მაგისტრატურა – სილაბუსების ანოტაციები
მოდული მხატვრული ინოს რეჟისურა I-III
მოდულის მიზანია სტუდენტს შასწავლოსმხატვრული კინოს რეჟისურის ძირითადი ასპექტები, გამოუმუშაოს როგორც პროფესიული, ასე სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. მოდულში სტუდენტი ეტაპობრივად აითვისებს იმ აუცილებელ ცოდნა-გამოცდილებას, როემლიც საშუალებას მისცემს შექმნას ფილმის: იდეიდან ჩანაფიქრის რეალიზებამდე.
პირველი სემესტრის კურსი ძირითადად ეთმობა ამბის ვიზუალური თხრობის ელემენტების შესწავლას
ხოლო შემდგომ ეტაპზე ხდება ცოდნის გაღრმავება კინო ენის სპეციფიური ელემენტების ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების განცონისა და შესწავლის მიმართულებით
კურსის მიზანია სტუდენტს გააცნოს კინოენის სპეციფიკა: კადრის კომპოზიციის, განატების სისტემების და სხვა ენობრივი ნიშნების მნიშვნელოვა ფილმის ერთიანი ქსოვილის შექმნაში. თითოეული ხერხისა და საშუალების გამოყენების ძირითადი მეთოდები
კურსის მიზანია სტუდენტი მოამზადოს სადიპლომო ნაშრომის შესაქმნელად
გააცნოს სტუდენტს პროექტის შემუშავების წერები , წარმოების ეტაპები.
ფილმის საბოლოო შევრისშესაძლებლობები
მოდული დოკუმენტური კინოს რეჟისურა (თეორიისა და პრაქტიკის
ანალიზი) -I-IV
სამაგისტრო პროგრამა „დოკუმენტური კინოს რეჟისურა (თეორიისა და პრაქტიკის ანალიზი)-I-IV „ შესაძლებლობას მისცემს სტუდენტს, ინდივიდულური ინტერესის მიხედევით განივითაროს პროფესიული ინტერესები. თავის მხრივ, თითოეული მაგისტრანტის წვლილი მნიშვნელოვანი იქნება უნივერსიტეტში დოკუმენტური კინოს კვლევების რესურსის განვითარებაში. სამაგისტრო საფეხური უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას შემოქმედებითი პედაგოგიკის მნიშვნელოვანი ასპექტების ცოდნით. დოკუმენტური კინოს ისტორია, გადაღების და მონტაჟის, რეალობის სრულად და დამაჯერებლად ასახვის, ახალი მეთოდების მუდმივ ძიებას უკავშირდება. რეჟისორის მიერ თემის შემოქმედებითი გადაწყვეტა იწვევს ამა თუ იმ მეთოდის თუ ხერხის გაჩენას და გამოყენებას, რომელიც ან ახალია და მხოლოდ მოცემული ფილმისთვის გამოდგება, ან ტიპიურია. ახალი მეთოდების და ხერხების გაჩენას დიდ ბიძგს აძლევს, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის შედეგად გაჩენილი, ახალი ტექნიკა და ტექნოლოგიებიც(თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები დიდი ნახტომია).
პროგრამის მიზანია მოამზადოს სპეციალისტები, რომლებსაც კარგად ექნებათ გააზრებული კინოხელოვნების და დოკუმენტური კინოს საუკუნოვანი გამოცდილება და პროფესიულ-მეთოდოლოგიური მიდგომით შეძლებენ უპასუხონ თანამედროვე გამოწვევებს.
კურსის მიზანია მოამზადოს დოკუმენტური ფილმის დამდგმელი რეჟისორი. რაც გულისხმობს ფილმის წარმების ყველა სტადიას-იდეის, თემის ჩანაფიქრის პროექტის შექმნას და განხორციელებას, გადაღებისათვის მომზადებიდან, მონტაჟის ჩათვლით. სწავლების პროცესში სტუდენტები შეისწავლიან და გაიღრმავებენ, ეკრანის ენის და ეკრანული გამოსახვის პლასტიურ საშუალებების ცოდნას; ეკრანული ნაწარმოების- დოკუმენტური ფილმის დრამატურგიული აგების, გადაღების- მეთოდებსა და ხერხებს, დოკუმენტური კინოს სახეობების ჟანრული თავისებურებების მიხედვით; დოკუმენტური კინოს დამდგმელი რჟისორის მუშაობა დამოკიდებულია როგორც საკუთარი იდეის და სცენარის ასევე ავტორის ან თანავტორის, კინოსტუდიის, ტელევიზიის ან ნებისმიერი სხვა დამკვეთის მიერ შემოთავაზებული შემოქმედებითი სამუშაოს შესრულებაზე, აუდიო–ვიზუალური შემოქმედებითი პროექტის – (სრულმეტრაჟიანი/ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი) განხორციელებაზე და მის მხატვრულ გადაწყვეტაზე. პრაქტიკული უნარჩვევების ათვისებასა და გაღრმავების პარალელურად წარმოებული, დოკუმენტური კინოს სახეობების, მათი ფორმის შემოქმედებით გადაწყვეტის პროცესში გამოყენებული, გადაღების ხერხების და მეთოდების კვლევა, დოკუმენტური კინოს დამდგმელ რეჟისორს შესაძლებლობას მისცემს, პრაქტიკაში გამოიყენოს და გააზიაროს აკადემიურ დონეზე დაგროვილი ცოდნა -სხვა და სხვა ჟანრისა და ფორმის აუდიო-ვიზუალური პროდუქციის, შესაქმნელად, მხატვრული ჩანაფიქრიდან – იდეის ხორცშესხმამდე.
პროგრამა გულისხმობს სტუდენტის კონკრეტული ინტერესის შესაბამისი სახეობის (დოკუმენტური, მოკუმენტური, სასწავლო, სამეცნიერო ,შემეცნებითი ..) სიღრმისეულ შესწავლას, როგორც პრაქტიკულ ისე კვლევით დონეზე. სტუდენტი სამაგისტრო ნაშრომს წარმოადგენს პრაქტიკულ ნამუშევარს (ფილმის სახით) და კვლევით ნაწილს, თეორიული ნაშრომის სახით.
კურსის მიზანია სტუდენტები დაეუფლონ ეკრანული ნაწარმოების შექმნის თეორიულ პრინციპებს და პრაქტიკულ მეთოდებს-ეკრანული ნაწარმოების, იდეის და თემის, დრამატურგიულ სტრუქტურას. ეკრანული ნაწარმოების ფორმისა და სტილის განსაზღვრას და შესაბამისი სახვითი საშუალებების პრაქტიკულ გამოყენებას.სამაგისტრო საფეხური უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას შემოქმედებითი პედაგოგიკის მნიშვნელოვანი ასპექტების ცოდნით.
სტუდენტები შეისწავლიან ეკრანის სახვით საშუალებებს; მონტაჟის სახეებსა და პრინციპებს- ტექნოლოგიებს და ტექნიკას; პრაქტიკულად გააანალიზებენ დამონტაჟებულ კინომასალებს; შეისწავლიან ხმის (ხმაური, მუსიკა, სიტყვა) და გმოსახულების ურთიერთობას; ფილმის მონტაჟისა და ტონირების მეთოდებს; გადამღები ჯგუფის წევრების მოვალეობებსა და ფუნქციებს, ჯგუფური მუშაობის მეთოდებს. დოკუმენტური ფილმის საწარმოო პროექტის მომზადების კრიტერიუმებს.სამაგისტრო საფეხური უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას შემოქმედებითი პედაგოგიკის მნიშვნელოვანი ასპექტების ცოდნით.
მოდული რეჟისორ ანიმატორის ოსტატობა I-IV სემესტრი
სტუდენტი სწავლობს მონტაჟის, სთორიბორდის, სარეჟისორო სცენარის დაწერის, დროის გათვლის მნიშვნელობის და შექმნის პრინციპებს. ეს ეხმარება მას შემდეგ სემესტრში, სწავლით გათვალისწინებული პროგრამის შესწავლის შემდეგ , წარმატებით გადაიღოს საკურსო ნამუშევარი.
პირველ სემესტრში მიღებული თეორიული და პრაქტიკული (ფოტოსურათებით შექმნილი სასწავლო ფილმი) ცოდნის საფუძველზე .სტუდენტები შეძლებენ საკურსო მინი ფილმის გდაღებას.
პირველ კურსზე შეძენილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის,( სასწავლო და საკურსო სარეკლამო რგოლი-ფილმი) და დაგროვილი გამოცდილების საშუალებით სტუდენტმა მესამე სემესტრში ქმნის პროექტს სამაგისტრო სადიპლომო ფილმისთვის.
მოდული ტელერეჟისორის ოსტატობა (პრაქტიკული რეჟისურა) I-III
ტელერეჟისურის ოსტატობის საგანმანათლებლო პროგრამა მიზანად ისახავს, დარგის თანამედროვე მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ლიტერატურული პირველწყაროს კადრის ენაზე გადატანის კინემატოგრაფიული კანონების შესწავლას, რაც გულისხმობს: შინაარსობრივად, ვიზუალურად და კომპოზიციურად გამართული ეკრანული თხრობის ეფექტურად განვითარებას და მის დაქვემდებარებას გააზრებული კონცეფციისა და შემოქმედებითი ამოცანისადმი. ტელეპროდუქციის მრავალფეროვნება, რომელიც ხშირად, ოპერატიული რეჟისურის სპეციფიკით, სიტუაციური ამოცანების ყოველწუთიერ გადაწყვეტას მოითხოვს, სწავლების შესაბამის თავისებურებებს განაპირობებს.
კურსის მიზანია:
- სტუდენტს განუვითაროს სახიერად აზროვნების უნარი და ეკრანის ენის გრამატიკული ცოდნის საფუძველზე ჩამოუყალიბოს წარმოსახული ფორმის ვიზუალურად გამოხატვის საორგანიზაციო ჩვევები.
- მისცეს სატელევიზიო რეჟისურის ფუნდამენტური თეორიისა და პრაქტიკის ცოდნა. ასწავლოს მხატვრული ჩანაფიქრის ტექნიკური განხორციელების ხერხები;
- ასწავლოს სატელევიზიო პროდუქციის, როგორც სადადგმო (ტელესერიალი, შემეცნებით-დოკუმენტური ვიდეო ფილმი, შემეცნებითი თუ გასართობი გადაცემა, ვიდეოკლიპი, რეკლამა), ასევე სიტუაციური პროექტების (პირდაპირი ეთერი, რეპორტაჟი, საინფორმაციო სიუჟეტები), რეჟისორული გააზრება და მართვა.
პირველ შემთხვევაში ეს საქმიანობის ეტაპობრივ დაგეგმვას, მოსამზადებელ პერიოდში შემოქმედებითი ამოცანების დეტალურ ანალიზს, გადაღებების პროცესის სრულად გააზრებას და ორგანიზაციას, მასალის პროფესიულად მონტაჟს გულისხმობს; წარმოების მეორე ფორმის შესწავლა კი, სატელევიზიო სპეციფიკის გათვალისწინებით, რეალურ დროში განვითარებული ეპიზოდის ეკრანული თხრობის ლოგიკითა და დინამიკით გამოცემას, გადასაღები ობიექტის სწრაფ ტექნიკურ ანალიზს, აუცილებელი სამუშაო ხელსაწყოების ოპერატიულ კომპლექტაციასა და სწორ განლაგებას მოითხოვს.
