თამილა ქამუშაძე

სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი.

1971წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი თეატრმცოდნეობის სპეციალობით.

1991 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი

1994 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო პედაგოგიური წოდება თეატრმცოდნის სპეციალობით.

2004 წლიდან არის ხელოვნებათმცოდნეობის აკადემიური დოქტორი.

1975 წლიდან დღემდე ამავე უნივერსიტეტში იკავებდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობას: სასწავლო ნაწილის გამგის; წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის; სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივნის; კულტურულ-საგანმანათლებლო ფაკულტეტის დეკანის; სასწავლო მეთოდური სამმართველოს უფროსის; ხელოვნებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მ. შ.-ს; მაგისტრატურის სამსახურის უფროსის; მაგისტრატურისა და დოქტორანტურის     დეპარტამენტის უფროსის; სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის.

2018 წლიდან არის საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი.

მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურზე კითხულობს ლექციებს – ,,საგანმანათლებლო კანონმდებლობა“.