დოქტორანტურა – სილაბუსების ანოტაციები
მოდული: მხატვრული და დოკუმენტური კინოს რეჟისურა
დროისა და სივრცის აგების მექანიზმები კინოში.
საწავლო კურსის მიზანია დოქტორანტებმა შეისწავლონ და გააცნობიერონ ეკრანული დროის და სივრცის აგების პრინციპები, როგორც ეკრანული ნაწარმოების სტრუქტურის და მხატვრული ფორმის არსებითი განმსაზვრელი. შეისწავლონ ეკრანის სახვითი საშუალებები, რომლებიც ქმნიან ეკრანული დროს და სივრცის ურთიერთქმედების რთულ ფორმებს.
ეკრანული ხელოვნების ენობრივი სისტემა
მიუხედავად „დიდი ციფრული ნახტომისა“ დიდი „ციფრული ტრანსფორმაცია“ ჯერ არ დასრულებულა. ჯერ კიდევ აქტუალურია კინოფირი და მისი უპირატესობა გამოსახულების შექმნის თვალსაზრისით.
კურსის-ეკრანული ხელოვნების ენობრივი სისტემა, მიზანია: სტუდენტებმა გაიაზრონ და გააცნობიერონ კინო ენის, როგორც თანამედროვე ეკრანული კულტურის გაგების ძირითადი ბირთვი და თანამედროვე ეკრანის ენის ფუნდამენტი. ახალი ტექნოლოგიები ახალ ნარატივს ქმნის. განაპირობებს შემოქმედაბას, აფართოვებს ეკრანის ენის დიაპაზონს და კომუნიკაციურ არხებს.
სტუდენტები შეისწავლიან: ეკრანული კულტურის განვითარების ისტორიას; შესავალს ციფრულ სისტემებში; კინო ენის სტრუქტურას და ამ სტრუქტურაში შემავალ ელემენტებს; ტექნიკურ ტექნოლოგიური საშუალებების გავლენას სტრუქტურული ელემენტების კომუნიკაციურ ასპექტზე. მონტაჟის მნიშვნელობას, როგორც ეკრანის ენის აუდიოვიზუალური ელემენტების ერთ მთლიან სტრუქტურში გაერთიანების ხერხს.
მონტაჟის განვითარების გზები და მისი ძირითადი მახასიათებელები.
კურსის მიზანია დოქტორანტებმა საფუძვლიანად შეისწავლონ კინომონტაჟის განვითარების ისტორია, მისი ფუნდამენტური თეორიები და მათი პრაქტიკაში გამოყენების მაგალითები მაგალითები. შეძლონ მონტაჟის თეორიების და მოდელების პირად პრაქტიკაში გამოყენება და აუდიოვიზუალური ნაწარმოების ანალიზი მნტაჟის თეორიებზე დაყრდნობით.
ჟანრული კინო და ჟანრული სტრუქტურები.
სასწავლო კურსის მიზანია დოქტორანტმა საფუძვლიანად შეისწავლოს კინემატოგრაფის ევოლუციის ეტაპების ჟანრული თავისებურებანი. კარგად გაერკვეს ჟანრული კინოს/მხატვრული და დოკუმენტური/ ფორმისა და სტილის თავისებურებებში. ჟანრების სინთეზში და ჟანრისათვის დამახასიათებელ რეჟისორულ ხერხებში.
მოდული- კინო-ტელე ოპერატორის ხელოვნება
კინოსაოპერატორო ხელოვნების განვითარების ისტორიული ტენდენციები
შესწავლის მიზანია, სტუდენტმა ღრმად და საფუძვლიანად შეისწავლოს მსოფლიო კინოსაოპერატორო ხელოვნების განვითარების ტენდენციებს კინოტექნიკისა და კინოტექნოლოგიების განვითარების სხვადასხვა ეტაპების შესაბამისად.