კურსის მიზანია:
- სტუდენტმა გამოიმუშავოს შემოქმედებითი ამოცანების განსაზღვრის, დაგეგმვის, მართვის და განხორციეელების უნარი;
- გააცნოს სამუშაო ინსტრუმენტები(კინო და ტელე აპარატურა, პავილიონები და სტუდიები, მოძრავი ტელესადგურები, ახალი თაობის კინო და ვიდეო კამერები, სამონტაჟო კომპლექტები), თანამედროვე ტექნოლოგიური ინდუსტრიის მიღწევები;
- რეჟისურის მომიჯნავე სპეციალობების გამომსახველობითი, ტექნიკური და მხატვრული რესურსი;
- სამუშაო ტერმინოლოგიისა და საწარმოო პერსონალის კომპეტენციების სპექტრი.
- სატელევიზიო მაუწყებლობის წარსული და თანამედროვე სქტუქტურულ-საორგანიზაციო ფორმები, საკომუნიკაციო სტრატეგიული პროცესები, ესთეტიური და ტექნოლოგიური ტენდენციები;
სტუდენტმა მნიშვნელოვანია თავიდანვე გააცნობიეროს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, ის მოემსახურება ადამიანის ცნობიერებაზე, საზოგადოებრივ აზროვნებაზე უშუალო ზემოქმედების ერთ-ერთ უძლიერეს ინსტრუმენტს – ტელევიზიას. პროფესიული საქმიანობისას მის მოქალაქეობრივ პოზიციას, ზნეობრივ პრინციპებს, კულტურულ და ესთეტიურ სტანდარტს ასახავს ტელემაუწყებლობა. რომ მასმედიის სწრაფი ტრანსფორმაცია ითხოვს მაღალი რანგის პროფესიონალს, რომელიც იცნობს:
- ტელევიზიის მხატვრული და ტექნოლოგიური განვითარების ტენდენციებს,
- ფლობს თანამედროვე სამუშაო ინსტრუმენტებს,
- იცის დამხმარე სპეციალობების რესურსი,
- შეუძლია მატერიალური, ტექნიკური და შემოქმედებითი ჩარჩოს განსაზღვრა,
- აღჭურვილია თეორიისა და პრაქტიკული რეჟისურის ცოდნით,
- ეძებს ახალ გამომსახველობით ფორმებს,
- კრიტიკულად აფასებს კანონებად აღიარებულ ნორმებს,
პროფესიულად იხვეწება და თამამად იზიარებს თანადროულ ესთეტიურ და კონცეპტუალურ სატელევიზიო მიდგომებს.
სატელევიზიო რეჟისურის სპეციფიკა
- გამოსახულება, როგორც თხრობის ვიზუალური კომენტარი;
- ვიზუალური კომპონენტის შერჩევის ოთხი მეთოდი – ინსტიქტური, შემთხვევითი, გამიზნული, ანალიტიკური;
- სატელევიზიო პროგრამის გადაღების მეთოდები, ინსრტუმენტების პალიტრა;
დაგეგმილი და სპონტანური ტელერეჟისურა
სატელევიზიო პროგრამების ჟანრობრივი მრავალფეროვნება
- რეჟისორი საინფორმაციო წარმოებაში;
- სატელევიზიო დოკუმენტური, სასწავლო, შემეცნებითი, ფილმების რეჟისურა;
- სადადგმო, სატელევიზიო რეჟისურა;
- მულტიკამერული რეპორტაჟის რეჟისურა;
რეჟისურა პირდაპირ ეთერში.
მოდული -ხმის რეჟისურა ფსიქოაკუსტიკის როლი თანამედროვე კინო-ტელე პროდუქციაში I-III
(ხმის რეჟისორის ოსტატობა; პრაქტიკისა და თეორიის სინთეზი, ანალიზი)
პროგრამა გამიზნულია კინო-ტელე ინდუსტრიაში ისეთი ხმის რეჟისორების (ხმის ინჟინრების) კადრების მოსამზადებლად, რომელიც არა მხოლოდ აკმაყოფილებს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს, არამედ აქვთ საკუთარი ხელწერა და ქმნიან მაღალი დონის შემოქმედებით კინო-ტელე პროდუქციას. ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ, მაგისტრატურის აკადემიური საფეხური მიზნად ისახავს მიღებული ცოდნის გაღრმავებასა და მაღალი პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. მაგისტრატურაში სწავლის პროცესი მოიცავს როგორც მოცემული დარგის უახლესი მეცნიერული მიღწევების, ასევე ახალი ტექნოლოგიებისა და აუდიო ტერმინოლოგიის დაუფლებას, რაც საშუალებას მისცემს მაგისტრანტს პრაქტიკაში განახორციელოს მიღებული თეორიული ცოდნა.
მაგისტრატურის აკადემიური საფეხურის სწავლის I სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებმა გააღრმავონ მიღებული ცოდნა, რაც მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- ხმის რეჟისურის საფუძვლები; ბგერის ზემოქმედება ცნობიერსა და ქვეცნობიერზე;
- ტვინის მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროები და მათი ფუნქციები;
- ფსიქოაკუსტიკა: ამბიენსი, ადამიანის მეტყველება, სპეც-ეფექტები, სინქრონული ხმაურები (პერსონაჟებისათვის დამახასიათებელი მოძრაობების ხმები), სიმღერა და მუსიკალური ინსტრუმენტები.
- ადამიანის ყურის ფიზიოლოგია: შეგრძნებები, ორმხრივი ნეირონული სმენა, სიხშირის ფსიქოლოგიური აღქმა, ბგერის ტონის სიმაღლე (Pitch), ბგერის ინტენსიურობა, ტემბრი, მასკირება, კრიტიკული სიხშირეები;
- ადამიანის სმენა და კალიბრული მიკროფონები; ლოკაცია და მატესტირებელი მიკროფონების რაოდენობა.
ვინაიდან წარმოდგენილი პროგრამა ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებს, მიმდინარეობს ახალი მეთოდოლოგიის შემუშავება და პრაქტიკაში მისი გამოცდა.
