ინდივიდუალური სამეცნიერო აქტივობები უცხოეთში

თამთა მეტივიშვილისა და თინათინ ხუციშვილის მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში – „კვლევა კინოსკოლებში ტურბულენტურ დროში“

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებმა თინათინ ხუციშვილმა (კინო-ტელე ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი) და თამთა მეტივიშვილმა (მონტაჟის რეჟისორი კინო-ტელე ფაკულტეტზე) მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში – „კვლევა კინოსკოლებში ტურბულენტურ დროში“ (RESEARCH IN FILM SCHOOLS IN TURBULENT TIMES), რომელიც გაიმართა 2026 წლის 16 – 18 სექტემბერს, ქალაქ პოდსტამში (გერმანია), ბაბელსბერგის უნივერსიტეტში / Filmuniversität Babelsberg Konrad Wolf /.

აღსანიშნავია, რომ ორივე მკვლევრის საკონფერენციო თემა წარმატებით შეირჩა GEECT-ის (ევროპის კინოსკოლათა გაერთიანება) თემატურ შეხვედრაზე წარსადგენად.

17 სექტემბერს, დოქტორანტებმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციის – „Research in Film Schools in Turbulent Times“ – ფარგლებში დაგეგმილ „PhD Showcase“ სესიასა და პანელურ დისკუსიაში.

თამთა მეტივიშვილმა წარადგნა მოხსენება თემაზე – „ფერის სიმბოლიზმი და მეტანარატიული სტრუქტურები აუდიოვიზუალურ ხელოვნებაში“ (Color Symbolism and Metanarrative Structures in Audiovisual Art), ხოლო თინათინ ხუციშვილმა – მოხსენება: „ხელოვნური ინტელექტით მართული ინოვაციები რეგიონულ კულტურულ მენეჯმენტში: აუდიოვიზუალური ხელოვნების ციფრული მართვა, ციფრული არქივების გაცოცხლება და ღვინის მემკვიდრეობა” (AI-Driven Innovation in Regional Cultural Management: Digital Governance of Audiovisual Arts, Revitalizing Digital Archives, and Wine Heritage).

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ წამყვანი ევროპული კინოსკოლების წარმომადგენლები 17 ქვეყნიდან.

2026 წლის GEECT-ის კონფერენციის ორგანიზატორები არიან ბაბელსბერგის უნივერსიტეტი და პარიზის კინოსკოლა (La Fémis).

კონფერენციაში მონაწილეობა განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით.

Back to list