სიახლე

ART დისკურსი

2026 წლის 19 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (ვასილ კიკნაძის სახელობის აუდიტორია), დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო პლატფორმის –  „Art დისკურსის“ – ფარგლებში, ამავე ინსტიტუტის  მთავარი მეცნიერ-თანამშრომლი, თეატროლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მარიკა მამაცაშვილი – წარმოგიდგენთ კვლევას –  „1960-იანი წლების თავისუფალი თეატრი“.

რა ხდება მაშინ, როდესაც თეატრი უარს ამბობს ტექსტის დიქტატურაზე და სცენა სრულიად თავისუფლდება? საიდან იწყება ის რევოლუცია, რომელმაც ტრადიციული დრამა წარსულს ჩააბარა? როგორ იბადება პოსტდრამატული თეატრი?

შეხვედრაზე დავბრუნდებით 1960-იანი წლების კულტურულ რევოლუციაში, როდესაც საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე თეატრალურ აზროვნებას. ჩვენ ვისაუბრებთ იმ დიდ წინამორბედებზე, რომლებმაც გაბედეს და დაარღვიეს არისტოტელესეული კლასიკური ნარატივის საზღვრები.

დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო-საკომუნიკაციო პლატფორმის – „Art დისკურსის“ – მიზანია ინსტიტუტის მკვლევართა მიგნებებისა და სამეცნიერო შედეგების ფართო საზოგადოებისთვის (სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, პროფესიული წრეები, დაინტერესებული საზოგადოება) გაზიარება, აქტუალურ სახელოვნებო საკითხებზე დისკუსიითა და მოსაზრებების ურთიერთგაცვლით.

„Art დისკურსი“ მუდმივმოქმედია და იმართება ყოველთვიურად.

Back to list