იმ თეორიული საკითხების გარდა, რომელიც პროგრამითაა გათვალისწინებული, ჯგუფის ოსტატის გეგმითა და გადაწყვეტილებით, პროგრამა ითვალისწინებს მოწვეული სპეციალისტების მასტერკლასებს, ხმის ჩამწერ სტუდიებში პრაქტიკას და სხვადასხვა გადამღებ ჯგუფთან საქმიან ურთიერთობას.
სწავლების მეორე სემესტრში მაგისტრატურის აკადემიური საფეხურის სტუდენტები შეისწავლიან:
- ბგერის სტატიკისა და დინამიკის ურთიერთდაპირისპირებას;
- მასკირების ეფექტისა და აპარატურის ურთიერთმიმართებას;
- ფსიქოაკუსტიკური ფაქტორების მნიშვნელობას: ჰარმონიულ ბგერებს, ჰარმონიულ გადახრას (Harmonic distortion), ინტერმოდულაციას;
- გააღრმავებენ დარგისათვის დამახასიათებელ ინგლისურ ტერმინოლოგიას;
- საფუძვლიანად დაეუფლებიან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის, ცოდნის შეძენის კრიტიკულ და თანმიმდევრულ უნარ-ჩვევებს.
- ბგერის სტატიკისა და დინამიკის ურთიერთდაპირისპირებას;
- გადაღებული ნამუშევრის ფსიქოაკუსტიკური ეფექტების წარმოჩენას.
სწავლების მესამე სემესტრში მაგისტრატურის აკადემიური საფეხურის სტუდენტები შეისწავლიან:
- საკვალიფიკაციო ნაშრომის ფსიქოაკუსტიკურ დიზაინს;
- მუსიკის შერჩევა/ჩაწერა/დამუშავებას (Score, Source); ეფექტების შექმნა/ჩაწერა/დამუშავებას;
- გააღრმავებენ მასტერინგის ხელოვნებას;
- ფილმის ფსიქოაკუსტიკური საჩვენებელი ლექცია-პრეზენტაციის მომზადებას;
- საკვალიფიკაციო შემოქმედებით პროექტს;
- სპეცეფექტების შექმნა/გამოყენებას. მიდი (MIDI): საფუძვლებს, არხებს, სინკვენსერებს, კონფიგურაციას, მონაცემთა სტრუქტურას, სინქრონიზაციას.
სწავლების მესამე სემესტრის მიზანია ხმის რეჟისურის საბაკალავრო პროექტის განხორციელება.
მოდული ოპერატორის ხელოვნება I-III
მოცემული სამაგისტრო მოდული ითვალისწინებს კინოოპერატორის, როგორც სათანადო თეორიული ცოდნით აღჭურვილი პრაქტიკოსის – კინოწარმოების პროცესში საოპერატორო-საწარმოო რგოლის ორგანიზატორის, აგრეთვე ლექტორი-პედაგოგის აღზრდას. რამდენადაც დამდგმელი კინოოპერატორი კინოწარმოების ერთ–ერთი მთავარი ფიგურაა, მისი პროფესიული მზაობა განისაზღვრება მრავალმხრივი ინფორმაციის, ტექნიკური ცოდნისა და სხვადასხვა მიმართულების პრაქტიკული უნარ-ჩვევების ერთობლივი ფლობით.
ამასთანავე, კინოოპერატორი შემოქმედებითი პროფესიაა, რომელიც მოიცავს მხატვრული წარმოსახვას, კინოგამოსახულების – როგორც ეკრანული მხატვრობის ფორმის მიმართ მიდგომას, სცენარისა და რეჟისორული ხედვის მხატვრულ გააზრებას და ტექნიკური საშუალებებით ეკრანული მხატვრული სახის შექმნის უნარ-ჩვევების ფლობას და განვითარებას.
მოცემული კურსის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან ფოტოგრაფიისა და კინოოპერატორის ოსტატობის სათანადო კურსებს. შეასრულებენ თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს. მაგისტრატურის საფეხურზე ყურადღება მიექცევა ფოტოგრაფიისა და კინო-ტელე ოპერატორის ტექნიკური შესაძლებლობებით მხატვრული სახის შექმნის საკითხებს.
სამაგისტრო საფეხური უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას შემოქმედებითი პედაგოგიკის მნიშვნელოვანი ასპექტების ცოდნით.
ამას გარდა, მოცემული კურსი მიზნად ისახავს აუდიოვიზუალური ხელოვნების მაგისტრის, როგორც მომავალი მკვლევარის აღზრდას. მკვლევარის უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად, სტუდენტ-მაგისტრანტებს ყოველ სემესტრში ეძლევათ დავალება, რომ დაწერონ რეფერატები (მათ შორის ანალიტიკური ესსე, საკონფერენციო მოხსენება) ამა თუ იმ – მათი ინტერესით და პედაგოგის რეკომენდაციით არჩეულ თემებზე, ხოლო სადიპლომო ნამუშევრის თეორიული კომპონენტა აგრეთვე ფასდება კვლევითი ღირებულებებით.
მაგისტრანტი ეცნობა კინო და ტელეფილმის ოპერატორის, როგორც აუდიოვიზუალური ოპუსის ვიზუალური კომპონენტის ავტორი-შემოქმედის პროფესიულ კომპეტენციებს, აწარმოებს გადაღებებს ნატურაზე, ინტერიერსა და პავილიონში გადამღები და გამნათებელი ხელსაწყოების გამოყენებით.
მესამე სემესტრში მაგისტრანტი-ოპერატორი აგრძელებს კინო-ტელე ოპერატორის პროფესიული უნარ-ჩვევების დაუფლებას, ქართველი და უცხოელი ოპერატორების გამოცდილების გაცნობას და შეფასებას. ამავე სემესტრში მაგისტრანტი პედაგოგთან ერთად შერჩევს საკვალიფიკაციო ნაშრომის თეორიული კომპონენტის თემას და იწყებს მის დამუშავებას (ფაკულტეტის საბჭოზე დამტკიცების შემდეგ), ამავე სემესტრში იგი მუშაობს საკონფერენციო გამოსვლის თემაზე, რაც აგრეთვე აისახება მისი ინტერესების რეალიზაციაზე; სავარჯიშოებს გადის რეჟისორთან, ხმის ოპერატორთან, მხატვართან ერთად, თეორიის მხრივ, აირჩევს და ამზადებს თემას საკონფერენციო გამოსვლისთვის.
ოპერატორის ხელოვნება
მაგისტრანტი ეცნობა კინო და ტელეფილმის ოპერატორის, როგორც აუდიოვიზუალური ოპუსის ვიზუალური კომპონენტის ავტორი-შემოქმედის პროფესიულ კომპეტენციებს, აწარმოებს გადაღებებს ნატურაზე, ინტერიერსა და პავილიონში გადამღები და გამნათებელი ხელსაწყოების გამოყენებით.
თანამედროვე კინო-ტელე ტექნოლოგიები
აუდიოვიზუალურ მიმართულებაში გამოყენებადი თანამედრვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების თეორიული სწავლება (პრაქტიკული აპარატურის სამაგალითო გამოყენებით)
კინო და სატელევიზიო ინდუსტრიის თანამედროვე მიღწევები.
კინოდრამატურგია (პრაქტიკული კურსი)
სამაქტიანი დრამატურგიული სტრუქტურის შესწავლა. კინოსცენარის ორიგინალური იდეის სტრუქტურულად ჩამოყალიბება და სცენარის ჩაწერის ფორმატი.
ლიტერატურული ნაწარმოების კინონაწარმოებად ადაპტირება.
კინოს მხატვრობა
სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს კინოს მხატვრობის დანიშნულება და მისი მნიშვნელობა მხატვრული და ტექნიკური ასპექტების გათვალისწინებით. შეასწავლოს კინოს მხატვრის მუშაობის პრინციპები და თავისებურება, ფილმზე ვიზუალური მიმართულებით მუშაობის სპეციფიკა.
კინოპროდიუსერი (უნარები, მოვალეობები, უფლებები).
კურსი მიზნად ისახავს გააცნოს სტუდენტებს კინო პროდიუსერის ფუნქცია კინოწარმოებაში: მისი უნარები, უფლებები და მოვალეობები. კინოწარმოების მოდელები; მედია ინდუსტრიის მოთამაშეები; ფილმის მარკეტინგული და სადისტრიბუციო არხები; პროექტის შემოქმედებითი და სადისტრიბუციო პოტენციალის გაზომვის და შეფასების მეთოდები; კინოწარმოების იურიდიული ასპექტები და საავტორო უფლებები; პროექტის დაგეგმვა და ბიუჯეტირება; პროექტის მართვა; პიჩინგისთვის მომზადება; ლაინ პროდიუსერის ფუნქციები და უფლება მოვალეობები.
ანიმაციური პროგრამები და ტექნოლოგიები I-II
კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს თანამედოვე ციფრული ტექნოლოგიები, პროგრამები, რომლებიც საშალებას მისცემს შექმნან ანიმაციური მხატვრული სახეები და ფორმები
კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს თანამედოვე ციფრული ტექნოლოგიები, პროგრამები, რომლებიც საშალებას მისცემს შექმნან ციფრული მხატვრული სახეები და ფორმები
აუდიოტექნოლოგიები
კურსი მიზნად ისახავს: სტუდენტს გამოუმუშაოს მოსმენის კულტურა; გააცნოს ბგერის აკუსტიკური ფენომენის ფუნდამენტური პრინციპები; ფილმის გახმოვანების სტრუქტურა; უახლესი ტექნოლოგიური მეთოდები და საშუალებები; გახმოვანების ფსიქოლოგიურ-კომერციული როლი; მომავალ პროფესიონალს გამოუმუშაოს ის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს სრულფასოვნად, კრიტიკულად და ობიექტურად შეაფასოს მოცემული პროდუქციის ხარისხი, შემოქმედებითი დონე, მაყურებელზე მისი ეფექტურობა და კომერციული ღირებულება.
კომპიუტერული ციფრული მონტაჟი I-II
კურსისიყოფა ორ ეტაპად, თეორიული და პრაქტიული პირველ ეტაპზე სტუდენტები თეორიული ცოდნის პარალელურად ეცობიან თანამედროვე მონტაჟის აგების ძირითად მეთოდებს, ხოლო შემსეგ ეტაპზე, მეორე ეტაპზე, სტუენტების წინა სემესტრებში გავლილი მონტაჟის სალექციო კურსის შემდგომ უკვე პრაქტიკულად შევასწავლოთ კომპიუტერული მონტაჟი სასწავლო სტუდიის ბაზაზე. სტუდენტები შეისწავლიან მონტაჟის ძირითად კანონებს. მასალის ორგანიზაციას ვიდეო და აუდიო ეფექტების მიზნობრივად გამოყენებას. სპეცეფექტების გამოყენებას ფოტო მასალის დამუშავებას ვიდეო ფორმატისთვის და მზა პროდუქციის გადატანას სასურველ ციფრულ მატარებელზე.
