მანანა გეგეჭკორი
„სასცენო ხელოვნების ნაწარმოების – სპექტაკლის შექმნის პროცესი დღეს საკმაოდ დიდ დროსა და შემოქმედებითსა თუ ფიზიკურ ენერგიას მოითხოვს. წარმოდგენა თეატრში მის სახილველად მისული მრავალი მაყურებლის თვალწინ თამაშდება. ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, პირველად მივიდა თეატრში, ზოგიერთი – უკვე დიდი ხანია დადის. სპექტაკლის მაყურებელთა შორის გამოცდილი, სტაჟიანი თეატრალებიც არიან. თუმცა, მათ შორის ბევრმა ზუსტად და კონკრეტულად, ბოლომდე და დაწვრილებით არ იცის, სახელდობრ როგორ იქმნება სასცენო ხელოვნების ნაწარმოები – თეატრალური წარმოდგენა, რამდენი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი მონაწილეობს ამ კოლექტიურ საქმიანობაში, რა დიდ ენერგიასა და სულიერ ძალებს მოითხოვს ეს, ხშირად დამქანცველი, მაგრამ ძალზე სასიამოვნო შემოქმედებითი მოღვაწეობა. სწორედ სპექტაკლის შექმნის რთულსა და მრავალმხრივ პროცესზე მინდა გიამბოთ. თხრობის დროს, ცხადია, თეატრალურ ენციკლოპედიასაც მოვიშველიებ , რომ ამომწურავად განვმარტო სასცენო ხელოვნებასთან დაკავშირებული ყველა ძირითადი ტერმინი, თეატრის გამოჩენილ მოღვაწეთა ნააზრევსაც და ზოგ საინტერესო ამბავსაც მათი შემოქმედებითი ბიოგრაფიიდან, საერთოდ – თეატრის ისტორიიდან.“ (მანანა გეგეჭკორი)
ISBN 978-9941-9375-7-6