თქვენ უკვე გაქვთ  შესაძლებლობა,  ჩაერთოთ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში და    მოიპოვოთ მიმდინარე სასწავლო წლის სწავლის  დაფინანსება.

სასტიპენდიო პროგრამა  გულისხმობს ერთი წლის განმავლობაში სწავლის სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას.

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში ჩასართავად და დაფინანსების მოსაპოვებლად სტუდენტმა  უნდა გაიაროს  წინასწარ გამოცხადებული შესარჩევი კონკურსი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია სტუდენტს, რომელიც არის:

  • საქართველოს მოქალაქე;
  • ბაკალავრიატის აკადემიური საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;
  •  აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და პროფესიული, შემოქმედებითი ან/და სამეცნიერო  აქტივობები; 
  • სტუდენტის  წინა სასწავლო წლის  აკადემიური მოსწრება GPA აღემატება 3,5-ს და არ ერიცხება კრედიტების დავალიანება.
  • პირველკურსელთა დაფინანსება განისაზღვრება  საკონკურსო ქულით.

მონაწილეების შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად. პირველ ეტაპი – განაცხადის (დოკუმენტაციის) გადარჩევა, ხოლო მე-2 ეტაპი – გასაუბრება.