ფაკულტეტის შესახებ
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველაზე დიდი ფაკულტეტია როგორც სასწავლო პროგრამებით, ისე სტუდენტთა რაოდენობით. ფაკულტეტზე წარმოდგენილია ექვსი დარგი: თეატრმცოდნეობა, კინომცოდნეობა, ხელოვნებათმცოდნეობა (სახვითი ხელოვნება და არქიტექტურა), მასობრივი კომუნიკაცია (კულტურის ჟურნალისტიკა), ხელოვნების მენეჯმენტი და კულტურული ტურიზმი. აღნიშნული დარგების სწავლა, სწავლება და კვლევა ფაკულტეტის მთავარი საქმიანობაა.
ფაკულტეტზე სწავლა ხორციელდება სამ საფეხურზე:
სპეციალობების დახასიათების ხილვა შესაძლებელია საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგში.
ფაკულტეტი, საკუთარი სპეციალობების გარდა, სრულფასოვანი სახელოვნებო განათლების მისაღებად აუცილებელი, სპეციფიკური, სპეციალური თეორიული, ზოგადსაუნივერსიტეტო საგნების სწავლებით უზრუნველყოფს მთელ უნივერსიტეტს.