
დოდო ჭუმბურიძე – მენეჯმენტის (ხელოვნების მენეჯმენტის) დოქტორი. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (2016 წლის მაისიდან დღემდე)
2021-24 წლებში ERASMUS + პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „CONNECT 2021-2024“ (მოლდოვა, საქართველო და სომხეთი) ფარგლებში იყო ბიზნეს პრე-აქსელერაციის კურსის – იდეიდან თქვენი პროდუქტის კომერციალიზაციამდე ტრენერი.
2015 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „კულტურის სფეროს შემოსავლიანობის მენეჯმენტი მარკეტინგული კომუნიკაციების მეშვეობით (საშემსრულებო ხელოვნების და მასობრივი ღონისძიებების პროდუქტების მაგალითებზე)“.
2012 – 2016 წლებში იყო საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი.
2009 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერების ფაკულტეტი, ფსიქოლოგიაში კვლევის მეთოდების სამაგისტრო პროგრამა (წარჩინების დიპლომი)
1999 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკის ფაკულტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების საბაკალავსრო პროგრამა.