
2024 წლის 23 აპრილს, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის ინიციატივით, რიგით მე-4 სტუდენტური კინოდაჯილდოება „ოქროს რტო“ გაიმართა.
პროექტში მონაწილეობდნენ შემდეგი უნივერსიტეტების სტუდენტები და კურსდამთავრებულები:
- საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
- თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.
კინოდაჯილდოების ჟიურის წევრები იყვნენ:
დავით ევგენიძე – კომპოზიტორი;
გიგა აგლაძე – პროდიუსერი;
მირანდა ნამიჭეიშვილი – კინორეჟისორი („ოქროს რტოს“ გრან-პრის მფლობელი).
ოთარ ლითანიშვილი – კინორეჟისორი.
დავით შუშანია – კინო-ოპერატორი.
ჟიურის გადაწყვეტილებით, კინოდაჯილდოების გამარჯვებულები გამოვლინდნენ თორმეტ ნომინაციაში:
- გრან პრი საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის – „ოქროს რტო“: ივანე ბეგიაშვილი – ,,დიალოგი ტბის პირას“;
- საუკეთესო დოკუმენტური ფილმი: თამარ გოლავა – ,,ქორწინება“;
- საუკეთესო ანიმაციური ფილმი: ნინო ცქიტიშვილი – „ზღვაოსნობა“;
- საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი: ლევან ჭყონია – ,,გულისხმა“;
- საუკეთესო სცენარი: ნია ჟვანია – „გადახვევა“;
- საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი: ივანე ბეგიაშვილი – „დიალოგი ტბის პირას“;
- ხმის რეჟისორის საუკეთესო ნამუშევარი: ირაკლი მარგიშვილი – ,,გულისხმა“;
- საუკეთესო ორიგინალური მუსიკა: მიხეილ წიკლაური – ,,გვირაბი“;
- კინომხატვრის საუკეთესო ნამუშევარი: ნინო დავითაძე – ,,ჭაობი-აკადემია“;
- ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის: მარიამ სირაძე – „ეს კარი მხოლოდ შენთვის არის“;
- მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის: ლევან კიტია – „სუფრა“;
- საუკეთესო მონტაჟი: დაჩი ბროკიშვილი – ,,შტრიხი“.
პროექტის მხარდამჭერები: IPOA – ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია; საზოგადოებრივი მაუწყებელი; სს „ქართული ფილმი“; საქართველოს კინოაკადემია; კეტარი; MBC – კომპიუტერული ტექნიკა.


















