2025 წლის 6-30 მარტი
2025 წლის მარტის თვეში, პროფესორი ნატო გენგიური, რომელიც არის ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელი, სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, სამეცნიერო-კვლევითი მივლინებით იმყოფებოდა გერმანიაში, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. მისი კვლევა უკავშირდებოდა მდგრადი განვითარების საკითხებს, კერძოდ, თანამედროვე გერმანულ არქიტექტურაში, ნოვატორულ ეკოარქიტექტურის ნიმუშებს.
პროფესორი ნატო გენგიური გერმანიაში იმყოფებოდა, როგორც ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“, კერძოდ, Culture Moves Europe გამარჯვებული. კვლევის შედეგები წარმოდგენილი იქნება საკონფერენციო მოხსენების სახით და გამოქვეყნდება სამეცნიერო ჟურნალში.