ფსიქოლოგია (ზოგადი)

ზოგადი ფსიქოლოგიის კურსის მიზანია სტუდენტებს (ძირითადში თეორიული სპეციალობის სტუდენტებს) შეასწავლოს თანამედროვე ფსიქოლოგიური თეორიები (ფსიქოანალიზი, ანალიზური ფსიქოლოგია, ფსიქოსინთეზი, განწყობის ფსიქოლოგია, ეკზისტენცფსიქოლოგია.)
აღნიშნული თეორიების გაცნობა მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს სტუდენტებს ხელოვნებისა და შემოქმედების ფსიქოლოგიური საკითხების შესწავლისა და დაუფლების საქმეში.
სტუდენტები გაეცნობიან ძირითად ფსიქოლოგიურ ფენომენებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მხატვრულ შემოქმედებასა და ხელოვნებაში. ეს ფენომენებია: ცნობიერი და არაცნობიერი, ლიბიდო და ეროსი, ოიდიპოს-კომპლექსი და სუბლიმაცია, განწყობა და ფუნქციობის ტენდენცია და ა.შ.

ზოგადი ფსიქოლოგიის კურსი სტუდენტებს შეუქმნის იმ აუცილებელ თეორიულ ბაზასა და ფენდამენს, რომელიც ხელს შეუწყობს საკუთრივ შემოქმედებითი პროცესების როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული საკითხების დაუფლების საქმეში.

ფილოსოფია

სასწავლო კურსის მიზანია სწავლება გახდეს სტუდენტებზე ორიენტირებული და მათ სწორი ცოდნა მისცეს სამყაროზე, სამყაროში ადამიანის ადგილზე, ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებაზე,ადამიანური ცხოვრების საზრისზე, ადამიანის თავისუფლებასა და პასუხისმგებლობაზე, მსოფლიოში მიმდინარე სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ პროცესებზე.

აკადემიურიწერა

საბაკალავრო კურსის ჩვენ მიერ წარმოდგენილი პროგრამა მიზნად ისახავს ბაკალავრიატის სწავლების სტუდენტის მაღალ დონეზე მომზადებას; სტუდენტები ღრმად შეიმეცნებენ და დაეუფლებიან ქართული ენის კულტურულ ღირებულებებს, სინტაქსურ წესთწყობას, ქართული ენის წერითს ისტორიას (მოკლედ), წიგნმცოდნეობით-პალეოგრაფიულ ტერმინებს (მოკლედ), წერითს კულტურას. ეს არის სასაფუძვლო სასწავლო და ღრმამეცნიერული საფეხური მეცნიერების შეცნობისა და წრთობისაკენ, როცა სტუდენტში უკვე საბაკალავრო პერიოდში გაღვივებას იწყებს აზროვნებითი ინტერესი – სწრაფვა მეცნიერული ენის დაუფლების, მეცნიერული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და ენობრივი ნორმის შეგრძნებისაკენ, რის შედეგად ბაკალავრი სტუდენტი სამეცნიერო სპეციალური დისციპლინების გვერდიგვერდ ნაზიარები იქნება მშობლიური ენის სიღრმესაც. იგი ამ საგნის რიგიანად მოსმენისა და განსწავლის შემდეგ, მოგვევლინება კულტურული ღირებულების მატარებელ მოქალაქედ, ქართული კულტურული მემკვიდრეობის დამცველად, ქართული სიტყვის წერითსმეტყველებისა და ზეპირმეტყველების ქომაგად, ენობრივი ნორმების გამტარებლად და სალიტერატურო ქართული წესთწყობის განუხრელ მოსურნედ, რაც მთავარია, რიგიან სპეციალისტად. აკადემიური წერის კურსი აგებულია ცენტრალური ევროპისა და უნივერსიტეტის აკადემიური წერის პროგრამის საფუძველზე და მოიცავს ე. წ. ჟანრებს: 1. არგუმენტირებული ესე (სამეცნიერო ნაშრომის შექმნა), 2. კრიტიკული ესე, 3. ანალიტიკური რეფერატი და რეფერირება, 4. კვლევითი-სარეცენზიო ნაშრომი და რეცენზირება (გამოხმაურება). სტუდენტები იმავდროულად ეცნობიან და პრაქტიკულ-პრაგმატულადაც იმოწმებენ სამეცნიერო-ბიბლიოგრაფიულ ლიტერატურასა და წერილობით წყაროებს, როგორც ევროპაში აპრობირებული, ისე საქართველოში დღევანდლამდე არსებული წესებით. აკადემიური წერა ძირითადად სასწავლო-პრაქტიკული კურსია, სადაც ხდება სტუდენტების აქტიური ჩართვა კამათში, სათანადო წარმოდგენილი საანალიზო ტექსტის ანალიტიკურად გაშლა და განსჯა. ისინი დამოუკიდებლად, ლექტორის მითითების მიხედვით, ქმნიან სხვადასხვა ეტაპზე სამეცნიერო ხასიათის ნაშრომებს ზემოდასახელებული ჟანრების მიხედვით. აქვე გამოიკვეთება და წარმოჩინდება ამ ნაშრომების მათეული შეფასება-ოპონირებაც, ოპონენტობის უნარ-ჩვევების გამომუშავება, ნაშრომის კრიტიკულად გააზრება დაშესწავლა-შეფასება.
ეს კურსი ასევე მიზნად ისახავს სამეცნიერო თუ არასამეცნიერო ხასიათის (კოლეგის, მეცნიერის, მასწავლებლის..) ნაშრომის ციტირების წესებს, პლაგიატის თავიდან აცილებას, კრიტიკული აზროვნების გაჩენა-გაღვივებასა და ჩამოყალიბებას, შეფასების უნარის განვითარებას, საკუთარი ინტუიციის გამჟღავნებას. სამეცნიერო ლიტერატურის კეთილსინდისიერ დამოწმებასა და მითითებული და გამოყენებული ლიტერატურის, ასევე წყაროების, წერილობითი (მათ შორის ეპიგრაფიკული, ლაპიდარული, პალეოგრაფიული,..), არქეოლოგიური თუ ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ნიმუშებისა და ძეგლების, ცხრილების, ტაბულების, პრეზენტაციების გამართვის ხელოვნებას ჩვენში და თანამედროვე მსოფლიოში აპრობირებული ფორმატის ფარგლებში.

ზოგადი ინფორმატიკა, საოფისე პროგრამები

კურსის მიზანია შეუქმნას სტუდენტს ზოგადი წარმოდგენა საინფორმაციო ტექნოლოგიებზე, ჩამოუყალობოს მას პერსონალურ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები. მას უნდა შეეძლოს საოფისე პროგრამების გამოყენებით – საკურსო, სადიპლომო და სხვა შრომების კომპიუტერის საშუალებით სათანადოდ წარმოჩენა. კურსის ბოლოს სტუდენტებმა უნდა იცოდნენ: პროგრამებისა და მოწყობილებების მარტივი ინსტალირება, კომპიუტერში ტექსტური რედაქტორის Word–ის საშუალებით პროფესიული დოკუმენტის შედგენა

მულტიმედია, პრეზენტაციები, ინტერნეტი, ელ ფოსტა

კურსის მიზანია სტუდენტებისათვის  თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გაცნობა. პერსონალურ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. მულტიმედიური პროგრამების გამოყენებით – საკურსო, სადიპლომო და სხვა შრომების კომპიუტერის საშუალებით სათანადოდ წარმოჩენა.   კურსის ბოლოს სტუდენტებმა უნდა იცოდნენ: პროგრამებისა და მოწყობილებების მარტივი ინსტალირება კომპიუტერში პროგრამა PowerPoint–ის საშუალებით პრეზენტაციების შექმნა ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა ლოკალურ ქსელში, ინტერნეტში მუშაობა სხვადასხვა მაძიებლების (ბრაუზერების) დახმარებით, საჭირო ინფორმაციის მოძიება და მისი გამოყენება. ელ ფოსტით სარგებლობა. ხმოვანი ფაილების, ფოტოებისა და ვიდეორგოლების ჩაწერა, რედაქტირება და სათანადო გამოყენება.

ანთროპოლოგია

ფილოსოფიური ანთროპოლოგია დამოუკიდებელ ფილოსოფიურ დისციპლინად XX საუკუნეში ჩამოყალიბდა, მაგრამ ადამიანი (ანთროპოსი) უძველესი დროიდან იყო ფილოსოფიური კვლევის ობიექტი.

ფილოსოფიური ანთროპოლოგიის საგანია ადამიანის არსის წვდომა, ადამიანის, როგორც მთელის გაგება, ისეთი პრობლემის გაანალიზება, როგორიცაა ადამიანის მიმართება ცხოველთან ან ადამიანის მიმართება ღმერთთან. ადამიანის სუბიექტურ ყოფნაში მოძებნილია საფუძველი ადამიანური თავისუფლებისა და შემოქმედებისა. ადამიანის არსი მისი შემოქმედებითი უნარია და ის რომ, იგი გინითი არსებაა, ამ აზრის ნათელყოფაა მთელი ფილოსოფიური ანთროპოლოგიის მიზანი.

სოციოლოგია

სოციოლოგიის კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს სოციოლოგიის რაობა, კვლევის ობიექტი, საგანი და ფუნქციები, მისი ძირითადი ცნებები და კატეგორიები. მოკლედ მიმოიხილოს ფუნდამენტური მიმართულებანი და თეორიები, განხილული და გაანალიზებული იქნება სოციალური ცხოვრების ძირითადი ასპექტები, მათი როლი სოციალური სისტემების ფუნქციონირებასა და განვითარებაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კულტურისა და, კერძოდ, ხელოვნების სოციოლოგიის განხილვას, საზოგადოებისა და ხელოვნების განვითარების კანონზომიერებათა ანალიზს.

სოციოლოგიის თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ კურსის გავლა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სტუდენტთა სოციალიზაციის, აღზრდისა და განათლების საქმეში. ის დაეხმარებათ სოციალური მოვლენებისა თუ პროცესების ადექვატურ აღქმასა და სწორ ინტერპრეტაციაში, განსხვავებული კულტურული ღირებულებებისა და ნორმების სწორ მეცნიერულ შეფასებაში.

სიმბოლო – კულტურისფენომენი

სიმბოლო არის უნივერსალური კულტუროლოგიური ფენომენი, რომელიც ზედმიწევნით აფართოებს და ხვეწავს შემოქმედებით თვალსაწიერს. ამიტომაც აუცილებელია სიმბოლოთა ენის დაუფლება მომავალი მსახიობებისა და რეჟისორებისათვის.

უცხო ენა – ინგლისური

(ენების საერთო ევროპული ჩარჩოს მიხედვით)

უცხო ენა ინგლისური A1.1

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტი დაეუფლოს  ინგლისურ ენას A.1.1. დონეზე, რაც გულისხმობს შემდეგი უნარ-ჩვევების განვითარებას:

კითხვა: სტუდენტი უნდა დაეუფლოს A.1.1. დონის ტექსტების კითხვის სხვადასხვა ხერხებს:  ნელი კითხვა, სწრაფი კითხვა. გარკვევით   ნაცნობი ტექსტის წაკითხვას შესაბამისი კითხვის წესებისა და ინტონაციის დაცვით;

საუბარი: სტუდენტმა უნდა შეძლოს  გავლილი თემატიკური ლექსიკის გამოყენებით ელემენტარული წინადადებების აგება.

მოსმენა: ისწავლოს ინგლისურენოვანი ნაცნობი აუდიო მასალის გაგება და წერა: ისწავლოს ორთოგრაფიულად და ლექსიკურად გამართული წინადადების წერა ელემენტარულ დონეზე.

უცხო ენა –  ინგლისური A1.2

წინამდებარე სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტი დაეუფლოს  ინგლისურ ენას A.1.2. დონეზე, რაც გულისხმობს შემდეგი უნარ-ჩვევების განვითარებას:

კითხვა: სტუდენტი უნდა დაეუფლოს A.1.2. დონის ტექსტების კითხვის სხვადასხვა ხერხებს:  ნელი კითხვა, სწრაფი კითხვა. გარკვევით   ნაცნობი ტექსტის წაკითხვას შესაბამისი კითხვის წესებისა და ინტონაციის დაცვით;

საუბარი: სტუდენტმა უნდა შეძლოს  გავლილი თემატიკური ლექსიკის გამოყენებით წინადადებების აგება.

მოსმენა: ისწავლოს ინგლისურენოვანი ნაცნობი აუდიო მასალის გაგება და წერა: ისწავლოს ორთოგრაფიულად და ლექსიკურად გამართული წინადადების წერა საბაზისო დონეზე.

უცხო ენა – ინგლისური A2.1

კურსის მიზანია სტუდენტმა შეძლოს ენის ელემენტარული ფორმების თავისუფალი გამოიყენება: წინადადებებისა და ხშირად ხმარებადი გამონათქვამების გაგების უნარი, რომლებიც გარკვეული სფეროების უშუალო მნიშვნელობებთანაა დაკავშირებული (მაგ.: ინფორმაცია პიროვნებისა და ოჯახის, საყიდლების, სამუშაოს, უშუალო გარემოცვის შესახებ). მარტივ, ყოველდღიურ სიტუაციებში კონტაქტის დამყარების უნარი, სადაც ინფორმაციის მარტივ და უშუალო გაცვლაზე და ნაცნობ, ჩვეულ საგნებზეა საუბარი. მარტივი გამონათქვამებით საკუთარი წარმოშობისა და განათლების, უშუალო გარემოცვისა და ზედსართავი სახელების მობილიზება-დასწავლა; აწმყო დროების განხილვა და სხვადასხვა დავალებით გავარჯიშება; ზედსართავი სახელის  შედარებითი და აღმატებითი ხარისხის ფორმების მიმოხილვა; ირიბი ნათქვამის განხილვა და დასწავლა; ფრაზეული ზმნების განხილვა და მათი რეალურ სიტუაციაში გამოყენება საკუთარ მიღწევებზე, ცოდნასა და სწავლებაზე, ასევე ამ დროს წარმოქმნილ პრობლემებზე საუბარი; ნახატებსა და ახალ ამბებზე მსჯელობა. მათი წერილობით და ზეპირსიტყვიერად მიმოხილვა; საკუთარი იდეებისა და შეხედულებების ფორმულირება; ინტერნეტსა და კომპიუტერზე მსჯელობა; ნანახი/საყვარელი ადგილების შესახებ საუბარი და მათი წერილობითი აღწერა; უშუალო მოთხოვნილებებთან დაკავშირებულ საგნების აღწერის უნარი.

უცხო ენა – ინგლისური A2.2

კურსის მიზანია სტუდენტმა შეძლოს ენის ელემენტარული ფორმების თავისუფალი გამოიყენება: წინადადებებისა და ხშირად ხმარებადი გამონათქვამების გაგების უნარი, რომლებიც გარკვეული სფეროების უშუალო მნიშვნელობებთანაა დაკავშირებული (მაგ.: ინფორმაცია პიროვნებისა და ოჯახის, საყიდლების, სამუშაოს, უშუალო გარემოცვის შესახებ). მარტივ, ყოველდღიურ სიტუაციებში კონტაქტის დამყარების უნარი, სადაც ინფორმაციის მარტივ და უშუალო გაცვლაზე და ნაცნობ, ჩვეულ საგნებზეა საუბარი. მარტივი გამონათქვამებით საკუთარი წარმოშობისა და განათლების, უშუალო გარემოცვისა და უშუალო მოთხოვნილებებთან დაკავშირებულ საგნების აღწერის უნარი. კურსის მიზანია: ზედსართავი სახელების მობილიზება-დასწავლა; აწმყო დროების განხილვა და სხვადასხვა დავალებით გავარჯიშება; ზედსართავი სახელის  შედარებითი და აღმატებითი ხარისხის ფორმების მიმოხილვა; ირიბი ნათქვამის განხილვა და დასწავლა; ფრაზეული ზმნების განხილვა და მათი რეალურ სიტუაციაში გამოყენება; საკუთარ მიღწევებზე, ცოდნასა და სწავლებაზე, ასევე ამ დროს წარმოქმნილ პრობლემებზე საუბარი; ნახატებსა და ახალ ამბებზე მსჯელობა. მათი წერილობით და ზეპირსიტყვიერად მიმოხილვა; საკუთარი იდეებისა და შეხედულებების ფორმულირება; ინტერნეტსა და კომპიუტერზე მსჯელობა; ნანახი/საყვარელი ადგილების შესახებ საუბარი და მათი წერილობითი აღწერა;

უცხო ენა – ინგლისური B1.1

კურსის მიზანია სტუდენტმა შეძლოს ენის ელემენტარული ფორმების თავისუფალი გამოიყენება: წინადადებებისა და ხშირად ხმარებადი გამონათქვამების გაგების უნარი, რომლებიც გარკვეული სფეროების უშუალო მნიშვნელობებთანაა დაკავშირებული (მაგ.: ინფორმაცია პიროვნებისა და ოჯახის, საყიდლების, სამუშაოს, უშუალო გარემოცვის შესახებ). მარტივ, ყოველდღიურ სიტუაციებში კონტაქტის დამყარების უნარი, სადაც ინფორმაციის მარტივ და უშუალო გაცვლაზე და ნაცნობ, ჩვეულ საგნებზეა საუბარი. მარტივი გამონათქვამებით საკუთარი წარმოშობისა და განათლების, უშუალო გარემოცვისა და უშუალო მოთხოვნილებებთან დაკავშირებულ საგნების აღწერის უნარი.

უცხო ენა – ინგლისური B1.2

კურსის მიზანია სტუდენტი კარგად დაეუფლოს ენის ათვისებულ მასალას და შეძლოს ენის დამოუკიდებელად გამოყენება. ის უნდა ფლობდეს შემდეგ უნარს:  კონკრეტულ და აბსტრაქტულ თემებზე შექმნილი კომპლექსური ტექსტების მთავარი აზრის გაგება; საკუთარ პროფესიულ სფეროში ასევე საგნობრივი დისკუსიების გაგების უნარი. სპონტანურად და თავისუფლად კონტაქტში შესვლის უნარი. ისე რომ გერმანულენოვან მოსაუბრესთან დიდი ძალისხმევის გარეშე ორმხრივად კარგად წარიმართოს საუბარი. თემების ფართო სპექტრის შესახებ გასაგებად და დეტალურად საუბრის, აქტუალურ საკითხზე საკუთარი პოზიციის გამოხატვისა და სხვადასხვა შესაძლებლობების პრიორიტეტებისა და ნაკლოვანაბათა განმარტების უნარი.

უცხო ენა – ინგლისური B2.1.1

კურსის მიზანია სტუდენტებისათვის ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლება, ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს მიხედვით B2.1.1  დონეზე.

კურსის მთავარი მიზანია, გაუღრმავოს სტუდენტებს ინგლისურ ენაზე ის საჭირო სამეტყველო უნარ – ჩვევები (ზეპირმეტყველება, აუდირება, კითხვა, წერა), რომლითაც ისინი გაიმდიდრებენ ცოდნის დონის შესაბამის ლექსიკურ მარაგს და განუვითარდებათ ინგლისურ ენაზე სწორად და თავისუფლად მეტყველებისა და აღქმა–გაგების უნარი;  გამოუმუშაოს მათ უცხო ენაზე ავტონომიური სწავლის ჩვევები, მოამზადოს ისინი რეალური ყოფითი სიტუაციებისათვის, რათა მათ შეძლონ წარმატებული კომუნიკაცია სხვა კულტურის წარმომადგენლებთან.

მთლიანობაში, კურსის მიზანია, სტუდენტმა, შეძენილი ცოდნა გამოიყენოს მომავალ  პროფესიულ საქმიანობაში:   ინგლისური ენის ფლობის დონის  შესაბამისად, შეისწავლოს დარგობრივი ტერმინოლოგია, შეძლოს დარგობრივი სამეცნიერო ტექსტის წაკითხვა და გაგება,  და შესაბამისად თავის სასპეციალიზაციო დარგში შეძლოს სამეცნიერო ლიტერატურის კითხვა და დამუშავება, ასევე სამეცნიერო ხასიათის ტექსტის შედგენა (საკონფერენციო მოხსენება, სამეცნიერო სტატია და სხვ.) და დარგობრივი პრეზენტაციის მომზადება ინგლისურენოვან აუდიტორიაში.

უცხო ენა – ინგლისური B2.1.2

კურსის მიზანია ენების საერთო ევროპული ჩარჩოს (CEFR) მიერ განსაზღვრული ინგლისური ენის B2.1.2 დონის  შესაბამისი კომპეტენციებით აღჭურვა,რაც ითვალისწინებს ენობრივი გაწაფულობის საშუალო   დონის: სამიზნე ენისათვის დამახასიათებელი სამეტყველო უნარ-ჩვევების გამომუშავება-განმტკიცებასა   და პრაქტიკაში  გამოყენებას; ენის გრამატიკული კატეგორიების ცოდნასა და მათ პრაქტიკულ გამოყენებას წერითი და ზეპირი კომუნიკაციის დროს;  სათანადო ლექსიკური მარაგის დაგროვებას; შესაბამისი სირთულის მონოლოგური და დიალოგური ზეპირი კომუნიკაციის დამყარების უნარის გამომუშავებას; სხვადასხვა ხასიათის ზეპირი თუ წერილობითი ტექსტების ( საქმიანი წერილი, ინტერვიუ, რეფერატი, ბიოგრაფია, პუბლიცისტური წერილი, შემეცნებითი ტექსტი და სხვა) გაგება-გაანალიზება დამუშავებას შემდგომში გამოყენების მიზნით; მისთვის საინტერესო აუდიოჩანაწერებისა და ვიდეოგადაცემების მოსმენა-გაგებას; შეუფერხებელი ვერბალური კომუნიკაციის უნარს (ინტერაქცია, გაბმული ლაპარაკი, ზეპირი გამოსვლები);  სათანადო  დონეზე მეგობრული  და საქმიანი  წერილების მეშვეობით  კომუნკაციას; ზეპირი თუ წერილობითი ახსნა-განმარტების, საკუთარი აზრის, დამოკიდებულების გამოხატვა-დასაბუთებას; მოსმენილი საუბრის გაგება და მასზე ადეკვატური რეაგირებას; სხვა კულტურის წარმომადგენლებთან შეუფერხებელ კომუნიკაციის უნარს; ცოდნის დონის ასამაღლებლად თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას; ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების მიმართ დადებითი განწყობილების გამყარება-განვითარებას.

უცხო ენა – ინგლისური B2.2.1

კურსის მიზანია ენების საერთო ევროპული ჩარჩოს (CEFR) მიერ განსაზღვრული ინგლისური ენის B2.2.2 (Upper-intermediate) დონის  შესაბამისი კომპეტენციებით აღჭურვა,რაც ითვალისწინებს აღნიშნული დონის: ლექსიკურ-გრამატიკული სამეტყველო უნარ-ჩვევების საფუძველზე რელევანტური ენობრივი კომპეტენციების, შესაბამისი სირთულის მონოლოგური და დიალოგური, ვერბალური კომუნიკაციის უნარის გავითარებას;  სათანადო ლექსიკური მარაგის დაგროვებას; სხვადასხვა ხასიათის ფორმალური/არაფორმალური ზეპირი თუ წერილობითი ტექსტების ( საქმიანი წერილი, ინტერვიუ, რეფერატი, ბიოგრაფია, პუბლიცისტური წერილი, შემეცნებითი ტექსტი და სხვა) გაგება-გაანალიზება-დამუშავებას შემდგომში გამოყენების მიზნით; მისთვის საინტერესო აუდიოჩანაწერებისა და ვიდეოგადაცემების მოსმენა-გაგებას; ზეპირი თუ წერილობითი ახსნა-განმარტების, საკუთარი აზრის, დამოკიდებულების გამოხატვა-დასაბუთებას; მოსმენილი საუბრის გაგება და მასზე ადეკვატური რეაგირებას; სხვა კულტურის წარმომადგენლებთან შეუფერხებელ კომუნიკაციის უნარს; ცოდნის დონის ასამაღლებლად თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას; ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების მიმართ დადებითი განწყობილების გამყარება-განვითარებას.

უცხო ენა – ინგლისური B2.2.2

ენების საერთო ევროპული ჩარჩოს მიხედვით B2.1 დონე:

კურსის მიზანია სტუდენტმა შეძლოს ენის ელემენტარული ფორმების თავისუფალი გამოიყენება: წინადადებებისა და ხშირად ხმარებადი გამონათქვამების გაგების უნარი, რომლებიც გარკვეული სფეროების უშუალო მნიშვნელობებთანაა დაკავშირებული (მაგ.: ინფორმაცია პიროვნებისა და ოჯახის, საყიდლების, სამუშაოს, უშუალო გარემოცვის შესახებ). მარტივ, ყოველდღიურ სიტუაციებში კონტაქტის დამყარების უნარი, სადაც ინფორმაციის მარტივ და უშუალო გაცვლაზე და ნაცნობ, ჩვეულ საგნებზეა საუბარი. მარტივი გამონათქვამებით საკუთარი წარმოშობისა და განათლების, უშუალო გარემოცვისა და უშუალო მოთხოვნილებებთან დაკავშირებულ საგნების აღწერის უნარი.

უცხო ენა – ინგლისური C1

(უცხო ენა – ინგლისური C1.1.1, უცხო ენა – ინგლისური C1.1.2, უცხო ენა – ინგლისური C1.2.1, უცხო ენა – ინგლისური C1.2.2)

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებისათვის ინგლისური ენის Advanced  (C1.) საფეხურის  საფუძვლიანი შესწავლა  და მისი საკომუნიკაციო მიზნით გამოყებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების (კითხვა, მოსმენა, საუბარი და წერა) განვითარება. ცოდნის შესაბამისი ლექსიკური მარაგის  გამდიდრება; ინგლისურ ენაზე თავისუფლად და სწორად მეტყველების, წაკითხულისა და  მოსმენილის აღქმა-გაგების უნარის დახვეწა.    მნიშვნელოვანია, სტუდენტებმა ამ კურსის გავლისას  გამოიმუშაონ  ან დახვეწონ    ინგლისურ ენაზე ავტონომიური სწავლის  ჩვევები  და მოქნილი სტრატეგიები.

     აღნინიშნული კურსის გავლისას ყურადღება მიექცევა საფეხურის შესაბამისი გრამატიკული ერთეულების შესწავლა – განმტკიცებას. სტუდენტებს შეეძლებათ  რთული და კომპლექსური   წინადადებების (ზეპირი და წერილობითი) კონსტრუირება და საფეხურის შესატყვისი გრამატიკული ცოდნის სწორად გამოყენება.

    კურსის მიზანია, რომ სტუდენტმა შეძლოს ინგლისური ენის, სოციალური და პროფესიული მოზნებისათვის მოქნილად და ეფექტურად გამოყენება. განივითაროს  სათანადო ლინგვისტური კომპეტენცია და აზრის გამოხატვისას არ განიცადოს გარკვეული შეზღუდვები. მოისმინოს და დეტალურად გაიგოს ვრცელი გამოსვლები, რომლებიც არც ისე ნათლადაა კონსტრუირებული, ხოლო კავშირები იგულისხმება და არაა ზუსტად მინიშნებული. შეეძლოს საკუთარი აზრის შეზღუდვების გარეშე, ნათლად და თავისუფლად გამოხატვა.

ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევის დახვეწის მიზნით, შეისწავლება საჭირო ტერმინები, ფრაზები და  სიტყვები. ყურადღება დაეთმობა ფონეტიკის შესწავლას, სწორ წარმოთქმასა და  ინტონაციას, ასევე გაბმული მეტყველების თავისებურებებს.

     კურსის ბოლოს სტუდენტმა, საკუთარი აზრის ნათლად გამოსახატავად და სათქმელის სათანადო ფორმულირებისათვის უნდა შეძლოს, ენობრივი მოდელების ფართო ჩამონათვალის გამოყენება. კურსის განმავლობაში, ლინგვისტურ აქტივობაში გამოსაყენებლად, შეისწავლება, იდიომატური გამოთქმებისა და სასუბრო კონსტრუქციების დიდი მარაგი.

საფეხურის შესაბამისი მასალის  სიღრმისეული შესწავლისა და ენობრივი უნარების მაქსიმალური დახვეწისათვის C1 საფეხური დაყოფილია  ოთხ ნაწილად (სემესტრულად). საფეხურების შესატყვისი მიზნების კონკრეტული ჩამონათვალი (სამიზნე თემები და სიტყვათა მარაგი, გრამატიკული თუ სხვადასხვა ენობრივი ერთეული, ასევე უნარების დახასიათება) მოცემულია სილაბუსებში.

ხელოვნება ინგლისურ ენაზე

კურსის მიზანია სტუდენტს ჩამოუყალიბდეს კითხვის, წერის, აუდირებისა და საუბრის უნარ–ჩვევები ისეთ თემებზე, როგორიც არის კინო, თეატრი, ლიტერატურა, სახვითი ხელოვნება, ტურიზმი და ხელოვნების მენეჯმენტი. ამავდროულად, კურსის მიზანია, სტუდენტმა გაიმდიდროს გრამატიკული ცოდნა და ლექსიკური მარაგი აღნიშნულ თემატიკაზე და თავისუფლად შეეძლოს წერა და საუბარი ამ მიმართულებით პროფესიულ დონეზე. სტუდენტი უნდა გაერკვეს ხელოვნების ძირითად ცნებებსა და ტერმინებში ინგლისურ ენაზე.

მიზნის მისაღწევად მუშაობა მიდის  რთული, ვრცელი ტექსტების ფართო სპექტრის გაგებისა და იმპლიციტური მნიშვნელობის წვდომის უნარის გაღრმავებაზე; ენის საზოგადოებრივ და პროფესიულ ცხოვრებაში ან სწავლის პროცესში ეფექტურად გამოყენებაზე და ასევე, ხელოვნების თემაზე კომპლექსურ საკითხებთან დაკავშირებით ნათლად, სტრუქტურირებულად  აზრის გამოთქმის დახვეწაზე.

მოდული: მსოფლიო თეატრის ისტორია.

 უძველესი და ბერძნული თეატრის ისტორია

კურსი მოიცავს თეატრის ისტორიას მისი საწყისებიდან ელინისტური ეპოქის ჩათვლით. მასში მკაფიოდ არის გამოკვეთილი თეატრის რიტუალური და მითოლოგიური საწყისები, თეატრალური ხელოვნების ზოგადსაკაცობრიო ხასიათი, რაც თეატრალური ხელოვნების დასავლური და აღმოსავლური ტრადიციების არსებობით დასტურდება. კურსის დასაწყისი ნაწილი ეთმობა ეგვიპტის, ინდოეთის, ჩინეთის თუ შუამდინარეთის თეატრალურ-რიტუალური კულტურის საწყისებისა და საშემსრულებლო ხელოვნებათა ელემენტების გაცნობას. შემდეგ კი მისი დიდი ნაწილი ეთმობა ბერძნული თეატრის ისტორიას მისი რელიგიურ-რიტუალური და მითოლოგიური საწყისებიდან პროფესიულ თეატრამდე. კურსი სრულდება ელინისტურის ეპოქის თავისებურებათა და ამ ეპოქის თეატრალური კულტურის უმთავრესი ავტორებისა და მათი დრამატურგიული თზულებების შესწავლით.

მოდული: მსოფლიო თეატრის ისტორია.

რომისა და შუა საუკუნეების  თეატრის ისტორია    

კურსი იწყება რომისა და რეგიონის ისტორიულ-კულტურული მიმოხილვით. ის შეეხება რომაული თეატრის სახალხო და სარიტუალო საწყისებს, რესპუბლიკური და იმპერიულ ეპოქების რომაულ თეატრალურ კულტურას დრამატურგიასა და თეატრს, რომის თეატრალიზებულ სანახაობით კულტურას. მოგვითხრობს ანტიკური ეპოქის დასასრულსა და შუა საუკუნეების ისტორიულ, პოლიტიკურ და კულტურულ ვითარებაზე. განიხილავს შუა საუკუნეების თეატრს მის საწყისსა და გვიანდელ ეტაპებზე. მოიცავს როგორც შუა საუკუნეების თეატრის რელიგიურ-ლითურგიულ საწყისებს, ისე ხალხურს, წარმართულსა და ანტიკური კულტურის გავლენებს. ის წარმოგვიდგენს იმ თეატრალურ ჟანრებს, რომლებიც შუა საუკუნეებმა შექმნა – ლითურგიული დრამა, მირაკლი, მისტერია, მორალიტე, ფარსი, გვაცნობს ადრეული საერო დრამატურგიის ნიმუშებს და სამსახიობო ხელოვნებას შუა საუკუნეებში.

მოდული: მსოფლიო თეატრის ისტორია.

თეატრი აღორძინების ეპოქის იტალიასა და ესპანეთში

კურსი გვიხასიათებს აღორძინების ეპოქის ზოგად ისტორიულ, კულტურულ, გეოგრაფიულ და სხვ. ასპექტებს. შემდგომ ამისა, განიხილავს იტალიის აღორძინებას და ჰუმანისტური მსოფლმხედველობის ფორმირებას. გვაცნობს აღორძნების ეპოქის იტალიურ დრამატურგიასა და თეატრს, ასევე გვაცნობს აღორძინებას ესპანეთში და მის თავისებურებებს. კურსი მოიცავს აღორძინების ხანის ესპანური დრამისა და თეატრის  უდიდესი წარმომდგენლების შემოქმედებას, რომელიც აღორძინების ეპოქის თეატრის ფორმირების მნიშვნელოვან ეტაპს ქმნის.  

მოდული: მსოფლიო თეატრის ისტორია.

ელისაბეთური ეპოქისა და ფრანგული ბაროკოს თეატრი

კურსის შესავალ ნაწილში საუბარია აღორძინების ეპოქის ინგლისის პლიტიკურ, ეკონომუკურ და კულტურულ სიტუაციაზე. სწორედ ინგლისმა აიღო აღორძინების ეპოქის თეატრის შემდგომი განვითარების ესტაფეტა. აქ განხილულია აღორძინების ეპოქის შექსპირამდელი დრამატურგიის განვითარების საფეხურები გრინის, ლილის, კიდისა და სხვათა დრამატურგიული შემოქმედება, კრისტოფერ მარლოს ცნობილი პიესები. კურსის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს შექსპირის დრამატურგიისა და შექსპირისდროინდელი თეატრალური ცხოვრების შესწავლა. ინგლისის ეტაპს ასრულებს ბენ ჯონსონისა და შექსპირისშემდგომი ინგლისური თეატრის მდგომარეობა. კურსის მეორე ნაწილი ეთმობა XVII საუკუნის  საფრანგეთს, ქვეყანას სადაც ახალი დროის დრამა ახალ ბრწყინვალებას აღწევს. კერძოდ, აქ საუბარია პიერ კორნელის, ჟან რასინისა და ჟან ბატის მოლიერის შემოქმედებაზე, ზოგადად კლასიცისტურ ტრაგედიაზე, მაღალ კომედიასა და კლასიციზმის დრამის თეორიაზე.

მოდული: მსოფლიო თეატრის ისტორია.

XVIII – XIX საუკუნეების მსოფლიო თეატრი

კურსი იწყება განათლების ხანის ზოგადი დახასიათებით, ინგლისის ბრწინვალე რევოლუციისა და რევოლუციის შემდგომი განამანათლებლური თეატრის წარდგენით. შემდგომ ის გვაცნობს ფრანგული განათლების უდიდეს წარმომადგენლების, ვოლტერის, დიდროსა და რუსოს შეხედულებას თეატრალურ ხელოვნებაზე და მათ შემოქმედებას, ბომარშეს ცნობილ პიესებს, მოგვითხრობს ევროპულ ცნობიერებაში ახალი ღირებულებების დამკვიდრების შესახებ, რომლებიც თეატრალურ ხელოვნებასა და დრამის თეორიაშიც იჩენს თავს. კურსი ასევე წარმოგვიდგენს იტალიური და გერმანული განთლების უდიდეს თეატრალურ მოღვაწეებს, საფრანგეთის რევოლუციის პერიოდის თეატრს და ევროპული ხელოვნების ერთ ერთ უდიდეს მიმართულებას – რომანტიზმს, რომელმაც თეატრალურ ხელოვნებაში უდიდესი მემკვიდრეობა დატოვა. აქვე წარმოდგენილია რეალისტური და ნატურალისტური თეატრალური ესთეტიკის ჩასახვის ისტორიაც და XIX საუკუნის II ნახევარში ახალი დრამის ფორმირება – ჰენრიკ იბსენის, მორის მეტერლინკისა და  სხვათა შემოქმედებაში. კურსს ასრულებს XIX საუკუნის ბოლო მეოთხედის გერმანული დრამისა და ახლადაღმოცენებული ანსამბლური რეჟისურის წარდგენა.

მოდული: მსოფლიო თეატრის ისტორია.

მსოფლიო თეატრი XX საუკუნის პირველ ნახევარში

სასწავლო კურსის მიზანია მისცეს ბაკალავრიატის სტუდენტებს XX საუკუნის პირველი ნახევრის ძირითადი სათეატრო პროცესებისა და მსოფლიო დრამატურგიის შესახებ ცოდნა, ჩამოუყალიბოს უახლეს პროცესებში დამოუკიდებელი ორიენტაციის,ა და მიზეზშედეგობრივი კავშირების დამყარების უნარი. კურსი მიზნად ისახავს აჩვენოს მათ თეატრალური ხელოვნების მრავალსახეობა, გააცნოს ე.წ. მეინსტრიმისა და ავანგარდის წარმოამდეგნელები, რადიკალური მოდერნისტული პროცესი. გააცნოს თეატრალური ხელოვნების პრაქტიკა და მისი რეაქცია ტოტალიტარულ რეალობაზე, სამყაროსა და ადამიანის გარდაქმნის მოდერნისტული მიზანსწრაფვა.

მოდული: მსოფლიო თეატრის ისტორია.

მსოფლიო თეატრი XX საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე

სასწავლო კურსის მიზანია მისცეს ბაკალავრიატის სტუდენტებს XX საუკუნის მეროე ნახევრის მსოფლიო დრამატურგიისა და ძირითადი სათეატრო პროცესების შესახებ ცოდნა, ჩამოუყალიბოს უახლეს პროცესებში დამოუკიდებელი ორიენტაციის უნარი. კური მიზნად ისახავს გამოკვეთოს 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაწყებული ტრანსფორმაციის პროცესი, რომელმაც სათეატრო პრაქტიკაში ახალი ტიპის დრამატირგიული და სადადგმო მოდგომების მოიტანა. აქ ყურადღება გამახვილდება 60-იანი წლების ლაბორატორიულსა თუ მხატვრის თეატრის პრაქტიკაზე, პოსტდრამატულ თეატრზე, დრამატურგიასა და რეჟისურაზე, ასევე XX საუკუნის მიწურულისა და XXI საუკუნის დამდეგის სათეატრო პროცესებსა და მოღვაწეებზე, ახლი ტექნოლოგიებისა და მედიების შემოსვლაზე თეატრში და სხვ.

მოდული: ქართული თეატრის ისტორია

ძველი ქართული თეატრის ისტორია

კურსის მიზანია, სტუდენტმა სრულფასოვნად შესწავლოს ქართული თეატრის ისტორია, საწიყისებიდან მოყოლებული  XX საუკუნის 30-იან წლებამდე. სწავლების პროცესში, არსებული ლიტერატურის საფუძველზე, სტუდენტი შეისწავლის საკულტო-რიტუალური სანახაობიდან, პროფესიული თეატრის ჩამოყალიბებამდე ქართული თეატრის მიერ განვლილ გზას. კურსი მოიცავს ხალხურ თეატრლაურ სანახაობების ”ბერიკაობის”, ”ყეენობის”, სახიობის,  XVIII საუკუნის სამეფო კარის თეატრის, XIX საუკუნის აღდგენილი პროფესიული და მუდმივ მომქმედი, XX საუკუნის პროფესიული  ქართული თეატრების ისტორიას. სტუდენტი შეისწავლის ქართულ დრამატურგიას, სამსახიობო, სარეჟისორო ხელოვნებას, სცენოგრაფიას. აგრეთვე, ისტორიის ამ მონაკვეთში, ქართულ თეატრში მიმდინარე შმოქმედებით პროცესებს.

მოდული ქართული თეატრის ისტორია

ახალი ქართული თეატრი  (1910-1935წწ)

კურსი მოიცავს XX საუკუნის დასაწყისიდან ქართულ თეატრში მომხდარ ძირეულ ცვლილებებს, რაც პირველი ქართველი პროფესიონალი რეჟისორების მოღვაწეობის დაწყებას უკავშირდება. მნიშვნელოვანია იმდროინდელი ქართული სამსახიობო ხელოვნება. რაც მთავარია, სიღრმისეულად იქნება შესწავლილი დიდი ქართველი რეჟისორების კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის მოღვაწეობა, ის შემოქმედებითი პროცესები თუ ძიებები, რომელიც მათ სახელს უკავშირდება.

მოდული: ქართული თეატრის ისტორია

უახლესი ქართული თეატრის ისტორია (1935-1990წწ)

კურსი მოიცავს, ქართულ თეატრში XX საუკუნის 30-იანი წლებიდან, 90-იან წლებამდე მიმდინარე შემოქმედებით პროცესებს. სტუდენტი შეისწავლის კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის შემდგომ პერიოდს. რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების გარდა, შესწავლილ იქნება თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების პროფესიული თეატრების ისტორია, შემოქმედებითი ძიებები. სტუდენტი შეისწავლის ამ პერიოდის ქართულ დრამატურგიას, სამსახიობო, სარეჟისორო ხელოვნებას, სცენოგრაფიას. აგრეთვე, ისტორიის ამ მონაკვეთში, ქართულ თეატრში მიმდინარე შმოქმედებით პროცესებს.

მოდული: ქართული თეატრის ისტორია

თანამედროვე ქართული თეატრი (1990წლიდან დღემდე)

კურსი მოიცავს XXსაუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე ქართულ თეატრში მიმდინარე შემოქმედებით პროცესებს. რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების გარდა, შესწავლილ იქნება თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების პროფესიული თეატრების ისტორია,  შემოქმედებითი ძიებები. სტუდენტი შეისწავლის ამ პერიოდის ქართულ დრამატურგიას, სამსახიობო, სარეჟისორო ხელოვნებას, სცენოგრაფიას. აგრეთვე, ისტორიის ამ მონაკვეთში, ქართულ თეატრში მიმდინარე შმოქმედებით პროცესებს

მოდული: სათეატრო კრიტიკა და თეორია

თეატრმცოდნეობის შესავალი

კურსი მოიცავს ზოგადად თეატრმცოდნეობის არსს (ისტორია, თეორია კრიტიკა), თეატრის სპეციფიკას და სპექტაკლის შემადგენელ ყველა კომპონენტს (დრამატურგია, დსრეჟისორო და სამსახიობო ხელოვნება, სცენოგრაფია, მუსიკალური გაფორმება, ქორეოგრაფია, სასცენო მოძრაობა, მხატვრული განათება და ა.შ.) და მათი გაანილზების შესწავლას.

მოდული: სათეატრო კრიტიკა და თეორია

დრამატული ტექსტისა და სცენოგრაფიის ანალიზი

იმისათვის რათა, მომავალმა თეატრმცოდნემ სრულფასოვნად შეძლოს სპქტაკლის, როგორც ხელოვნების ნაწარმოების სიღრმისეული გაანალიზება, ამისათვის საჭიროა მან მოახერხოს წარმოდგენის შემადენელ ნაწილებად დაშლა და თვითოეული მადგანის განხილვა. ეს კურსი მიზნად ისახავს დრამატურგიისა და  სცენოგრაფიის ანალიზის შესწავლას. ამისათვის, გამოყენებული იქნება, კონკრეტული პიესა და კონკრეტული სპექტაკლი.

მოდული: სათეატრო კრიტიკა და თეორია

სამსახიობო ხელოვნების ანალიზი

კურსის მიზანია, თეატრალური ხელოვნების ერთ-ერთი ურთულესი და უმთავრსი შემადგენელი კომპონენტის, სამსახიობო ხელოვნების ანალიზის შესწავლა კონკრეტული სპექტაკლის მაგალითზე. კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტი სრულფასოვნად შეძლებს მსახიობის ნამუშევრის განხილვა-შეფასებას.

მოდული: სათეატრო კრიტიკა და თეორია

სარეჟისორო ხელოვნების ანალიზი

კურსის მიზანია სპექტაკლის რეჟისორული ინტერპრეტაციის შესწავლა და მისი გაანალიზება. კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს წარმოდგენის რეჟისორული კონცეპციის ამოხსნა-გაანალიზება-შეფასებას. ყოველივე ეს მოხდება კონკრეტული სპექტაკლის მაგალითზე.

მოდული: სათეატრო კრიტიკა და თეორია

სპექტაკლის რეცენზირების პრინციპები

კურსის მიზანია, სპექტაკლის როგორც ხელოვნების ნაწარმოების სრულფასოვანი გაანალიზება-შეფასება. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტი შეძლებს წარმოდგენის შემადგენელ ნაწილებად დაშლას, თვითოელუ მათგანის გაანალიზებას და მთლიანი სპექტაკლის შეფასებას. ამასთან, სტუდენტი შეძლებს მიმდინარე თეატრალური პროცესების, შემოქმედებითი ძიებების გააზრებას.

დრამის თეორია

დრამის თეორიის კურსი შეისწავლის თეატრალურ ესთეტიკას, მისი ფორმირების თავისებურებებს და განვითარების ეტაპებს, ძირითად კანონზომიერებებს, ცნებებს, სპეციფიკურ ტერმინოლოგიას, ხელოვნების სკოლებს, სტილებს, მიმართულებებს, დრამისა და ზოგადად სასცენო ხელოვნებასთან დაკავშირებულ ფილოსოფიურ იდეებს, თეატრალური ხელოვნების სინტეზურ ბუნებას და მის ორგანულ კავშირს ხელოვნების სხვა დარგებთან . კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი დაეუფლება საკუთარი პროფესიის თეორიულ საფუძვლებს, გამოიმუშავებს განზოგადების უნარ-ჩვევებს, რაც მისცემს მას შესაძლებლობას საკუთარი შემოქმედებაც გაიაზროს მრავალსაუკუნოვანი თეატრალური გამოცდილების ფართო ფონზე.

დრამის სტრუქტურა

დრამის სტრუქტურა და კომპოზიცია აუცილებელი ცნებებია სტუდენტების პროფესიონალად ჩამოყალიბებისათვის. კურსი მოიცავს დრამატული ნაწარმოების პრაქტიკულ განხილვას მათი სტრუქტურის და კომპოზიცის და ძირითადი ელემენტების შესწავლას.

ქართული თეატრის ისტორია

კურსი შეისწავლის ქართული თეატრის ისტორიას საწყისებიდან დღემდე. სტუდენტი შეისწავლის ქართულ დრამატურგიას, სამსახიობო, სარეჟისორო ხელოვნებას, სცენოგრაფიას. აგრეთვე, ქართულ თეატრში მიმდინარე შმოქმედებით პროცესებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა  რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების ისტორიას, ამასთან საქართველოს ყველა ქალაქში არსებულ პროფესიულ თეატრს.

მოდული: მსოფლიო კინოს ისტორია

კინოს დაბადება და კინოწარმოების ფორმირება

1895 წ.-ს შემდგარ ლუმიერების ლეგენდარულ კინოსეანსს მრავალი ტექნიკური გამოგონება თუ სახვით ხელოვნებაში მომხდარი ცვლილებები უძღვოდა, რომელმაც საბოლოოდ განაპირობა “ამოძრავებული სურათების” ხელოვნების გაჩენა. კურსში განხილული იქნება, თუ როგორ ეყრება საფუძველი კინოინდუსტრიას, რომლის ყველაზე წარმატებული მოდელი ჰოლივუდში შეიქმნა და როგორ ყალიბდება სხვადასხვა ეროვნული კინემატოგრაფი XX ს.-ს პირველ ათწლეულში.

მოდული: მსოფლიო კინოს ისტორია

უხმო კინოს განვიტარების ძირითადი ეტაპები

უხმო პერიოდის მანძილზე კინემატოგრაფში იკვეთება რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც მისი სპეციფიკური ენის ჩამოყალიბებას განაპირობებს. აქედან ერთ-ერთი პირველი გრიფიტის მიერ მონტაჟური აზროვნების შემოტანაა, რომელიც საფუძვლად ედება კინოგრამატიკას. 20-იან წ.-ში წარმოქმნილი მიმდინარეობები კი (ექსპრესიონიზმი, კინოიმპრესიონიზმი, სიურრეალიზმი, ექსპერიმენტული ძიებები აბსტრაქციონისტებისა თუ ე.წ. წმინდა კინოს წარმომადგენლებთან, რუსული პოეტურ-მონტაჟური კინო) კი საბოლოოდ ანიჭებს მას ხელოვნების დამოუკიდებელი სფეროს სტატუსს, რომელსაც საკუთარი და არა ტრადიციული ხელოვნებებისგან დასესხებული გამომსახველობითი სისტემა გააჩნია.

მოდული: მსოფლიო კინოს ისტორია

ხმის მოსვლა კინოში და ხმოვანი კინოს პირველი დეკადები

განიხილება კინოში ხმის დამკვიდრების წინააღმდეგობრივი პროცესი, რამაც თავდაპირველად გამოსახულებაში დისონანსი შემოიტანა, თუმცა ადაპტირების მანძილზე მოხდა ახალი ჟანრების გაჩენა და გამოსახულების თვისობრივი ცვლილება

(მოკლე მონტაჟიდან შიდაკადრობრივ მონტაჟამდე, შიდა სივრცის ორგანიზება მიზან-კადრებითა და პლან-ეპიზოდებით). 

ეს პროცესი გაანალიზებული იქნება რამდენიმე რეჟისორის შემოქმედებისა და მნიშვნელოვანი კინომიმდინარეობისა თუ კინოსკოლის (“პოეტური რეალიზმი”, ნეორეალიზმი) შესწავლის საფუძველზე.

მოდული: მსოფლიო კინოს ისტორია

ხმოვანი კინოს განვითარება 30-60-იან წლებში

კურსის მიზანია: ამ პერიოდის  მსოფლიო  კინოპროცესის  თავისებურებების,  ესთეტიკისა და ძირითადი მიმართულებების შესწავლა; კინემატოგრაფის    გამორჩეული  ნიმუშების გაცნობა და გაანალიზება დროის კონტექსტში;  კინოოსტატების შემოქმედებითი სტილის შესწავლა; მისცეს სტუდენტს ცოდნა  კინემატოგრაფის ძირითადი ტენდენციების, თავისებურებების შესახებ და ჩამოუყალიბოს უნარი, გამოიყენოს ეს ცოდნა კონკრეტული ფილმის  განხილვისას.    მიღებულმა ცოდნამ   უნდა შეუქმნას თეორიული და ტერმინოლოგიური ბაზა     მომავალ  პრაქტიკულ საქმიანობაში.  

განიხილება II მსოფლიო ომის შემდგომ კინოში გამოკვეთილი ტენდენციები _ იქნება ეს ეგზისტენციალიზმი და სუბიექტურობის თეორია და მისი გამოვლინება კინოში, “საავტორო კინოს” თავისებურებები, კრიტიკული პათოსის გამძაფრება 60-იან “გაბრაზებულ” თაობებში თუ ისტორიის გადახედვისა და გადააზრების მცდელობა მათ შემოქმედებაში.

მოდული: მსოფლიო კინოს ისტორია

1970-1980-იანი წლების მსოფლიო კინო

კურსში აისახება, თუ როგორ გრძელდება “რევოლუციური” და პოსტ-“რევოლუციური” ეპოქის განწყობების რეფლექსია კინოში, რამდენად ახდენს გავლენას პოპ- და სუბკულტურები თემების, გმირების არჩევასა თუ ესთეტიკაზე; ამის პარალელურად როგორ ხდება ერთის მხრივ, კლასიკური ეპიკური ნარატივის აღორძინება და მეორეს მხრივ, ახალი ტექნოლოგიების შემოჭრის შედეგად ფიზიკური (ეკრანული) რეალობის ვირტუალური რეალობით ჩანაცვლება.

მოდული: მსოფლიო კინოს ისტორია

უახლესი მსოფლიო კინო თანამედროვე სამყაროს კულტუროლოგიურ მოვლენათა ჭრილში

უახლესი პერიოდის მსოფლიო კინო საკმაოდ ჭრელ და ეკლექტურ სურათსაც იძლევა, სადაც მკაფიოდ ვლინდება პოსტმოდერნული კულტურისთვის დამახასიათებელი ნიშნები: იქნება ეს პოლიჟანრულობა, საავტორო კინოს ”გადათარგმნა” მასკულტურის ენაზე, პაროდირება, ციტატურობა, სტილური აღრევა და სხვ. თუმცა თანამედროვე დინამიურ-კოლაჟური კინოსივრცე არ გამორიცხავს სადა, სოციალური სიმწვავითა და ადამიანური დრამებით გაჯერებული კინოს არსებობას.

თანამედროვე კინოპროცესის მრაფალფეროვნებას ხელს უწყობს ბოლო ათწლეულებში განსაკუთრებით განვითარებული და დასავლეთის მიერ “აღმოჩენილი” ეროვნული კინემატოგრაფიები.

მოდული: ქართული კინოს ისტორია

ქართული კინო დაბადებიდან მცირეფიმლიანობამდე

სტუდენტი შეისწავლის ქართულ კინოს დაბადებიდან-მცირეფილმიანობის პერიოდამდე. ქართული კინოს ისტორია-მსოფლიო კინოს ისტორიის შემადგენელი ნაწილია. სტუდენტი მიიღებს საფუძვლიან ცოდნას-მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური, სატელევიზიო ფილმების შემქმნელების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სხვადასხვა ჟანრებისა და მიმართულებების განხილვას. ფილმების ანალიზის, სემინარების, საჯარო განხილვების, თეორიული ლიტერატურის დამუშავების შედეგად სტუდენტი საფუძვლიანად შეისწავლის ქართული კინოს ისტორიას. ქართული კინოს ისტორიის შესწავლისას სტუდენტი გაეცნობა ქართულ კინოში მომუშავე სხვადასხვა პროფესიების(რეჟისორების, ოპერატორების, მსახიობების, კინო დრამატურგების შემოქმედებას. განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ქართული კინოს გააზრებას მსოფლიო კინოს კონტექსტში. Fფილმების ანალიზის და საჯარო გამოსვლების მეშვეობით სტუდენტი გამოიმუშავებს პროფესიისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

მოდული: ქართული კინოს ისტორია

განახლებული ქართული კინო (1954-1970წწ)

სტუდენტი შეისწავლის  ქართულ დიკუმენტურ კინოს, 60-იანელთა ძირითადი წარმომადგენლების შემოქმედებას. ქართული კინოს ისტორია-მსოფლიო კინოს ისტორიის შემადგენელი ნაწილია. სტუდენტი მიიღებს საფუძვლიან ცოდნას-მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური, სატელევიზიო ფილმების შემქმნელების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სხვადასხვა ჟანრებისა და მიმართულებების განხილვას. ფილმების ანალიზის, სემინარების, საჯარო განხილვების, თეორიული ლიტერატურის დამუშავების შედეგად სტუდენტი საფუძვლიანად შეისწავლის ქართული კინოს ისტორიას.

მოდული: ქართული კინოს ისტორია

ქართული კინო რეალურისა და ირეალურის მიჯნაზე (1980-იანი წლებიდან დღემდე)

სტუდენტი შეისწავლის  მ.კობახიძის შემოქმედებით დაწყებული სტუდენტი თვალს გაადევმებს ქართულ კინოში, რეალურისა და ირეალურის, აბსურდის, იგავის, ზღაპრის, გაუცხოების თემებს სხვადასხვა რეჟისორების ფლმების ანალიზის მაგალითზე. ქართული კინოს ისტორიის შესწავლისას სტუდენტი გაეცნობა ქართულ კინოში მომუშავე სხვადასხვა პროფესიების(რეჟისორების, ოპერატორების, მსახიობების, კინო დრამატურგების შემოქმედებას. განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ქართული კინოს გააზრებას მსოფლიო კინოს კონტექსტში. ფილმების ანალიზის და საჯარო გამოსვლების მეშვეობით სტუდენტი გამოიმუშავებს პროფესიისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

მოდული: კინოკრიტიკა და თეორია

შესავალი კინომცოდნეობაში

კურსის მიზანია, განსაზღვროს ის არსებითი ცვლილებები, რაც ტექნიკური პროგრესის და კერძოდ, ფოტო/კინოგამოსახულების შედეგად XIXს.-ის კულტურაში გამოვლინდა და რის გაანალიზებასაც ცდილობს კინომცოდნეობა ჩასახვის დღიდან მოყოლებული. თავდაპირველი სტატიები, რომელიც უფრო ემპირიულ დაკვირვებას ეყრდნობა, ვიდრე რაციონალურ ანალიზს, უკვე ახდენს კინემატოგრაფის, როგორც მედიუმის, უმთავრესი ნიშნების განსაზღვრას: ეს არის აქამდე არსებული ხელოვნებების სინთეზით მიღებული მასობრივი კომუნიკაციისა და მხატვრული ზემოქმედების სრულიად ახლებური ფორმა, რომელიც წერილობითი მახსოვრობიდან ვიზუალური მახსოვრობის კულტურაში გადასვლის პირობას წარმოშობს.

მოდული: კინოკრიტიკა და თეორია

კინოთეორიის საფუძვლები

კურსის მიზანია _ კინოს თეორიის მნიშვნელოვანი საკითხების საფუძვლების შესწავლა, უკვე მიღებული ზოგადი ცოდნის გაღრმავება და კინოხელოვნების ნიმუშის, ამა თუ იმ მიმდინარეობის, მოვლენის აღქმისა და განსჯის, ანალიზის უნარის გამომუშავება; წერითი და ზეპირი ფორმით მხატვრული ნაწარმოების მეცნიერულად გაანალიზების, სფპციფიკური უნარ-ჩვევების გამომუშავება და თეორიული მაგალითების, ცოდნის მიცემა ამა თუ იმ კინემატოგრაფიული მოვლენის, ფაქტის ანალიზის პროცესში; წერის კულტურის ამაღლება და თეორიული ნაშრომების პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილების საფუძვლის გაფართოება; კინონაწარმოებისა და კინომიმდინარეობების ანალიზისა და მათ მიმართ შემოქმედებითი მიდგომის, აქტივობების, კრიტიკული დამოკიდებულების, სპეციფიკური უნარ-ჩვევების გამომუშავება, სამომავლო ორიენტირება.

მოდული: კინოკრიტიკა და თეორია

კინოთეორიის კლასიკოსები და კინოენის ჩამოყალიბება

კინოენის ფორმირება ტრადიციული ხელოვნებებისგან (თეატრი, ლიტერატურა) გამიჯვნასა და დამოუკიდებელი გამომსახველობითი სისტემის ჩამოყალიბებით ხდება, რომელიც ბევრად უფრო ენათესავება სახვით ხელოვნებას (კომპოზიცია, რაკურსი, განათება, შუქ-ჩრდილი და ა.შ.). კინონარატივის მთავრ საფუძველს მონტაჟი წარმოადგენს, რომელიც ხდება ფიზიკური (ონთოლოგიური) რეალობიდან ახალი რეალობის კონსტრუირების საშუალება. რამდენად აქვს კინოს არა მხოლოდ ემოციური, არამედ ინტელექტუალური პოტენციალი _ ის არის უბრალოდ გამოსახულებებით მეტყველება თუ ენა, რომელიც შეიმეცნებს? _ ეს საკითხი ხდება კინეორეტიკოსების კვლევის ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტი.

მოდული: კინოკრიტიკა და თეორია

კინოჟანრის, კინოსტილისტური და მხატვრული მიმართულებების თეორიული განსაზღვრებანი

კურსის მიზანია _ კინოსტილისტური და კინომიმდინარეობების მხატვრული მიმართულებების პროცესის შესწავლა; თეორიული კვლებების მსოფლიო გამოცდილების გაზიარება; თეორიული და კრიტიკული ნაშრომების შესწავლა, დამუშავება, გაანალიზება; ხელოვნების – კინონაწარმოების მიმართ შემოქმედებითი მიდგომის, პიროვნული აქტივობების გამომუშავება, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება; კინონაწარმოებისა და კინომიმდინარეობების ერთიანი პროცესებისა და ცალკეული შემთხვევების ანალიზისა და შემოქმედებითი მიდგომის, აქტივობების, კრიტიკული დამოკიდებულების უნარ-ჩვევების, წერის კულტურის გამომუშავება, კვლევების თანამედროვე მეთოდიკის გამოყენებით.

მოდული: კინოკრიტიკა და თეორია

ახალი კინომიმართულებები და კინოთეორიები ზოგადკულტუროლოგიურ ჭრილში

კურსის მიზანია _ სტუდენტში კინოს თეორიის მნიშვნელოვანი საკითხებისა და კინოხელოვნების ნიმუშების, ამა თუ იმ მიმდინარეობის, მოვლენის აღქმისა და განსჯის, ანალიზის უნარის გამომუშავება; წერითი და ზეპირი ფორმით მხატვრული ნაწარმოების მეცნიერული გაანალიზების ისტორიისა და ახალი პროცესების, ახალი თეორიული მაგალითების ცოდნა ამა თუ იმ კინემოვლენის, ფაქტის ანალიზის კონტექსტში; ახალი კინოთეორიების, კინემატოგრაფის თეორიული კვლევების სიახალეების, თანამედროვე პროცესების განსჯის, ანალიზის უნარის გამომუშავება, როგორც დამოუკიდებლად კინემატოგრაფის, ასევე ზოგადკულტუროლოგიურ, თანამედროვე ფილოსოფიურ მოძღვრებათა სფეროებში; ახალი კინემტოგრაფიული და უახლეს კულტურულ პროცესებში არსებული ტენდენციებისა და მიმდინარეობების სიღრმისეული, მეცნიერული გაანალიზების გამოცდილების მიღება.

კინოჟურნალისტიკის სპეციფიკა

კურსის მიზანია კინოჟურნალისტიკის სპეციფიკის თეორიული და პრაქტიკული შესწავლა; სტუდენტის მხატვრული გემოვნების, კრიტიკული, მეცნიერული თუ პუბლიცისტური აზროვნების, უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება პრესისა თუ ტელეჟურნალისტიკის ნებისმიერ ჟანრში; ქართულ და მსოფლიო კინოჟურნალისტიკაში (ისტორიულ და თანამედროვე ჭრილში) მიმდინარე მოვლენების, ფაქტების შესწავლა-ანალიზი და მიმართულია ახალი ტენდენციების აღმოჩენისკენ; გულისხმობს მთლიანი პროცესის წარმოჩენას, არამხოლოდ დარგის შიგნით, არამედ მის ინტეგრირებას, კონტექსტში დანახვას ხელოვნების სხვა დარგებთან, კვლევითი, სახელოვნებო (და არამხოლოდ) მეცნიერებების სხვადასხვა სფეროსთან, საერთო კულტუროლოგიურ შრეებთან მიმართებაში.

პროგრამაშია თეორიული საკითხები _ როგორ იქმნება სატელევიზიო ფილმები, სხვადასხვა ტიპისა თუ ჟანრის ტელე თუ რადიოგადაცემები, როგორ მზადდება სცენარები, რეპორტაჟები და ა.შ.; როგორ იქმნება ფილმი, როგორია სხვადასხვა ტიპის კინემატოგრაფის სპეციფიკა,

კინოენა, სტრუქტურული აგებულება, მხატვრული ხერხები და შემდეგ როგორ ხდება მათი კვლევა და გაანალიზება, როგორ მზადდება საგაზეთო, საჟურნალო სტატიები, პუბლიცისტური წერილები კინოსა და ტელევიზიის შესახებ.

ჟურნალისტიკის ჟანრების, ძირითადი მიმართულებების, შემადგენელი ნაწილების, სპეციფიკა თეორიულ ბაზაზე დაყრდნობით, პრაქტიკული საქმიანობით _ საგაზეთო და საჟურნალო რეცენზიების, თეორიული, ანალიტიკური ნაშრომების, საკურსოების, სხვადასხვა

სპეციფიკისა და ხასიათის წერილების შექმნით განმტკიცდება.

საგამომცემლო საქმე

კურსის მიზანია `საგამომცემლო საქმის~ ისტორიის, არსობრივი მახასიათებლების, განვითარების წამყვანი ტენდენციების, თანამედროვე ტექნოლოგიების, ფორმების და ტენდენციების, მნიშვნელოვანი ნიმუშების შესწავლა. გააღვივოს სტუდენტთა  ინტერესი საგამომცემლო საქმიანობისადმი. გააცნოს და დააინტერესოს ბაკალავრები სარედაქციო და საგამომცემლო საქმნიანობით. შეასწავლოს გამომცემლობის ტიპები, სტრუქტურები, ორგანიზაცია და ორგანიზაციის ფორმები; გამომცემლობის ფინანსები, კონტროლი, რედაქცია, უფლებები და ლიცენზიები; შეცდომები მენეჯმენტსა და ორგანიზაციაში; გამომცემლობების და წიგნით ვაჭრობის პერსპექტივები და  პრობლემები. გამომცემლობის მართვა: მუშაობა პერსონალთან, ზოგადი სამართლებრივი საფუძვლები; მოცემული კურსის სრულად და წარმატებით გავლის შედეგად მას შეეძლება მუშაობა სხვადასხვა ტიპის, მიმართულების რედაქციასა თუ გამომცემლობაში.

ლიტერატურული ტექსტის ადაპტაცია კინოში

კურსის მიზანია გამოუმუშავოს სტუდენტებში მხატვრული ტექსტის კითხვის ანალიზური მეთოდი, დაანახოს მათ ტექსტის საზრისი, მისი (მთავარი და მეორეხარისხოვანი) პერსონაჟების ადგილი და დანიშნულება, შეასწავლოს ტექსტის სეგმენტიზაციის პრინციპი და პირუკუ – სეგმენტების კვლავ ერთ მთლიანობად შეკვრის ხერხი. ყოველივე ამის საფუძველზე სტუდენტებმა უნდა შეძლონ განიხილონ ამ ტექსტების ავტორიზებული კინოვერსიები – რეჟისურის და სამსახიობო ოსტატობის თვალსაზრისით (პლუს ყველა შემავალი კომპონენტის – მუსიკა, განათება, კოსტიუმები, პაუზები და სხვა გათვალისწინებით). კურსის სწავლებისას გაოიყენება ტექსტის კითხვის და კინორეჟისურის აღქმის ანალიზური მეთოდი, ასევე დედუქცუირ-ინდუქციური მეთოდი, კომპონენტური ანალიზის მეთოდი და სემიოტიკური მეთოდი. კურსის მასალა მოიცვს შემდეგ ნაწარმოებებს: უილიამ შექსპირის “რომეო და ჯულიეტას” და “ჭირვეული ცოლის მორჯულებას”, შარლოტა ბრონტეს “ჯეინ ეარს”, ჯეინ ოსტინის “სიამაყე და ცრურწმენას”, მაქს ფრიშის “ჰომო ფაბერს”, თომას მანის “სიკვდილი ვენეციაში”, ედმონ როსტანის “სირანო დე ბერჟერაკს”, გოეთეს “ფაუსტს”, ერიხ მარია რემარკის “ზეცა ფავორიტებს არ ცნობს”, არტურ შნიცლერის “კაზანოვას დაბრუნებას”, დაფნა დიუ მორიეს “რებეკას”, შოდერლო დე ლაკლოს “საშიშ კავშირებს”, ალექსანდრე დიუმას (მამა) “გრაფ მონტე-კრისტოს”, პიტერ შეფერის “ამადეუსს”. სტუდენტებს ელით შეხვედრა შემდეგი რეჟისორების ნამუშევრებთან: ფრანკო ძეფირელი, ალფრედ ჰიჩკოკი, ფოლკერ შლოენდორფი, სტივენ ფრირზი, ედუერდ ნირმანსი, ჟან-პოლ რაპენო, ლუკინო ვისკონტი, სიდნი პოლაკი, ედელბერტ მანი, რენე კლერი, მილოშ ფორმანი.

ლიტერატურული ტექსტის დაპტაცია დრამატულ თეატრში

კურსის მიზანია გამოუმუშავოს სტუდენტებში მხატვრული ტექსტის კითხვის ანალიზური მეთოდი, დაანახოს მათ ტექსტის საზრისი, მისი (მთავარი და მეორეხარისხოვანი) პერსონაჟების ადგილი და დანიშნულება, შეასწავლოს ტექსტის სეგმენტიზაციის პრინციპი და პირუკუ – სეგმენტების კვლავ ერთ მთლიანობად შეკვრის ხერხი. ყოველივე ამის საფუძველზე სტუდენტებმა უნდა შეძლონ განიხილონ ამ ტექსტების სცენური ავტორიზებული ვერსიები – რეჟისურის და სამსახიობო ოსტატობის თვალსაზრისით (პლუს ყველა შემავალი კომპონენტის – მუსიკა, განათება, კოსტიუმები, პაუზები და სხვა გათვალისწინებით). კურსის წაკითხვისას გამოიყენება ტექსტის კითხვის და დრამის რეჟისურის აღქმის ანალიზური მეთოდი, ასევე დედუქცუირ-ინდუქციური მეთოდი; კომპონენტური ანალიზის მეთოდი; სემიოტიკური მეთოდი. Uგანსახილველი მასალა მოიცავს შემდეგ ნაწარმოებებს: უილიამ  შექსპირის “ჰამლეტი” და “რიჩარდ III”, პ. ზიუსკინდის “კონტრაბასი”, ბ. ბრეჰტის “კავკასიური ცარცის წრე”, გოეთეს “ფაუსტი”, ა. ჩეხოვის “ალუბლის ბაღი” და „ქალი ძაღლით“, ა.ს. პუშკინის „მოცარტი და სალიერეი“ და „ევგენი ონეგინი“, ჯ. ბ. შოუს „პიგმალიონი“, ი. რეზას “ხელოვნება”, ჟან-ბატისტ მოლიერის “ძალად ექიმი”, Fფრიდრიხ შილერის “მარია სტუარტი”, კარლ გუცკოვის “ურიელ აკოსტა”, არტურ შნიცლერის “ფერხული”. სტუდენტებს ელით შეხვედრა შემდეგი რეჟისორების ნამუშევრებთან: თემურ ჩხეიძე, რობერტ სტურუა, ავთანდილ ვარსიმაშვილი, გიზო ჟორდანია, ლევან წულაძე, ლორენს ოლივიე, პიტერ ბრუკი, მიხაილ შვეიცერი, კოტე მარჯანიშვილი, გუსტავ გრიუნდგენსი, ირინა გაჩეჩილაძე, ნინო ახვლედიანი.

ქართული ხელოვნების ისტორია

კურსი ითვალისწინებს ქართული ხელოვნების ისტორიის განვითარების თანმიმდევრული პროცესის გადმოცემას წინარექრისტიანული ხანიდან 18 საუკუნის ჩათვლით.

კურსის მიზანია სტუდენტს მისცეს საერთაშორისო სტანდარტის ცოდნა ქართული ხელოვნების ისტორიის სხვადასხვა სფეროს, პერიოდისა და მიმართულების შესახებ.

კურსის ამოცანაა სტუდენტებს სწავლების თანამედროვე მეთოდების გათვალისწინებით გააცნოს ქართული მხატვრული პროცესების მიმდინარეობა უძველესი დროიდან XVIII საუკუნის ჩათვლით. განუმარტოს მათი ბუნება, საშუალებები, ტერმინოლოგია, დააინტერესოს სტუდენტი ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა საკითხებით, გააფართოვოს მათი აღქმის არეალი ახალი ვიზუალური იკონოგრაფიით და იდეებით. განუვითაროს მათ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი ხელოვნების ძეგლებთან მიმართებაში, აზიაროს ხელოვნებათმცოდნეობით მეთოდოლოგიას.

საგნის შესწავლა დაეხმარება მათ ზოგადად ხელოვნების ჩასახვისა და განვითარების გზის თავისებურებათა აღქმაში, გაუადვილებს მათ სხვადასხვა ეპოქის მნიშვნელოვანი მხატვრული ტენდენციების გააზრებას და შეთვისებას. სტუდენტები შეისწავლიან როგორ უნდა აღიქვან და როგორ უნდა ისაუბრონ ხელოვნებათმცო-დნეობითი ტერმინოლოგიით, ისწავლონ სხვადასხვა ეპოქის დამახასიათებელი მხატვრული მიმართულებებისა და ქართული ხელოვნების მნისვნელოვანი ძეგლების გამოცნობა, მათი ძირითადი მახასიათებლების წარმოჩენა როგორც წერილობით, ისე ზეპირად.

კურსი მოიცავს ძირითადი ეპოქების, წამყვანი მხატვრული მიმართულებებისა და ტენდენციების ქრონოლოგიურ-თემატური პრინციპით წარმოდგენის მცდელობას, დროის, ადგილის, საზოგადოების კონტექსტში.

კურსში გაანალიზირებული იქნება ქართული ხელოვნების ისტორიის ძირითადი მიმართულებები, სტილისტურ-მხატვრული თავისებურებანი, რომელთა შესწავლა მოხდება მთავარი საკითხების წარმოჩენით.

ქართული კინოს ისტორია

ქართული კინოს მოკლე კურსი სტუდენტს შეუქმნის წარმოდგენას: მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური, სატელევიზიო ფილმების შემქმნელების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სხვადასხვა ჟანრებისა და მიმართულებების განხილვას. სტუდენტი გაეცნობა ქართულ კინოში მომუშავე სხვადასხვა პროფესიების (რეჟისორების, ოპერატორების, მსახიობების, კინო დრამატურგების) შემოქმედებას. ფილმების ანალიზისას განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ქართული კინოს გააზრებას მსოფლიო კინოს კონტექსტში.

ქორეოგრაფიულიხელოვნებისისტორია

სასწავლო კურსი «ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების ისტორიაში» მიზნად ისახავს მიაწოდოს სტუდენტს სრული ინფორმაცია ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების მრავალსაულკუნოვანი ისტორიის შესახებ (აუთენტური და სასცენო ქორეოგრაფული ნიმუშების შესწავლის საფუძველზე). გააცნოს ისტორიული და ეთნოგრაფიული თემატიკის ქორეოგრაფიული ლიტერატურა;
შეასწავლოს ისტორიული კვლევის მეცნიერული მეთოდების გამოყენება (არქეოლოგიური, ლიტერატურული, მუსიკალური წყაროების მოძიება და მათი ანალიზი);
კურსის გავლის შემდგომ სტუდენტი ფლობს ინფორმაციას:
• ქართული ქორეოგრაფიის შესწავლის წყაროების შესახებ;
• ქართული ქორეოგრაფიის ისტორიული განვითარების შესახებ, ცალკეული პერიოდის დახასიათებით;
• წარმართული ხანის სარიტუალო ქორეოგრაფიის შესახებ;
• ისტორიულად არსებული საცეკვაო ნიმუშების სტრუქტურული და ფუნქციურ-შინაარსობრივი დატვირთვის შესახებ;
• ქალაქური საცეკვაო ფოლკლორის შესახებ;
• სასცენო-ხალხური ქორეოგრაფიის ჩამოყალიბების და მისი შემდგომი განვითარების შესახებ, თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით;
• სტუდენტი ეცნობა ძირითად ქორეოგრაფიულ ლიტერატურას და მას შეუძლია ამ ლიტერატურის დამუშავება კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით;
• სტუდენტს შეუძლია მოახდინოს საცეკვაო ნიმუშის ქორეოგრაფიული ანალიზი არქეოლოგიური, ლიტერატურული, ეთნოგრაფიული და მუსიკალური მასალის გამოყენებით;
• სტუდენტს შეუძლია მოამზადოს საკონფერენციო ნაშრომი და მოახდინოს მისი პრეზენტაცია;

მოდული – მსოფლიო ხელოვნების ისტორია

პირველყოფილი და ძველი აღმოსავლეთის ხელოვნება

კურსი მოიცავს ხელოვნების ისტორიის უადრეს პერიოდს: დაწყებული ხელოვნების პირველი ნიმუშებიდან ძველი აღმოსავლეთის სახელმწიფოების ხელოვნების ჩათვლით. სტუდენტი გაეცნობა პირველყოფილი საზოგადოების გამოქვაბულთა მხატვრობას, ქანდაკებისა და არქიტექტურის პირველ ნიმუშებს. სახელგანთქმულ და მრავალთათვის დღესაც იდუმალ ძველი ეგვიპტურ ხელოვნებას. რა შექმნეს და რა დარჩა შუმერების, ბაბილონელების, ასურების და სხვა უძველესი ცივილიზაციების ხელოვნებიდან? რა როლი ეკისრებოდა რელიგიასა და ხელოვნებას იმდროინდელი საზოგადოების ცხოვრებაში?

რატომ არის ეს ყოველივე ფასეული დრევანდელობისთვის? ამ და სხვა მრავალ კითხვაზე პასუხის ძიება იქნება კურსში გათვალისწინებული ლექციებსა და სემინარების მთავარი თემა.

მოდული – მსოფლიო ხელოვნების ისტორია

ანტიკური  და შუა საუკუნეების ხელოვნება

კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს ხელოვნების ისტორიის ორი უმნიშვნელოვანესი საფეხური: ანტიკური და შუა საუკუნეების პერიოდის ხელოვნება; ეს არის ეპოქა, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროპული კულტურისათვის. რა არის ანტიკა? რა მოიტანა ამ ეპოქამ ახალი? როგორ შეიცვალა ადამიანთა მსოფლაღქმა და ხელოვნება? რას აშენებდნენ, რას აქანდაკებდნენ, რას ხატავდნენ? რას და როგორ გამოხატავს ამ ეპოქის ხელოვნება? საბერძნები და რომაელები, კრეტელები და ეტრუსკები და მათი დანატოვარი მსოფლიო ხელოვნების საგანძურში – ამ კურსის ერთი კარდინალური თემაა.

მეორე დიდი საკითხი, რომელსაც კურსი წარმოაჩენს შუა საუკუნეების ევროპული ხელოვნება გახლავთ. ქრისტიანობა, ძველი წარმოდგენების მსხვრევა და ახალი სულიერი მოზანსწრაფვანი. ბიზანტია, რომანული და გოთიკური ევროპა, ტაძრები, ვიტრაჟები, ხატები. არქიტექტურული სტილები, იკონოგრაფიული თემები და საკითხები, რომლებშიც გარკვევა ამ კურსის ამოცანაა.

მოდული – მსოფლიო ხელოვნების ისტორია

აღორძინების ეპოქის ხელოვნება

კურსის მიზანია სახვითი ხელოვნების ისტორიის ერთი  პერიოდის შესწავლა. ესაა ეპოქა, რომელიც ევროპაში აღორძინების ხანის სახელითაა ცნობილი და ახალი კულტურულ-სოციალური ვითარებით გამოირჩევა. ჰუმანიზმის, რაციონალიზმისა და ინდივიდუალიზმის მნიშვნელობა იწევს წინ. ფერწერაში ეს სამყაროს რეალისტური ასახვის პრინციპების ჩამოყალიბები ხანაა, როდესაც მხატვარი სივრცისა და მოცულობის მაქსიმალური ილუზიის მიღწევას ცდილობს. კურსის მიზანია სტუდენტებს აჩვენოს და შეასწავლოს ამ მხატვრული მიდგომის ჩამოყალიბების პროცესი, მისი ვარიაციები და მისი შედევრები; იმდროინდელი თეორიული ნაშრომები, რომელნიც ხელოვნების ხასიათზე ახდენდა გავლენას;

ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების ობიექტია, აგრეთვე, ეპოქის მნიშვნელოვანი შემოქმედნი, ვინაიდან ეს დიდ მხატვრულ ინდივიდუუმთა პერიოდია. დიდი და `მცირე” ოსტატები და მათი ქმნილებები, ცალკეული რეგიონების ხელოვნების მახასიათებლები, ერთი სტილის ვარიაციები სხვადასხვა ქვეყანაში _ ამ ყოველივეს შესწავლა-გაცნობიერება ჩვენი კურსის მიზანია.

მოდული – მსოფლიო ხელოვნების ისტორია

ხელოვნება ბაროკოდან იმპრესიონიზმამდე

კურსის მიზანია სახვითი ხელოვნების ისტორიის ერთი დიდი პერიოდის შესწავლა. ესაა ეპოქა, რომელიც  XVII საუკუნიდან იწყება და XIXს-ის დიდ ნაწილსაც მოიცავს. ევროპაულ ფერწერაში ეს სამყაროს რეალისტური ასახვის ხანაა, როდესაც მხატვარი სივრცისა და მოცულობის მაქსიმალური ილუზიის მიღწევას ცდილობს. კურსის მიზანია სტუდენტებს აჩვენოს და შეასწავლოს ამ მხატვრული მიდგომის არსებობის თავისებური პროცესი, მისი ვარიაციები და მისი შედევრები; იმდროინდელი თეორიული ნაშრომები, რომელნიც ხელოვნების ხასიათზე ახდენდა გავლენას; ასევე, არქიტექტურულ სტილთა და ფერწერულ მიმართულებათა (ბაროკო, როკოკო, კლასიციზმი, რომანტიზმი) წარმოშობისა და განვითარების თავისებურებანი, მათი მახასიათებლები. დიდი და `მცირე” ოსტატები და მათი ქმნილებები, ცალკეული რეგიონების ხელოვნება, სტილთა ვარიაციები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში _ ამ ყოველივეს შესწავლა ჩვენი კურსის ამოცანაა.

მოდული – მსოფლიო ხელოვნების ისტორია

იმპრესიონიზმი და მოდერნიზმი

კურსის  მიზანია ბაკალავრს შეუქმნას წარმოდგენა XIX ს-ის მიწურულიდან (70-იანი წწ.) XXს-ის 20-იანი წლების ჩათვლით მსოფლიო სახვითი ხელოვნების განვითარების შესახებ. იმ ისტორიულ- სოციალური ფონის გათვალისწინებით, რომელმაც განაპირობა აღნიშნული პერიოდის მსოფლიო კულტურის ისტორიის განვითარების ტენდენციები.  კურსის განხილვისას ყურადღება გამახვილდება აღნიშნული პერიოდის დასავლეთ-ევროპული კულტურული ღირებულებების თავისებურებებზე. წარმოდგენილ სასწავლო კურსში  ბაკალავრთა ყურადღება ფოკუსირებული იქნება ცალკეული თვალსაჩინო ხელოვანის   შემოქმედებაზე, იმ ძირითად მიმართულებებზე, რომელთაც მოიცვეს ხელოვნების დარგები მსოფლიოს სხვადასხვა მერიდიანზე.

მოდული – მსოფლიო ხელოვნების ისტორია

პოსტმოდერნიზმი

კურსის ძირითად მიზანია სტუდენტს გააცნოს ხელოვნება პოსტმოდერნიზმის ხანაში,  თუმცა ის უფრო ვრცელ პერიოდსაც მოიცავს: ეს არის თანამედროვე სახვითი ხელოვნების განვითარების ისტორია თანამედროვე ხელოვნების კლასიკური პერიოდიდან _ 30-იანი წლებიდან _ დღევანდელ დღემდე. სტუდენტები გაეცნობიან ყველა ძირითად მოვლენასა და პერსონას, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების ისტორიას ქმნიან და ავანგარდის და პოსტმოდერნისტული ეტაპის ხელოვნებაში ენობრივი სპეციფიკის გაღრმავებასა და ენობრივი ბარიერების მოშლას, კულტურაში თანამედროვე აზროვნებასა და ხელოვნებისეული ხერხების შეუზღუდავ დიაპაზონს გაიაზრებენ.

აღმოსავლეთის ქვეყნების ხელოვნება

კურსის მიზანია სტუდენტს გააცნოს აღმოსავლეთის ქვეყნების – ირანის, ინდოეთის, იაპონიის და ჩინეთის სახვითი  ხელოვნების ისტორიის ძირითადი ეტაპები, აღმოსავლურიკულტურის სპეციფიკა. სალექციო კურსი გულისხმობს აღმოსავლეთის ხელოვნების განხილვას პარალელში დასავლურ ხელოვნებასთან და მათ შორის არსებული არსობრივი სხვაობის ჩვენებასა და განმარტებას. 

ხელოვნებათმცოდნეობაში

კურსის მიზანია ხელოვნებათმცოდნეობის დარგის სპეციფიკის გაცნობა.

მისი ინტერესისა და კვლევის ობიექტის – სახვითი ხელოვნებისა და არქიტექტურის ერთობლივი თავისებურებებისა და კანონზონმიერბების წარმოჩენა. სახვითი ხელოვნების არსის გააზრება ზოგადკულტურული გარემოს და ისტორიულ-სოციალური ჭრილის კონეტქსტში. ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევის მეთოდების გაცნობა, მათი გააზრება და პრაქტიკული მეცადინეობის საშუალებით და შეფასების კრიტერიუმების გამომუშავება.

მოდული – ხელოვნების თეორია და ანალიზი

ხელოვნების ნაწარმოების მხატვრული ფორმის ანალიზი _ მხატვრობა

კურსი მიზნად ისახავს მხატვრობის (ფერწერა და გრაფიკა) ტექნიკური და მხატვრული სპეციფიკის წარმოჩენას. თითოეული დარგი ცალ-ცალკე გახდება ყურადღების ობიექტი.

 ხელოვნების ქმნილება სილამაზეს, გრძნობებს, აზრებს, განცდებს აერთიანებს, მაგრამ მაყურებელს მათი ამოცნობა, მათი `გაშიფვრა~ ესაჭიროება.

როგორ შევაფასოთ სურათის მხატვრული დონე? რას მივაქციოთ ყურადღება? რა არის მხატვრული სტილი? რაზე გვესეუბრება `უტყვი~ სახვითი ხელოვნება? _ ამ საკითხებში გარკვევა ჩვენი კურსის ძირითადი მიზანია.

მხატვრული ფორმის გაანალიზების პრინციპების ათვისება, დაკვირვებების ზეპირი და წერილობითი გადმოცემის უნარის განვითარება და სამეცნიერო კვლევის საფუძვლებში გარკვევა – მოცემული კურსის მთავარი ამოცანაა.

მოდული – ხელოვნების თეორია და ანალიზი

ხელოვნების  ნაწარმოების მხატვრული ფორმის ანალიზი _ არქიტექტურასა და ქანდაკებაში

კურსი მიზნად ისახავს სუტდენტს გააცნოს ქანდაკებისა და არქიტექტურის ტექნიკური თავისებურებანი და წარმოაჩინოს მისი გამომსახველობითი ენის რაობა. ქანდაკების სახეები, სპეციფიკა, ქანდაკების გამომსახველობითი ენა, მონუმენტისა და გარემოს ურთიერთობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები ცალ-ცალკე გახება ჩვენი ყურადრების ობიექტი. სტუდენტი გაერკვევა არქიტექტურის თავისებურებებშიც, შეაფასებს ფუნქციისა და კონსტრუქციის მნიშვნელობას ხელოვნების ამ დარგისათვის. ისწავლის ნახაზების `კითხვას~, ძირითად მიმართებებს, რასაც ემყარება კონკრეტული არქიტექტურული ნაწარმოების მხატვრული სახის შექმნა. ყოველივე სტუდენტს დაეხმარება ქანდაკებისა და არქიტექტურის პროფესიული აღქმის, შეფასების, თვალსაზრისის გამოხატვის და სხვა პროფესიული ჩვევების გამომუშავებაში.

მოდული – ხელოვნების თეორია და ანალიზი

ხელოვნების თეორია

კურსის მიზანია გააცნოს ბაკალავრს  ხელოვნების თეორიის ძირითადი პრობლემატიკა, ზოგადი წარმოდგენა შეუქმნას სტუდენტს ხელოვნების კვლევის უახლეს მეთოდიკაზე, რათა მან მომავალში შესძლოს აწარმოვოს კვლევა კულტურის თეორიის აქტუალური საკითხების გათვალისწინებით და თანამედროვე ინტერდისციპლინარული ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენებით. ასევე, კურსი მიზნად ისახავს  ხელოვნების თეორიის საბაზო ცოდნასთან ერთად, გაარკვიოს ბაკალავრები არტეფაქტების სემანტიკასა და  ფუნქციურ დატვირთვაში, რათა შესძლონ  დამოუკიდებლად შეაფასონ ხელოვნების ესა თუ ის ქმნილება.

მოდული – ხელოვნების თეორია და ანალიზი

ხელოვნების კრიტიკა

კურსის მიზანია შეასწავლოს ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების ბაკალავრს სახვითი ხელოვნების კრიტიკის  განვითარების ტენდენციები, გააცნოს მსოფლიო ხელოვნების ისტორიის განვითარების გზაზე, სახვითი ხელოვნების  ნაწარმოების შეფასების თავისებურებანი, გააცნოს  მხატვრული  კრიტიკის ძირითადი კრიტერიუმები, მისცეს  ის  საბაზო ცოდნა, რომელიც  დაეხმარება  ბაკალავრს მხატვრული  კრიტიკის  მეთოდოლოგიის  გამომუშავებაში, რათა მან შესძლოს გაერკვეს იმ თეორიულ-კონცეპტუალურ შეხედულებებში, რომლებიც მსოფლიო სახვითი ხელოვნების  და  არქიტექტურის განვითარებას განსაზღვრავდა

მოდული – ქართული ხელოვნების ისტორია

 ქართული ხელოვნება უძველესი პერიოდიდან განვითარებულ შუა საუკუნეებამდე

კურსი მიზნად ისახავს წარმოადგინოს ქართული ხელოვნების გზა უძველესი პერიოდიდან VIIს-ის ჩათვლით და საშუალება მისცეს სტუდენტს გაერკვეს და შეისწავლოს ჩვენი სამშობლოს ხელოვნების უმთავრესი ისტორიული ეტაპები; იცოდეს ქართული არქიტექტურის, ქანდაკების, მხატვრობის მთავარი ნაწარმოებები; სტუდენტი უნდა გაერკვეს ქართულ არქიტექტურასტან და სახვით ხელოვნებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიაში, შეისწავლოს ნახაზებში ორიენტირება, ტიპოლოგიური მიმართებების გარკვევა და ა.შ. სტუდენტმა უნდა გააცნობიეროს ქართული ხელოვნების მხატვრულ-ისტორიული მნიშვნელობა, ეროვნული ხასიათი და მიმართება მსოფლიო ხელოვნებასთან. სტუდენტმა უნდა შეძლოს კურსის ბოლოს საკურსო ნაშრომის მომზადება. გამოვიყენებთ პრაქტიკული მეცადინეობის მეთოდს. ძეგლებზე გასვლა, ძეგლის უშუალოდ შესწავლა და დავალებების ადგილზე შესრულება

მოდული – ქართული ხელოვნების ისტორია

არქიტექტურა და მქანდაკებლობა განვითარებულ და გვიან შუა საუკუნეებში

კურსი მიზნად ისახავს წარმოადგინოს ქართული ხელოვნების გზა VIII ს-დან XVIIIს-ის ჩათვლით. ქართულ ხელოვნებაში ეს იყო დიდი აყვავებისა და შემდგომი დაქვეითების ხანა, როცა პოლიტიკურ-ეკონომიკურად სეჭირვებული ქვეყნის შემოქმედნი ცდილობდნ არ დაეკარგათ თავისთავადობა, შეენარჩუნებინათ ტრადიციული ოსტატობა. კურსი გაგაცნობთ ამ ეპოქათა ქართული არქიტექტურის და ქანდაკების  მთავარ ნაწარმოებებს, მათ თავისებურებებს; ახალ ამოცანებსა და მისი განხორციელების სპეციფიკას. სტუდენტმა უნდა გააცნობიეროს ქართული ხელოვნების მხატვრულ-ისტორიული მნიშვნელობა, ეროვნული ხასიათი და მიმართება მსოფლიო ხელოვნებასთან. სტუდენტმა უნდა შეძლოს კურსის ბოლოს საკურსო ნაშრომის მომზადება.

მოდული – ქართული ხელოვნების ისტორია

შუა საუკუნეების ქართული მხატვრობა

სალექციო კურსი ითვალისწინებს ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიის განვითარების თანმიმდევრული პროცესის გადმოცემას ადრექრისტიანული ხანიდან XVIII საუკუნის ჩათვლით. კურსის მიზანია სტუდენტს მისცეს საერთაშორისო სტანდარტის ცოდნა ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიის სხვადასხვა სფეროს, პერიოდისა და მიმართულების შესახებ.

კურსის ამოცანაა სტუდენტებს სწავლების თანამედროვე მეთოდების გათვალისწინებით გააცნოს ქართული მხატვრული პროცესების მიმდინარეობა უძველესი დროიდან XVIII საუკუნის ჩათვლით. განუმარტოს მათი ბუნება, საშუალებები, ტერმინოლოგია, დააინტერესოს სტუდენტი ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა საკითხებით, გააფართოვოს მათი აღქმის არეალი ახალი ვიზუალური იკონოგრაფიით და იდეებით. განუვითაროს მათ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი ხელოვნების ძეგლებთან მიმართებაში, აზიაროს ხელოვნებათმცოდნეობით მეთოდოლოგიას. საგნის შესწავლა დაეხმარება მათ ზოგადად ქართული მონუმენტური ხელოვნების ჩასახვისა და განვითარების გზის თავისებურებათა აღქმაში, გაუადვილებს მათ სხვადასხვა ეპოქის მნიშვნელოვანი მხატვრული ტენდენციების გააზრებას და შეთვისებას.

მოდული – ქართული ხელოვნების ისტორია

XIX-XX საუკუნეების  ქართული არქიტექტურა

კურსი მიზნად ისახავს სტუდენტს შეასწავლოს ქართული არქიტექტურის ისტორიის კონკრეტული  ეტაპი _ XIX-XX სს-ის არქიტექტურა, მისი ამოცანები, სეტაპო მნიშვნელობის ნაგებობები და მათი მხატვრულ-ფუნქციური თვისებები. სტუდენტი უნდა გაერკვეს ამ ისტორიული ეტაპის თავისებურებებში, წარმოდგენა უნდა შეექმნას შეცვლილი ისტორიულ-პოლიტიკური გარემოსა და არქიტექტურის კავშირზე, გაარკვიოს  ეროვნული  არქიტექტურისა და  მსოფლიოში თანადროულად არსებული ტენდენციების ურთიერთმიმართება.

მოდული – ქართული ხელოვნების ისტორია

XIX-XX საუკუნეების ხანის ქართული სახვითი ხელოვნება

კურსის მიზანია შეასწავლოს ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების ბაკალავრს ახალი და უახლესი პერიოდის ქართული ხელოვნების განვითარების ტენდენციები, გააცნოს XX ს-დან _ დღემდე ეროვნული სახვითი ხელოვნების  ხასიათის თავისებურებანი. აღნიშნული კურსი განხილული  ზოგადკულტუროლოგიურ კონტექსტში დაეხმარება ბაკალავრს უკეთ შეიმეცნოს თანამედროვე ქართული სახელოვნებო სივრცე, გაიცნოს XX ს. ქართველ ხელოვანთა შემოქმედების თავი-სებურებანი, გაიფართოვოს თვალსაწიერი ეროვნული ცივილიზაციური მონაპოვრების, უმთავრესი სულიერი ღირებულებების ათვისების თვალსაზრისით.

    კურსი გულისხმობს ახალი და უახლესი ქართული სახვითი ხელოვნების განხილვას ძირითად პრობლემურ-კონცეპტუალურ ღერძზე, ისტორიზმის პრინციპის დაცვით.

ქართული ხელნაწერი წიგნის შემკულობა

კურსის ხანგრძლივობა _ ერთი სემესტრი.

`ქართული ხელნაწერი წიგნის მორთულობა“ მიზნად ისახავს სტუდენტს გააცნოს ერთის მხრივ, ქართული სამინიატურო ხელოვნების ნიმუშები და მეორე მხრივ, სინქრონული პერიოდის ბიზანტიური და მისი წრის ქვეყნების მორთული ხელნაწერი წიგნები. სტუდენტები პარალელს გაავლებენ ქართული ხელოვნების სხვა დარგების ნიმუშებთანაც.   

სტუდენტები გაეცნობიან ტერმინოლოგიას, თვალს გაადევნებენ ხელნაწერი წიგნის მორთულობის განვითარება-გენეზისს. სტუდენტებმა უნდა მიიღონ თეორიული ცოდნა ქართულ ხელნაწერ წიგნზე, სპეციფიკაზე, სახეებზე. ამ დარგის სპეციფიკის ანალიზს. პროფესიულ უნარ-ჩვევებს. სემინარებში, პრაქტიკულებსა და დისკუსიებში მონაწილეობა სტუდენტთა აქტივობის აუცილებელი ფორმაა.

კოსტუმის ისტორია

კურსი მიზნად ისახავს სტუდენტი გაარკვიოს მსოფლიო კოსტიუმის თავისებურებებში სხვადასხვა ისტორიულ ეტაპზე. სტუდენტებმა უნდა მიიღონ თეორიული ცოდნა კოსტიუმის ისტორიაზე, სპეციფიკაზე, სახეებზე. დააუფლონ ისინი კოსტიუმის დეტალების ანალიზის პროფესიულ უნარ-ჩვევებს.

მსოფლიო ხელოვნების ნიმუშებში აღბეჭდილი კოსტიუმები გახდება სტუდენტების დაკვირვების საგანი; ისინი გაეცნობიან ტერმინოლოგიას, თვალს გაადევნებენ კოსტუმის განვითარება-გენეზისს. შეასრულებენ რეფერატების კონკრეტულ ტემაზე.

ფოტოგრაფიის საფუძვლები

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტი გაეცნოს და შეისწავლოს ფოტოგრაფიის დისკურსი;

გაიაზროს ფოტოგრაფიის სპეციფიკა, სახასიათო ნიშან-თვისებები; ფოტოგრაფიის განსხვავებული ვიზუალური ესთეტიკა კულტუროლოგიურ ჭრილში;

ისტორიული სპექტრიდან გამომდინარე, ემპირიულ მასალაზე დაყრდნობით გაანალიზოს თუ რა ცვლილებები მოიტანა ფოტოგრაფიამ ვიზუალური ფსიქოლოგიის განვითარებაში და შემდგომ როგორ აისახა ეს ცვლილებები XX-XXI სს-ეების ვიზუალურ ხელოვნებაში;

გაეცნოს მნიშვნელოვან თეორიულ კვლევებს ფოტოგრაფიის შესახებ; შემდგომ კი გაანალიზოს და განიხილოს პირადი დასკვნებისა და შეფასების მიზნით;

მიიღოს ინფორმაცია თანამედროვე ხელოვნებაზე, როგორც სინთეზურ არტმოვლენაზე, სადაც საზღვრები სახელოვნებო დარგებს შორის თითქმის გაუქმებულია და ერთმანეთის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ.

მსოფლიო ხელოვნების ისტორია

კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს ზოგადი ცოდნა მსოფლიო სახვითი ხელოვნებისა და არქიტექტურის ისტორიაში. კურსი მოიცავს ხელოვნების ისტორიის უმთავრეს საკითხებს უძველესი დროიდან XX ს-ის ჩათვლით. სტუდენტებმა უნდა ისწავლონ დიდი კულტურული პერიოდებისა და რეგიონების (უადრესი, ძველი მსოფლიოს, ანტიკურ, შუა საუკუნეების, რენესანსის, ახალი დროის, XX ს-ის) ხელოვნების ზოგადი და ძირითად მახასიატებლები; გეაცნონ უმნიშვნელოვანეს  ნაწარმოებებს და ოსტატებს, ცალკეული რეგიონების ხელოვნების მახასიათებლებს, ყოველივე განიხილება ზოგადკულტურული მოვლენების კონტექსტში.

ქართული ფოტოგრაფიის ისტორია

•     სტუდენტი გაეცნოს და შეისწავლოს ქართული ფოტოგრაფიის ისტორია და ასევე ზოგადად გაეცნოს ფოტოგრაფიის, როგორც სახელოვნებო დარგის თვისებებს, მის დისკურსს.

•     ქართული ფოტოგრაფიის მნიშვნელოვანი წარმომადგენლების ხელოვნების განხილვის საფუძველზე გაიაზროს ქართული ფოტოგრაფიის სპეციფიკა, სახასიათო ნიშან-თვისებები.

•     გაცნოს პარალალურ მასალას მსფლიო ფოტოგრაფიის ისტორიიდან შედარებისა და დასკვნების გამოტანის, ქართული ფოტოგრაფიის განსხვავებული ნიშან-თვისებების გამოკვეთის მიზნით.

•     ისტორიული სპექტრიდან გამომდინარე, ემპირიულ მასალაზე დაყრდნობით გაანალიზოს თუ რა ცვლილებები მოიტანა ფოტოგრაფიამ ვიზუალური ფსიქოლოგიის განვითარებაში და შემდგომ როგორ აისახა ეს ცვლილებები XX-XXI სს-ეების ვიზუალურ ხელოვნებაში.

•     გაეცნოს მნიშვნელოვან თეორიულ კვლევებს ფოტოგრაფიის შესახებ; შემდგომ კი გაანალიზოს და განიხილოს პირადი დასკვნებისა და შეფასების მიზნით.

მსოფლიო ფოტოგრაფიის ისტორია

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტი გაეცნოს და შეისწავლოს ფოტოგრაფიის დისკურსი;

გაიაზროს ფოტოგრაფიის სპეციფიკა, სახასიათო ნიშან-თვისებები; ფოტოგრაფიის განსხვავებული ვიზუალური ესთეტიკა კულტუროლოგიურ ჭრილში;

ისტორიული სპექტრიდან გამომდინარე, ემპირიულ მასალაზე დაყრდნობით გაანალიზოს თუ რა ცვლილებები მოიტანა ფოტოგრაფიამ ვიზუალური ფსიქოლოგიის განვითარებაში და შემდგომ როგორ აისახა ეს ცვლილებები XX-XXI სს-ეების ვიზუალურ ხელოვნებაში;

გაეცნოს მნიშვნელოვან თეორიულ კვლევებს ფოტოგრაფიის შესახებ; შემდგომ კი გაანალიზოს და განიხილოს პირადი დასკვნებისა და შეფასების მიზნით;

მიიღოს ინფორმაცია თანამედროვე ხელოვნებაზე, როგორც სინთეზურ არტმოვლენაზე, სადაც საზღვრები სახელოვნებო დარგებს შორის თითქმის გაუქმებულია და ერთმანეთის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ.

                            პრაქტიკული კურსი – სასწავლო თეატრი და მისი სპექტაკლები

   კურსის მიზანიასტუდენტებს შეასწავლოს საუკუნოვან ისტორიას მიახლოვებული საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის ისტორიის მოკლე კურსი (სურვილის შემთხვევაში მასზე შეუძლიათ პუბლიკაციის შექმნაც), სასწავლო თეატრის სარეპერტუარო პოლიტიკა და დასადგმელად განზრახული რომელიმე საინსტიტუტო სპექტაკლის მოსამზადებელი სამუშაო პროცესი, მისი რეცენზირება-ოპონირება.

   კურსის მიზანია სტუდენტებმა თავადვე იმსჯელონ ახალი თაობის სადადგმო და საშემსრულებლო ხელოვნებაზე, მათ ნოვაციებზე, დამოკიდებულებაზე ტრადიციულ ღირებულებებთან, ამით კი აამაღლონ სტუდენტი-თეატრმცოდნის პროფესიული უნარ-ჩვევები, კრიტიკული აზროვნების კულტურა.

   სტუდენტი-თეატრმცოდნეები უნდა გაერკვნენ დრამატურგიისა და მისი სასცენო ტრანსფორმაციის სახეცვლილების დინამიკაში, დასაბუთებულად ასახონ ეს პროცესი თავიანთ ნააზრევსა თუ წერილობით ნაშრომში. 

   დისციპლინამ სტუდენტს უნდა განუვითაროს სათეატრო ლიტერატურაზე მუშაობის, სათეატრო პროცესების პროფესიული ხედვის, მისი სრულყოფის ორიენტირი, სა¬კუ¬თა¬რი თვალ¬საზ¬რი¬სის გა¬მო¬მუ¬შა¬ვე¬ბი¬სა და მი¬სი და¬სა¬ბუ¬თე¬ბის უნა¬რი როგორც წერილობით, ასევე ზეპირად.

   კურსის ბოლოს სტუდენტმა უნდა შეძლოს სასწავლო სპექტაკლსა თუ სამსახიობო ნამუშევარზე ინფორმაციული ხასიათის ნაშრომის, საჯარო განხილვის ან დიალოგის მომზადება.

პრაქტიკული კურსი ქართული ხელოვნების ისტორიაში

კურსი მიზნად ისახავს სტუდენტს განუვითაროს ქართული ხელოვნების ნიმუშზე პრაქტიკუილი, სახელოვნებათმცოდნეო მუშაობის უნარ-ჩვევები. კურსის ამოცანაა სტუდენტს გაატაროს ძეგლზე მუშაობის ყველა ეტაპი: შესაბამისი სპეციალური, ლიტერატურული მასალის მოძიების, უშუალეოდ ძეგლზე გასვლის, ადგილზე შესწავლის, მასალის ადგილზე მოგროვების, დამუშავების, განზოგადების, მოპოვებული ინფორმაციის შესაბამისი, პროფესიული ხასიათის, წერილობთი ფორმით გადმოცემის და ზეპირი პრეზენტაციის ეტაპები.

ეს საშუალებას მისცემს სტუდენტს ადგილზე შეისწავლოს ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ანდა სამუზეუმო მასალა, უშუალოდ დააკვირდეს და დააფიქსიროს მნიშვნელოვანი დეტალები, ჩაიწეროს დაკვირვებები, დაამუშაოს ისინი და ამ გზით გაიაროს ხელოვნებათმცოდნეობითი მუშაობის ეტაპები, შეიძინოს გარკვეული კვლევითი უნარი და გაიღრმავოს ცოდნა სპეციალობაში.

წინამდებარე კურსი არ იფარგლება კონკრეტული ისტორიული ეტაპით, რამდენადაც საველე პრაქტიკის დროს სხვადასხვა ეპოქის ქმნილებებთან გვექნება შეხება. ეს იქნება ძირითადად ქართლის და კახეთის კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები და ასევე, ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმის მასალა.

სტუდენტმა უნდა შეძლოს პრაქტიკული მეცადინეობის დროს ნანახი არქიტექტურული თუ ხელოვნების სხვა ნიმუშის შესახებ ინფორმატიული ხასიათის წერილობითი ნაშრომის მომზადება, რომელშიც ასახული იქნება, როგორც მის მიერ უშუალოდ ძეგლზე მუშაობისას მოძიებული მასალა, ისე მისი დაკვირვევბები და ხელონებათმცოდნეობით ლიტერატურაში არსებული მონაცემებიც.  მან უნდა შეძლოს აღნიშნული ხელოვნების ნიმუშების დახასიათება, როგორც წერილობით, ასევე ზეპირად.

მსოფლიომუსიკისისტორია

კურსი მოიცავს მუსიკის ისტორიის პერიოდს უძველესი ცივილიზაციების მუსიკის ისტორიიდან XX საუკუნის ევროპული მუსიკის ჩათვლით. სალექციო  და სასემინარო კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს: ძველი ცივილიზაციების, ძველი საბერძნეთის, რომის მუსიკალური კულტურები, შუა საუკუნეების, რენესანსის ეპოქის სასულიერო და საერო მუსიკა, მე-17-18 საუკუნეების საოპერო და ინსტრუმენტული მუსიკა, ბახის, ჰენდელის ვოკალურ-ინსტრუმენტულ მუსიკა, ვენის კლასიკური სკოლის წარმომადგენლების სიმფონიური და საოპერო შემოქმედება, XIX საუკუნის კომპოზიტორების კამერულ-ვოკალური, სიმფონიური და საოპერო შემოქმედება, XIX საუკუნის ბოლო – XX I ნახევრის საუკუნების ევროპული  მუსიკალური კულტურის განვითარების ზოგადი ტენდენციები, XX საუკუნის II ნახევრის მუსიკალური კულტურის განვითარების მხატვრულ-სტილური ტენდენციები, პერიოდიზაცია და ძირითადი მიმართულებები.

კურსი ითვალისწინებს აგრეთვე მე-19-20-ე საუკუნეების რუსული საკომპოზიტორო სკოლის წარმომადგენლების შემოქმედების მიმოხილვას.

მსოფლიოლიტერატურის ისტორია

მსოფლიო ლიტერატურა სიმბოლოთა სისტემას უნდა მივუსადაგოთ, რადგანაც სიმბოლო არის უნივერსალური კულტუროლოგიური ფენომენი. ამ მიმართულებით შეისწავლება ლიტერატურის ისტორია, რაც სტუდენტს უვითარებს ზოგად ინტელექტსა და კულტუროლოგიურ თვალსაწიერის.

ლიტერატურის მოვლენები ანტიკური პერიოდიდან თანამედროვეობამდე განხილული იქნება ხელოვნების, კულტურისა და ისტორიის პროცესებთან მჭიდრო კავშირში. კურსი მოიცავს საერთოდ ცივილიზაციის ისტორიის მნიშვნელოვან გამოვლინებებს ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში_ როგორ აისახებოდა ლიტერატურაში რელიგიური, პოლიტიკური, სოციალური, ეთნიკური და ესთეტიკური საკითხები.

შემოქმედებისფსიქოლოგია

კურსის მიზანია სტუდენტებს (როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სპეციალობის სტუდენტებს) შეასწავლოს მხატვრული შემოქმედების ფსიქოლოგიური რაობა; მისი კანონზომიერებები და თავისებურებანი. გააშუქოს ისეთი საკითხები, როგორიცაა:
1. რა ფსიქოლოგიური საფუძველი უდევს მხატვრული ნაწარმოების შექმნასა და სასცენო გარდასახვას,
2.რა როლი ენიჭება შემოქმედებით პროცესებში ცნობიერსა და არაცნობიერ ფენომენებს,
3. ხელი შეუწყოს არა მხოლოდ შემოქმედების თეორიული საკითხების გაშუქებას, არამედ ასევე, შემოქმედებითი პროცესების მართვისა და კონტროლის მეთოდების დაუფლებას.
4.რამდენადაა შესაძლებელი თანამედროვე ფსიქოლოგიური ცოდნისა და პრაქტიკის ჩართვა მხატვრული შემოქმედებისა და კერძოდ, სასცენო გარდასახვის პროცესში.
შემოქმედების ფსიქოლოგიის კურსი ითვალისწინებს არტ-თერაპიული სავარჯიშოების გამოყენებას, რაც შემდეგ მიზნებს ისახავს:
1.მხატვრული შემოქმედების პრაქტიკული მეთოგიკით შესწავლა.
2.შემოქმედებით მეთოდთა არსენალის გაფართოება
3.ფსიქოლოგიურ ფენომენთა გაცნობიერება_კონტროლი და მათი ჩართვა შემოქმედებით პროცესებში.
4.ემპათიის, კათარზისის, ინსაითის, ტელეს და სხვა ესთეტიკურ ფენომენთა პრაქტიკულ-თეორიული შესწავლა.

ხელოვნების კულტუროლოგიური ანალიზი

სასწავლო კურსის მიზანი სტუდენტების მიერ ხელოვნების რაობის, მისი დანიშნულების შესწავლა და იმ კულტურული სივრცეების თავისებურებზე რეფლექსიის განხორციელებაა, როგორ კულტურულ სივრცეებშიც აღმოცენდა ხელოვნების ესა თუ ის დარგი თუ ხელოვნების ესა თუ ის კონკრეტული ქმნილება. სტუდენტები ცოდნას მიიღებენ ხელოვნების ცალკეული დარგების სტრუქტურისა და ხელოვნების, როგორც ასეთის ეპოქალური მახასიათებლების შესახებ.  სტუდენტებისათვის საინტერესო იქნება მსჯელობა ანტიკური, შუა საუკუნეების, აღორძინების, თანამედროვე ეპოქების კულტურულ სივრცეებსა და ამ  კულტურულ სივრცეებში ხელოვნების სხვადასხვა დარგების სპეციფიკაზე. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება იმაზე მსჯელობაც, ამა თუ იმ ეპოქის კულტურული სივრცე განაპირობებს თავისი თანადროული ეპოქის ხელოვნების ხასიათს თუ თვითონ ხელოვნება განაპირობებს ამა თუ იმ ეპოქის კულტურული სივრცის მახასიათებლებს. სწავლების საბოლოო მიზანი იმ თეორიული ცოდნის დაუფლებაა, რომელიც საჭირო და აუცილებელია კლასიკური თუ ახალი ხელოვნების გაგების თვალსაზრისით.  

მეტყველების კულტურა

სწორი მეტყველების გამომუშავება, რაც გულისხმობს, რომ მეტყველება იყოს გრამატიკულად სწორი, აზრობრივად გამართული უნაკლო გამოთქმითა და ლექსიკურად მდიდარი

მსოფლიო ცივილიზაციების ისტორია

გააცნოს სტუდენტებს მსოფლიო ცივილიზაციის ხალხთა ისტორიული წარსულის მრავალფეროვნება, რაც საშუალებას მისცემს მათ ჩასწვდნენ ცივილიზაციის ცნების არსს, შესძლონ  დაინახონ მსგავსება და განსხვავება იმაში რაც მათ შორეულ და ახლო წარსულში გადატნეს, რომ დღემდე ცივილიზაციის ყველამ კერამ :ეგვიპტემ , საბერძნეთმა, ჩინეთმა და სხვ. უდიდესი ცვლილებები განიცადეს და დიდი წვილოი შეიტანეს ახალი ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში.

ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორია

კურსისი შესწავლის მიზანია, გააცნოს სტუდენტებს ქართული საზოგადოებრივი აზრის განვითარება უძველესი დროიდან დღემდე აუხსნას მათ თუ რამდენად სწორად ჰქონდათ გააზრებული ერის წინამძღოლებს გზა დასახული მიზნის მისაღწევად.

სპექტაკლის რეკოსნტრუქცია

კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს:

1) სპექტაკლის აღდგენის პრინციპი;

2).,,საბუთიანი მსჯელობა’’ (ილია) სპექტაკლის განხილვა-ანალიზისას.

3)სპექტაკლის გარეგნული პარტიტურის, გამოსახვის ფორმათა კომბინაციების, მეტაფორების კოდურ ნიშანთა სისტემის ამოკითხვა.

4)სპექტაკლის ვიზუალურ-ვერბალური კომპონენტების რეკონსტრუქციის აქტი, როგორც ეფემერული მოვლენის (წარმოდგენის) მატერიალიზაცია-შესწავლის, ანალიზისა და შეფასების საშუალება, დასაბუთებული მსჯელობის გარანტი როგორც დისკუსიებში, ისე სპექტაკლის რეცენზირებისას.

წარმოდგენის რეკონსტრუქციის შესასწავლად ყურადღების აქცენტირებას მოვახდენთ სამი მიმართულებით:

1) თეატრის ისტორიაში მნიშვნელოვანი სპექტაკლების რეკონსტრუირებულ ლიტერატურაზე,

2) ნაკლებად შესწავლილ ან შეუსწავლელ წარმოდგენაზე,

3) სპექტაკლზე თანამედროვე რეპერტუარიდან.

სასცენო მეტაფორა

კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს:

1) თეატრალური ხელოვნებაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მაღალმხატვრული და ეფექტური გამომსახველი ხერხი, რომლითაც გაჯერებულია დრამატურგის ტექსტი, მსახიობის გამომსახველობითი ხერხები, სცენოგრაფია, კოსტიუმი და ზოგადად მთელი სპექტაკლი, მისი ყველა კომპონენტი.

2) მეტაფორის, როგორც ერთგვარი ვიზუალურ-ვერბალური საკომუნიკაციო ენის შესწავლა აუცილებელია იმისათვის, რომ შევძლოთ სწრაფად და ეფექტურად ,,წავიკითხოთ’’, შევისწავლოთ, გავაანალიზოთ და აღვწეროთ დრამატურგის ტექსტსა და სპექტაკლში განფენილი ავტორის ორი დროის (პიესის ავტორისა და სპექტაკლის დამდგმელის) ძირითადი ხმა, პრობლემა, სიმბოლიკა როგორც ვერბალურად, ასევე წერილობითი ფორმით.

3) სასცენო მეტაფორის არსში, მის აგებულებაში საფუძვლიანი გარკვევა დაგვეხმარება სპექტაკლის რეჟისორულ ინტერპრეტაციაში კოდირებული ქვეტექსტისა და ქვეტექსტის ქვეტექსტის ამოცნობაში.

სცენოგრაფია

სტუდენტები ეცნობიან სცენოგრაფიის (თეატრის დიზაინის) სპციფიკას. შეისწავლება ქართველ და უცხოელ სცენოგრაფთა შემოქმედება. თეატრის სინთეზური ბუნების გათვალისწინებით, სცენოგრაფია განხილული იქნება სპექტაკლის შემადგენელ სხვა კომპონენტებთან ურთიერთკავშირში. წარმოდგენილი იქნება, თუ როგორ იკვებება სცენოგრაფია თანადროულ სახვით ხელოვნებაში დამკვიდრებული იდეებით და ტექნიკური საშუალებებით. შეისწავლიან  სცენოგრაფიის სპეციფიკას, სასცენო სივრცეს, სცენის ტექნიკურ აგებულებას, მაკეტს, ესკიზს და სხვას.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სცენოგრაფიის ქართულ სკოლას. კურსის დასრულების შედეგად სტუდენტები შეიძენენ ცოდნას სცენოგრაფიის შესახებ ისტორიულ-კულტუროლოგიურ ასპექტში, საფუძვლიანად გააცნობიერებენ მის მნიშვნელობას სპექტაკლის მხატვრული სახის შექმნაში და კავშირ-ურთიერთობას ხელოვნების დარგებთან.

სატელევიზიო ხელოვნება

კურსის გავლისას სტუდენტს შეექმნება ზოგადი წარმოდგენა სატელევიზიო ხელოვნების, ტელემაუწყებლობის თავისებურებების ძირითადი მახასიათებლების, ტელევიზია-ახალი ფორმებისა და ჟანრების, სატელევიზიო მაუწყებლობის სახეების, საზღვარგარეთის ტელეარხების შესახებ. გადაცემების, ტელეფილმების,ანალიზი სტუდენტს გამომუშავებს თავისუფალი აზროვნების უნარ-ჩვევებს.

ვიდეოარტი

ვიდეოარტი სახვით ხელოვნებაში ელექრტონული, ვიდეო და კინო, კომპიუტერული და სატელევიზიო გამომსახველობითი საშუალებებით მხატვრული კონცეფციის გადმოცემის ექსპერიმენტული სივრცეა. სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტი გაეცნოს ამ ჟანრში შექმნილ მსოფლიო შედევრებს, აღიქვას ის, როგორც მხატვრის ძიება, ტრადიციულის, ნაცნობის საზღვრებს მიღმა, ახალი ტექნოლოგიური ხერხების სამყაროში.

ლექციებზე ნაჩვენები იქნება ვიდეოარტის ნიმუშები. ავტორთან და თემასთან დაკავშირებული დოკუმენტური კინო და ფოტო მასალა. ჯგუფურად გავიაზრებთ, რა კონცეპტუალური აზრი იკვეთება გამოსახულების სტრუქტურაში და რა ინსტრუმენტულ სიახლეს, ნოვატორულ ხერხს გვთავაზობს ვიდეო ხელოვანი. და რადგან ,,არის გადასაღები აპარატურა, არის საკომუნიკაციო არხები, მთავარია იყოს კონცეპტუალური სათქმელი და ეფექტურად მოფიქრებული ფორმა”- (ასე თვლიან ვიდეოარტელები), სასწავლო კურსის მიზანია, წავახალისოთ სახელოვნებო დარგის სტუდენტი შემოქმედებითი ლაბორატორიისკენ.

სიმბოლო ხელოვნებაში

სიმბოლოს მხატვრული დიაპაზონი მთელი სრულყოფილებით წარმოჩინდება წარმოსახვით-ასოციაციურ სივრცეში. ამიტომ აუცილებელია, სწორედ სიმბოლოლოგიის ასპექტით საჭიროა წარმოვაჩინოთ კაცობრიობის სულიერი განვითარების სულიერი ეტაპები, რაც ზედმიწევნით არის ასახული ხელოვნებაში.

ამგვარი ინტერტექსტუალური ანალიზი უვითარებს შემოქმედებითი ხედვის მქონე სტუდენტებს ზოგად ინტელექტუალურ უნარ-ჩვევებსა თუ ასოციაციურ აზროვნებას.

საქართველოს ისტორია

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტები გაეცნონ ქართველი ერის წარსულს, აწმყოსა და მომავლის პერსპექტივებს; გააანალიზონ ქართველი ხალხის ადგილი და როლი მსოფლიო ცივილიზაციისა და კულტურის ისტორიაში.

ძველი აღმოსავლეთი და საქართველო

სასწავლო კურსის მიზანია: უძველესი  და  უმდიდრესი  ტრადიციების  მქონე  ქვეყნების _ შუამდინარეთის(შუმერი, აქადი),  ეგვიპტის,  ბაბილონის,  ინდოეთის,  ჩინეთის,  ირანის, იაპონიის… ეგზოტიკური ცივილიზაციის,  თეატრების,  კულტურის  სწავლება.  სასწავლო  კურსი სტუდენტს ასწავლოს  ქართული  კულტურის  აღმოსავლურთან  ზიარებას, დასავლურ-აღმოსავლური სულიერი კულტურის ძირითად ფასეულობებს: რელიგიურობას, ტრადიციონალიზმს, კანონიკურობას, სიმბოლიზმს, სუფიზმს, კულტურათა შეხვედრებს, სხვათა სულიერ ფასეულობათა შეთვისებას ანუ ურთიერთ გავლენა-გამდიდრებას და ამ გზით თვითმყოფად კულტურად ჩამოყალიბებას (მაგ.: უძველესი და უმდიდრესი პერსეპოლისის კულტურა), ირან-საქართველოს ისტორიულ და თანამედროვე კულტურულ ურთიერთობებს. ასევე ქართული ირანისტიკისა  და აღმოსავლეთმცოდნეობის ისტორიასა და მიღწევებს. სტუდენტებს ვუმეგზურებთ ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმებში, რაც დიდად დაეხმარება მათ წინარექრისტიანული და ქრისტიანული კულტურების, ასევე აღმოსავლეთის ქვეყნების, განსაკუთრებით ირან-საქართველოს ისტორიულ და კულტურულ ურთიერთობათა უკეთ გაცნობაში (მაგ.: ხელოვნების მუზეუმში დაცული სპარსული საბრძოლო იარაღები. სპარსული გავლენით შექმნილი ხელოვნების ნიმუშები, ყაჯარული პორტრეტები, სპარსული ხალიჩები და მრავალი სხვა. ასევე ჩინური, ინდური, იაპონური ხელოვნების ნიმუშები). ასევე წავიყვანთ მათ მეჩეთში, სადაც დღემდე იმართება ირანულ-ისლამური მისტერია “მოჰარამი”, ეკლესიებში, სინაგოგაში, რითაც ისინი გაეცნობიან,  და  გააცნობიერებენ მართლმადიდებლობის ტოლერანტობას სხვა კონფესიებისა და კულტურისადმი და  შეისწავლიან  ირანული ეგზოტიკით შეზავებულ თბილისურ კულტურას.

ტელე-რადიო ჟურნალისტიკა

მოდული: ტელე-რადიო ჟურნალისტის ოსტატობა

ტელე-რადიო ჟურნალისტიკის საფუძვლები

ჟურნალისტიკის რაობა. ჟურნალისტიკა, როგორც საზოგადოებრივი მოღვაწეობის სფერო და ჟურნალისტიკა, როგორც შემოქმედებითი პროცესი. ინფორმაციის ცნება, ინფორმაციის მიღების, შენახვის და გადაცემის საკომუნიკაციო აქტი. ჟურნალისტური ინფორმაციის თავისებურებები.  ჟურნალისტის მოღვაწეობის არეალი. ტელე-რადიო კომპანიების მუშაობის თავისებურება. ტელევიზიის და რადიოს, როგორც მასობრივი ინფორმაციის სასშუალების განსხვავება მასმედიის სხვა საშუალებებისგან. ტელევიზიის და რადიოს მუშაობის სპეციფიკა.  ტელე-რადიო ჟურნალისტის პროფესიონალიზმის დონეები და კრიტერიუმები. ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფორმები და ჟანრული სტრუქტურა. ტელე-რადიო ჟურნალისტიური პროფესიები. ტელე-რადიო კომპანიების სტრუქტურა. აუდიო-ვიზუალური პროდუქციის გავრცელების ფორმები.

მოდული: ტელე-რადიო ჟურნალისტის ოსტატობა

ტელე-რადიო ჟურნალისტიკის თეორია

მასმედიის სოციალური მნიშვნელობა. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ფუნქციები. ტელემაუწყებლობის სპეციფიკური თავისებურებების ძირითადი მახასიათებლები. ინფორმაციის მომხმარებლის ტიპოლოგია. ტელე-რადიო ჟურნალისტური ნაწარმოებების შინაარსობრივი სტრუქტურა და ფორმათა ნაირგვარობა. ელექტრონულ მედიაში სიტყვის გადმოცემის კულტურა და ენობრივი თავისებურებები.  სატელევიზიო გამოსახულების შემადგენელი ნაწილები და სატელევიზიო ენის კომპონენტები. რადიო და ტელე გადაცემების სცენარი. ლიტერატურული სცენარი და სარეჟისორო სცენარი. ტელეპუბლიცისტიკის ჟანრები.

მოდული: ტელე-რადიო ჟურნალისტის ოსტატობა

ახალი ამბების ჟურნალისტიკა

 რადიოს და ტელევიზიის საინფორმაციო ჟანრები. ახალი ამბების (news) ცნება. საინფორმაციო შეტყობინების სახეები. რეპორტაჟი. რადიოსა და ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურების სტრუქტურა. საინფორმაციო სამსახურების ჟურნალისტური პროფესიები. კორესპონდენტაბის, რეპორტიორების, მიმომხილველების, კომენტატორების, წამყვანების მუშაობის თვისებურებები საინფორამციო სამსახურებში. საინფორმაციო პროგრამების კრიტერიუმები. საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტის ძირითადი სამუშაო წესები. საინფორმაციო გამოშვების ბადე. დილის მაუწყებლობის თავისებურებები. დილის პროგრამის ძირითადი ფუნქციები.

მოდული: ტელე-რადიო ჟურნალისტის ოსტატობა

ინტერვიუს ტექნოლოგია

ინტერვიუ, როგორც ჟურნალისტური ნაწარმოების სახე. დიალოგი და მისი ფორმები. ინტერვიუ, როგორც ინფორმაციის მიღების საშუალება. ინტერვიუს ფორმები. ინტერვიუს აგების მეთოდები. ინტერვიუს ნაირსახეობა სატელევიზიო და რადიო ჟანრებში.  მოკლე ინტერვიუ, ვრცელი ინტერციუ. საინფორმაციო ინტერვიუ და მხატვრული ინტერვიუ. ინტერვიუ თოქ-შოუს შემდგენელი ნაწილი. რესპოდენტის და კორესპონდენტის ცნება. ინტერვიუს წარმართვის სტრუქტურა. ინტერვიუ – პორტრეტი. რესპოდენტის დახასიათება ინტერვიუს საშუალებით. ინტერვიუ – ანკეტა. პროტოკოლური ინტერვიუ. საინფორმაციო ინტერვიუს გამოყენება საინფორმაციო-ანალიტიკურ და პუბლიცისტურ პროგრამებში. პრობლემური ინტერვიუ.  დებატების ფორმები და სახეები. დებატებში ერთდროულად რამდენიმე ინტერვიუს წარმართვა. პარალელური ინტერვიუ. თოქ-შოუ და პარალელური ინტერვიუს ტექნოლოგიები თოქ-შოუს წარმართვის დროს. ბლიც-ინტერვიუ და მისი გამოყენება საინფორმაციო პროგრამების რეპორტაჟებში და სიუჟეტებში. კულტურის ჟურნალისტიკაში მხატვრული და პორტრეტული ინტერვიუს გამოყენება და მისი თავისებურებები. პრესკონფერენცია და ბრიფინგი.

მოდული: ტელე-რადიო ჟურნალისტის ოსტატობა

ანალიტიკური ჟურნალისტიკა

ზელე-რადიო ჟურნალისტიკის ანალიტიკური ჟანრები. კომენტარი – ოპერატიულ -ანალიტიკური მასალა, აქტუალური საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენის, ფაქტის, დოკუმენტის და სხვა მასალის არსის გამომხატველი. მიმოხილვა – მკაცრი ფაქტოლოგია, ფაქტების მკაცრად შერჩევა და დაჯგუფება. ფაქტებს შორის არსებულ მიზეზობრივ კავშირების დადგენა. საუბარი – დიალოგური ფორმის ანალიტიკური პუბლიცისტიკის სპეციფიკური ჟანრი, საკითხის ირგვლივ თანმიმდევრული თხრობა. დისკუსია – დებატები – განსხვავებული მოსაზრებების მქონე დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგი. თოქ-შოუ – სალაპარაკო გადაცემა, რომელშიც მონაწილეობს სტუდიაში მოწვეული აუდიტორია ან საქვეყნოდ ცნობილი წამყვანის პროგრამა, რომელიც ინტერვიუს იღებს ცნობილი ადამიანებისგან.

მოდული: ტელე-რადიო ჟურნალისტის ოსტატობა

მხატვრული ჟურნალისტიკა

ჟურნალისტიკის მხატვრული ჟანრების განსხვავდება საინფორმაციო და ანალიტიკური ჟანრებისგან. ტელეჟურნალისტიკის მხატვრული ჟანრებისთვის დამახასიათებელი ფორმები. ნარკვევი – მხატვრული პუბლიცისტიკის ჟანრი, რომელშიც აისახება სინამდვილეში მომხდარი მოვლენები და ფაქტები. პორტრეტული ნარკვევი და დინამიკური ნარკვევი. ჩანახატი – ტელეჩანახატი ე.წ. სახასიათო გადაღებები. მონტაჟის როლი ჩანახატის შექმნაში. ესსე – სატელევიზიო ესსეს გამოყენების თავისებურება. მისი ადგილი სამაუწყებლო ბადეში. ესსეს გამოყენება აუდიო-ვიზუალური ხელოვბნების სხვა დარგებშიც. ეკრანულ პუბლიცისტიკაში სატირული ჟანრების განსაკუთრებული ადგილი. ტელესატირა – მისი წარმოშობა და ეკრანული ფორმები: ფელეტონი, პამფლეტი. სატელევიზიო ჟურნალი. სატელევიზიო ჟურნალის შექმნა. სატელევიზიო რეპორტაჟები და სიუჟეტები სატელევიზიო ჟურნალისთვის. სატელევიზო ჟურნალის წამყვანის მუშაობის სპეციფიკა.

მოდული: ტელე-რადიო ჟურნალისტის ოსტატობა

რადიოგადაცემის მომზადება

რადიოჟურნალისტიკის კლასიკური და თანამედროვე ჟანრები. რადიოარხების სახესხვაობები. რადიოგადაცემა, როგორც მასკომუნიკაციის საშუალება. რადიოგადაცემების მრავალფეროვნება. რადიოს საინფორმაციო გადაცემების წარმოების ტექნოლოგია. რადიოს კულტურულ-საგანმამანთებლო და შემეცნებითი გადაცემების მომზადების ტექნოლოგია. რადიოინტერვიუს წარმოება. რადიოს მუსიკალური დიჯეის ფუნქციები. რადიოწამყვანის მუშაობის განმასხვავებელი ნიშნები სხვადასხა ჟანრის რადიოგადაცემებში. რადიორეპოტაჟის და სიუჟეტის მომზადება. რადიოარქივის შექმნა.

მოდული: ტელე-რადიო ჟურნალისტის ოსტატობა

ტელეგადაცემის მომზადება

სატელევიზიო პროგრამის პროექტის მომზადება. სატელევიზიო გადაცემის მომზადებისთვის საჭირო მასალის შეგროვება და დამუშავება. სატელევიზიო გადაცემის სცენარის შექმნა. სატელევიზო გადაცემის შექმნისთვის სატელევიზო არქივის მოხმარების სპეციფიკის გაცნობა. სატელევიზო გადაცემის პავილიონიოს მომზადება და ათვისება. პირდაპირი და არაპირდაპირი ეთერის გადაცემების მომზადების ტექნოლოგიების გაცნობა. განსხვავებული ჟანრის სატელევიზიო გადაცემების მომზადება. ტელეინტერვიუს განსხვავებული ჟანრების და სახეების შესწავლა. სასწავლო სატელევიზიო ჟურნალის და თოქ-შოუს მომზადება.

მოდული: კულტურის ჟურნალისტიკა

კულტურის გაშუქება რადიოში

თანამედროვე მეცნიერების და კულტურის პრობლემები. კულტურის და მეცნიერების გლობალიზაციის პრობლემა. ახალი აღმოჩენები და ახალი ტექნოლოგიები და მსოფლიო ცივილიზაციის კრიზისი. ტრადიციული და თანამედროვე კულტურის ასახვა რადიოში. მისი პოპულარიზაცია. რადიოს კულტურის გადაცემების და პროგრამების შექმნის თავისებურებები. რადიოთეატრი. მუსიკალური რადიოარხები.

მოდული: კულტურის ჟურნალისტიკა

კულტურის გაშუქება ტელევიზიაში

სულიერების პრობლემა. კულტურის გლობალიზაცია. ეროვნული და ტრადიციული კულტურის კრიზისი და გადარჩენის პრობლემები. ჟურნალისტიკის როლი კულტურული ღირებულებების პროპაგანდისა და გადარჩენის საქმეში. მეცნიერება და კულტურა ტელევიზიაში. მასობრივი კულტურა და მასობრივი ინფორმაცის საშუალებები. “ელიტარული” კულტურა და მასმედია. სპეციალური სამეცნიერო და კულტუროლოგიური ტელევიზია, რადიო. საზოგადებრივი ტელეარხები და კულტურა, კომერციული არხები და კულტურა. ტელეჟურნალისტის მომზადება კულტურის და მეცნიერების სფეროს ასათვისებლად. კულტურის ჟურნალისტიკა და პუბლიცისტიკა. კულტურულ-საგანმანათლებლო ტელეპროგრამები და მათი ზემოქმედება საზოგადოების ინტელექტუალური და სულიერი სამყაროს ფორმირებაში. სამეცნიერო ჟურნალისტიკა. კულტურის ჟურნალისტიკა. კულტურის და მეცნიერების ძირითადი კერები. კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები და ტელემაუწყებლობებში მათი გაშუქების ფორმები. საინფორმაციო პროგრამები კულტურის და მეცნიერების შესახებ. შოუბიზნესი და მასმედია. ტელეთეატრი. კულტურის სპეციალური ტელეარხები.

ჟურნალისტიკის შემოქმედებითი მოღვაწეობის საფუძვლები

ჟურნალისტის შემოქმედება, როგორც პროფესიული საქმიანობა. შემოქმედების რაობა. ჟურნალისტის პროფესიული ვალდებულებების სისტემა. მასობრივი საინფორმაციო ნაკადის ფორმირება და საავტორო ნაწარმოებების განსაკუთრებული ტიპის შექმნა, როგორც ჟურნალისტური  მოღვაწეობის კომპონენტები. მასობრივი საინფორმაციო ნაკადის დახასიათება. ჟურნალისტის შემოქმედებითი საქმიანობის საშუალებები. შემოქმედებითი პროცესის სტრუქტურა. არსებული რეალობის აღქმის სტადიების თავისებურებები, შემეცნებითი მოღვაწეობის სახეების მიხედვით (გაცნობა, გამოკვლევა, გამოძიება). ნაწარმოების შექმნის სტადიები (კონკრეტული ჩანაფიქრის ფორმირება, ჩანაფიქრის კონკრეტიზაცია და რეალიზაცია, მასალის ავტორისეული რედაქტირება). არსებული რეალობის შემეცნების მეთოდები და ინფორმაციის წარმოდგენის მეთოდები.

მასკომუნიკაციის შესავალი

ჟურნალისტიკა, როგორც მასობრივ-კომუნიკაციური მოღვაწეობა. “ინფორმაციის” და “მასობრივი ინფორმაციის” ცნებების რაობა. მასობრივი ინფორმაცია, როგორც მასობრივ-საინფორმაციო მოღვაწეობის პროდუქტი. მასობრივი ინფორმაცია და სოციალური ინფორმაცია.  მასობრივი აუდიტორია და მისი დახასიათება. მასობრივ-საინფორმაციო მოღვაწეობის სტრუქტურა: მასობრივი ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, დაკომპლექტება, გადაცემა, აღქმა, ტრასფორმაცია, შენახვა და გამოყენება. პოტენციური, მიღებული და რეალური ინფორმაცია. მასობრივ-საინფორმაციო ტექსტების სემანტური, სინტაქსური და პრაგმატული ასპექტები. ჟურნალისტიკა, როგორც მასობრივ-საინფორმაციო მოვაწეობის პროფესიული სუბიექტი. ცნებების: “თავისუფლება”, “აუცილებლობა”, “პასუხისმგებლობა” (თეორია და პრაქტიკა) ურთიერთკავშირი, ჟურნალისტურ საქმიანობასთან მიმართებაში. სოციალური პოზიცია, როგორც ჟურნალისტის და ინფორმაციის ორგანოების მოღვაწეობის პრინციპების სისტემა. ჟურნალისტის სოციალური, სამოქალაქო, იურიდიული და ეთკური პასუხისმგებლობა.

ტელე-რადიო რეპორტიორის ოსტატობა

რეპორტაჟის რაობა. რადიორეპორტაჟი და სატელევიზიო რეპორტაჟი. მათ შორის მსგავსება და განსხვავება. რეპორტაჟის ავტორის როლი რეპორტაჟის საშუალებით ინფორმაციის მიღების და გადაცემის საქმეში. რეპორტაჟი ტელე-რადიო პროგრამების შემადგენელი ნაწილი.  რეპორტიორის პროფესიულო ოსტატობის კომპონენტები. პირდაპირი და ფიქსირებული  რეპორტაჟები. რეპორტაჟის სახეები: მოვლენითი რეპორტაჟი, თემატური რეპორტაჟი, პრობლემური რეპორტაჟი, სპეციალური რეპორტაჟი, დადგმული რეპორტაჟი.

ტელე-რადიო პროდიუსინგი

პროფესიის წარმოშობის ისტორია; ტელე-რადიო პროდიუსინგის წარმოშობის წინაპირობები. ქართული აუდიო-ვიზუალური ხელოვნების გარდამავალი პერიოდი და საბაზრო ეკონომიკის პირობებში ახალი ურთიერთობების და პროფესიის ჩამოყალიბება; პროდიუსერის ადგილი და როლი აუდიო-ტელე პროექტების ორგანიზების, შექმნის და რეალიზაციის სფეროში. თანამედროვე ქართული პროდიუსინგის მოთხოვნები. მსგავსება და განსხვავება უცხოურ და ქართულ საპროდიუსერო საქმიანობას შორის. პრდიუსერისა და რედაქტორის ფუნქციათა შერწყმა, თანამედროვე  ქართულ ტელე-რადიო მაუწყებლობებში. რადიოს, ვიდეო, ტელეფილმების, სხვადასხვა ჟანრის სატელევიზიო და რადიო პროგრამების პროდიუსინგი. პროდიუსერის ფუნქციები აუდიო-ვიზუალური პროდუქციის ამ სახეობების წარმოებასა და გაქირავებაში.

ტელე-კინო მენეჯმენტი

მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ეკონომიკა და მენეჯმენტი. ჟურნალისტიკა და ეკონომიკური ფაქტორი. მისი როლი ჟურნალისტიკის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩამიოყალიბებასა და განვითარებაში. მასობრივი ინფორმაცია, როგორც საინფორმაციო ბაზრის საქონელი. საინფორმაციო ბაზარი.  მისი ფორმირების და განვითარების კანონზომიერებები. მისი ასპექტები და სტრუქტურა. საინფორმაციო ბიზნესის ორგანიზების სამართლებრივი  და ეკონომიკური ფორმები. სამართლებრივი წინაპირობები. დამფუძნებლის, მეპატრონის, და რედაქციის ურთიერთობები. ეკონომიკური წინაპირობები. საკუთრების, საინფორმაციო ორგანიზაციების და მათი დასახელებების პრობლემები. საინფორმაციო ბიზნესში საორგანიზაციო-სამართლებრივი ფორმები. საინფორმაციო ბაზარზე ფინანსური კაპიტალი. ტელე-რადიო მარკეტინგის საფუძვლები. მისი თავისებურებები, მიზნები, ამოცანები, მიმართულებები. ტელე-რადიო პროდუქციის ბაზრის შესწავლა. მისი სეგმენტირება, პოზიცირება, საინფორმაციო ადგილის შერჩევა. სამომხმარებლო ბაზრის შესწავლა. რეკლამა რელევიზიასა და რადიოში. სარეკლამო პოლიტიკა. საფასო პოლიტიკა, მისი მიმართულებები. რედაქციის მოგება. საბალანსო და სუფთა მოგება. მისი მოხმარების შესაძლებლობები. ტელე-რადიოკომპანიების და საინფორმაციო სააგენტოების ბიუჯეტი. რედაქციის, ტელე-რადიო კომპანიების და საინფორმაციო სააგენტოების ბიზნეს-გეგმა, როგორც მათი ბიუჯეტის დამატება.

მედიასამართალი, მედია ეთიკა და თვითრეგულირება

კურსის მიზანია მედია სამართლის, მედია ეთიკისა და თვითრეგულირების მექანიზმების არსის, მათი ურთიერთმიმართების განსაზღვრა  და გააზრება სტუდენტების მიერ. ერთი მხრივ, მედია სამართალი და, მეორე მხრივ, მედია ეთიკა და თვითრეგულირების მექანიზმები, ერთ კომპაქტურ სასწავლო კურსში გაერთიანებული, სტუდენტებს წარმოდგენას შეუქმნის იმ სამართლებრივ და პროფესიულ ნორმებზე, რომელთა დაცვა ერთობლიობაში უზრუნველყოფს დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად მასმედიის ძირითადი ფუნქციების შესრულებას, ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის რეგულირებას და თვითრეგულირებას.

მედიასამართლისმიმართულებით კურსის მიზანია მასმედიასთან და ჟურნალისტების მუშაობასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი ნორმების (კანონი “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ”, საქართველოს კანონი “მაუწყებლობის შესახებ”, საქართველოს კანონი “რეკლამის შესახებ”…) შესწავლა და შესაბამისი ქართული თუ უცხოური პრაქტიკის გაცნობა-გაანალიზება.

მედიაეთიკისადათვითრეგულირებისმიმართულებით კურსის მიზანია სტუდენტებმა მედია ეთიკა აღიქვან, როგორც პროფესიული სტანდარტების, პრინციპებისა და ნორმების ერთობლიობა; ხოლო თვითრეგულირება, როგორც ამ ნორმების პრაქტიკაში დასამკვიდრებელი მექანიზმი, რომელიც ცდილობს მედიისა და მისი აუდიტორიის/მომხმარებლის ურთიერთობის დარეგულირებას.

კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან: მედია ეთიკისა და ანგარიშვალდებულების სისტემებს, ეთიკის კოდექსების ტიპებს და ძირითად დებულებებს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს და ქარტიის მუშაობის პრაქტიკას; გააანალიზებენ ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დაცვის მდგომარეობას ქართულ მედიაში.

კომპიუტერული მონტაჟი

საგანის კომპიუტერული მონტაჟის კურსის შესწავლის მიზანია სტუდენტი დაეუფლოს მონტაჟის ძირითად კანონებს მასალის ორგანიზაციას, ვიდეო და აუდიო ეფექტების მიზნობრივად გამოყენებას, სპეცეფექტებს, ფოტო მასალის დამუშავებას ვიდეო ფორმატისთვის,  მზა პროდუქციის გადატანას სასურველ ციფრულ მატარებელზე. თეორიული მასალის შესწავლის მიზანი ორიენტირებულია შუალედური შემოწმებისთვის პრექტიკული 2 წუთიანი მასალის დამონტაჟების, ზეპირი გამოკითხვის და საფინალო ზეპირი გამოკითხვის და პრაქტიკული ნაწილის მოცემული პროექტის 10 წუთიანი მასალის დამონტაჟების სახით განსახორციელებლად. 

მედია და PR

სასწავლო კურსის   მიზანია: სტუდენტებმა გაიაზრონ საზოგადოებასთან ურთიერთობისა (PR-ის) და მედიატექნოლოგიების მნიშვნელობა თანამედროვე საინფორმაციო საზოგადოების ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის; PR-ის არსი, უმთავრესი მიზნები; მედიის, როგორც პოლიტტექნოლოგიური არსენალის უმნიშვნელოვანესი იარაღის, შესაძლებლობები; შეისწავლონ: პრაქტიკული PR-ის, მედიასთან ურთიერთობის საფუძვლები; მასმედიისა და PR-ორგანიზაციების ურთიერთობის პრინციპები; მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის როლი სამთავრობო და წინასაარჩევნო კომუნიკაციაში; გამოიმუშაონ თვითპრეზენტაციისა და გუნდური შემოქმედებითი მუშაობის უნარი.

ახალი მედია

კურსის მიზანია, სტუდენტებმა გაიაზრონ და შეისწავლონ: ინტერნეტი, როგორც ეპოქის ფენომენი, როგორც ახალი მედიაგარემო; ახალი მედიის როლი და ფუნქცია თანამედროვე საინფორმაციო საზოგადოებაში; ჟურნალისტის როლი ინტერნეტში; ქართული ინტერნეტისა და ონ-ლაინ ჟურნალისტიკის ტენდენციები.

მოდული: ჟურნალისტიკის ისტორია

საზღვარგარეთის ჟურნალისტიკის ისტორია

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს ჟურნალისტიკის  განვითარების ისტორიულ კანონზომიერებებზე და მის სისტემებზე  ნათელი წარმოდგენა შეექმნათ. ანტიკური ხანიდან  დღემდე საზოგადოებისა და სახელმწიფოთა განვითარების ძირეული ეტაპების ფონზე, მოახდინონ კაცობრიობის ისტორიისთვის  ინფორმაციის გავრცელების  განსხვავებული საშუალებებისა და ფუნქციების  მნიშვნელობის   ანალიზი. განსაზღვრონ ჟურნალისტური მოღვაწეობის უმთავრესი თავისებურებები   ძირითადი ჟურნალისტური ჟანრების ფორმირების პროცესში; დაწყებული ანტიკური ხანის პროტოჟურნალისტიკიდან, შუასაუკუნეების  რენესანსის ეპოქის პუბლიცისტიკითა და თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემებისა და ჟურნალისტური მოღვაწეობის  ისტორიული განვითარების ტრაექტორია. შეისწავლონ ჟურნალისტიკის, როგორც მასობრივი კომუნიკაციისა და საინფორმაციო მოღვაწეობის სპეციფიკური ფორმის, წარმოშობისა და განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები და ეროვნული თავისებურებები, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, თუ მენტალური ფაქტორების გავლენა ჟურნალისტიკის  განვითარებაზე და განსაზღვრონ მისი ზემოქმედების ხარისხი ისტორიულ პროცესებზე.

მოდული: ჟურნალისტიკის ისტორია

ქართული ჟურნალისტიკის ისტორია

კურსის მიზანია სტუდენტებს ნათელი წარმოდგენა  შეუქმნას  ქართული ჟურნალისტიკის  განვითარების ისტორიულ  კანონზომიერებებზე და მის სისტემებზე.  საზოგადოებისა და სახელმწიფოთა განვითარების ძირეული ეტაპების ფონზე, მოახდინონ საქართველოს  ისტორიისთვის  ინფორმაციის გავრცელების  განსხვავებული საშუალებებისა და ფუნქციების  მნიშვნელობის   ანალიზი. განსაზღვრონ ჟურნალისტური მოღვაწეობის უმთავრესი თავისებურებები   ძირითადი ჟურნალისტური ჟანრების ფორმირების პროცესში; დაწყებული პრეჟურნალისტური პროცესებით,  XIX საუკუნის სალიტერატურო პერიოდიკის ფუნქციონირების და თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემების ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის   ჟურნალისტური მოღვაწეობის  ისტორიული განვითარების ტრაექტორია. შეისწავლონ ჟურნალისტიკის, როგორც მასობრივი კომუნიკაციისა და საინფორმაციო მოღვაწეობის სპეციფიკური ფორმის, წარმოშობისა და განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები და ეროვნული თავისებურებები, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული,თუ მენტალური ფაქტორების გავლენა ჟურნალისტიკის  განვითარებაზე და განსაზღვრონ მისი ზემოქმედების ხარისხი ისტორიულ პროცესებზე.

მსოფლიო თეატრი ანტიკურიდან განმანათლებლობის ეპოქის ჩათვლით

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს გააცნოს უძველესი, ანტიკური, ელინისტური, რომაული, შუა საუკუნეების, აღორძინებისა და განმანათლებლობის ეპოქის მსოფლიო თეატრი. სათეატრო ხელოვნების რაობა.

მითოლოგია, სარიტუალო და საკულტო სანახაობები. პროფესიული დრამატურგიისა და სათეატრო ხელოვნების დაბადების წინაპირობები, სათეატრო სანახაობები, პირველი (ჩვენამდე მოღწეული) ტრაგედიებისა და კომედიების შემქნელები, სამსახიობო ხელოვნება ძველ საბერძნეთში. თეატრალური სანახაობის მოწყობის ორგანიზება. ძველბერძნული პერიოდის სათეატრო არქიტექტურა. რომაული თეატრის თავისებურებები. ლიტერატურული დრამა. სათეატრო არქიტექტურა და სამსახიობო ხელოვნება. უძველესი აღმოსავლეთის თეატრი – ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია.

შუასაუკუნეების კულტუროლოგიური მიმოხილვა. შუასაუკუნეების თეატრის ორი ეტაპი. სანახაობრივი კულტურის განვითარება. შუა საუკუნეების ახალი ჟანრები. პროფესიული თეატრის ჩასახვა ევროპაში. სამეფო და კარის თეატრები. შუასაუკუნეების ეპოქის სასულიერო და საერო თეატრის ზოგადი მახასიათებლები.

აღორძინების (რენესანსის) პერიოდის მსოფლიო თეატრი, მიღწევები და პრობლემები. აღორძინება : იტალიაში, ესპანეთში, ინგლისში, საფრანგეთში. განმანათლებლობის ეპოქის თეატრი: ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, დანია _ განვითარების ისტორიულ-პოლიტიკური და სოციალური პირობები, ახალი სათეატო ჟნტები და მიმდინარეობები, დრამატურგია, თეატრები და საშემსრულებლო ხელოვნება. XVIII ს. პოლონური, უნგრული, რუსული, აშშ-ს თეატრი. ზოგადი მიმოხილვა, ტენდენციები, მიმართულებები, ჟანრები.

XIX-XX საუკუნეების მსოფლიო თეატრი

კურსის მიზანია XIX-XX საუკუნეების თეატრისა და დრამატურგიის არსობრივი მახასიათებლების, განვითარების წამყვანი ტენდენციების, მნიშვნელოვანი ნიმუშებისა და მიმდინარეობების შესწავლა. ამ პერიოდის სათეატრო ხელოვნების ძირითადი ფორმები და ტენდენციები; მნიშვნელოვანი მოვლენები, განმსაზღვრელი ნაწარმოებები, როგორც დრამატურგია, ასევე საშემსრულებლო ხელოვნება: (რეჟისორები, დრამატურგები, სცენოგრაფები, მსახიობები,  მკვლევრები და ა.შ.); კიდევ უფრო გააღვივოს მათი  ინტერესი სათეატრო კულტურის შემდგომი კვლევისადმი და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისათვის. შეასწავლოს მათ: რომანტიზმის, ნატურალიზმის, სიმბოლიზმის, ექსპრესიონიზმის და ა. შ. ეპოქების თეატრი. ასევე, ახალი დრამის დაბადება, მოდერნისტული, პოსტმოდერნისტული და პოსტპოსტმოდერნისტული სათეატრო ხელოვნება. სხვადასხვა მიმდინარეობების დრამატურგია და სათეატრო ხელოვნება.

მსოფლიო და ქართული ლიტერატურა

სასწავლო კურსის მიზანია მწერლობის ისტორიის სიღრმისეული, ინტერტექსტუალური შესწავლა,ანალიზი.ქართული მწერლობაც, როგორც მსოფლიო ლიტერატურა_ადამიანთმცოდნეობის ერთ უმთავრეს დარგთაგანი_ყოველ ეპოქაში ეძიებდა პასუხს ნიშანდობლივ კითხვაზე ადამიანის არსებობის საზრისისა და დანიშნულების შესახებ, მიისწრაფოდა ჭეშმარიტი ღირებულებების დამკვიდრებისაკენ. ამ კუთხით მხატვრული ნაწარმოებების ინტერტექსტუალური ანალიზი სტუდენტს გაუფართოვებს შემეცნების ჰორიზონტს, გაზრდის მისი ანალიტიკური აზროვნების უნარს, განუვითარებს ინტელექტუალურ უნარ-ჩვევებს. კურსის ბოლოს სტუდენტმა უნდა შეძლოს მხატვრული ტექსტის ინტერტექსტუალური ანალიზი.

მსოფლიოდაქართულიმუსიკა BA

კურსი მოიცავს მუსიკის ისტორიის პერიოდს უძველესი ცივილიზაციების მუსიკის ისტორიიდან XX საუკუნის ევროპული მუსიკის ჩათვლით. სალექციო  და სასემინარო კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს: ძველი ცივილიზაციების, ძველი საბერძნეთის, რომის მუსიკალური კულტურები, შუა საუკუნეების, რენესანსის ეპოქის სასულიერო და საერო მუსიკა, მე-17-18 საუკუნეების საოპერო და ინსტრუმენტული მუსიკა, ბახის ვოკალურ-ინსტრუმენტულ მუსიკა, ვენის კლასიკური სკოლის სიმფონიური და საოპერო შემოქმედება, XIX საუკუნის კომპოზიტორების კამერულ-ვოკალური, სიმფონიური და საოპერო შემოქმედება, XIX საუკუნის ბოლო – XX I ნახევრის საუკუნების ევროპული  მუსიკალური კულტურის განვითარების ზოგადი ტენდენციები, XX საუკუნის II ნახევრის მუსიკალური კულტურის განვითარების მხატვრულ-სტილური ტენდენციები, პერიოდიზაცია და ძირითადი მიმართულებები.

კურსი ითვალისწინებს აგრეთვე მე-19-20-ე საუკუნეების რუსული საკომპოზიტორო სკოლის წარმომადგენლების შემოქმედების მიმოხილვას, კურსი მოიცავს ქართული მუსიკის ისტორიასაც, რომელიც წარმოდგენილია შემდეგი საკითხებით  – ქართული მუსიკალური კულტურა XI-XVIII საუკუნეებში, ახალი ქართული პროფესიული მუსიკის ისტორიული წანამძღვრები, ახალი ქართული პროფესიული საკომპოზიტორო სკოლა, ქართული მუსიკა XX ს-ის 20-50-იან წლებში, XX ს-ის II ნახევრის ქართული მუსიკა.

მსოფლიო ხელოვნება აღორძინების ეპოქიდან XX ს-ის ჩათვლით

კურსის მიზანია სახვითი ხელოვნების ისტორიის ერთი დიდი პერიოდის შესწავლა. ესაა ეპოქა, რომელიც ევროპაში აღორძინების ხანით იწყება და გრძერლდება XXს-ის ჩათვლით. კურსის მიზანია სტუდენტებს აჩვენოს და შეასწავლოს არქიტექტურულ სტილთა და მხატვრულ მიმართულებათა (რენესანსი, ბაროკო, როკოკო, კლასიციზმი, რომანტიზმი, იმპრესიონიზმი) წარმოშობისა და განვითარების თავისებურებანი, მათი მახასიათებლები. სტუდენტები გაეცნობიან XX ს-ის ძირითად მხატვრულ მოვლენებსა და პერსონებსაც, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების ისტორიას ქმნიან.

ძველი მსოფლიოსა და შუა საუკუნეების ხელოვნება

კურსი მოიცავს ხელოვნების ისტორიის უმთავრეს საკითხებს უძველესი დროიდან შუა საუკუნეების ჩათვლით. სტუდენტებმა უნდა ისწავლონ დიდი კულტურული პერიოდებისა და რეგიონების (უადრესი, ძველი მსოფლიოს, შუა საუკუნეების) ხელოვნება, უმნიშვნელოვანესი  ნაწარმოებები, ცალკეული რეგიონების ხელოვნების მახასიათებლები, ყოველივე განიხილება ზოგადკულტურული მოვლენების კონტექსტში. სტუდენტები გაეცნობიან პირველყოფილი საზოგადოების დროს შექმნილ გამოქვაბულთა მხატვრობას, ძველი ეგვიპტის გრანდიოზულ არქიტექტურას და რელიგიური სიმბოლოებით გაჟღენთილ სახვით ხელოვნებას. ძველი შუმერების, ბაბილონელების ხელოვნებას. ანტიკური საბერძნეთისა და რომის, ბიზანტიის, შუა საუკუნეების ევროპის მხატვრულ ქმნილებებს.

მსოფლიო კინოს ისტორია

სასწავლო კურსის მიზანია კინემატოგრაფიის განვითარების ეტაპების გაანალიზება. კინემატოგრაფის სოციოკულტურული და მხატვრული თავისებურებების წარმოჩენა, კინოს ისტორიის კვლევის სხვადასხვა მეთოდოლოგიის გამოყენებით. ესენია: კინოს სოციალური ისტორია; სტილისტური დომინანტების მონაცვლეობა და მათი მიმართება სოციო-ისტორიულ და კულტურულ პროცესებთან; `საავტორო კინოს~ თეორია და კინოპროცესი; ალუზიონიზმი; სტუდენტს მიეცემა საშუალება გაეცნოს კინოენის სპეციფიკასა და მის ევოლუციას. კურსის მიზანია შეაბამისი პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. საერთო ერუდიციის გაღრმავება და მხატვრული გემოვნების ფორმირება.

უმაღლესი მათემატიკა I

კურსის მიზანია, პრაქტიკაზე ორიენტირებული მათემატიკური ცოდნისა და უნარების განვითარება. სტუდენტს უნდა შეეძლოს წრფივი პროგრამირების ელემენტებით უტოლობათა სისტემის ამოხსნების შედეგად ფუნქციის მიზნობრივი მნიშვნელობების პოვნა და არითმეტიკული და გეომეტრიული პროგრესიებით ბანკში დაბანდებული თანხებით საბოლოოდ მიღებული  თანხების პოვნა.

ლექციის ძირითადი მიზანია შესასწავლი საგნის დებულებათა -თეორემების გაგება, რაც გულისხმობს გადმოცემული მასალის შემოქმედებით და აქტიურ აღქმას. ლექციების მსვლელობისას ვიყენებთ ვერბალურ განმარტებებს, დისკუსიას, მაგალითების და ამოცანების ამოხსნას, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა აქტიურ ჩართულობას სწავლების პროცესში.

უმაღლესი მათემატიკა II

კურსის მიზანია ეკონომიკური და ბიზნეს-მათემატიკის ელემენტების შესწავლა, რომელიც გამოიხატება მოთხოვნისა და მიწოდების ანალიზში მარჯინალური სიდიდეების განსაზღვრაში და მათ გამოყენებაში, ფინანსური მატემატიკის ელემენტების განხილვა.

ლექციის ძირითადი მიზანია შესასწავლი საგნის დებულებათა -თეორემების გაგება, რაც გულისხმობს გადმოცემული მასალის შემოქმედებით და აქტიურ აღქმას. ლექციების მსვლელობისას ვიყენებთ ვერბალურ განმარტებებს, დისკუსიას, მაგალითების და ამოცანების ამოხსნას, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა აქტიურ ჩართულობას სწავლების პროცესში.

ეკონომიკის პრინციპები

კურსის მიზანია ეკონომიკის პრინციპების  თანამედროვე თეორიების გაცნობიერება და მართვის კანონზომიერებათა შესწავლა. სასწავლო კურსი მიზნად ისახავს სტუდნეტთა მიერ ეკონომიკის პრინციპების  თანამედროვე თეორიების, კონცეფციების და პრაქტიკული მიდგომების შესწავლას, რომელიც აუცილებელია მართველობითი პროცესების წარმართვისას. თეორიული მასალის ღრმა ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარების მრავალმხრივი ანალზის, შესაბამისი ინტელექტუალური კონტექსტის გააზრების მეთოდოლოგიების დაუფლება.

მენეჯმენტის საფუძვლები

კურსის მიზანია სტუდენტებმა იცოდნენ მართვის თანამედროვე თეორიების, კონცეფციების და პრაქტიკული მიდგომების, რომელიც აუცილებელია მმართველობითი პროცესების წარმართვისას, კერძოდ გადაწყვეტილების მიღების, მართვის ფუნქციების (დაგეგმვა, ორგანიზება, გაძღოლა, კონტროლი), კომუნიკაციის უნარ–ჩვევების,   ლიდერობის, გუნდური მუშაობის ძირითად ასპექტებს. ასევე მართვის კანონზომიერებათა შესწავლა, რაც დაეხმარება სტუდენტს  მართვის/კოორდინირების უნარის ჩამოყალიბებასა და ეფექტიანი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღებაში.

ადამიანური რესურსების მენეჯმენტი

კურსის   მიზანია   სტუდენტებმა   შეისწავლო   ადამიანური რესურების მართვის პროცესი ორგანიზაციებში, კერძოდ პერსონალის მოზიდვა, შერჩევა და მათი სოციალიზაცია, ძირითადი კომპეტენციების განსაზღვრა, სამუშაოს აღწერის დოკუმენტის შემუშავება, დაგეგმვის მონიტორინგისა და პროფესიული განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება.

ბიზნესის საფუძვლები

კურსის მიზანია სტუდენტები გაეცნონ ბიზნესის სფეროში დაგროვილ თეორიულ ცოდნას, გაერკვნენ ბიზნესის წარმოების პროცესში, ფუნქციებში, ბიზნესის შესწავლის მეთოდოლოგიურ საფუძვლებში, მოახდინონ ბიზნესის სახეების კლასიფიკაცია, შეძლონ ბიზნესზე მოქმედი ფაქტორების იდენტიფიკაცია და მიიღონ თეორიულ-მეთოდოლოგიური ცოდნის ის მინიმუმი რაც წარმოადგენს ბიზნესის  უკიდეგანო სამყაროშიგათვიცნობიერების წინაპირობას.

სტატისტიკის საფუძვლები

კურსის მიზანია დაეხმაროს სტუდენტებს ხელოვნების მენეჯმენტის სფეროში მიმდინარე პროცესებისა და წამოჭრილი საკითხების შეცნობაში, გაანალიზებისა და სტატისტიკის მეთოდებზე დაყრდნობით კომპეტენტური გადაწყვეტილებების მიღებაში.მონაცემების შეგრივება,სტანდარტული და ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოტენებით განყენებული მონაცემების ანალიზი.

კულტურის რესურსების მართვა

კურსის მიზანია, გადასცეს სტუდენტებს ის თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რაც დაეხმარება მათ კულტურის რესურსების მართვის ეფექტურ დაგეგმვასა და განხორციელებაში. კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს ექნებათ კულტურის რესურსების მენეჯმენტის, სწორი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების, შეფასებისა და გაანალიზებისათვის საჭირო საბაზო ცოდნა. კურსის დასრულების შემდეგ, უნდა შეეძლოს აღნიშნული დისციპლინის საკითხებზე საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება, კულტურის რესურსების მართვის მიმართულებების სპეციფიკიდან გამომდინარე, არსებული საკანონმდებლო დოკუმენტებში ჩადებული მექანიზმების გამოყენების წვდომა და ამ საკითხებზე როგორც წერილობითი ნაშრომის მომზადება, ისე ზეპირი გადმოცემა.

მარკეტინგის საფუძვლები

სასწავლო კურსის მიზანია, კომპლექსში შეასწავლოს სტუდენტებს ეკონომიკისა და ბიზნესის საფუძვლები, მთავარ სეგმენტთან – მარკეტინგის საფუძვლებთან თანხვედრაში.  სამივე კომპონენტი დარგი და სფერო, საკუთარ სპეციფიურ ნიშან-თვისებებთან ერთად, სავარაუდო ცვლილებებისა და მიდგომების ხედვას საჭიროებს, რაც სტუდენტის სწავლების კურსის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. ეკონომიკა და ბიზნესი გადაიკვეთება მარკეტინგთან იქ, სადაც მათი შედეგები ერთიანდება. შესაბამისად, სასწავლო კურსის მიზანი იქნება სტუდენტის თეორიული ცოდნის პრაქტიკული სტიმულირება, რათა მარკეტინგის პროცესი პროფესიონალურ დონეზე განხორციელდეს, ეკონომიკისა და ბიზნესის პროფესიონალური ცოდნის გამოყენებით.

ფინანსების საფუძვლები

სასწავლო კურსის მიზანია – სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია კორპორაციათა ფინანსების მართვის ანუ ფინანსური მენეჯმენტის პრინციპების, მიზნებისა და მეთოდების შესახებ. სტუდენტმა უნდა აითვისოს  ორგანიზაცია–დაწესებულებების ფინანსური მდგომარეობის შეფასების ძირითადი მაჩვენებლები,  მიღებული თეორიული ცოდნის საფუძველზე გაიაზროს ფინანსური საქმიანობის თავისებურებები, გაანალიზოს მისი განმსაზღვრელი ფაქტორების ზემოქმედების ხარისხი და შეარჩიოს ქმედებათა ალტერნატიული ვარიანტები. სტუდენტმა უნდა შესძლოს  ფირმისა თუ  ორგანიზაცია–დაწესებულებების წარმატებული ფინანსური საქმიანობის უზრუნველმყოფი კურსის ძირითადი მიმართულებების  შერჩევა.

კულტურის სფეროს მენეჯმენტი(თეორიული კურსი)

სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტი შეისწავლის კულტურის (ხელოვნების) დაგეგმვისა და მართვის მთლიან ციკლს, რომელიც მოიცავს საკითხის (ღონისძიების) იდენტიფიცირება-გაანალიზებას, ეფექტურ დაგეგმარებას, კოორდინაციას და კონტროლს. კურსი დაეხმარება მსმენელებს ღონისძიებების დაგეგმვის და მართვის ეფექტური უნარების გამომუშავება-განვითარებაში;

კულტურის სფეროს მენეჯმენტი (პრაქტიკული კურსი)

კულტურის სფეროს მენეჯმენტი (პრაქტიკული კურსი) – მიზანია სტუდენტისთვის თეორიული კომპეტენციების ამაღლება და მისი პრაქტიკული ტრენინგი კულტურის [ხელოვნების] მენეჯმენტის თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით.

კურსის პრაქტიკული ნაწილი ორი კომპონენტისაგან შედგება: (1) კვლევა და პროექტი და (2) სპიკერების სესიები. კურსის პირველ ნაწილში სტუდენტები, სურვილისამებრ, (ინდივიდუალურად/ჯგუფურად) ირჩევენ არსებულ არტორგანიზაციას ან პროექტს და იკვლევენ კურსის ფარგლებში გავლილი თეორიული საკითხების მიხედვით; კურსის მეორე ნაწილში სტუდენტები თავად მუშაობენ (ინდივიდუალურად/ჯგუფურად)  არტორგანიზაციის/პროექტის კონცეფციის და შესაბამისი ბიზნესგეგმის განვითარებაზე (პროექტის საბოლოო ვერსიის პრეზენტაცია მოხდება ფინალური გამოცდის სახით). კურსის პრაქტიკული სწავლების მეორე კომპონენტი გულისხმობს სპიკერების სესიებს (სულ 3 სპიკერი), რომლებიც სტუდენტებს გაუზიარებენ საკუთარ/წარმოდგენილი ორგანიზაციის სამუშაო გამოცდილებას.

საზოგადოებასთან ურთიერთობა  (PR)

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებმა შეისწავლონ საზოგადოებასთან ურთიერთობის  (PR-ის) საბაზისო საკითხები, კერძოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის  მენეჯმენტის ძირითადი თეორიული და პრაქტიკული საკითხები, კომუნიკაციის სახეები, ინსტრუმენტები  და საკომუნიკაციო პროცესების მართვის მეთოდები. სტუდენტები გამოიმუშავებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესების მართვის უნარ-ჩვევებს და  შეძლებენ საჭიროებისამებრ ჩაერთონ ორგანიზაციის საკომუნიკაციო სტრატეგიის მომზადებაში. 

პროექტების მენეჯმენტი

სასწავლო კურსის მიზანია, სახელოვნებო პროექტების მენეჯმენტისა და ფინანსური პოლიტიკის სფეროს თავისებურებათა ძირეული ნიშნების შესწავლა, მათი მთლიანობაში დანახვა, საწარმოო ბაზარზე არსებული რეალობის გათვითცნობიერება. სასწავლო კურსი მიზნად ისახავს, პროექტების მენეჯმენტის რთული სახესხვაობის გაცნობიერების პროცესის უნარის შემუშავებას სტუდენტებში.

ფინანსური პოლიტიკის ინდივიდუალური მიდგომები ხელს შეუწყობს, თანამედროვე სახელოვნებო მენეჯმენტის პროექტების მაგალითზე აღმოცენებული ახალი სტრატეგიების და კვლევების გაზრდას.

პროექტების მენეჯმენტი (პრაქტიკული კურსი)

სასწავლო კურსის ძირითადი მიზანია პროექტების მენეჯმენტისა შესწავლა. დარგის ყველა მიღწევის გაცნობა და მასალის გააანალიზება. თანამედროვე პირობებისათვის დამახასიათებელი პრაქტიკული მენეჯმენტის საფუძვლების დამუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს პროექტის მენეჯმენტის შესწავლას, ახალი კატეგორიებით აზროვნებას და მართვის ჩვევების გამომუშავებას პროექტზე მუშაობისას. ორგანიზაციებში ვიტები და მათი საქმიანობის გაცნობა ხელს შეუწყობს სტუდენტს ფლობდეს სფეროს სფეროს სპეციფიკას.

საქართველოს საგადასახადო სისტემა და საგადასახადო აღრიცხვა

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს საქართველოში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა;საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგადი პრინციპები; საგადასახადო სისტემაში შემავალი გადასახადების აკრეფასა და გადახდასთან დაკავშირებული ურთიერთობები; გადასახადის სახეები, მათი გაანგარიშებისა და გადახდის წესები; გადასახადის გადამხდელის  ვალდებულებები, უფლებები და მოვალეობები.

გაყიდვების მენეჯმენტი

სასწავლო კურსი ორიენტირებულია  გაყიდვების მენეჯმენტის თეორიული ბაზის ფართოდ დაუფლებასა და პრაქტიკული უნარის გამომუშავებაზე; შეასწავლის სტუდენტს მომხმარებელთა ქცევას,  გაყიდვების პირობებსა და ტექნიკას, გაყიდვების ორგანიზაციას, ბრენდს, გაყიდვების მოტივაციების სოციალურ-ფსიქოლოგიურ ასპექტებს, გაყიდვების ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, წარმატებული ბრენდის სტრუქტურულ კომპონენტებს.

ღონისძიებების მენეჯმენტი

ღონისძიებების დაგეგმვისა და მართვის კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. სტუდენტი შეისწავლის ღონისძიებების დაგეგმვისა და მართვის მთლიან ციკლს, რომელიც მოიცავს საკითხის (ღონისძიების) იდენტიფიცირება-გაანალიზებას, ეფექტურ დაგეგმარებას, კოორდინაციას და კონტროლს. კურსი დაეხმარება მსმენელებს ღონისძიებების დაგეგმვის და მართვის ეფექტური უნარების გამომუშავება-განვითარებაში კურსი მიზნად ისახავს სტუდნეტთა მიერ მენეჯმენტის თანამედროვე თეორიების, კონცეფციების და პრაქტიკული მიდგომების შესწავლას, რომელიც აუცილებელია მართველობითი პროცესების წარმართვისას, კერძოდ გადაწყვეტილების მიღების, მართვის ფუნქციების (დაგეგმვა, ორგანიზება, გაძღოლა, კონტროლი), კომუნიკაციის უნარ–ჩვევების,   ლიდერობის, გუნდური მუშაობის ძირითად ასპექტებს. ღონისძიებების მენეჯმენტის თანამედროვე თეორიების გაცნობიერება და მართვის კანონზომიერებათა შესწავლა სტუდენტს ხელს შეუწყობს მართვის/კოორდინირების უნარის ჩამოყალიბებასა და ეფექტიანი მმართველობითი გადაწყვეტილების მისაღებაში.

კინო-და აუდიო ვიზუალური ხელოვნების  მენეჯმენტი

კინო და აუდიო-ვიზუალური ხელოვნების მენეჯმენტის სასწავლო კურსის მიზანია, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით მოხდეს ამ მეტად სპეციფიური სფეროს თავისებურებათა ათვისება. კინო და აუდიო-ვიზუალური ხელოვნება დაფუძნებულია ხედვით-სმენითი სეგმენტებისს პეციფიკაზე, რაც სასწავლო კურსის მიზნებში, მოიაზრებს თანამედროვე და ისტორიული მასალის მოშველიებას და შემდეგ, ამ ნიადაგზე ახლად აღმოცენებული მართვის სისტემების ჩამოყალიბებას, სწავლების პროცესში. მართვის კანონზომიერებათა შესწავლა სტუდენტს ხელს შეუწყობს მართვისკოორდინირების უნარის ჩამოყალიბებასა და კინოსა და აუდიო-ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა სფეროს მუშაობაში მმართველობითი გადაწყვეტილების მიღებაში. კურსი მიზნად ისახავს სტუდნეტთა მიერ პრაქტიკული მიდგომების ათვისებასაც, რომელიც აუცილებელია მართვის განსახორციელებლად. არსებობს ძირეული განსხვავებები აუდიო-ვიზუალურ მასალასა და კინოს მენეჯმენტის თავისებურებებში, რაც თავასთავად აისახება მიდგომებსა და სისტემაზე.

კულტურის ეკოსისტემა (კვლევითი კურსი)

კურსის – კულტურის ეკოსისტემა (კვლევითი კურსი) – მიზანია სტუდენტების ცნობიერების ამაღლება კულტურის [ხელოვნების] სამყაროს ე.წ. Arts World-ის სტრუქტურის შესახებ, ხელოვნების სხვადასხვა დარგის გათვალისწინებით, როგორც მონაწილე ორგანიზმების ე.წ. actors, ისე პროცესების ჭრილში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, სტუდენტები მიიღებენ თეორიულ ცოდნას ისეთ სფეროებში, როგორიც არის: კულტურის [ხელოვნების] პოლიტიკა, ხელოვნების სოციოლოგია, ოპერაციების მენეჯმენტი, კულტურის პროექტების ბიუჯეტირება, ფინანსური ანალიზი და არსებული საგადასახადო პოლიტიკა. ამასთან, კურსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან 21-ე საუკუნის კულტურის მენეჯერების გამოწვევებს, საუკეთესო გამოცდილებების მაგალითებს და იმ კონცეფციებს, რომელთა აქტუალობა და გავლენაც ახდენს კულტურის ბიზნესსექტორის ფორმირებას.

კულტურის ეკოსისტემა (კვლევითი კურსი) უზრუნველყოფს სტუდენტს პრაქტიკული გამოცდილებითაც, რაც გულისხმობს თეორიულ სწავლებასთან ერთად თანდართული (კვლევითი) პროექტის განხორციელებას; სტუდენტები, სურვილისამებრ, (ჯგუფურად/ ინდივიდუალურად), შეარჩევენ საკვლევ ობიექტს, რომელზეც ისინი პერმანენტულად იმუშავებენ მთლიანი კურსის განმავლობაში. საბოლოოდ, წარმოდგენილი იქნება კვლევა, რაც მოიცავს შერჩეული ორგანიზაციის ანალიზს ოპერაციების მენეჯმენტის ძირითადი ფუნქციებისა და ხელოვნების სოციოლოგიის თეორიული მოდელების გათვალისწინებით.

რეკლამა და სარეკლამო საქმის ორგანიზება

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებმა შეისწავლონ რეკლამის საბაზისო საკითხები, კერძოდ: კომუნიკაციის სტიმულირების ფორმები და მეთოდები, სარეკლამო კამპანიის მარკეტინგული მიზნები, გაყიდვების სტიმულირების ფორმები, კორპორატიული რეკლამა, სარეკლამო მედია სტრატეგია და მისი პარამეტრები.თანამედროვე რეკლამის თეორიებისა და უახლესი სარეკლამო ტექნოლოგიების შესახებ მიღებული ცოდნა სტუდენტებს დაეხმარებათ სარეკლამო კამპანიის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტი

სასწავლო კურსის მიზანია, შეასწავლოს სტუდენტებს საშემსრულებლო ხელოვნების მენეჯმენტი, როგორც ხელოვნების წარმოებისა და მისი რეალიზაციის წარმმართველი ერთეული. მენეჯმენტის თანამედროვე გამოციდლებასთან ერთად, სტუდენტს ეცოდინება მართვის, კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილებათა მიღებისა და სახელოვნებო ორგანიზაციების მართვის დეტალები, კომუნიკაციისა და თანამშრომელთა აქტივობის ნიუანსები, მართვის სისტემის ჩამოყალიბება და შემუშავება ახალი მეთოდოლოგიისა, რომელიც საშუალებას მისცემს მას, გაიაზროს და შექმნა მართვის ნოვატორული პროექტები.

სამუზეუმო საქმის მენეჯმენტი

სასწავლო კურსის მიზანია სამუზეუმო საქმის მენეჯმენტის შესწავლა. დარგის სპეციფიკისა და თავისებურებების გაცნობა, სამუზეუმო სფეროში არსებული  მართვის სისტემებისა და პოტენციალის  გააზრება. სამუზეუმო მენეჯმენტის ისტორიაში საუკეთესო გამოცდილებისა და მოდელების გაცნობა და თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისი მართვის სისტემების დაგეგმვისა და მართვის მოდლების შესწავლა. კურსი მიზნად ისახავს სტუდნეტთა მიერ პრაქტიკული მიდგომების ათვისებასაც, რომელიც აუცილებელია მართვის განსახორციელებლად.

კანონმდებლობა კულტურში

სასწავლო კურსი წარმოადგენს სტუდენტებისათვის კულტურისა და ხელოვნების სფეროში მოქმედი საერთაშორისო და ქვეყნის შიდა საკანონმდებლო უმნიშვნელოვანესი დოკუმენტების შესახებ საბაზისო ცოდნის მიცემის საშუალებას, რომელიც ხელს შეუწყობს დარგის სპეციალისტებს თავისი საქმიანობა დაგეგმონ და წარმართონ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სასწავლო კურსი ზოგად წარმოდგენას შეუქმნის სტუდენტებს – საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესის თაობაზე. შესძენს კულტურისა და ხელოვნების მარეგულირებებილი საკანონმდებლო ბაზის ანალიზისა და კონკრეტული პრობლემების (სიტუაციების) კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვეტის უნარს; კურსის მიზანია, კულტურისა და ხელოვნების სფეროს მარეგულირებელი საქართველოს საკანონმდებლო აქტების ანალიზი კულტურის სფეროში მოქმედი კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლის აქტებთან მიმართებაში;

კულტურის პოლიტიკა

კურსი მოიცავს კულტურის და კულტურის პოლიტიკის ურთიერდამოკიდებულების და ურთიერთკავშირის გააზრებას დღევანდელი დღის მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში უამრავი ცვლილება მოხდა კულტურის განვითარებაში – წარმოიშვა ახალი ფორმები, მოხდა ახლებური გააზრება კულტურული მემკვიდრეობის სულიერი და მატერიალური ფასეულობების, დაგროვდა გარკვეული გამოცდილებები. ამ პროცესებმა კი მოითხოვეს ახალი მოდელების შექმნა კულტურის სფეროს მართვის სისტემაში.

ფანდრაიზინგი და სპონსორობა

კურსის „ფანდრაიზინგი და სპონსორობა“-ს მიზანია სტუდენტს შეასწავლოს კულტურის ორგანიზაციების მიერ ჩასატარებელი და ჩატარებული სამუშაოების მნიშვნელობები, რაც იქნება განხილული ქართული და საერთაშორისო მაგალითების საფუძველზე. სტუდენტს კურსი გააცნობს ფანდრაიზერისათვის საჭირო უნარებს, რაც დაეხმარება მათ უკეთესად შეძლონ კულტურის ორგანიზაციების მართვის პრინციპების გააზრება.

ტურიზმისთეორიულისაფუძვლები

ტურიზმის თეორიულ საფუძვლებში სტუდენტებს მიეწოდება  ინფორმაცია ტურისტული არსის,  ცნებების, დეფინიციებისა და განმარტებების შესახებ. გაანალიზებულია ტურიზმის ფორმები და ტიპები, მათი ტიპოლოგიური ნიშნები. განიხილება ტურიზმის დარგობრივი სტრუქტურა, ფუნქციონირების მექანიზმები და კავშირები ეკონომიკის ცალკეულ დარგებთან. განხილულია ტურიზმის მაკოორდინირებელი და მარეგულირებელი ორგანოები.

ტურიზმის მენეჯმენტი

აღნიშნული დისციპლინის შესწავლით სტუდენტები ეუფლებიან ტურისტული ფირმის მენეჯმენტის ძირითად საკითხებს, რაც დაკავშირებულია პრაქტიკული უნარ–ჩვევების გამომუშავებასთან. სალექციო კურსში დიდი ადგილი ეთმობა ტურისტული ფირმის არსის, ფუნქციის, დანიშნულების საკითხებს, ტურფირმის ოპერატიული მენეჯმენტის პრობლემებს, ტურისტული საწარმოების მომსახურების განხორციელების პრობლემებს.

მარკეტინგი ტურიზმში

აღნიშნული კურსი ითვალისწინებს შემდეგი ძირითადი საკითხების შესწავლას: მარკეტინგის კონცეფციის რეალიზაციის  თავისებურებები ტურიზმში;  ტურისტული ბაზრის კვლევის სქემა და პროცედურა; ტურისტული ბაზრის სეგმენტაციის, მიზნობრივი სეგმენტების არჩევისა და ტურპროდუქტის პოზიციონირების ტექნოლოგია; აგრეთვე, გამოუმუშაოს   მათ ფასწარმოქმნის სწორი პოლიტიკის გატარების,   ტურისტული პროდუქტის განაწილების, გასაღების და ეფექტიანი საკომუნიკაციო სტრატეგიების განხორციელების პრაქტიკული უნარ-ჩვევები. 

კულტურულიტურიზმი

აღნიშნული დისციპლინა შეისწავლის: მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის ობიექტების კულტურულ-ტურისტულ ფუნქციას; კულტურული ტურიზმის ადგილსა და როლს საერთაშორისო მოგზაურობებში; კულტურული ტურიზმის ბაზრის ტენდენციებს; ატრაქციებისა და ღირშესანიშნაობების კულტურულ-ტურისტულ თავისებურებებსა და ღონისძიებების დაგეგმვის მენეჯმენტს; ეთნოტურისტული რესურსების ანიმაციასა და ჩართვას კულტურულ ღონისძიებებში.

საერთაშორისოტურიზმისორგანიზაციადამართვა

საერთაშორისო ტურიზმის ორგანიზაცია და მართვა ეკონომიკურ მეცნიერებათა სისტემაში ერთ-ერთი თეორიული და გამოყენებითი კურსია. იგი შეისწავლის საერთაშორისო ურთიერთობების ცალკეულ სეგმენტზე ტურიზმის  ეკონომიკური პრობლემების შესწავლას.

კურსის მიზანია დაეხმაროს სტუდენტებს ეკონომიკური განათლებისა და აზროვნების რეალიზაციის პროცესის შემეცნებაში, საერთაშორისო ტურისტული ბიზნესის ეკონომიკური პრობლემების ალტერნატიული მიდგომების ძიებაში, საერთაშორისო ტურიზმის განვითარების მიმართულებებისა და კვლევის მეთოდების დაუფლებაში.

ტურიზმის ეკონომიკა

დისციპლინა -ტურიზმის ეკონომიკა შეისწავლის: ტურისტული საქმიანობის ეკონომიკური ასპექტებს; ტურიზმის ეკონომიკურ და ფინანსურ მაჩვენებლებს; ტურიზმის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას; ტურიზმის ეფექტიანობას; ფასწარმოქმნის თავისებურებესი, ფასების პოლიტიკასა და სტრატეგიას; საფინანსო, ფისკალური და სადაზღვევო ურთიერთობათა ორგანიზაციას ტურიზმში; ეკონომიკური კანონების ფუნქციონირებას ტურიზმში, ტურიზმის განვითარების თეორიებსა და სხვ.

ტუროპერეიტინგი

ტუროპერეიტინგი, როგორც სასწავლო დისციპლინა თეორიულ-პრაქტიკული ხასიათისაა. იგი შეისწავლის:  ინფორმაციას ტურისტული პროდუქტის შექმნის,  კონკურენციის პირობებში ფაქტორთა წყებების გათვალისწინებით განსაზღვრულ ბაზრის სეგმენტზე დამკვიდრებისა და საექსპლუატაციო პირობების შესახებ;საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქტის -ტურის პროექტირების არსს, მის მნიშვნელობას ტურისტული ფირმის წარმატებული ფუნქციონირებისათვის, ტურპროდუქტის გასაღებისა და წინწაწევის ღონისძიებებს.

სასტუმროების მომსახურების მენეჯმენტი

  დისციპლინა – „სასტუმროების მომსახურების მენეჯმენტი“ შეისწავლის:  ინფორმაციას სასტუმრო ინდუსტრიის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ინფრასტრუქტურის ელემენტების და მომსახურეობის სფეროს საერთაშორისო სტანდარტების შესახებ; განთავსების სისტემებში შემავალი თითოეული რგოლის   (კვების ბლოკის, სანომრე ფონდის, მომსახურე პერსონალის) მენეჯერისა თუ მუშაკის ფუნქციონალური დანიშნულების შესახებ.

პირველადისამაშველოსამსახურიტურიზმში

სასწავლო კურსის მიზანია _ სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია ტურისტულ ობიექტებში გადაადგილებისას უსაფრთხოების მექნიზმების წესების შესახებ; კრიტიკულ (ბუნებრივ და საავარიო) სიტუაციებში დაზარალებულთათვის პირველადი დახმარების გაწევისა და ევაკუაციის უნარ-ჩვევების გამომუშავების შესახებ.

სამკურნალო ტურიზმი და კურორტოლოგია

კურსის მიზანია დაეხმაროს სტუდენტებს ეკონომიკური განათლებისა და აზროვნების რეალიზაციის პროცესის შემეცნებაში, საკურორტო და ტურისტული მეურნეობის ეკონომიკური პრობლემების ალტერნატიული მიდგომების ძიებაში, ტურიზმისა და კურორტოლოგიის მიმართულებებისა და კვლევის დაუფლებაში. დაეხმაროს საქართველოს ტურისტულ-საკურორტო პოტენციალის განსაზღვრისა და მათი რეალიზაციის გზების ძიებაში. 

მსოფლიოს ტურისტული ცენტრები

სასწავლო კურსის მიზანია _ მსოფლიოს წამყვანი ტურისტული მხარეებისა და ცენტრების მიმოხილვა ტურისტულ-რეკრეაციული რესურსებისა და  ტურისტული ნაკადების მოცულობის ანალიზით. მხარეების დარაიონების საფუძველზე მოწინავე ტურისტული სახელმწიფოების გამოცდილების შესწავლა. განიხილება  სახელმწიფოებში ტურისტული სპეციალიზაციის მიმართულებები, მსოფლიო მნიშვნელობის ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაოებები და მათი უნიკალური ატრაქტიული ნიშან-თვისებები.

საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები

დისციპლინა -„საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები“ შეისწავლის: საქართველოს ბუნებრივი ფენომენებისა და მატერიალურ-კულტურული ძეგლების ტურისტული დანიშნულებით ექსპლუატაციის პირობების თავისებურებებს; საქართველოში ტურიზმის ტერიტორიული ორგანიზაციის, მატერიალური ბაზისა და ინფრასტრუქტურის, ძირითადი ტურისტული ცენტრებისა და საკურორტო ობიექტების თანამედროვე მდგომარეობას;

ეკოტურიზმი

დისციპლინა – „ეკოტურიზმი“ შეისწავლის:   დაცული ტერიტორიული სისტემების ფუნქციონალურ ნიშნებსა და მათ ჩართულობას ტურიზმის ინდუსტრიაში; მსოფლიოში არსებული უნიკალური და იშვიათი ბუნებრივი ფენომენების ტურისტული ექსპლუატაციის პირობებს ეროვნულ პარკებში;  ეკოტურიზმის მიზნობრივი მენეჯმენტის საკითხებსა და დადებით ეკოლოგიურ და სოციალურ-ეკონომიკურ ეფექტებს. 

სერვისის მენეჯმენტი ტურიზმში

დაეხმაროს სტუდენტებს ეკონომიკური განათლებისა და აზროვნების რეალიზაციის პროცესის შემეცნებაში, ტურისტული მეურნეობის ეკონომიკური პრობლემების ალტერნატიული მიდგომების ძიებაში, ტურიზმისა და სერვისის მენეჯმენტის განვითარების მიმართულებისა და კვლევის მეთოდების დაუფლებაში.

საველე-ზონალური პრაქტიკა

საველე ზონალური პრაქტიკის მიზანია – ბაკალავრებს მისცეს კომბინირებული, პრაქტიკაზე ორიენტირებული თეორიული განათლება. ამ შემთხვევაში ბაკალავრები განვლილი დაისცილინების შედეგად მიღებული თეორიული ცოდნის გასაღმავებლად ტურისტული ბიზნესის საწარმოებში: სასტუმროებში, ტუროპერატორულ კომპანიებში, ტურისტულ სააგენტოებსა და სხვა ანალოგიურ დაწესებულებებში პრაქტიკის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნობიან ობიექტების მუშაობის სპეციფიკას.

სასწავლო კურსის ფორმატიდან გამომდინარე მცირე ნაწილი დაეთმობა ობიექტის შესაბამისი თეორიული ინფორმაციის მიწოდებას ადგილზე და შესაბამისად მისი პრაქტიკაში რეალიზაციის ასპექტებს, რომლებშიაც მონაწილეობას უშუალოდ ბაკალავრები მიიღებენ. ასევე საველე პირობებში მოქმედების უნარ-ჩვევებს.

ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები

სასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს ბუღალტრული აღრიცხვის  არსი, მიზანი, ამოცანები, საგანი და მეთოდი; ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ძირითადი პოსტულატები, მარეგულირებელი ორგანოები; ბუღალტრული აღრიცხვის  ციკლი სამეურნეო ოპერაციების რეგისტრაციიდან – ფინანსური ანგარიშგების მომზადების ზოგადი წესების ჩათვლით. გამოუმუშაოს სტუდენტს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარი ბუღალტრულ საქმიანობაში და მოცემული ცოდნის საფუძველზე სწორი დასკვნების გაკეთების, საკუთარი მოსაზრების სხვა პირებისათვის  გაზიარების,  ცოდნის სტაბილურად განახლების  უნარები.

კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი

სასწავლო კურსის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის მართვის არსებული სისტემისა და მექანიზმების, საუკეთესო გამოცდილებისა და მოდელების, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის  დაცვის ზოგადი  პრინციპების, თანამედროვე ტენდენციების, მეთოდოლოგიის, ტექნოლოგიების, გაცნობა, ანალიზი და შესწავლა.

სოციალურ-ეკონომიკური გეოგრაფია

სასწავლო კურსის მიზანია მსოფლიოს ქვეყნებისა და მათი რეგიონების ეკონომიკის, მოსახლეობისა და ბუნებრივი გარემოს ურთიერთდაკავშირებული ტერიტორიული სისტემების მდგომარეობის, ფუნქციონირებისა და ცვლილებების კანონზომიერებათა წარმოჩენა და მათი ინტერპრეტაცია. დისციპლინის ათვისება სტუდენტებს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად იმსჯელონ საზოგადოებრივი ცხოვრების ცალკეულ პრობლემატურ საკითხთა ნუსხაზე, მსოფლიოს ცალკეული რეგიონებისა და ქვეყნების საზოგადოებაში მიმდინარე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესების შესახებ, გამოიტანონ საკუთარი დასკვნები.

ფოტოდავიდეოსაშუალებებიტურიზმში

კურსის მიზანია ფოტოგრაფიის  და ტელეოპერატორის საფუძვლების თეორიული და პრაქტიკული შესწავლა. ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) საშუალებით ინფორმაციის მოწოდებით სტუდენტები შეძლებენ ღირსშესანიშნავი ტურისტული ობიექტების წარმოჩენას და პოპულარიზაციას.

ანიმაცია ტურიზმში

ანიმაციური ტურიზმი ითვლება ტურიზმში XXI საუკუნის მიმართულებად, მომსახურების ეს ფორმა უკანასკნელ წლებში მაღალი ტემპებით ვითარდება. განსაკუთრებით დიდია მასზე მოთხოვნა საკლუბო ტურიზმში.

სასწავლო კურსი მოწოდებულია გააცნოს სტუდენტებს  ანიმაციის მიმართულებები (გაჯანსაღება–გართობის ელემენტებით) და მათი ფუნქციონირების სპეციფიკა და ტექნოლოგიები. კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს უდა შეეძლოთ სასტუმროებში სკოლამდელი  ასაკის  ბავშვებისათვის კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; უცხოელი ტურისტებისათვის ეროვნული ფოკლორის (ხალხური სიმღერები და ცეკვების), იუმორისტული ნომრების, კოსტიუმირებული კარნავალების ორგანიზება ტურისტულ ცენტრებში.

კულტურის ეკონომიკა

დისციპლინა „კულტურის ეკონომიკა“ შეისწავლის: საქართველოში კულტურის, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი სოციალურ-კულტურული სფეროს განვითარების კანონზომიერებებს; კულტურასა და ხელოვნებას, როგორც ეროვნული მეურნეობის დარგს; კულტურის სფეროს რესურსებს; შრომას, მის თავისებურებებს და შედეგებს კულტურაში; კულტურის ორგანიზაციების სამართლებრივ სტატუსს; სამართლებრივ ურთიერთობებს კულტურაში;  კულტურის სფეროს დაგეგმვას, დაფინანსებას და სხვა.

საქართველოს ეკონომიკა

კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს საქართველოს ეკონომიკის განვითარების თანამედროვე მდგომარეობა, მასში მიმდინარე რთული პროცესები; შეისწავლონ ეკონომიკური პროცესების, მოვლენების ანალიზი, შეფასება, დასკვნების გაკეთება; ქვეყნის ეკონომიკის დაცემის მიზეზები და გამოცოცხლების აუცილებლობა; ქვეყანაში მიმდინარე ტრანსფორმაციული პროცესების განხილვისა და ანალიზის საფუძველზე სტუდენტები გაერკვიონ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მიზნებსა და ამოცანებში; შეისწავლონ: საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი, მისი შეფასების მეთოდები და რაციონალურად გამოყენების მექანიზმები; ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა; ეკონომიკის განვითარების დონე და მისი მაჩვენებლები; საქართველოს ინდუსტრიული სექტორი; აგრალური სექტორი; მომსახურების სფერო; ფულად საკრედიტო ურთიერთობები; საგადასახადო საბიუჯეტო პოლიტიკა; სოციალური პოლიტიკა და მოსახლეობის კეთილდღეობა; საქართველოს ეკონომიკის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების აქტუალური საკითხები.