ინდივიდუალური სამეცნიერო აქტივობები უცხოეთში

პროფესორ ზვიად დოლიძის ვიზიტი ბულგარეთში 

2025 მაისი-ივნისი

მიმდინარე წლის 31 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, ბულგარეთის ქალაქ სტარა ზაგორაში  გაიმართა 12-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, „ოქროს ცაცხვი“, რომელიც მიეძღვნა ახალ ევროპულ კინოს. მისი ჟიურის ერთ-ერთ წევრად მიწვეული იყო ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი კინოს დარგში, სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი, ზვიად დოლიძე.   

კინოფესტივალზე წარადგინეს როგორც საკონკურსო, ისე არასაკონკურსო ფილმები, ჩატარდა რამდენიმე მასტერკლასი და შეხვედრა გამოჩენილ ბულგარელ მსახიობებთან, მოეწყო კინოაფიშების გამოფენა, საბავშვო ანიმაციის უორქშოფი და სხვა ღონისძიებები.

ხუთი წევრისაგან შემდგარმა ჟიურიმ, რომელშიც შედიოდნენ ბულგარეთის, უნგრეთის, იტალიის, გერმანიისა და საქართველოს წარმომადგენლები, დაასახელა ოთხ ნომინაციაში გამარჯვებული კინოსურათები, რომელთაგან საუკეთესო ფილმის პრიზი ერგო ბულგარულ ნამუშევარს, „სანამ დავივიწყებ“. ზვიად დოლიძემ საქმიანი კავშირები გააბა როგორც ჟიურის დანარჩენ წევრებთან, ისე კინოფესტივალის ორგანიზატორებთან და მიწვეულ სტუმრებთან. მან რამდენიმე ინტერვიუ მისცა ადგილობრივ პრესასა და ტელევიზიას, რომლებშიც ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბულგარეთს შორის კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობების გაფართოების აუცილებლობას.

Back to list