„ART კვლევები“ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებულია, რომელშიც ინსტიტუტის თანამშრომელთა უახლესი კვლევების შედეგბია ასახული.
„ART კვლევების“ IV კრებულში მრავალმხრივ საინტერესო და მნიშვნელოვანი სამეცნიერო პუბლიკაციებია წარმოდგენილი ხელოვნებათმცოდნეობის, თეატრმცოდნეობის, კინომცოდნეობის, ქორეოლოგიის, სახელოვნებო განათლების, ლიტერატურათმცოდნეობის, კულტუროლოგიის მიმართულებებით. ამასთან, მკითხველს ვთავაზობთ ახალ რუბრიკებს: „უცხოეთის არქივებიდან“ – უკრაინის ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალური სახელმწიფო არქივ-მუზეუმში (ქ. კიევი) ხელოვნებისა და მეცნიერების ქართველ მოღვაწეთა და, ზოგადად, საქართველოს შესახებ დაცულ დოკუმენტებზე პუბლიკაციით. აღნიშნული სტატია უკრაინელი კოლეგების მიერ საგანგებოდ მომზადდა „ART კვლევების“ IV კრებულისთვის. მეორე რუბრიკით – „ახალი თარგამანი“ – მკითხველი გაეცნობა ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ თეორიულ ნაშრომს საცეკვაო ხელოვნების შესახებ, რომელიც ქორეოლოგიული მეცნიერების სათავედაა მიჩნეული, ლუკიანე სამოსატელის „ცეკვის შესახებ“.
ტრადიციულად, „ART კვლევების“ IV კრებულშიც გამოყენებულია უნივერსიტეტის თეატრისა და კინოს მუზეუმში დაცული მასალები, რომელთა დიდი ნაწილი პირველად ქვეყნდება.
კრებული შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა: ირმა დოლიძემ
ლიტერატურული რედაქტორი – ქეთევან ელაშვილი
თარგმანი – მანანა პაიჭაძე
ინსტიტუტის დირექტორი – გიორგი ცქიტიშვილი
ავტორთა ჯგუფი: ირმა დოლიძე, ლია კალანდარიშვილი, თამარ ქუთათელაძე, ხათუნა დამჩიძე, ეკატერინე თაბუკაშვილი, მანანა პაიჭაძე, ქეთევან ელაშვილი, რუსუდან კვარაცხელია, გიორგი რაზმაძე, პაატა იაკაშვილი, ოლენა ჩიჟოვა, იგორ რეზნიკი.
ISBN 978-9941-9630-9-4 (ტომეული)
ISBN 978-9941-9830-2-3 (წიგნი IV)