გამოცემები

რევაზ ჭიჭინაძე – სამაუწყებლო მედიაპროპაგანდის ანალიზი

(საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან ვარდების რევოლუციამდე)

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს პირველ მცდელობას, რომელშიც განხილული და მეცნიერულად შესწავლილი იქნება ქართული კინოსა და ტელევიზიის როლი ახალი ქართული საზოგადოების აზროვნების ფორმირების პროცესში. თემის აქტუალობას ისიც განაპირობებს, რომ ქართული კინოსა და ტელევიზიის მოღვაწეობა განხილული იქნება უახლესი ქართული ისტორიული პროცესების ჭრილში. კერძოდ კი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდში.

რა შედეგი მივიღეთ ათწლიანი არამიზანმიმართული, შეუთანხმებელი პროპაგანდით, რომელიც ხორციელდებოდა კონფლიქტის ზონებში (აფხაზეთი, სამაჩაბლო).

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ განხორციელებული პროპაგანდის შედეგად რამდენად პოლიტიზებულია საზოგადოება.

რა ნეგატიური და პოზიტიური როლი შეასრულა ქართულმა კინომ და ტელევიზიამ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოქალაქეების აზროვნებაში.

სამეცნიერო ნაშრომი დაეხმარება როგორც მედიამკვლევრებს, ისე პრაქტიკოს ჟურნალისტებს, რათა სწორად გაიაზრონ საზოგადოებაზე ამ ფორმით ზემოქ-მედების მოსალოდნელი შედეგები.

ნაშრომი ასევე წაადგება მედიის ისტორიის მკვლევრებს, რადგან ეს იქნება ერთ-ერთი პირველი ფუნდამენტური კვლევა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან ვარდების რევოლუციამდე ტელემედიაში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს.

ნაშრომი შესაძლოა იქცეს დამხმარე სახელმძღვანელოდ სოციალურ, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროს შემსწავლელი სტუდენტებისთვის.

მივიჩნევთ, რომ ნაშრომი შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და დასკვნების მატარებელი იყოს ჰუმანიტარული და სოციალური სფეროს უცხოელი მკვლევრებისთვისაც.

ISBN 978-9941-9437-0-6

Back to list