თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო არქივი, წარსულში – თეატრისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმი 2009 წელს დაარსდა. ჩვენს ფონდებში დაცულია ისეთი უნიკალური ექსპონატები, რომელიც სასწავლო სამსახიობო სტუდიის შექმნასა და მოგვიანებით მის ბაზაზე თეატრალური ინსტიტუტის დაარსების საუკუნოვან ისტორიას გვამცნობს. აქ ინახება საქართველოს კულტურილი მემკვიდრეობის ისეთი ნიმუშები, როგორიცაა უნივერსიტეტში დადგმული საკურსო და სადიპლომო სპექტაკლების აფიშები, პროგრამები, მოსაწვევი ბარათები, სპექტაკლების ფერწერული და გრაფიკული ესკიზები, დეკორაციის მაკეტები, გამოჩენილი თეატრალური მოღვაწეების ხელნაწერი მოგონებები, პირადი არქივები, ფასდაუდებელი ფოტოკოლექცია და სხვა…
სასწავლო-სამეცნიერო არქივის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს უნივერსიტეტში აღზრდილი რუსული, სომხური, აზერბაიჯანული, აფხაზური, ოსური, ჩეჩნური, დაღესტნური ჯგუფების სასწავლო პროცესისა და შემოქმედებითი ცხოვრების ამსახველი ფოტომატიანე.
სასწავლო-სამეცნიერო არქოვის ნაწილს წარმოადგენს ასევე კონოფონდი, რაც კინოფაკულტეტის დაარსების 50 წლიანი ისტორიის მნიშვნელოვანი დოკუმენტებსა და ფოტომასალას მოიცავს.
დღესდღეობით, უკვე მოდერნიზებულმა სასწავლო-სამეცნიერო არქივმა არამხოლოდ უნდა შეაგროვოს და შეინახოს თეატრისა და კინოს ისტორიის ამსახველ დოკუმენტები და ექსპონატები, ის ასევე უნდა იქცეს კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც ჩვენ პედადოგებთან, მკვლევარებთან და სტუდენტებთან ერთად მუდმივად ჩართული იქნება უნივერსიტეტის სასწავლო, სამეცნიერო და შემოქმედებით პროცესში.
- თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენებით, მოხდება სასწავლო-სამეცნიერო არქივში დაცულ ექსპონატების მონაცემთა ბაზის მოდერნიზაცია, პასპორტიზაცია და კომპიუტერში განთავსება;
- კინოფაკულტეტის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, იგეგმება სასწავლო – საკურსო და სადიპლომო ფილმების სრული მონაცემთა ბაზის შექმნა, ფილმოფრაფიისა და ფილმოტეკის გაკეთება.
- მუდმივმოქმედი და მოძრავი საექსპოზიციო სივრცის შექმნა და მისი პოპულარიზაცია;
- უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და ყოფილი სტუდენტების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებული გამოფენების, კონფერენციების, შემოქმედებითი საღამოების მოწყობა;
- სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი საჭიროებიდან გამომდინარე, სტუდენტებთან ერთად, საერთაშორისო პროექტების მომზადება, საღამოების ორგანიზება და ჩვენი არქივის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კერად მოდერნიზება.