’’ მსახიობი.

2013 – 2019 წწ – მეტყველების ლოგოპედ-პედაგოგი კერძო სკოლა ‘’მილენიუმში’’

2017 – დღემდე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული პედაგოგი.

სხვადასხვა წლებში ტრენინგებს ატარებდა შემდეგ ორგანიზაციებში:

● იუსტიციის უმაღლესი სკოლა

● სასწავლო ცენტრი – ‘’პალიტრა’’

● ქალთა ფონდი ‘’ფემინსტრიმი’’