სიახლე

გაცნობებთ, რომ 2026 წლის 25–30 ოქტომბერს გაიმართება თბილისის მე-19 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი 2026“

სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი 2026“

ფესტივალს ორგანიზებას უწევს და  მასპინძლობს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მათ შორის: საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, თბილისის მერია, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები.

ფესტივალის პროგრამა მოიცავს როგორც საგანმანათლებლო პლატფორმას – პანელურ დისკუსიებსა და მასტერკლასებს -, ისე საერთაშორისო საკონკურსო პროგრამას.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან ფესტივალის დასასრულს შემდეგ ნომინაციებში: ფესტივალის გრან-პრი, საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმი, ასევე ჟიურის სპეციალური პრიზი.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ფიჩინგ-ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ ქართველ სტუდენტებს.

ფესტივალში მონაწილეობის მოთხოვნები:


ა) თითოეული ფილმის მაქსიმალური ხანგრძლივობა – 30 წთ;
ბ) ფილმები უნდა იყოს დასრულებული 2025 ან 2026 წელს;
გ) ფილმები უნდა იყოს ინგლისური სუბტიტრებით.

გთხოვთ ფილმები გამოაგზავნოთ mp4 ფორმატში 2026 წლის 30 მაისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: khutsishvili@tafu.edu.ge

გ ი ს უ რ ვ ე ბ თ  წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ს!

Back to list