რამდენადაც კინემატოგრაფი და ტელევიზია ტექნიკაზე უშუალოდ დამოკიდებული შემოქმედებითი საქმიანობის სფეროებია, ამ სფეროების განვითარება პირდაპის და უშუალოდაა დაკავშირებული ტექნიკის განვითარებასა და მასთან დაკავშირებული კინოწარმოების პროცესების ცვლილებებთან. სტუდენტი-დოქტორანტების კვლევის მიზანია ამ დამოკიდებულების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ანალიზი, კონკრეტული კინოფილმების და ცნობილი კინოოპერატორების ნამუშევრების მაგალითებზე,
კურსის გავლისას სტუდენტი-დოქტორანტები გაღრმავებულად შეისწავლიან კინოგამოსახულების შექმნისა და აღწარმოების მსოფლიო პრაქტიკის და მასთან დაკავშირებული ოპტიკური მხატვრობის ესთეტიკის განვითარების მნიშვნელოვან საკითხებს, სტილისტიკ(ებ)ის ჩამოყალიბების კანონზომიერებებს.
სასწავლო კურსი, მოიცავს რა თანამედროვე პროცესებზე დაკვირვებას და ანალიზს კინო და სატელევიზიო გამოსახულების შექმნის პრაქტიკულ განვითარებაში, მიზნად ისახავს სტუდენტ-დოქტორანტთა აზროვნების და ინფორმირებულობის არეალის გაფართოებას, პროფესიაში საერთაშორისო მიღწევების უკეთ გაცნობისა და შესწავლის გზით, ინდივიდი შემოქმედი კინომხატვრის პროფესიული და შემოქმედებითი დაოსტატებისთვის.
ამ მოთხოვნებითაა შერჩეული სალექციო თემები. კურსი ასევე მიზნად ისახავს გამოჩენილ კინოოპერატორთა ოსტატობის წარმოჩენას. ყურადღება გამახვილდება იმ მხატვრულ–გამომსახველობით და სტილურ საშუალებებზე, რომელსაც იყენებს ესა თუ ის შემოქმედი მხატვრულად მნიშვნელოვანი გამოსახულების შექმნისას, გმირის პორტრეტის და ხასიათის ასახვისას, გარემო მდგომარეობის და ეპოქის სახის მინიშნებების წარმოჩენისას.
სასწავლო კურსი მოიცავს აუცილებელი ინფორმაციის საბაზისო თემატიკათა ჩამონათვალს. თითოეული მათგანი შეიცავს ლექციებზე განსახილველ და დამოუკიდებლად დასამუშავებელ რამდენიმე საკითხს და შევსებულია პრაქტიკული მაგალითების ილუსტრირებით. ყოველი საკვანძო ნაწილის დასრულების შემდგომ, გათვალისწინებულია ზეპირი გამოკითხვები, ნახევარი კურსის შესწავლის შემდეგ – შუალედური გამოცდა, ხოლო მთლიანი კურსის დასრულების შემდეგ – დასკვნითი გამოცდა.
ფერადი გამოსახულების შექმნისა და აღწარმოების პრობლემა მე-20 საუკუნის კინოსაოპერტორო ხელოვნებაში
სტუდენტმა ღრმად და საფუძვლიანად შეისწავლოს მსოფლიო კინოსაოპერატორო ხელოვნების განვითარებაში ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტის – ფერის ტექნიკური ასახვის და მასთან დაკავშირებული მხატვრული გადაწყვეტების ასპექტების შესწავლა კინოტექნიკისა და კინოტექნოლოგიების განვითარების სხვადასხვა ეტაპების შესაბამისად.
რამდენადაც კინემატოგრაფი და ტელევიზია ფერის ტექნიკაზე უშუალოდ დამოკიდებული შემოქმედებითი საქმიანობის სფეროებია, სტუდენტი-დოქტორანტების კვლევის მიზანია ფერადი კინოტექნოლოგიების ტექნიკური პროგრესის გავლენის ფორმები კინოდრამატურგიასა და რეჟისურაზე, ამ გავლენის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ანალიზი, კონკრეტული კინოფილმების და ცნობილი კინოოპერატორების ნამუშევრების მაგალითებზე,
ამ კურსის დროს სტუდენტი-დოქტორანტები გაღრმავებულად შეისწავლიან პერადი კინოგამოსახულების შექმნისა და აღწარმოების მსოფლიო პრაქტიკის და მასთან დაკავშირებული ესთეტიკის განვითარების მნიშვნელოვან საკითხებს, სტილისტიკ(ებ)ის ჩამოყალიბების კანონზომიერებებს.