II -მომდევნოsemestrში მოცემული თეორიული კურსის შესწავლის მიზანია წინა სემესტრში განვლილი მასალის გაღრმავება და ახალი საფეხურის დამატებითი მასალებით შევსება.სალექციო კურსის ძირითად ნაწილში სტუდენტი შეისწავლის სიუჟეტის მონტჟურ დრამატურგიას,მონტაჟის ფორმებს, სახეებს, ორფოგრაფიულ საკითხებს და მის თვისაბა თავისებურებს, შემოქმედებითი რაკურსით, აგრეთვე წამოჭრილ ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრის, დაძლევის საკითხებს. თეორიული მასალის შესწავლა მიზანმიმართულია შუალედური შემოწმებისთვის პრექტიკული 2 წუთიანი მასალის დამონტაჟების, ზეპირი გამოკითხვის და საფინალო ზეპირი გამოკითხვის და პრაქტიკული ნაწილის მოცემული პროექტის 10 წუთიანი მასალის დამონტაჟების სახით განსახორციელებლად.
კინორეჟისურის საფუძვლები
კურსისი მიზანია სტუდენტს გააცნოს კინორეჟისურის ძირითადი საფუძვლები. იდეიდან ჩანაფიქრის რეალიზაციამდე გასავლელი ძირითადი შემოქმედებითი ეტაპები
ვიდეოგრაფიკის საფუძვლები I-II
შეასწავლოს სტუდენტებს გრაფიკის საწყისი ელემენტები, ვიდეო გამოსახულების შექმნა-დამუშავება და მართვა.
უზრუნველყოს გრაფიკის პროგრამასთან მუშაობის უნარ-ჩვევები
მონტაჟის თეორია და პრაქტიკა
მონტაჟის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების შესწავლა, ავტორისეული ჩანაფიქრის გადატანა ეკრანზე კინოენის, მონტაჟის მეშვეობით და აუდიოვიზუალური სრულყოფის მიღწევა თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით.
მაგისტრანტს შეეძლება თავად დაამონტაჟოს საკუთარი ნაშრომი, თუმცა კურსის ძირითადი მიზანი იქნება დამუშავების პერიოდის ზოგად ცოდნაზე ორიენტირებული, რათა მან, როგორც ავტორმა შეძლოს მემონტაჟესთან კომუნიკაცია და ერთობლივი მუშაობისას დასახულ დროში შექმნას ღირებული პროდუქცია.
კინოს ისტორია და თეორია
შეასწავლოს სტუდენტებს: – კინოენის განვითარების ეტაპები და საკვანძო მომენტები;
– გააცნოს მსოფლიო კინოს განვითარების ძირითადი ეტაპები, მიმდინარეობები, სტილური, ჟანრული, თემატური ტენდენციები;
– გააცნოს კინოწარმოების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები და ტენდენციები;
– გააცნოს კინემატოგრაფის გამორჩეული ოსტატები, მათი ფილმები და სტილის თავისებურება;
– შეასწავლოს კინოხელოვნების გამომსახველობითი საშუალებები, მათი შესაძლებლობები და როლი კინომეტყველებაში.
მეწარმეობა კულტურის სფეროში
სასწავლო კურსი შემუშავდა პროგრამა „Erasmus +“ – ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „უმაღლესი სასწავლებლების პოტენციალის გაზრდა უნივერსიტეტების ინდუსტრიის დაკავშირება გონივრული სამეწარმეო თანამშრომლობისა და სტუდენტთა კონკურენტუნარიანი ინტელექტის საშუალებით“ ფარგლებში შემუშავებული და განხორციელებული კურსის გათვალისიწნებით ბიზნესის პრე-აქსელერაციის კურსი – იდეიდან თქვენი პროდუქტის/სერვისის კომერციალიზაციამდე
მედია და საზოგადოება
სასწავლო კურსის მიზანია საფუძვლიანად შეისწავლოს არა მხოლოდ საგნის თეორიული წანამძღვრები და ასპექტები, არამედ, შეიცნოს და გააანალიზოს: თანამედროვე საზოგადოებისა და საკომუნიკაციო სივრცის ურთიერთმიმართება, აქტუალური საზოგადოებრივი პროცესებისა და მედიალური კონსტრუქციების შესაბამისობა; მედიის ფუნქციონირების განმსაზღვრელი სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტუროლოგიური და ტექნოლოგიური ფაქტორები; ეპოქის ფენომენის _ ონლაინსივრცის შესაძლებლობები და ციფრული ცხოვრების წესის გავლენა თანამედროვე მედიის ფუნქციონირების რეჟიმზე; მასმედიის დემასიფიკაციის ტენდენციის არსი და მასობრივი ინდივიდუალური მომხმარებლის ფენომენი; საზოგადოებრივ აზრზე მედიის ზემოქმედების მექანიზმები; ინფორმაციული ძალაუფლების არსი და საინფორმაციო უსაფრთხოების პრობლემები; ინფორმაციული ეპოქის ახალი პარადიგმების ფორმირება და მოსალოდნელი ტრანსფორმაციები; ქართული მასმედიის გავლენა საზოგადოებაზე; ქართული რეალობის ადაპტაცია და ჩართულობა გლობალურ საინფორმაციო სივრცეში.
პოლიტიკური კინო
სასწავლო კურსის მიზანია, შეასწავლოს სტუდენტებს პოლიტიკური კინოს თავისებურებები, მიმართულებები და ტენდენციები; შეუქმნას მათ სრულყოფილი წარმოდგენა იმ გარემოებებზე, რომლებმაც წარმოშვეს პოლიტიკური კინო თავისი მრავალფეროვანი სპექტრით და განავითარეს როგორც ევროპაში, ისე სხვა კონტინენტებზე. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურმა კინომ თავისი გავლენა და გამოვლინება ჰპოვა დოკუმენტურსა და ანიმაციურ კინოხელოვნებებშიც.
კურსში ჩართულია სხვადასხვა გამორჩეული ქვეყნების პოლიტიკური კინოს საკითხები, რადგანაც სწორედ ამ ქვეყნებში ყველაზე ნათლად გამოიკვეთა არსებული პოლიტიკური სიტუაციებიდან გამომდინარე, კინემატოგრაფიული გარდასახვები, რომლებიც ქმნიან საკმაოდ შთამბეჭდავი ფილმების პალიტრას.
დიგიტალური /ციფრული/ ხელოვნების ზეგავლენა კინოენის ფორმირების პროცესში
თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებაზე დიგიტალური /ციფრული/ ხელოვნებსი ზეგავლენა აშკარდ დიდია. ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ კინოხელოვნებაში წარმოშვა ახალი რეალობის შექმნის პერსპექტივები, ახალმა სიმულაციურმა რეალობამ ეჭვის ქვეს დააყენა ტრადიციული თეორიული მოსაზრებების სისწორე და ჭეშმარიტება. თანამედროვე ხელოვნების თეორიაში აქტუალური გახდა ავტორისეული მსოფლმხედველობისა და დიგიტალური /ციფრული/ ხელოვნების ურთიერთზეგავლენის პროცესის კვლევა, გაჩნდა სრულიად განსხვავებული გამომსახველობითი ფორმები, ესთეტიკური კატეგორიები და.აშ.
კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს და თეორიულ ჭრილში გაიაზროს ტრადიციული ასახვის ფორმებისა და თანამედროვე კინო-ტელე ტექნოლოგიების თავისებურებები, მათი ზეგავლენა კინოესთეტიკის, კინოენის განვითარების, თანამედროვე კინოში არსებულ სტილისტურ-ფორმისეულ ძიებებსა და ტენდენციებზე.
პედაგოგიკა
კურსის მიზანია მაგისტრანტი საფუძვლიანად გაეცნოს და შეისწავლოს პედაგოგიური პროცესების (როგორც სასწავლო, ისე აღმზრდელობითი) წარმმართველი ფაქტორების შინაარსი, მათი მოქმედების თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული რეალიზების ტექნოლოგია: აგრეთვე, გაარკვიოს მაგისტრანტები აღზრდისა და განათლების კლასიკურ და თანამედროვე თეორიებს შორის არსებულ დიალექტიკურ კავშირებში. ერთ-ერთი ამოცანა ისიც არის, რომ მაგისტრანტები კარგად გაერკვნენ ჩვენში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ-სამართლებრივ საფუძვლებში.
მაგისტრანტი უნდა დაეუფლოს განვითარების, სწავლებისა და სწავლის თეორიებს, რათა ეფექტიანად გამოიყენოს იგი პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში. მან კარგად უნდა იცოდეს ის პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური თეორიები, რაც საფუძვლად უდევს თანამედროვე პედაგოგიურ-საგანმანათლებლო კონცეფციებს.
პედაგოგიკის სალექციო კურსის გავლის შემდეგ მაგისტრანტმა უნდა იცოდეს აღზრდის პროცესის დიალექტიკა და წინააღმდეგობრივი ხასიათი. აღზრდის ძირითადი ფაქტორები და კანონზომიერებანი, ისეთი ტექნოლოგიები, რაც უზრუნველყოფს ტრადიციული პედაგოგიური დებულებებისა და რეკომენდაციების შემოქმედებით გამოყენებას.
პიროვნების აღზრდისა და სწავლების ამოცანა წარმატებით გადაწყდება მაშინ, თუ პედაგოგმა კარგად იცის აღსაზრდელის პიროვნების რაობა. ამიტომ კურსში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოსწავლის განვითარების ასაკობრივ და ინდივიდუალური თავისებურებების შესწავლას.
აღზრდის თეორიაში საგანგებო ყურადღება დაეთმობა თამაშის როლს პიროვნების განვითარებაში, როლური და შემოქმედებითი თამაშების პედაგოგიურ კონცეფციებს.
პედაგოგიკის კურსის გავლის შემდეგ მაგისტრანტმა უნდა შეძლოს აღმზრდელობითი და სასწავლო მუშაობის ორგანიზაცია და დაგეგმვა, პედაგოგიური პროცესის პროგნოზირება, პედაგოგიური სიტუაციის ანალიზი და შეფასება.
კურსში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა დიდაქტიკის (სწავლების) საკითხებს, სწავლების პედაგოგიურ და ფსიქოლოგიურ საფუძვლებს, სწავლების პრინციპებსა და მეთოდებს, მათი რეალიზაციის მოთხოვნებს. მაგისტრანტები გაეცნობიან სწავლების სხვადასხვა თეორიებს, სწავლის პროცესის კანონზომიერებებს, სწავლების ორგანიზაციისა და ცოდნის შემოწმება-შეფასების ფორმებსა და მეთოდებს.
ნახევარი კურსის გავლის შემდეგ ჩატარდება შუალედური გამოცდა, ხოლო მთლიანი კურსის დასრულების შემდეგ დასკვნითი, ზეპირი ან წერილობითი გამოცდა.
აკადემიური წერა და კვლევის მეთოდები
კურსის მიზანია სტუდენტთათვის სამეცნიერო კვლევის შინაარსობრივი მოთხოვნებისა და ტექნიკური სტანდარტების სწავლება, კრიტიკული აზროვნებისა და აკადემიური წერის უნარის განვითარება. შესაბამისად, კურსი ორიენტირებულია სტუდენტს ასწავლოს აკადემიური ნაშრომისა თუ კვლევითი პროექტის დაწერისათვის აუცილებელი სამეცნიერო კვლევის შინაარსობრივი და ტექნიკური საკითხების გამოყენება და მნიშვნელობა.
სამეცნიერო ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს სიახლის კრიტერიუმებს და გარკვეული წვლილი შეჰქონდეს აღნიშნული დარგის განვითარებაში. ავტორის კვლევა უნდა იყოს მკითხველზე ორიენტირებული. მიღებული კვლევის შედეგი მხოლოდ მაშინ მოახერხებს დარგის განვითარებაში წვლილის შეტანას, თუ ის დამაჯერებელი (სანდო) იქნება.
სტუდენტი სწავლობს დამაჯერებელი კვლევის განხორციელებას, სამეცნიერო კვლევის შინაარსობრივი მოთხოვნების დაცვასა და ტექნიკურად გამართული ნაშრომის ფორმირებას.
