საერთაშორისო პროექტები

„ძიადი თბილისში“

“ჯადი თბილისში“ (“წინაპართა სერობა თბილისში“)

2022 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ვარშავის ზბიგნევ რაჟევსკის თეატრალურ ინსტიტუტთან განხორციელდა ერთობლივი პროექტი “ჯადი თბილისში“ (“წინაპართა სერობა თბილისში“, “Dziady” in Tbilisi“). პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტს ეწვივნენ პოლონელი პროფესორები, იაგელონის უნივერსიტეტის პოლონისტიკის ფაკულტეტის პროფესორი არტურ გრაბოვსკი და პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის, ლიტერატურული კვლევის ინსტიტუტის პროფესორი მარეკ ტროჟინსკი, რომლებმაც ვორქშოფები  და ლექციები ჩაატარეს პოლონური რომანტიზმის შესახებ. სტუდენტებთან იმუშავეს ადამ მიცკევიჩის პოემის „ჯადი“ ტექსტის ფრაგმენტებზე და პრაქტიკული სამუშაოები განახორციელეს.

აღნიშნული პროექტი გულისხმობს ადამ მიცკევიჩის პოემის/პოეტური დრამის – „ჯადი” – თარგმნასა და პერფორმატიულ კითხვას.

პერფორმატიული კითხვა დადგა დრამის ფაკულტეტის დეკანმა, რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობის სტუდენტებმა პროფესიონალ მსახიობებთან ერთად.

პრემიერა 202 წლის 18 ნოემბერს გაიმართა. პროექტი დაფინანსდა ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის პროგრამის „44xMiciewicz“ მიერ.

პროექტი გაგრძელდა 2023 და 2024 წლებში.

პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, 2023 წლის ოქტომბერში უნივერსიტეტს სტუმრობდნენ ვარშავის ზბიგნევ რაჟევსკის თეატრალური ინსტიტუტის დირექტორი ელჟბიეტა ვროტნოვსკა, თეატრალური ინსტიტუტის სამეცნიერო და საგამომცემლო დეპარტამენტის უფროსი, იაგელონის უნივერსიტეტის ლექტორი, კრიტიკოსი იადვიგა მაიევსკა და იაგელონის უნივერსიტეტის პოლონისტიკის ფაკულტეტის პროფესორი არტურ გრაბოვსკი, რომელმაც ვორქშოფი ჩაატარა პროექტში მონაწილე დრამის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

2024 წლის 10 ივნისს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვარშავის ზბიგნევ რაჟევსკის თეატრალურ ინსტიტუტს შორის გაფორმდა პარტნიორობის ხელშეკრულება.

პოემა სრულად ითარგმნა ქართულად ქეთი ქანთარიასა და ანა კოპალიანის მიერ. სპექტაკლი დადგა დრამის ფაკულტეტის დეკანმა, რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ. სპექტაკლში მონაწილეობა მიიღეს  თავისუფალი თეატრის მსახიობებმა და უნივერსიტეტის სტუდენტებმა, აგრეთვე ერთმა უკრაინელმა და ერთმა ბელორუსმა მსახიობმა.

სცენოგრაფი – თეო კუხიანიძე

კოსტიუმების მხატვარი – ვერა ყიფიანი

კომპოზიტორი – ზაზა მარჯანიშვილი

ქორეოგრაფი – დავით მეტრეველი

ვიდეო არტი – მარინა სალუქვაძე

მონაწილეობენ: ავთანდილ მახარაძე (საქართველოს სახალხო არტისტი), გივი ბალაჩივაძე, ნოდარ მელაძე, ბუკა ღლონტი, გიგა კაკუბავა, ოთარ აშკარელი, გოგი თურქიაშვილი, გიორგი ფირანიშვილი, არჩილ ბარათაშვილი, კახა მიქიაშვილი, კახი გაზდელიანი, ნიკა კახელი, ლიზი კოტრიკაძე, გიორგი ცერცვაძე, თეკლა სულაქველიძე, გიორგი ჯიქია, მამუკა მუმლაძე, ნინა კალატოზი, გუგა ქაცარავა, მარიამ ნადირაძე, სოფი ხიზანიშვილი, თემურ დვალი, გიორგი გოცაძე, ტატო კუბლაშვილი, გრიგორი ლაიკოვი (ბელორუსი), ოლეგ კაზნოვსკი (უკრაინა).

პროექტი დაფინანსდა პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის მინისტრის ფონდის “Inspiring Culture Program” მიერ. 

პრემიერა გაიმართა 2024 წლის 1 ივლისს თავისუფალ თეატრში.

გასტროლები შედგა რეგიონალურ თეატრებში.

2024 წლის 30 სექტემბერს სპექტაკლი გაიმართა რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში.

2024 წლის 11 ნოემბერს სპექტაკლი გაიმართა გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში. 2025 წლის 16, 17 აპრილს  სპექტაკლი „ჯადი“ არნოლდ შიფმანის პოლონეთის თეატრის (Teatr Polski w Warszawie) მიერ მიწვეული იყო Lamentaczje ფესტივალზე ვარშავაში. სპექტაკლი წარმოდგენილი იქნა კამერული თეატრის სცენაზე (Chamber Stage of the Polish Theatre).   ფესტივალი მიეძღვნა პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების ოცი წლის იუბილეს და 2025 წელს პოლონეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას. ფესტივალის პარტნიორი იყო ეჟი გროტოვსკის ინსტიტუტი ვროცლავში, დაფინანსდა პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს მიერ.

Back to list