
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – მაგისტრი, კინომცოდნე;
ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი.
ავტორი სახემძღვანელოების:
,,კინოსამსახიობო სკოლა (XX საუკუნის 20-იანი წლები);“ (დამხმარე სახელმძღვანელო);
„ტელესახელოვნებო მენეჯმენტის ზოგიერთი თავისებურება მისი განვითარების პირველი ეტაპიდან დღემდე“ (დამხმარე სახელმძღვანელო);
,,კულტურის მენეჯმენტი“-,,აუდიო-ვიზუალური ხელოვნების მენეჯმენტი”, (სახელმძღვანელო).
გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო სტატია და პუბლიკაცია კულტურის მენეჯმენტსა და კინოს მიმართულებით. არის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე;
თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმში 50-მდე ღონისძიების და პროექტის ავტორი;
არის ICOM-ის მუზეუმების საერთაშორისო საბჭოსა და საქართველოს კინოაკადემიის წევრი.
დღემდე მუშაობს: საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ხელოვნების მენეჯმენტის მიმართულების ასისტენტ-პროფესორის; თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმის კურატორისა და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ პროგრამირების მენეჯერის პოზიციაზე. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის მიმართულების მოწვეული ლექტორი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა:
ტელერადიომაუწყებლობის მე-2 არხი – პასუხისმგებელ რედაქტორად; ტელეკომპანია ,,მეცხრე არხი“ – პროგრამირების დირექტორად და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად. იყო სატელევიზიო პროექტების ავტორი, რეჟისორი, წამყვანი და პროდიუსერი; ასევე, თბილისის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის კინოსა და დრამის მსახიობის სასწავლო-საბაკალავრო პროგრამის ავტორი, ასოცირებული პროფესორი; კითხულობდა სალექციო კურსს კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში, აღმოსავლეთ ევროპის კინოს ისტორიის შესახებ.