დოქტორანტურა-სიახლე, სიახლე

ცხადდება მიღება დოქტორანტურაში 2024-2025 სასწავლო წლისათვის სადოქტორო პროგრამებზე

განცხადება

ცხადდება მიღება დოქტორანტურაში 2024-2025 სასწავლო წლისათვის შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:

კინო-ტელე ფაკულტეტი

  • აუდიოვიზუალური ხელოვნება
  1. კინო რეჟისურა (მხატვრული და დოკუმენტური კინო) – ხელმძღვ. ასოც. პროფ. ვაჟა ზუბაშვილი
  2. კინო-ტელე ოპერატორის ხელოვნება – ხელმძღვ. ასოც. პროფ.  დავით  გუჯაბიძე

სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის  ფაკულტეტი

  • კინომცოდნეობა
  1. კინოს თეორია: დრო და არქეტიპები  თანამედროვე კინოთეორიებში – ხელმძღვ.  პროფ. ლელა ოჩიაური
  • კულტურა მედიაში – ხელმძღვ. პროფ. გიორგი ჩართოლანი, ასოც. პროფ. ლაურა კუტუბიძე

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად 2024 წლის  2 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით.

რეგისტრაციისას საჭიროა შემდეგი დოკუმენტების ატვირთვა.

  1.  განცხადება რექტორის სახელზე სადოქტორო პროგრამის მითითებით.
  2. განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV).

3. ოთხი ფოტოსურათი /3X4/ (დისკით).

4. მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

 5. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

6. სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის  შუამდგომლობა სათანადო დასაბუთებით.

7. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის დამოწმებული ასლი /B2 დონე/ (არსებობის შემთხვევაში /TOEFL PBT, TOEFL IBT, IELTS ან Cambridge Exam/).

8. ახსნა- განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში.

9. სამხედრო აღრიცხვაზე  ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის).

10. სამოტივაციო წერილი.

11. „დაგეგმილი კვლევის/შემოქმედებითი კვლევის თეზისი/პროექტი, რომელიც უნდა შეიცავდეს კვლევის მიზნებს და ამოცანებს, სიახლეს, კვლევის სავარაუდო მეთოდოლოგიას, კვლევის მოსალოდნელ შედეგებს და კვლევის ირგვლივ არსებული ლიტერატურის მიმოხილვას; დაცული უნდა იყოს წერის აკადემიური სტანდარტი (სქოლიო , გამოყენებული ლიტერატურა, ფორმატი: 5-7 ნაბეჭდი გვერდი, უნიკოდი ,,აკადნუსხ“-შრიფტი – 12, ინტერვალი – 1/,,sylfaen” – შრიფტი – 11, ინტერვალი – 1);

12. 40 ლარიანი ქვითარი

რეკვიზიტები: საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.

საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028

ბანკი : სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი: TRESGE22

ანგარიში: 7 0888 7519 

      გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა  რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს  –  21-24 სექტემბერს; ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს უნივერსიტეტის I კორპუსში (შ. რუსთაველის გამზირი 19) 23-24 სექტემბერს.

  • გამოცდა ინგლისურ  ენაში  ჩატარდება – 17 სექტემბერს /მათთვის ვინც ვერ წარმოადგენს B2 დონის სერთიფიკატს/
  • გამოცდა სპეციალობაში ჩატარდება – 18, 19 სექტემბერს.

საპრეტენზიო განცხადებები მიიღება იმავე დღეს.

საბოლოო შედეგები გამოცხადდება  20 სექტემბერს.

სასწავლო პროცესი დაიწყება 2024 წლის 26 სექტემბერს.  

საკონტაქტო ინფორმაცია: უნივერსიტეტის I კორპუსი, შოთა რუსთაველის გამზირი N 19, III სართული, ოთახი 5.

ტ. +995 322 999411 (#162)

ფატი ბრეგვაძე – 577288784- fbregvadze@tafu.edu.ge

ნინო ხუციშვილი – 577288710 (რეგისტრაცია)

Back to list