ფაკულტეტზე არის სპეციალობათა ფართო სპექტრი, და ყოველი მათგანი ხელოვნებასა და კულტურას უკავშირდება: ხელოვნების ისტორიისა და თეორიის შემსწავლელი სპეციალობები – თეატრმცოდნეობა, კინომცოდნეობა, ხელოვნებათმცოდნეობა (სახვითი ხელოვნება და არქიტექტურა). ამავე დროს არის სპეციალობები, რომლებიც ჰუმანიტარულ დარგებს არ მიეკუთვნება, მაგრამ ხელოვნებასა და კულტურის სფეროსთან უშუალო კავშირი აქვს. ესენია: ჟურნალისტიკა აქცენტით კულტურის ჟურნალისტიკაზე, კულტურული ტურიზმი და ხელოვნების მენეჯმენტი.
სწავლა ხორციელდება სამ საფეხურზე:
ბაკალავრიატი – საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მოცულობა მოიცვავს არანაკლებ 240 კრედიტს; სწავლა ხორციელდება 4 წლიანი სწავლების ვადით და კურსდამთავრებულს ენიჭება ბაკალავრის ხარისხი;
მაგისტრატურა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მოცულობა მოიცვავს არანაკლებ 120 კრედიტს; სწავლა ხორციელდება 2 წლიანი სწავლების ვადით და კურსდამთავრებულს ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაციის მაგისტრის ხარისხი;
დოქტორანტურა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მოცულობა მოიცვავს არანაკლებ 180 კრედიტს; სწავლა ხორციელდება 3 წლიანი სწავლების ვადით და კურსდამთავრებულს ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაციის დოქტორის ხარისხი;
სპეციალობების დახასიათება შეგიძლიათ იხილოთ საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგში