2020 წლის 6-17 თებერვალს განხორციელდა საერთაშორისო პროექტი TAFU – FIIST მარადიდის ზამთრის კინოსკოლა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პოლონეთის ლოძის ეროვნული კინოსკოლის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 4 ტუტორმა და 12 სტუდენტმა.
ვორქშოფის – „TAFU – FIIST მარადიდის ზამთრის კინოსკოლა“ – ფარგლებში დაკომპლექტდა კომბინირებული ჯგუფები, რომლებმაც რამოდენიმე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს მაღალმთიანი აჭარის (ხელვაჩაურის რაიონის სოფელი მარადიდი) მაცხოვრებლებსა და მათ ადათ-წესებზე. გადაღებები, რომელსაც ზედამხედველობას ქართველი და პოლონელი ტუტორები უწევდნენ 12 დღის განმავლობაში გაგრძელდა.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერები: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი.





