ამირანი, სიახლე

პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმის პროექტის განვითარების კონკურსი

თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი აცხადებს
პირველი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმის  პროექტის განვითარების კონკურსს!

თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი, რომელიც გაიმართება 2024 წლის 2-7 ივლისს აცხადებს პირველი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმის  პროექტის განვითარების კონკურსს!

ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც  კურსდამთავრებულებს, ასევე  დიპლომანტებს.

განმცხადებელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

ფორუმის სამუშაო ენა – ქართული.

განცხადების მიღების ბოლო თარიღია 15 მაისი, 2024  წელი.

კონკურსში გასული პროექტების სია გამოქვეყნდება  15 ივნისს.

მოთხოვნილი საკონკურსო მასალა:

  • პროექტის სათაური
  • სცენარის ავტორი
  • რეჟისორი
  • პროდიუსერი / კონტაქტი
  • პროექტის სტატუსი
  • მომავალი ფილმის ხანგრძლივობა
  • ლოგლაინი (მაქს. 350 სიმბოლო)
  • სინოფსისი (1000 სიმბოლო)
  • რეჟისორის ხედვა და მოტივაცია
  • პროექტის აღწერა (რაც მოიცავს ამბის სტრუქტურას, პერსონაჟების აღწერას, სარეჟისორო ხედვას (მაქს.1500 სიტყვა)
  • რა ეტაპზეა პროექტი და თაიმლაინი
  • ვიზუალური მასალა
  • ვიზუალური პრეზენტაცია – მუდბორდი, სთილები (არსებობის შემთხვევაში)
  • რეჟისორის წინა ნამუშევარი (ვიმეოს ან იუთუბის ბმული / პაროლი)
  • განმცხადებლის რეზიუმე

საკონკურსო მასალა უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tisff.pitchingforum@tafu.edu.ge

ფორუმის ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულს, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.

საპრიზო ფონდი:

I ადგილი – 5000 ლარი

II ადგილი – 3000 ლარი

III ადგილი – 2000 ლარი

ფულადი ჯილდოს გარდა, უნივერსიტეტი გამარჯვებულ პროექტებს ნაწილობრივ უზრუნველყოფს გადაღებებისთვის აუცილებელი ტექნიკური ბაზით.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, გამარჯვებულ პროექტთა ავტორები ვალდებულები იქნებიან მომავალი ფილმის პროექტისთვის, 2024 წლის 1 ნოემბრამდე შექმნან:

  • ტრეილერი
  • გამართული დოსიე ქართულად და ინგლისურად
  • პროექტის განვითარების ბიუჯეტი
  • პროექტის განვითარების და დაფინანსების მოპოვების სამოქმედო გეგმა
  • ფიჩინგ-ტრეილერი

ფიჩინგისთვის: ტუტორი – ბაქარ ჩერქეზიშვილი პროექტი ხორციელდება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, საზოგადოებრივი მაუწყებლის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.

Back to list