თანამდებობა

საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერებების, მედიის და მენეჯნემტის ფაკულტეტის მასობრივი კომუნიკაციის და მედიის კვლევების მიმართულების პროფესორი

განათლება; აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი; წოდება

  1. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი.  სპეციალობა: თეატრმცოდნეობა;
  2. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი

პროფესიული გამოცდილება

  1. შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერებების, მედიის და მენეჯმენტის ფაკულტეტის მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი 2012 წლიდან დღემდე, პროფესორი;
  2. მასობრივი კომუნიკაციის და მედიის კვლევების მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ავტორი და ხელმძღვანელი-დღემდე;
  3. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, არქივის ხელმძღვანელი-დღემდე;
  4. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, დილის და დღის პროგრამების წამყვანი – დღემდე;
  5. ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
  6. საქართველოს ა.ქუთათელაძის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მიწვეული პროფესორი – სამაგისტრო პროგრამის – “მედიაკრიტიკა”, ხელმძღვანელი;
  7. ჟურნალი “თეატრი და ცხოვრება”, პუბლიცისტიკის განყოფილების გამგე;
  8. საქტელერადიომაუწყებლობა, შემოქმედებითი გაერთიანება “ხელოვნება”, რეჟისორი, შემდეგ მთავარი რედაქტორის მოადგილე;
  9. საქტელერადიომაუწყებლობა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამის “დღის ბოლოს”, მთავარი პროდუსერი;
  10. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, შემოქმედებითი გაერთიანება “დღე”, გენერალური პროდიუსერი;
  11. ქართულ-ინგლისური ჟურნალის “Free Time Colour” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი;
  12. ტელეკომპანია “მზე”, საინფორმაციო სამსახური, პროგრამა “მზერა-კულტურა”, პროდიუსერი, წამყვანი;
  13. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, დილის და დღის გადაცემების გენერალური პროდიუსერი;
  14. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, გენერალური დირექტორის მოადგილე ტელემაუწყებლობის დარგში;

სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები:

  1. “ტელე-რადიო ჟურნალისტიკა”, ნაწ. I “ტელეჟურნალისტიკა” – სახელმძღვანელო, 2008, SBN 978-9941-9004-2-6
  2. „სატელევიზიო პროდიუსერი“- სახელმძღვანელო, 2015, ISBN 978-9941-9401-8-7;
  3. „XX საუკუნის დასაწყისის პერიოდული პრესა თეატრალური რეფორმის შესახებ (გიორგი ჯაბადარის სტუდია) – დამხმარე სახელმძღვანელო, 2018, ISBN 978-9941-9572-6-0;
  4. „კულტურა მედიაში“- სამეცნიერო შრომების კრებული, თანაავტორი, 2019, ISBN 978-9941-9630-6-3
  5. “ინტერვიუ”- სახელმძღვანელო, 2024, ISBN 978-9941-9881-5-8

მნიშვნელოვანი პუბლიკაციები:

  1. “სატელევიზიო თეატრიდან ტელესერიალამდე”;
  2. “გმირის დაბადება და სიკვდილი საბჭოთა ეპოქაში (ვახტანგ ჭაბუკიანი და მისი ეპოქა);
  3. ევროპული კულტურა და ქართული ტელევიზია”;
  4. მითი, როგორც პოლიტიკური დღისწესრიგის განმსაზღვრელი და მედიის როლი ახალი მითების დამკვიდრების პროცესში”;
  5. პოსტსაბჭოთა ტელემედიის ახალი ამბების წარმოების დასავლურ მოდელზე გადასვლის  ძირითადი ტენდენციები;
  6. “პოსტმოდერნიზმი და ქართული ტელემედია”;
  7. “პოსტსაბჭოთა რუსეთის I არხის საბჭოთა პროპაგანდა“;
  8. „კულტურა იდეოლოგიის ნაცვლად“;
  9. „უცხოური თოქ-შოუს ქართული ანალოგები, როგორც ფსევდოდემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების მცდელობა თანამედროვე ქართულ ტელევიზიაში“;

კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, ტრენინგები, სემინარები

  1. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი – სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი – 2017 წ.
  2. გაეროს მოსახლეობის ფონდი, მედია ტრენინგი – სენსიტიური გაშუქება: გენდერული თანაცხოვრება, რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები – 2012 წ.
  3. ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ჟურნალისტიკის აკადემიის ტრენინგი – “ტრეინინგი ტრენერებისთვის” – 2015 წ.
  4. ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ჟურნალისტიკის აკადემიის ტრენინგი საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი ჟურნალისტებისთვის, კურსი „ჟურნალისტიკის საფუძვლები“, ​​აკადემიის ტრენერი – 2016 წ.
  5. ონლაინ კურსი აუდიოვიზუალური მედიაარქივების მუშაობის მეთოდებსა და სტრატეგიებზე,   ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU), აუდიოვიზუალური არქივების ეროვნული ინსტიტუტი (INA), საფრანგეთი – 2022 წ.
  6. ასოციაცია მეცნიერებისთვის – საინფორმაციო ტექნოლოგიები მეცნიერთათვის – 2025;

საგრანტო/საკონტრაქტო პროექტებში მონაწილეობა

  1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტი „ორიენტირი“ – სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია და კონკურსი, „ხელოვნებისა და კულტურის გაშუქება მედიაში“ – პროექტის მენეჯერი – 2019-2020 წწ.
  2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საგრანტო პროექტი – “ორიენტირი” – სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა – სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომების კრებული “კულტურა მედიაში” – პროექტის ხელმძღვანელი, სამეცნიერო ხელმძღვანელი და კრებულის თანაავტორი – 2018-2019 წწ.

სერთიფიკატები

  1. სერთიფიკატი – ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ჟურნალისტიკის აკადემიის საერთაშორისო ტრენერი, 2015;
  2. სერთიფიკატი – ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ჟურნალისტიკის აკადემიის ტრენინგი საზოგადოებრივი მაუწყებლის მოწმედი ჟურნალისტებისთვის, კურსი „ჟურნალისტიკის საფუძვლები“; 2016 წ.
  3. სერთიფიკატი –  ონლაინ კურსის დასრულება აუდიოვიზუალური მედიაარქივების მუშაობის მეთოდებსა და სტრატეგიებზე, ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU), აუდიოვიზუალური არქივების ეროვნული ინსტიტუტი (INA), საფრანგეთი – 2022 წ.
  4. სერთიფიკატი – აშშ კონგრესის მედიაგანათლების პროგრამის კურსდამთავრებული (MEP) – ჩიკაგო – 2022 წ.
  5. სერთიფიკატი – საინფორმაციო ტექნოლოგიები მეცნიერთათვის; ასოციაცია მეცნიერებისთვის – 2025

ჯილდოები:

  1. კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  2. საერთაშორისო ჟურნალისტური პრემია „ოქროს ფრთა“
  3. თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრემია საუკეთესო რეცენზიისთვის

დამატებითი ინფორმაცია

არის ხუთი სატელევიზიო დოკუმენტური ფილმის პროდიუსერი, ავტორი, რეჟისორი, წამყვანი. მრავალი სატელევიზიო და რადიო გადაცემის ავტორი, პროდიუსერი, წამყვანი.