კურსი ასევე მიზნად ისახავს გამოჩენილ კინოოპერატორთა ოსტატობის წარმოჩენას. ყურადღება გამახვილდება იმ მხატვრულ–გამომსახველობით და სტილურ საშუალებებზე, რომელსაც იყენებს ესა თუ ის შემოქმედი მხატვრულად მნიშვნელოვანი ფერადი გამოსახულების შექმნისას, გმირის პორტრეტის და ხასიათის ასახვისას, გარემო მდგომარეობის და ეპოქალური მინიშნებების წარმოჩენისას.
სასწავლო კურსში განხილულია საბაზისო თემატიკა (სასწავლო კურსის თემატიკა თან ერთვის). თითოეული მათგანი შეიცავს აუდიტორიაში განსახილველ და დამოუკიდებლად დასამუშავებელ რამდენიმე საკითხს და სრულდება პრაქტიკული მაგალითების ილუსტრირებით. ყოველი საკვანძო ნაწილის დასრულების შემდგომ, გათვალისწინებულია ზეპირი გამოკითხვები, ნახევარი კურსის შესწავლის შემდეგ – შუალედური გამოცდა, ხოლო მთლიანი კურსის დასრულების შემდეგ – დასკვნითი გამოცდა.
ციფრული გამოსახულების ტრანსფორმაციის შესაძლებლობები ფილმწარმოების პოსტპროდუქციის ეტაპზე
საწავლო კურსის მიზანია სტუდენტი ღრმად და საფუძვლიანად შეისწავლოს მსოფლიო კინოსაოპერატორო ხელოვნების განვითარების მოთხოვნებს და შესაძლებლობებს კინოტექნიკისა და კინოტექნოლოგიების განვითარების დღევანდელ ეტაპებზე.
პოსტპროდუქციის ეტაპი თანამედროვე კინოწარმოებაში სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ციფრული ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა საბოლოოდ მისაღები კინემატოგრაფიული ან სატელევიზიო სურათი აწყობილი იქნას ცალკე ელემენტების შეერთებით, ან სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული კომპიუტერული ფაილების ტრანსფორმირებით. არაერთი ეპიზოდი კი მთლიამად კომპიუტერული გრაფიკის საძუალებით იქმნება გადაღების ტრადიციული ფორმების გამოყენების გარეშეც. ამდენად, თანამედროვე პოსტპროდუქციის შესაძლებლობები ამოუწურავია და მას შეუძლია არამარტო მხატვრული ექსტრაპოლაცია, არამედ რთული სრულფასოვანი კადრის მთლიანი სინთეზირება, რაც გამორიცხული იყო ტრადიციული ფოტოქიმიური კინემატოგრაფის თუნდაც ყველაზე მაღალტექნოლოგიური განვითარების ეტაპზე. დღევანდელი პოსტპროდუქციისათვის ტრადიციული (კინოფირის) ან ციფრული გადაღება ტექნოლოგია მხოლოდ ერთ-ერთ კერძო შემთხვევად შეიძლება გვევლინებოდეს. სტუდენტი-დოქტორანტების კვლევის მიზანია ამ სიახლეების ანალიზი, კონკრეტული კინოფილმების და ცნობილი კინოოპერატორების ნამუშევრების მაგალითებზე,
ციფრული ტექნოლოგიები კინოწარმოების პოსტპროდუქციის ეტაპზე შეიძლება მოიცავდეს როგორც ფილმის ფერით რედაქტირებას, ისე მის კომპოზიციის კორექტირებას, შუქ-ჩრდილური ნახატის გაუმჯობესებას, მასშტაბის ცვლას, მოძრავი კამერის რხევი „ჭუჭყისგან“ გაწმენდვას, კადრებში გმირების ადგილმონაცვლეობას და ა.შ.
რამდენადაც სინთეზირებული კადრის უშუალო „წინაპრად“ ე.წ. კომბინირებული კინოგადაღებების გამოცდილება გვევლინება, სტუდრნტი დოქტორანტები შეისწავლიან კომბინირებული და სპეციალური გადაღებების ტექნოლოგიებით შექმნილ ისტორიაში ცნობილ ფილმებს, გაეცნობიან ციფრულ ეპოქამდელი კომბინირებული კინოგადაღებების აპარატურის ევოლუციას არარეალური და რთული ფანტასტიკური („წარმოსახვითი“) კინოსამყაროების შექმნილ ვიზუალებს.
ამ კურსის დროს სტუდენტი-დოქტორანტები გაღრმავებულად შეისწავლიან თქანამედროვე ციფრული კინოგამოსახულების შექმნისა და აღწარმოების მსოფლიო პრაქტიკის გამოცდილებას, კომპიუტერული მხატვრობის ესთეტიკის განვითარების თანამედროვე ტენდენციებს, რასაც ამკვიდრებენ წამყვანი კინოსაპროდიუსერო ფირმები და სტუდიები.
კინო და სატელევიზიო ტექნიკის უნიფიცირების თანამდევი პროცესები ეკრანული ხელოვნების სხვადასხვა ფორმების წარმოებისას.
საწავლო კურსის მიზანია შეისწავლის მსოფლიო კინოსაოპერატორო ტექნიკის, ტექნოლოგიების და პრაქტიკის გავლებნა ადამიანის მოღვაწეობის სხვადასხვა მხარეებს.
მართალია, კინემატოგრაფი ამდენადაც კინემატოგრაფი და ტელევიზია ტექნიკბაზე უშუალოდ დამოკიდებული შემოქმედებითი საქმიანობის სფეროებია, ამ სფეროების განვითარება პირდაპის და უშუალოდაა დაკავშირებული ტექნიკის განვითარებსაა და მასთან დაკავშირებული კინოწარმოების პროცესების ცვლილებებთან. სტუდენტი-დოქტორანტების კვლევის მიზანია ამ დამოკიდებულების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ანალიზი, კონკრეტული კინოფილმების და ცნობილი კინოოპერატორების ნამუშევრების მაგალითებზე,
ამ კურსის დროს სტუდენტი-დოქტორანტები გაღრმავებულად შეისწავლიან კინოგამოსახულების შექმნისა და აღწარმოების მსოფლიო პრაქტიკის და მასთან დაკავშირებული ოპტიკური მხატვრობის ესთეტიკის განვითარების მნიშვნელოვან საკითხებს, სტილისტიკ(ებ)ის ჩამოყალიბების კანონზომიერებებს.
თანამედროვე პროცესებზე დაკვირვება და ანალიზი კინო და სატელევიზიო გამოსახულების შექმნის პრაქტიკულ განვითარებაში, როგორც სასწავლო კურსი, მიზნად ისახავს სტუდენტ-დოქტორანტთა აზროვნების და ინფორმირებულობის არეალის გაფართოებას პროფესიაში თანამედროვე საერთაშორისო მიღწევების უკეთ გაცნობისა და შესწავლის გზით, ინდივიდი შემოქმედი კინომხატვრის პროფესიული დაშემოქმედებითი დაოსტატების მიზნით.
ამ გააზრებითაა შერჩეული და დაკომპლექტებული სხვადასხვა სალექციო თემა. კურსი ასევე მიზნად ისახავს გამოჩენილ კინოოპერატორთა ოსტატობის წარმოჩენას. ყურადღება გამახვილდება იმ მხატვრულ–გამომსახველობით და სტილურ საშუალებებზე, რომელსაც იყენებს ესა თუ ის შემოქმედი მხატვრულად მნიშვნელოვანი გამოსახულების შექმნისას, გმირის პორტრეტის და ხასიათის ასახვისას, გარემო მდგომარეობის და ეპოქალური მინიშნებების წარმოჩენისას.
