სიახლე

განცხადება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანის არჩევნებთან დაკავშირებით

2025 წლის 29 სექტემბრიდან სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის საბჭო აცხადებს სსიპსაქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანის არჩევნებს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის  თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის  საბჭოს დადგენილება
(საბჭოს სხდომა №1, 23.09.2025-2026 სასწავლო წელი)

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის „ბ“ პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის და სსიპ – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის   № 05/91 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო   სამართლის იურიდიული  პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 27-ე მუხლის საფუძველზე:

2025 წლის 29 სექტემბრიდან სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის  ფაკულტეტის საბჭო აცხადებს სსიპ – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო

უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის  ფაკულტეტის დეკანის არჩევნებს

  1. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ეკავოს უნივერსიტეტის პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ან გააჩნდეს ფაკულტეტის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლის გამოცდილება.
  2. კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს განცხადება ფაკულტეტის საბჭოს სახელზე – იხ. დანართი 1

განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) მოკლე ბიოგრაფიული ინფორმაცია  (CV);

გ) ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია;

დ) ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

  1. კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყოს 2025 წლის  30 ოქტომბრიდან და დასრულდეს  2025 წლის 8 ნოემბერს.
  2. 2025 წლის 10 ნოემბერს მოეწყოს დეკანობის კანდიდატის (კანდიდატების) პროგრამისა და სამოქმედო გეგმის წარდგენა ფაკულტეტის საბჭოს წევრების წინაშე.
  3. კენჭისყრის თარიღად დადგინდეს 2025 წლის 11 ნოემბერი.
  4. მსურველებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის კადრებისა და კანცელარიის სამსახურში.


Back to list