თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

1989 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი თეატრმცოდნეობის სპეციალობით. ამავე წელს მუშაობას იწყებს შოთა რუსთაველის სახ. აკადემიურ თეატრში სალიტერატურო ნაწილის გამგის მოადგილედ.

1991 წლიდან იწყებს პერდაგოგიურ მუშაობას შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში.

1994 დაიცვა სამეცნიერო დისერტაცია.

2000-2002 წლებში არის მიწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2001-2005 წლებში იყო მიწვეული ლექტორი ექვთიმე თაყაიშვილის სახ. უნივერსიტეტში.

2006 წლიდან უკავია ასოცირებული პროფესორის თანამდებობა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს შემდეგ საგნებს: ქართული თეატრის ისტორია, რეჟისურის ისტორია, თოჯინების თეატრის ისტორია.

მიჰყავს კურსი სათეატრო კრიტიკასა და თეატრის თეორიაში.

არის მოდულის „სათეატრო კრიტიკა და თეორია“ ხელმძღვანელი.

სისტემატურად აქვეყნებს სტატიებს, რეცენზიებს, სამეცნიერო შრომებს სხვადასხვა ჟურნალებში, მათ შორის უნივერსიტეტის ჟურნალში „სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი“.

მონაწილეობას ღებულობს კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში.