External Mobility
Faculty of Drama
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტი აცხადებს სტუდენტთა 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობას შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:
- მსახიობი (დრამისა და კინოს მსახიობი) – 4 ადგილი
- ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორი (ლოტბარი/რეგენტი) – 3 ადგილი
დრამის ფაკულტეტზე მობილობით გადმოსვლის მსურველმა სტუდენტმა უნდა გაიაროს შემოქმედებითი კონკურსი (შემოქმედებითი ტური).
შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.tafu.edu.ge, ბმულზე მობილობის მსურველ სტუდენტთა შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაციის პორტალი
პორტალზე რეგისტრაცია დაიწყება 15 აგვისტოს 12:00 საათიდან და დასრულდება 26 აგვისტოს 18:00 საათზე!
- მობილობის მსურველ სტუდენტთა შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაციის პორტალზე დასარეგისტრირებლად სტუდენტმა უნდა გადაიხადოს შემოქმედებით ტურში მონაწილეობის საფასური 40 ლარი ერთი კონკრეტული სპეციალობისთვის, ხოლო ერთზე მეტი სპეციალობის არჩევის შემთხვევაში, თითოეულზე დამატებით იხდის 10 ლარს.
- თანხის შეტანა ხდება უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე:
საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028
ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები (რეგისტრაცია): 708887519
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სტუდენტის გვარი, სახელი, 11 ნიშნა პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა პირადი ნომრის არარსებობის შემთხვევაში უნდა მიუთითონ პასპორტის ნომერი).
- თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში რეგისტრაცია არ განხორციელდება.
- სტუდენტმა უნდა ატვირთოს ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.
- შემოქმედებით ტურებში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ აღნიშნულ ვადებში –15 აგვისტოდან 26 აგვისტოს 18:00 საათამდე.
შემოქმედებითი კონკურსის ჩატარების განრიგი:
დრამისა და კინოს მსახიობი – I ტური – 29 -30 აგვისტო, 10:00 საათიდან
გამოცდა – 2-3 სექტემბერი, 10:00 საათიდან
Address: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი #19 (I კორპუსი)
ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორი – 29 აგვისტო, 11:00 სთ
Address: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი #19 (I კორპუსი)
4 სექტემბერს სრულად გამოქვეყნდება შემოქმედებითი ტურების/კონკურსის შედეგები და გადაიგზავნება მართვის სისტემაში.
შემოქმედებითი კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ აუცილებელია სტუდენტის დარეგისტრირება სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge), 2025 წლის 09 სექტემბრის 18:00 საათამდე.
სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მობილობის შედეგების ნახვა (ინფორმაცია გადმოსვლის უფლების მოპოვების შესახებ) შესაძლებელი იქნება 12 სექტემბერს.
გადმოსვლის უფლების მოპოვების შემდეგ, 12-14 სექტემბერს, სტუდენტმა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.tafu.edu.ge უნდა შეავსოს სასურველი საბაკალავრო პროგრამის ონლაინ განაცხადი და ატვირთოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
- პირადობის მოწმობა;
- სტუდენტის ცნობა სტატუსის შესახებ;
- ჩარიცხვის ბრძანება;
- სასწავლო ბარათი: სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსები – შეფასებისა და კრედიტების მითითებით;
- ფოტო 3×4;
- ატესტატის/დიპლომის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- ვაჟებისთვის – მიწერის მოწმობა / ასლი.
15-16 სექტემბერს სტუდენტი უნდა გამოცხადდეს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში აღიარებული კრედიტების რაოდენობის წერილობით დასადასტურებლად (თანხმობა/უარი).
მობილობის შემოქმედებითი კონკურსის/ტურების მოთხოვნები
მობილობის შემოქმედებითი კონკურსი
მსახიობის (დრამისა და კინოს მსახიობის) სპეციალობაზე
მსახიობის (დრამისა და კინოს მსახიობის) სპეციალობაზე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა შემოქმედებითი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად: I ტური and the გამოცდა.
I ტური – პირველ შესარჩევ ტურზე მოწმდება მობილობის მსურველი სტუდენტის ის ფიზიკური კონდიციები, რომლებიც აუცილებელია სასწავლო პროცესის ასათვისებლად: მეტყველება, მუსიკალური სმენა, რიტმის შეგრძნება, პლასტიკა. შესარჩევი ტურისათვის მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა მოამზადოს სიმღერა და საცეკვაო ნომერი; რაც შეეხება ვერბალურ ნაწილს, მან უნდა მოამზადოს იგავ-არაკი; ასევე, ტურის მიმდინარეობის დროს, მობილობის მსურველ სტუდენტს მიეცემა დავალება – ეს შეიძლება იყოს მისი ბიოგრაფია, მონათხრობი, ნაწყვეტი უცნობი ტექსტიდან, ენის გასატეხი.
გამოცდა – მობილობის მსურველმა სტუდენტმა გამოცდაზე უნდა შეასრულოს:
- სიმღერა;
- საცეკვაო ნომერი.
(მას აქვს უფლება გაიმეოროს, ნაწილობრივ ან მთლიანად შეცვალოს I ტურზე წარმოდგენილი პროგრამა).
უნდა წაიკითხოს:
- პროზაული ნაწარმოები ან ნაწყვეტი ბილეთში მითითებულ ავტორთა პროზაული ნაწარმოებებიდან;
- ლექსი ან ნაწყვეტი ბილეთში მითითებულ ავტორთა პოეტური ნაწარმოებებიდან
საგამოცდო ბილეთი
| პროზა | პოეზია |
| ალექსანდრე ყაზბეგი | საიათნოვა |
| სოფრომ მგალობლიშვილი | გალაკტიონ ტაბიძე |
| გიორგი ლეონიძე | პეტრე გრუზინსკი |
| ნოდარ დუმბაძე | ანზორ სალუქვაძე |
| რევაზ ინანიშვილი | თემურ ჩალაბაშვილი |
| ოთარ ჭილაძე | მზია ხეთაგური |
| ლაშა ბუღაძე | დათო მაღრაძე |
პროზაული ნაწარმოების ან ნაწყვეტის ხანგრძლივობა უნდა იყოს დაახლოებით 5-7 წუთი, პოეტური ნაწარმოები ან ნაწყვეტი ნაწარმოებიდან – მინიმუმ 48 სიტყვა.
3. საგამოცდო ტექსტი: სტუდენტის მიერ შერჩეული მონოლოგი ნებისმიერი პიესიდან.
- იგივე მასალა მან უნდა შეასრულოს საგამოცდო კომისიის მიერ მიცემული სხვადასხვა ამოცანით.
- სტუდენტს შესასრულებლად ეძლევა რამდენიმე ეტიუდი სხვადასხვა თემაზე, რომლითაც შემოწმდება მისი შემოქმედებითი წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი, ემოციურობა და სამსახიობო მონაცემები.
- გასაუბრების სახით შემოწმდება სტუდენტის ზოგადი ცოდნა ქართული და მსოფლიო თეატრის ისტორიაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში.
გასაუბრება თეორიულ ნაწილში მოხდება სასკოლო პროგრამაში არსებულ მასალაზე დაყრდნობით.
მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა სასურველი ასაკია: გოგონები 23 წლამდე, ვაჟები 25 წლამდე.
შემოქმედებითი კონკურსი ტარდება მობილობის მსურველ სხვა სტუდენტთა თანდასწრებით.
მობილობის შემოქმედებითი ტური
ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორის (ლოტბარი/რეგენტი)
სპეციალობაზე
ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორის (ლოტბარი/რეგენტი) სპეციალობაზე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა შემოქმედებითი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ერთ ეტაპად.
მოწმდება სტუდენტის მუსიკალური მონაცემები: სმენა, ხმა, ინტონირება; აქვს თუ არა გამართული სასიმღერო აპარატი. სტუდენტმა უნდა შეძლოს გაიმეოროს შეთავაზებული მელოდია. გამოიცნოს ინტერვალები, გამოამჟღავნოს მუსიკის ელემენტარული თეორიის ცოდნა. მას უნდა ჰქონდეს ლოტბარ-რეგენტის პროფესიის დასაუფლებლად აუცილებელი უნარები.
