მზია მახვილაძე

დრამის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე

1985  წელს დაამთავრა ქუთაისის პოლიტექნიკური ტექნიკუმი,  ცელულოზა ქაღალდისა და ხის დამამუშავებელი  მრეწველობის საწარმოთა დაგეგმვის სპეციალობით – მგეგმავი ტექნიკოსი. 

1995   წელს დაამთავრა ქუთაისის ჰუმანიტარულ – ეკონომიკური ინსტიტუტი,  საბანკო საქმე და ფინანსების სპეციალობით – ეკონომისტი.

2009  წელს დაამთავრა  თბილისის  უნივერსიტეტი „მეტეხი”, სამოქალაქო სამართლის სპეციალობით – სამართალმცოდნეობის მაგისტრი.

1985-1987 წ  მუშაობდა  ქუთაისის სახლთმშენებელ კომბინატში ტექნიკოსად.

1987-1992 წ  მუშაობდა ქუთაისის ქარხანაში  „ვასხოდი“ მომარაგების განყოფილებაში ტექნიკოსად.

1990-1992 წ მუშაობდა  ქუთაისის მრავალპროფილიან ფირმაში „მერკური“ საქმისმწარმოებელად, 1992 – 1997 წ  ამავე ფირმაში კადრების უფროსად.

2006-2007 წ მუშაობდა  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აკრედიტაციის ექსპერტად.

2007-2009 წ მუშაობდა  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურში საქმისმწარმოებელად.

2007-2020 წ  მუშაობდა  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში დამკვირვებელად.

2009-2012 წ  მუშაობდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწედ.

2012 წლის  ივლისიდან  დეკემბრამდე მუშაობდა თბილისის  უნივერსიტეტში „მეტეხი”,   საორგანიზაციო სამსახურის უფროსად.

2012 წლის დეკემბრიდან  მუშაობდა  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწედ.

2016-2020 წ იყო ამავე უნივერსიტეტში რექტორის თანაშემწედ.

2020-2021 წ იყო ამავე უნივერსიტეტში მაგისტრატურა-დოქტორანტურის განყოფილების მთავარი სპეცაილისტი.

2021-2023 წ  ამავე უნივერსიტეტში დრამის ფაკულტეტის მთავარი სპეციალისტი 2024 წლის ოქტომბრიდან იკავებს დრამის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თანამდებობას.