თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

1979 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი თეატრმცოდნის სპეციალობით.

2001 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „სარეჟისორო ექსპლიკაციის ფორმები“.

2006 წლიდან მუშაობდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული დაგეგმვისა და აკადემიური პროცესების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად.

2007-2009 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი.

2009 წლის დეკემბრიდან 2014 წლის დეკემბრამდე იყო ამავე ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან 2022 წლის დეკემბრამდე იყო ამავე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი. 2022 წლის დეკემბრიდან იკავებს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის თანამდებობას.

2010 წლიდან არის სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის (ყოფილი – ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის) ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კითხულობს ლექციების კურსს მსოფლიო თეატრის ისტორიაში.