სასწავლო კურსში განხილულია საბაზისო თემატიკა (სასწავლო კურსის თემატიკა თან ერთვის). თითოეული მათგანი შეიცავს აუდიტორიაში განსახილველ და დამოუკიდებლად დასამუშავებელ რამდენიმე საკითხს და სრულდება პრაქტიკული მაგალითების ილუსტრირებით. ყოველი საკვანძო ნაწილის დასრულების შემდგომ, გათვალისწინებულია ზეპირი გამოკითხვები, ნახევარი კურსის შესწავლის შემდეგ – შუალედური გამოცდა, ხოლო მთლიანი კურსის დასრულების შემდეგ – დასკვნითი გამოცდა. G
მოდული ტელერეჟისურა
ტელერეჟისურის თეორია და პრაქტიკა I-II
კურსის მიზანია მკვლევარმა სატელევიზიო სტანდარტით რეჟისორულად გაიაზროს საკვალიფიკაციო ვიდეოპროგრამის მხატვრული გადაწყვეტა და წარმოების პროცესი. განსაზღვროს სამუშაო ჰიპოთეზა, დაწეროს სარეჟისორო და საწარმოო სცენარი. კურსის თეორიული ნაწილი საშუალებას მისცემს კვალიფიციურად დაძლიოს კვლევითი კომპონენტის შემოქმედებითი ამოცანა. დასრულებული ვიდეო თან ერთვის თეორიულ ნაშრომს დისერტაციის დაცვისას.
ტელევიზია და ახალი მასმედია
აუდიო-ვიზუალური ხელოვნების მკვლევარს, გააცნობს თანამედროვე სატელევიზიო გარემოს. ამერიკისა და ევროპის წამყვან ტელეკომპანიებს, მათ საორგანიზაციო, სამაუწყენლო, საკანონმდებლო სტრუქტურებს, დაფინანსების თავისებურებებს. ახალ რეალობას – სატელიტური, ცირული ტელევიზიის ტექნოლოგიურ მიღწევებს, ინრერნეტ ტელევიზიას, ინტერაქტიური და საზოგადოებრივი ქსელების პერსპექტივებს. სატელევიზიო ტექნიკისასა და ტექნოლოგიების ფორუმებსა და ტელეპროდუქციის საერთაშორისო ბაზრობებს. საკონფერენციო სპექტრსა და აქტუალურ თემებს. შერეული მაუწყებლობისა და თემატური არხების კონცეფციებსა და პრიორიტეტებს. რეიტინგისა და საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანამედროვე ხერხებს. ტელეფესტივალების მაორგანიზებელ და მიზნობრივ ფუნქციებს. საერთაშორისო სატელევიზიო აკადემიას, რომელიც აერთიანებს მსოფლიო მასშტაბით ყველა წამყვან ტელეკოპანიას და თავს უყრის საუკეთესო ტელე ოსტატებსა და ვიდეო პროდუქციას.
“ტელევიზია და ახალი მასმედია“ მიზნად ისახავს, ტელევიზიის საზოგადოებრივი აზრის ინტერპრეტაციულ-მამოდელირებელი საქმიანობის შედარებას ახალ მასობრივი სოციალური კომუნიკაციის ფენომენთან, პუბლიკაციების კონცეპტუალური გააზრებითა და ანალიზით.
ვიდეოარტი
ვიდეოარტის შესწავლის მიზანია, სტუდენტი გაეცნოს სახვით ხელოვნებაში ვიდეოტექნიკის, კომპიუტერული და სატელევიზიო გამომსახველობითი საშუალებით მხატვრული კონცეფციის გადმოცემის ფორმებსა და საშუალებებს, გაეცნოს ამ ჟანრში შექმნილ მსოფლიო შედევრებს. აღიქვას ის, როგორც მხატვრის ძიება ტრადიციულის, ნაცნობის საზღვრებს მიღმა, ახალი, ტექნოლოგიური გამომსახველობითი ხერხების სამყაროში.
როგორც კანადელი სოციოლოგი და კულტუროლოგი მარშალ მაკლუენი ამბობდა – ,,ჯერ ადამიანი ქმნის ტექნოლოგიებს, შემდეგ კი ტექნოლოგიები ქმნიან ადამიანს.” ტექნიკურ მიღწევებს განიხილავდა ისეთივე შემოქმედებით იარაღად, როგორიც მხატვრისთვის ფუნჯი და საღებავია.
„არის გადასაღები აპარატურა, არის საკომუნიკაციო არხები, მთავარია იყოს კონცეპტუალური სათქმელი და ეფექტურად მოფიქრებული ფორმა” თვლიან ვიდეოარტელები.
სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს გავაცნოთ ამ მეტად თანამედროვე და საინტერესო ხელოვნების კონცეპტუალური და გამომსახველობითი მრავალფეროვნება. წავახალისოთ ისინი ექსპერიმენტისკენ, რადგან ვიდეოარტში ყველაზე მომხიბვლელი და მოძრავი ექსპერიმენტული სამყაროა.
აკადემიური წერა და კვლევის მეთოდები
კურსის მიზანია სტუდენტთათვის სამეცნიერო კვლევის შინაარსობრივი მოთხოვნებისა და ტექნიკური სტანდარტების სწავლება, კრიტიკული აზროვნებისა და აკადემიური წერის უნარის განვითარება. შესაბამისად, კურსი ორიენტირებულია სტუდენტს ასწავლოს აკადემიური ნაშრომისა თუ კვლევითი პროექტის დაწერისათვის აუცილებელი სამეცნიერო კვლევის შინაარსობრივი და ტექნიკური საკითხების გამოყენება და მნიშვნელობა.
სამეცნიერო ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს სიახლის კრიტერიუმებს და გარკვეული წვლილი შეჰქონდეს აღნიშნული დარგის განვითარებაში. ავტორის კვლევა უნდა იყოს მკითხველზე ორიენტირებული. მიღებული კვლევის შედეგი მხოლოდ მაშინ მოახერხებს დარგის განვითარებაში წვლილის შეტანას, თუ ის დამაჯერებელი (სანდო) იქნება.
სტუდენტი სწავლობს დამაჯერებელი კვლევის განხორციელებას, სამეცნიერო კვლევის შინაარსობრივი მოთხოვნების დაცვასა და ტექნიკურად გამართული ნაშრომის ფორმირებას.
სტუდენტი უნდა დეუფლოს აკადემიური წერის, აკადემიური რეგლამენტის ფუნდამენტურ პრინციპებს. თეორიული და ემპირიული კვლევის თანამედროვე მეთოდებს და მათი პრაქტიკული გამოყენების ხერხებს კვლევითი ნაშრომის შესრულების პროცესში; კვლევის დაგეგმვის, ორგანიზების, მიღებული შედეგების წერილობით გადმოცემის ფორმებსა და წესებს, კანონებს, რომლებიც სამეცნიერო გამოცემებში (პუბლიკაციებისათვის) არის დადგენილი.
საგანმანათლებლო კანონმდებლობა
saganmanaTleblo kanonmdeblobis – kursis mizania students Seaswavlos umaRlesi ganaTlebis sistemis reformis ZiriTadi sakiTxebi. gaacnos boloniis procesis ZiriTadi miznebi da amocanebi. magistrantma safuZvlianad unda icodes reformasTan dakavSirebuli saqarTvelos sakanonmdeblo baza, avtorizaciisa da programuli akreditaciis moTxovnebi, xarisxis uzrunvelyofis Sida da gare meqanizmebi.
უმაღლესი სკოლის პედაგოგიკა
უმაღლესი სკოლის სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის თეორიისა და პრაქტიკის აქტუალური პრობლემები: უმაღლეს სკოლაში სასწავლო მუშაობის მეცნიერული ორგანიზაცია, სტუდენტთა სწავლების ფსიქოლოგიური და ლოგიკური საფუძვლები.
დოქტორანტი გაეცნობა და შეისწავლის უმაღლესი სკოლის პედაგოგიკის ძირითად ცნობებს, განათლების ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიის საკითხებს, საგანმანათლებლო თეორიებსა და მეთოდოლოგიას.
დოქტორანტს სასწავლო კურსის გავლის შემდეგ ეცოდინება უმაღლესი სკოლის დიდაქტიკის საკვანძო საკითხები, განათლების შინაარსი უმაღლეს სკოლაში, საგანმანათლებლო პროგრამები და სილაბუსი, საკრედიტო სისტემა უმაღლეს სკოლაში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უმაღლეს სკოლაში სწავლების ორგანიზაციის საკითხებს – ლექციას უმაღლეს სკოლაში, სემინარული მეცადინეობის ჩატარების მეთოდიკის საკითხებს, ლაბორატორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, სტუდენტთა დამოუკიდებელ მუშაობას. ასევე, კურსის გავლის შემდეგ დოქტორანტს ეცოდინება სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიები, პორტფოლიოს მეთოდი და ცოდნის შემოწმება შეფასების ასბალიანი სისტემით.
დოქტორანტს ეცოდინება უმაღლეს სკოლაში მენეჯმენტის საკითხები, უმაღ¬ლესი სკოლის სტრუქტურა და მართვის ორგანოები, აკადემიური პერსო¬ნალი, შრომის ბაზრის გავლენა საგანმანათლებლო პროცესებზე; დოქტორანტს შეეძლება არსებითად გაერკვეს უმაღლესი სასწავლებლის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის საკითხებში.
დოქტორანტს კურსის გავლის შემდეგ ეცოდინება სტუდენტური ასაკის პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური ასპექტები, უმაღლესი სკოლის პედაგოგის ეთიკა და ა. შ.
audiovizualuri xelovneis gavlena XX saukunis sazogadoebis formirebaze
სასწავლო კურსის მიზანია დოქტორანს გააცნოს აუდიოვიზუალური ხელოვნების კერძოდ კინო-ტელე ხელოვნების ენობრივი სტრუქტურის განვითარების პარალელუად შემუშავებული ის მექანიზმები და მეთოდები, რომლითაც ხდებოდა და ხდება საზოგადოების მანიპულირება, ყოველდღიურ ყოფაში სტერეოტიპებისა და „მითების“ ჩამოაყალიბება, ადამინის აზროვნებისა და ცხოვრების სტილის „დაგეგმვა“ ამ თემების გაშლა მოხდება თანამედროვე კულტუროლოგების ვალტერ ბენიამინის, მარშალ მაკლუენის, ჟან ბოდრიარის, სლავოი ჟიჟეკის და სხვა ავტორების თეორიული ნაშრომების განხილვის საფუძველზე.
ჟანრის თეორია და პრაქტიკა
კურსი მიზნად ისახავს შეასწავლოს სტუდენტებს: – ჟანრების თეორიის მნიშვნელობა, მისი ისტორიული განვითარება და თანამედროვე ტენდენციები ჟანრულ თეორიაში;
– კონკრეტული ჟანრის მახასიათებლები, დიაქრონულ და სინქრონულ ასპექტში;
– ჟანრული კინოს სპეციფიკა და ფუნქციონირების კანონზომიერებები;
– თანამედროვე ტენდენციები და პროცესები ჟანრულ კინოში;
რეალიზმის ფენომენი და მისი ინტერპრეტაციები კინოს ისტორიასა და თეორიაში
„რეალობა“, „რეალისტური“, „რეალიზმი“ მსჯელობის და გააზრების თუ გადააზრების მუდმივი საგანია მეცნიერებაში, ფილოსოფიაში, ხელოვნებაში. ამ პროცესში დაბადებისთანავე ჩაერთო კინემატოგრაფი, როგორც „ტექნიკური“ ხელოვნება, რომელიც „მექანიკურად“ ქმნის „ნატურალისტურ“ სახეებს.
წარმოდგენილი კურსის მიზანია დოქტორანტებს გააცნოს როგორც ეს დისკუსიები კინემატოგრაფის რეალობასთან და რეალისტურობასთან მიმართების შესახებ, ასევე შეასწავლოს რეალიზმის სხვადასხვა ფორმები და ინტერპრეტაციები, როგორც ისინი ჩამოყალიბდა კინოს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე და სხვადასხვა ავტორთან.
სიმბოლო ხელოვნებაში კურის მიზნად ისახავს ხელოვნების ნიმუშთა სიმბოლოლოგიურ ჭრილში აღქმას, რაც სტუდენტს აძლევს საშუალებას მხატვორბის საეტაპო ქმნილებანი გააცნობეიეროს უფრო მასშტაბურად. სიმბოლო იმდენად ინტერკულტურული ფენომენია, რომ სტუდენტი ქართული ხელოვნების უმთავრეს ნიმუშებს ეცნობა მსოფლიო ხელოვნებასთან მუდმივ დისკურსში. სტუდენტმა კურსის ბოლოს უნდა შეძლოს ხელოვნების ნიმუშთა სახისმეტყველებითი შეფასება.