სტუდენტი უნდა დეუფლოს აკადემიური წერის, აკადემიური რეგლამენტის ფუნდამენტურ პრინციპებს. თეორიული და ემპირიული კვლევის თანამედროვე მეთოდებს და მათი პრაქტიკული გამოყენების ხერხებს კვლევითი ნაშრომის შესრულების პროცესში; კვლევის დაგეგმვის, ორგანიზების, მიღებული შედეგების წერილობით გადმოცემის ფორმებსა და წესებს, კანონებს, რომლებიც სამეცნიერო გამოცემებში (პუბლიკაციებისათვის) არის დადგენილი.
შემოქმედებითი პედაგოგიკა
შემოქმედებითი პედაგოგიკის შესწავლის მიზანია მაგისტრანტი ღრმად და საფუძვლიანად დაეუფლოს განვითარების, სწავლებისა და სწავლის თეორიებს, რათა შეძლოს ეფექტიანად გამოიყენოს იგი შემოქმედებითი (კრეატიული) პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში. სწავლებისა და აღზრდის გენერალური მიზანი მოზარდებში შემოქმედებითი უნარების განვითარებაა. ეს უნარები ვერ განვითარდება, თუ მოზარდი თვითონ არ ღებულობს აქტიურ მონაწილეობას საკუთარი პიროვნების სწავლებასა და აღზრდაში ანუ განვითარებაში. ამიტომ მაგისტრანტმა კარგად უნდა იცოდეს ის პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური თეორიები, რაც საფუძვლად უდევს ამჟამინდელ შემოქმედებით მიდგომებს პედაგოგიკაში.
შემოქმედებითი პიროვნების ჩამოყალიბება დამოკიდებულია იმაზე, თუ რაზეა ორიენტირებული სწავლება-ცოდნის დაგროვებაზე თუ უნარების განვითარებაზე. ამიტომ მაგისტრანტი უნდა დაეუფლოს იმ ცოდნას, რაც საშუალებას მისცემს ეფექტიანად შეუწყოს ხელი მოსწავლის კოგნიტური უნარების განვითარებას
შემოქმედებითი პედაგოგიკის დაუფლება უზრუნველყოფს მაგისტრანტის მიერ იმ ამოცანების წარმატებით გადაწყვეტას, რასაც პრობლემურ-განმავითარებელი სწავლების მიმართულება გულისხმობს.
შემოქმედებითი პედაგოგიკის სალექციო კურსის ამოცანაა მაგისტრანტს მისცეს საფუძვლიანი ცოდნა აღზრდის პროცესის დიალექტიკისა და წინააღმდეგობრივი ხასიათის, აღზრდის ძირითადი ფაქტორებისა და კანონზომიერებების შესახებ და უჩვენოს ის ახალი პედაგოგიური ტექნოლოგიები, რაც უზრუნველყოფს ტრადიციული პედაგოგიური დებულებების და რეკომენდაციების შემოქმედებითად გამოყენებას
შემოქმედებითი პიროვნების ჩამოყალიბების ამოცანა წარმატებით გადაწყდება მაშინ, თუ პედაგოგმა კარგად იცის პიროვნების რაობა. სწორედ ამიტომ, შემოქმედებითი პედაგოგიკის სალექციო კურსში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მოსწავლის პიროვნების განვითარების ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების შესწავლას, უილიამ ჯეიმსის თეორიას პიროვნების შესახებ. შემოქმედებითი პედაგოგიკის სალექციო კურსში საგანგებო ყურადღება ეთმობა თამაშის როლს პიროვნების განვითარებაში, როლური და შემოქმედებითი თამაშების გამოყენებას სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში. ასევე, პრობლემური სწავლების პედაგოგიურ და ფსიქოლოგიურ საფუძვლებს, პრობლემური სწავლების პრინციპებსა და რეალიზაციის მოთხოვნებს.
შემოქმედებითი უნარების განვითარებაში მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება პრობლემის გადაწყვეტის სწავლებას, რასაც როგორც კონკრეტული, ისე ზოგადდიდაქტიკური მნიშვნელობა აქვს. სალექციო კურსში ამ ამოცანის გადაწყვეტას სათანადო ყურადღება ექცევა.
შემოქმედებით პედაგოგიკაში ერთობ მნიშვნელოვანია მისი გამოყენებითი მხარე. მისი ცოდნის საფუძველზე მაგისტრანტებმა უნდა გამოიმუშაონ პედაგოგიური პროცესის განვითარების პროგნოზირების უნარი. ამიტომ სალექციო კურსი მოიცავს როგორც აუდიტორიაში განსახილველ, ისე დამოუკიდებლად დასამუშავებელ საკითხებს. ლექცია-სემინარებზე განსაზღვრული დრო დაეთმობა პრაქტიკული მაგალითების (პედაგოგიური სიტუაციების) განხილვას, პედაგოგიურ-პრობლემური სიტუაციების ანალიზს. ნახევარი კურსის შესწავლის შემდეგ ჩატარდება შუალედური გამოცდა, ხოლო მთლიანი კურსის დასრულების შემდეგ დასკვნითი წერილობითი გამოცდა.
კურსის შესწავლის პროცესში თითოეული მაგისტრანტი ვალდებულია შეასრულოს ერთი რეფერატი და მოახდინოს მისი პრეზენტაცია.
საგანმანათლებლო კანონმდებლობა საგანმანათლებლო კანონმდებლობის – კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი საკითხები. გააცნოს ბოლონიის პროცესის ძირითადი მიზნები და ამოცანები. მაგისტრანტმა საფუძვლიანად უნდა იცოდეს რეფორმასთან დაკავშირებული საქართველოს საკანონმდებლო ბაზა, ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციის მოთხოვნები, ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმები.