დავით ცინცაძის მიერ შედგენილ ნაშრომში „სვანური ხალხური შემოქმედება“ თავმოყრილია სვანური სასიმღერო და საფერხულო ტექსტების 100-ზე მეტი ნიმუში, რომლებიც მიმოფანტულია სხვადასხვა სახის სპეციალურ ლიტერატურაში, როგორც მუსიკალურ, ასევე ქორეოგრაფიულ და ზოგადად, ფოლკლორულ გამოცემებში. აღნიშნულ მასალას ავსებს და კიდევ უფრო მეტად ამდიდრებს ავტორის მიერ მოძიებული შედარებით უცნობი და ნაკლებად ხელმისაწვდომი სასიმღერო ტექსტების არსებობაც.
ავტორთან ერთად, სვანური საფერხულო ტექსტების უმეტესი ნაწილი დაამუშავა სვანმა ლოტბარმა ვახტანგ ფილფანმა, რაც ნიმუშების ავთენტიკურობასა და სანდოობაზე ეჭვის საბაბს ნამდვილად არ იძლევა. სვანი ეთნოფორი ვახტანგ ფილფანი შთამომავლობით თანაარსებობს სვანურ მუსიკალურ ფოლკლორთან.
სახელმძღვანელო გამოიცა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროგრამა ორიენტირის ფარგლებში.
ISBN 978-9941-9717-2-3