2020 წლიდან იკავებს ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობას საქართველოს შოტა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, კინო-ტელე ფაკულტეტზე.

2022 წლიდან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრია. გადაღებული აქვს არაერთი მოკლემეტრაჟიანი თუ სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმი.

მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალებში.

1998 – 2003 წლებში დამთავრებული აქვს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, კინო-ტელე ფაკულტეტი.

2017 წლიდან ამავე უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე: საშემსრულებლო- შემოქმედებითი ხელოვნება „აუდიო-ვიზუალური რეჟისურა, ტელერეჟისურა“. მუშაობს სადისერტაციო ნაშრომზე „სატელევიზიო დოკუმენტური კონტენტის ადგილი, ასპექტები და გამოწვევები თანამედროვე ტელე-მედია და ინტერნეტ სივრცეში“.

მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში.

გამოქვეყნებული ნაშრომი: „ფერის გავლენა აუდიოვიზუალურ ხელოვნებაზე“ (სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი).

არის რედაქტორი სასწავლო წიგნის: „პორტრეტის ფოტოგრაფია“– ავტორი ნუგზარ ნოზაძე.

ფლობს საერთაშორისო სერტიფიკატს „Netflix 2021: Selling Your Documentary to Netflix”.

2003-2005 წლებში იყო ოპერატორი სრულმეტრაჟიანი ფილმების: „შესანიშნავი ხუთეული“ და მთვარის ველის სერენადა“ (2 სერია).