გამოცემები

მანანა პაიჭაძე – ლიტერატურული ტექსტის ადაპტაცია კინოში და თეატრში (დამხმარე სახელმძღვანელო) (2021)

წინამდებარე წიგნი წარმოადგენს როგორც დამოუკიდებელ მონოგრაფიას, ასევე დამხმარე სახელმძღვანელოს სალექციო კურსებისთვის „ლიტერატურული ტექსტის ადაპტაცია კინოში“ და “ლიტერატურული ტექსტის ადაპტაცია თეატრში“. წიგნის მთავარი სათქმელი და ძირითადი საკითხებია: რა არის ადაპტაცია? ლიტერატურული კინოადაპტაციების და თეატრალური ადაპტაციების მოკლე ისტორიული მიმოხილვა. ადაპტაციის მეთოდები/მეთოდოლოგია. კინო/-თეატრალური ადაპტაცია როგორც პროცესი და მზა პროდუქტი. რამდენად ერთგულია ადაპტაცია ლიტერატურული პირველწყაროსი, რამდენად ზუსტად მისდევს ის ორიგინალს. წიგნი გამიზნულია როგორც პროფესიონალებისთვის (ხელოვნებათმცოდნეები, რეჟისორები, ფილოლოგები), ასევე ლიტერატურით და ხელოვნებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო აუდიტორიისათვის.

ISBN 978-9941-9767-1-1

Back to list