კინომცოდნე, ასისტენტ-პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

2003 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, კინომცოდნეობის სპეციალობით. 2008 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ესპანური კინოს განვითარების ტენდენციები ფრანკოდან ალმოდოვარამდე“ და მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ხარისხი.

2019 წლიდან მიწვეული ლექტორის სტატუსით კითხულობდა ლექციებს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2021 წლიდან არჩეულია სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე, მსოფლიო კინოს ისტორიის მიმართულებით.

მიწვეული ლექტორის სტატუსით კითხულობდა და კითხულობს ლექციებს კინოს ისტორიაზე საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლებლებში.

ერთი მონოგრაფიის ავტორი, დამხმარე სახელმძღვანელოს თანაავტორი, გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ჟურნალებში.