შემოწმდება სტუდენტის ზოგადი ცოდნა და ინტერესები, როგორც ხალხური სიმღერის, ასევე საეკლესიო გალობის რაობის შესახებ; სასურველია სტუდენტი ფლობდეს რომელიმე ინსტრუმენტს (ფორტეპიანო, ქართული ხალხური საკრავები).
სტუდენტმა უნდა შეასრულოს ჩამონათვალში მითითებული, კომისიის მიერ შერჩეული სიმღერა და საგალობელი ხმათა მონაცვლეობით:
- ქრისტე აღდგა (სვანური)
- ასე ჩონგური (მეგრული)
- გოგოვ შავთვალა (ქართლური)
- ვარდსა ჰკითხეს (გურული)
- ლაჟღვაში (სვანური)
- ბაღია ჩვენი ქვეყანა (გურული)
- მოვედით თაყუანის-ვსცეთ (გელათის სკოლა)
- მეგრული ალილო
- კახური ნანა
- ოკრიბული/იმერული მგზავრული
შემოქმედებითი კონკურსი ტარდება მობილობის მსურველ სხვა სტუდენტთა თანდასწრებით.
გისურვებთ წარმატებას!
Faculty of Film and Television
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტი აცხადებს სტუდენტთა 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობას საბაკალავრო პროგრამებზე:
- ტელერეჟისურა – 3 ადგილი
- ხმის რეჟისურა – 3 ადგილი
- კინო–ტელე ოპერატორი – 3 ადგილი
კინო-ტელე ფაკულტეტზე მობილობით გადმოსვლის მსურველმა სტუდენტმა უნდა გაიაროს შემოქმედებითი კონკურსი (შემოქმედებითი ტური).
შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.tafu.edu.ge, ბმულზე მობილობის მსურველ სტუდენტთა შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაციის პორტალი
პორტალზე რეგისტრაცია დაიწყება 15 აგვისტოს 12:00 საათიდან და დასრულდება 26 აგვისტოს 18:00 საათზე!
- მობილობის მსურველ სტუდენტთა შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაციის პორტალზე დასარეგისტრირებლად სტუდენტმა უნდა გადაიხადოს შემოქმედებით ტურში მონაწილეობის საფასური 40 ლარი ერთი კონკრეტული სპეციალობისთვის, ხოლო ერთზე მეტი სპეციალობის არჩევის შემთხვევაში, თითოეულზე დამატებით იხდის 10 ლარს.
- თანხის შეტანა ხდება უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე:
საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028
ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები (რეგისტრაცია): 708887519
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სტუდენტის გვარი, სახელი, 11 ნიშნა პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა პირადი ნომრის არარსებობის შემთხვევაში უნდა მიუთითონ პასპორტის ნომერი).
- თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში რეგისტრაცია არ განხორციელდება.
- სტუდენტმა უნდა ატვირთოს ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.
- შემოქმედებით ტურებში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ აღნიშნულ ვადებში –15 აგვისტოდან 26 აგვისტოს 18:00 საათამდე.
შემოქმედებითი კონკურსის ჩატარების განრიგი:
TV directing.BA – 2, 3 სექტემბერი, 10:00სთ
Address: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი #19 (I კორპუსი)
ხმის რეჟისურა – 1-2 სექტემბერი, 10:00სთ
Address: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #40 (II კორპუსი)
კინო-ტელე ოპერატორი – 1-2 სექტემბერი, 10:00 სთ
Address: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #40 (II კორპუსი)
4 სექტემბერს სრულად გამოქვეყნდება შემოქმედებითი კონკურსის/ტურების შედეგები და გადაიგზავნება მართვის სისტემაში.
შემოქმედებითი კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ აუცილებელია სტუდენტის დარეგისტრირება სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge), 2025 წლის 09 სექტემბრის 18:00 საათამდე.
სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მობილობის შედეგების ნახვა (ინფორმაცია გადმოსვლის უფლების მოპოვების შესახებ) შესაძლებელი იქნება 12 სექტემბერს.
გადმოსვლის უფლების მოპოვების შემდეგ, 12 – 14 სექტემბერს სტუდენტმა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.tafu.edu.ge უნდა შეავსოს სასურველი საბაკალავრო პროგრამის ონლაინ განაცხადი და ატვირთოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
- პირადობის მოწმობა;
- სტუდენტის ცნობა სტატუსის შესახებ;
- ჩარიცხვის ბრძანება;
- სასწავლო ბარათი: სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსები – შეფასებისა და კრედიტების მითითებით;
- ფოტო 3×4;
- ატესტატის/დიპლომის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- ვაჟებისთვის – მიწერის მოწმობა / ასლი.
15 – 16 სექტემბერს სტუდენტი უნდა გამოცხადდეს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში აღიარებული კრედიტების რაოდენობის წერილობით დასადასტურებლად (თანხმობა/უარი).
მობილობის შემოქმედებითი კონკურსის/ტურების მოთხოვნები
მობილობის შემოქმედებითი კონკურსი
ტელერეჟისურის სპეციალობაზე
ტელერეჟისურის სპეციალობაზე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა შემოქმედებითი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად ერთ დღეს:
I ეტაპი – წერა და II ეტაპი – გამოცდა/გასაუბრება.
სასურველია მობილობის მსურველმა სტუდენტმა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი, შემოქმედებითი პორტფოლიო (ეს შეიძლება იყოს მოთხრობა, ნოველა, სცენარი, ლიტერატურული ჩანახატი, ფოტო, ვიდეო ნამუშევარი, შემოქმედებითი იდეა ან სხვა ნამუშევარი, რომელშიც გამომჟღავნდება მობილობის მსურველი სტუდენტის შემოქმედებითი უნარები).
I ეტაპი – წერითი ტური – მობილობის მსურველი სტუდენტიშეთავაზებული 3 დავალებიდან ირჩევს მისთვის საინტერესო ერთ თემას დასაწერად (ეს შეიძლება იყოს სატელევიზიო სიუჟეტის, გადაცემის, შოუს ან სხვა სახის სატელევიზიო პროექტის მონახაზის დაწერა), რომელშიც მაქსიმალურად შეძლებს წარმოაჩინოს შემოქმედებითი წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი.
მობილობის მსურველ სტუდენტს წერითი გამოცდისათვის ეძლევა 4 ასტრონომიული საათი.
II ეტაპი – გამოცდა/გასაუბრება – მობილობის მსურველი სტუდენტი სასკოლო პროგრამაში არსებულ მასალებზე დაყრდნობით წარმოაჩენს ზოგადი განათლების დონეს კინო-ტელე ხელოვნების, ასევე სახვითი ხელოვნების, მუსიკის, ლიტერატურისა და თეატრის ისტორიაში;
მობილობის მსურველ სტუდენტს ზეპირი გამოკითხვის გარდა მიეცემა პრაქტიკული დავალებები (მაგ.: მოკლე ვიდეოს გადაღება, მონტაჟი და სხვა.), სადაც იგი გამოავლენს დაკვირვების, შემოქმედებითი წარმოსახვისა და ასოციაციური აზროვნების უნარებს.
შემოქმედებითი კონკურსი ტარდება მობილობის მსურველ სხვა სტუდენტთა თანდასწრებით.
მობილობის შემოქმედებითი კონკურსი
ხმის რეჟისურის სპეციალობაზე
ხმის რეჟისურის სპეციალობაზე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა შემოქმედებითი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად ერთ დღეს:
I ეტაპი -პრაქტიკული დავალების შესრულება და II ეტაპი – გასაუბრება.
პირველ ეტაპზე მობილობის მსურველი სტუდენტი წარმოადგენს მოკლე ავტობიოგრაფიას თანდართული მოტივაციით, თუ რატომ ირჩევს ამ პროფესიას; საშუალო მუსიკალური განათლების არსებობის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი საბუთი; სასურველია წარმოადგინოს მის მიერ შექმნილი მუსიკალური კლიპი ან მუსიკალური ნაწყვეტი ან მის მიერ გაფორმებული ტელეპროექტი ან ფილმი.
I ეტაპი – პრაქტიკული დავალების შესრულება სხვადასხვა ხასიათისა და ფორმის მუსიკალური ფრაგმენტითა და ხმოვანი რიგით (დიალოგი, მონოლოგი, ადგილმდებარეობის დამახასიათებელი ბგერები, სინქრონული ხმაური, მუსიკა), რის საფუძველზეც შემოწმდება მობილობის მსურველი სტუდენტის სმენა, რიტმის გრძნობა, ხმოვანი რიგის აღქმის უნარი, მუსიკალური შეგრძნება და მუსიკალური ჟანრის აღქმა.
II ეტაპი – გამოცდა/გასაუბრება – მობილობის მსურველი სტუდენტი წარმოაჩენს ზოგადი განათლების დონეს კინოხელოვნებასა და ლიტერატურაში, აგრეთვე მათ მომიჯნავე ხელოვნების დარგებში (სახვითი ხელოვნება, მუსიკა, თეატრი, ფოტოხელოვნება) გამოავლენს ანალიზის, დაკვირვების, შემოქმედებითი წარმოსახვის, ფანტაზიის, ასოციაციური აზროვნების უნარს, ინტერესების სფეროს, მოტივაციას.
შემოქმედებითი კონკურსი ტარდება მობილობის მსურველ სხვა სტუდენტთა თანდასწრებით.
მობილობის შემოქმედებითი კონკურსი
კინო-ტელე ოპერატორის სპეციალობაზე
კინო-ტელე ოპერატორის სპეციალობაზე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა შემოქმედებითი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად ერთ დღეს:
I ეტაპი – პრაქტიკული დავალების ტური და II ეტაპი – გამოცდა/გასაუბრება.
მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს თავისი გადაღებული 10 ფოტოსურათი (ნატურმორტი, პორტრეტი, პეიზაჟი) კომპაქტ დისკზე (CD) ან მეხსიერების ბარათზე ჩაწერილი.
I ეტაპი – პრაქტიკული დავალება (სასურველია შესრულდეს საკუთარი აპარატურით).
რეპორტაჟის გადაღება კომისიის მიერ მითითებული ადგილიდან 10 ფოტო; 5 ფერადი ფოტოპორტრეტი პავილიონში ერთი სინათლის წყაროს გამოყენებით შავ ფონზე. ფოტონამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს დამუშავების გარეშე კომპაქტ დისკზე (CD) ან მეხსიერების ბარათზე Jpg ფორმატში ჩაწერილი.
II ეტაპი –გამოცდა/გასაუბრება – მობილობით გადმომსვლელ სტუდენტს ევალება საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია – დაცვა. სტუდენტმა უნდა იცოდეს: გეომეტრიული ოპტიკისა და სინათლის გავრცელების კანონები (სასკოლო პროგრამის ფარგლებში). სტუდენტი წარმოაჩენს ზოგად ინტელექტუალურ და განათლების დონეს კინოხელოვნებისა და სახვითი ხელოვნების ისტორიაში.
შემოქმედებითი კონკურსი ტარდება სხვა სტუდენტების თანდასწრებით.
გისურვებთ წარმატებას!
Faculty of Art Sciences, Media and Management
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი აცხადებს სტუდენტთა 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობას საბაკალავრო პროგრამებზე:
- თეატროლოგია – 2 ადგილი
- კინომცოდნეობა – 2 ადგილი
- ხელოვნებათმცოდნეობა (ხელოვნების ისტორია და თეორია) – 2 ადგილი
- მასობრივი კომუნიკაცია (მულტიმედიური და კულტურის ჟურნალისტიკა) – 2 ადგილი
- კულტურული ტურიზმი – 6 ადგილი
სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით გადმოსვლის მსურველი უნდა დარეგისტრირდეს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge).
სტუდენტთა რეგისტრაციის ვადაა 2025 წლის 25 აგვისტოს 12:00 საათიდან 09 სექტემბრის 18:00 საათამდე.
სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მობილობის შედეგების ნახვა (ინფორმაცია გადმოსვლის უფლების მოპოვების შესახებ) შესაძლებელი იქნება 12 სექტემბერს.
გადმოსვლის უფლების მოპოვების შემდეგ 12-14 სექტემბერს, სტუდენტმა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.tafu.edu.ge უნდა შეავსოს სასურველი საბაკალავრო პროგრამის ონლაინ განაცხადი და ატვირთოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია: