დეპარტამენტის მიზანია სასწავლო პროცესის მართვა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურებზე სწავლების პროცესის ადმინისტრირება.

სასწავლო პროცესის მართვის  დეპარტამენტი:

  • ახორციელებს ფაკულტეტებიდან წარმოდგენილი სასწავლო პროგრამების და პედაგოგთა დატვირთვების მონიტორინგს მათი თავსებადობის დადგენის მიზნით.
  • ახდენს სასწავლო პროცესის განხორციელების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე;
  • ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან და ფაკულტეტების მიმართულების ლიდერებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს წინადადებებს საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი განვითარების მიზნით;
  • ატარებს მისაღებ გამოცდებს ყოველწლიურად მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურზე;
  • აწარმოებს სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტთა პირად საქმეებს  და მათი მონაცემების ბაზაში ასახვას;
  • ხელს უწყობს საერთაშორისო და ქვეყნის შიგნით უნივერსიტეტთაშორისო სასწავლო პროგრამების დანერგვასა და ამოქმედებას;
  • ხდენს სტუდენტთა კონტიგენტის რეგისტრაციას (სემესტრული, სტუდენტობის/მობილობის უფლებამოპოვებულთა) ;
  • საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები კონტინგენტის ასახვა.
  • საუნივერსიტეტო ბაზის მართვა.

დეპარტამენტის ხელმძღვანელი: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი თამილა ქამუშაძე

მოადგილე – თეა დოლიძე

სამაგისტრო პროგრამების მენეჯერი –  ეკატერინე მერმანიშვილი

სადოქტორო პროგრამების მენეჯერი – ფატი ბრეგვაძე

ელ. ბაზების  მენეჯერი – ნინო ხუციშვილი

საინფორმაციო საქმის მენეჯერი – მედეა ავაგუმაშვილი

ელ. ბაზების მენეჯერის ასისტენტი – მზისადარ კვაჭაძე

პროგრამისტი ini.ge -ს მიმართულებით – სიმონ ფაცინაშვილი