გამოცემები

ოქტავიან საიუ – ფედრა – ევრიპიდედან რასინამდე, სენეკადან სარა კეინამდე (2024)

რა აქცევს ფედრას – ძველი საბერძნეთის თეატრში დაბადებულ დრამატულ პერსონაჟს, არქაული პათოსითა და უკონტროლო ეროტიკით, განწირულსა და დატანჯულს დემონური, თვითგამანადგურებელი და საძრახისი სურვილებით – ჩვენს თანამედროვედ? რა ეხმარება მუდმივი მომხიბვლელობის შენარჩუნებაში? რომელი თვისებები აქცევს მას წადილისა და სოციალური ნორმების შეუსაბამობის სიმბოლოდ? ეს არის წიგნი ფედრაზე – თანამედროვე პერსონაჟზე, კვლევა, რომელიც დაგეხმარებათ, გაუგოთ და გააცნობიეროთ მისი ხასიათის თვისებრივი კომპლექსურობა…

ოქტავიან საიუ არის რუმინელი თეატრის მკვლევარი და საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების სპეციალისტი, თეატროლოგიის დოქტორი. დოქტორი საიუ ჰონგ-კონგის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტსა და სიბიუს უნივერსიტეტის სადოქტორო სკოლაში უწყვეტად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. იყო ლონდონის უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების სკოლის სტიპენდიატი; ამჟამად ტოკიოს, ჰონგ-კონგის, პეკინისა და ლისაბონის უნივერსიტეტების მოწვეული პროფესორია; ატარებს ლექციებსა და მასტერკლასებს ევროპის, აფრიკის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში, ასევე გროტოვსკის ინსტიტუტში. ოქტავიან საიუ თეატრთან დაკავშირებული თოთხმეტი წიგნის ავტორია.

ფრანგულიდან თარგმნა მანანა ბოსტოღანაშვილმა

რედაქტორები: მარინე (მაკა) ვასაძე, ანა კვინიკაძე

კომპიუტერული უზრუნველყოფა: ეკატერინე ოქროპირიძე

კორექტორი: მანანა სანადირაძე საგამომცემლო პროექტის ავტორი: ანა კვინიკაძე

ISBN 978-9941-9881-8-9

Back to list