გამოცემები

ზვიად დოლიძე – მსოფლიო კინემატოგრაფის ისტორია თანამედროვე კინო (სახელმძღვანელო) (2026)

წარმოდგენილი ნაშრომი არის ძირითადი სახელმძღვანელო შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის და, აგრეთვე, შემეცნებითი ლიტერატურა სხვა დაინტერესებული აუდიტორიისათვის. იგი ამავე ავტორის ადრე გამოქვეყნებული სახელმძღვანელოების – „მსოფლიო კინემატოგრაფის ისტორია. უხმო კინო“ და „,მსოფლიო კინემატოგრაფის ისტორია. 1930-1960-იანი წლები“ – თემატური და ქრონოლოგიური გაგრძელებაა და მოიცავს 40-წლიან პერიოდს 1970-იანი წლებიდან 2010 წლამდე. აღნიშნულ ეპოქაში კინოხელოვნება შევიდა განვითარების ახალ ფაზაში, რამაც არაერთი ცვლილება გამოიწვია: ხელახალი ინტერპრეტაცია განიცადა ჟანრულმა კინომ, ფართოდ გავრცელდა ციფრული ტექნოლოგიები, ჩაისახა მასშტაბური „ბლოკბასტერების“ კულტურა, საგრძნობლად გაიზარდა დამოუკიდებელი კინოს როლი, შეიქმნა გლობალიზებული წარმოება და კინობაზარი, ხოლო კინემატოგრაფისტების ახალმა თაობებმა სრულიად გარდაქმნეს კინოენის სტრუქტურა.

ISBN 978-9941-7912-2-2

Back to list