ეტიუდების XV სტუდენტური ფესტივალის – “არლეკინი” – გამარჯვებულები
2026 წლის 23 – 27 მარტს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის სცენაზე, ეტიუდების XV სტუდენტური ფესტივალი “არლეკინი” გაიმართა.
International Festival of Etudes ორ ეტაპად ჩატარდა:
23 მარტს ჩატარდა ეროვნული ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის I და II კურსის “მსახიობის” სპეციალობის და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის I კურსის სტუდენტებმა.
სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი იქნა 12 ეტიუდი:
- „ვალენტინობა“ (I კურსის სტუდენტები: მარიამ მითაგვარია, მარიამ ფანცულაია (ჯგუფის ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. გიორგი სიხარულიძე); გიორგი ბაქრაძე (ჯგუფის ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. სოსო ნემსაძე).
- „მომავალი“ (I კურსის სტუდენტები: ნატალია ზედელაშვილი, ნატალია ჭიჭინაძე, ალექსანდრე კობალაძე.
ჯგუფის ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. გიორგი სიხარულიძე);
- „ძარცვა“ (II კურსის სტუდენტები: მარიამ ნარიმანიშვილი, დაჩი მუჯირიშვილი.
ჯგუფის ხელმძღვანელი: ასისტენტ-პროფესორი მანანა კვირკველია);
- „ჰალუცინაცია“ (I კურსის სტუდენტები: მარიამ მითაგვარია, ლიზა გიორგობიანი, მონიკა მუშკუდიანი.
ჯგუფის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი გიორგი სიხარულიძე);
- „ექსპერიმენტი“ (II კურსის სტუდენტები: ბაჩი ბეგიაშვილი, გიორგი სირბილაძე.
ჯგუფის ხელმძღვანელი: პროფესორი გოგი მარგველაშვილი);
- „ეტლი“ (II კურსის სტუდენტი: დაჩი მუჯირიშვილი.
ჯგუფის ხელმძღვანელი: ასისტენტ-პროფესორი მანანა კვირკველია);
- „თოჯინების რევოლუცია“ (I კურსის სტუდენტები: გივი ხურციძე, მონიკა მუშკუდიანი, ილია ხეცურიანი, ნატალია ჭიჭინაძე.
ჯგუფის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი გიორგი სიხარულიძე);
- „ქალი გველით“ (ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის I კურსის სტუდენტი ნანა ჯიქია.
ჯგუფის ხელმძღვანელი: თამაზ ბოლქვაძე);
- „საღორე“ (I კურსის სტუდენტები: ნინო აროშიძე, გიორგი ბაქრაძე, ელენე გენებაშვილი, ქეთევან ვაჭარაძე, ანასტასია კვიტაიშვილი-გაწერელია, შოთა კაჭარავა, თამარ ფორჩხიძე, ანი ძეგველიშვილი, ილია ხეცურიანი, გივი ხურციძე, მატასი ჭუმბურიძე, ზაქარია ჭილაშვილი, დავით ჯგერენაია, ლიზი შენგელია.
ჯგუფის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი სოსო ნემსაძე);
- „თოჯინები“ (I კურსის სტუდენტები: ირიკო აბულაძე, მარიამ მითაგვარია (ჯგუფის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი გიორგი სიხარულიძე), II კურსის სტუდენტი ბაჩი ბეგიაშვილი (ჯგუფის ხელმძღვანელი: პროფესორი გოგი მარგველაშვილი);
- „მათხოვრები“ (I კურსის სტუდენტები: ალექსანდრე კობალაძე, ლუკა სვანიძე.
ჯგუფის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი გიორგი სიხარულიძე);
- „ზეწოლა“ (I კურსის სტუდენტები: ელიზავეტა ბენდელიანი, ელენე გენებაშვილი, მატასი ჭუმბურიძე, ქეთევან ვაჭარაძე, თამარ ფორჩხიძე, ნინო აროშიძე, ალექსანდრე კასაბური, შოთა კაჭარავა.
ჯგუფის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი გიორგი სიხარულიძე).
გამარჯვებულები გამოავლინა კომპეტენტურმა ჟიურიმ:
- ჟიურის თავმჯდომარე – დრამის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, ხელოვნების დოქტორი ანდრო ენუქიძე;
- ჟიურის წევრები: თავისუფალი თეატრის მსახიობი ანი ალადაშვილი, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი ლაშა ჯუხარაშვილი, ახმეტელის თეატრის მსახიობი ბექნუ ქაფიანიძე.
- სტუდენტური ჟიური: თინათინ ასათიანი, მარიამ სამხარაძე, თეიმურაზ დვალი.
ეროვნულ ფესტივალში გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:
- გრან-პრი – “საღორე”
- საუკეთესო ეტიუდის სცენარი – “ჰალუცინაცია”
- საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – გიორგი ბაქრაძე
- საუკეთესო მსახიობი ქალი – მონიკა მუშკუდიანი
- სტუდენტური ჟიურის რჩეული – “ზეწოლა”
- სპეციალური პრიზი – ყველაზე ჰუმანური ეტიუდი – “თოჯინების რევოლუცია”
კულტურის განვითარების ფონდ „მესმას“ სპეციალური პრიზი – „მესმას რჩეული“ – გადაეცა დრამის ფაკულტეტის “მსახიობის” სპეციალობის II კურსის სტუდენტს ბაჩი ბეგიაშვილს, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში დაენიშნა „მესმას“ სტიპენდია.
მულტიბრენდულ მაღაზიათა ქსელმა – “MEA” – საჩუქრებით დააჯილდოვა თავისი რჩეული მონაწილეები (მარიამ მითაგვარია, ლიზა გიორგობიანი, მონიკა მუშკუდიანი, გივი ხურციძე, გიორგი ბაქრაძე, ბაჩი ბეგიაშვილი) და ჟიურის წევრები.
24 მარტს, უნივერსიტეტის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის სცენაზე, ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა ნიკოლოზ საბაშვილის (საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების დირექტორი, უნივერსიტეტის პედაგოგი) საავტორო სპექტაკლით “მტერი”.
თბილისის თოჯინების თეატრის მსახიობებთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობენ დრამის ფაკულტეტის თოჯინების თეატრის მსახიობის სპეციალობის III კურსის სტუდენტები: ნუცა აბაშიძე, ნანა ახვლედიანი, მარიამ ბერუაშვილი, თეთე ბერძენიშვილი, ლუკა ბურდიაშვილი, ლიზი ბურჭულაძე, მარიამ გაბაძე, რეჟდენ ლაღაძე, ლევან მიქაბერიძე, თორნიკე მიქაძე, ნიკი ტაბაშიძე, ლუკა ფესვიანიძე, სანდრო ფოლოდაშვილი, ნინო ჯალაღანია.
27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს, გაიმართა საერთაშორისო ფესტივალის დაჯილდოების ცერემონია, სადაც ეტიუდები წარმოადგინეს უნგრეთის, საბერძნეთისა და სომხეთის უმაღლესი თეატრალური სასწავლებლების სტუდენტებმა, საქართველოს მხრიდან კი – ეროვნულ შესარჩევ ტურში მონაწილე სტუდენტებმა.
საერთაშორისო საფესტივალო ეტიუდები შეაფასა პროფესიულმა ჟიურიმ, რომლის წევრებიც იყვნენ:
- ტიტო ლორეფიჩე – თოჯინების თეატრის რეჟისორი, თეატრის რეჟისორი, პედაგოგი, UNIMA-ს პროფესიული სასწავლო კომისიის პრეზიდენტი, UNIMA-ს Pro-Vocation Academy-ის დირექტორი, სან-მარტინის (არგენტინა) ეროვნული უნივერსიტეტის (UNSAM) პროფესორი, პეკინის (ჩინეთი) ცენტრალური დრამის აკადემიის (CAD) პროფესორი;
- ანხელ ნავარო – ესპანეთი, თოჯინების თეატრის მსახიობი, Teatro Saco de Huesos-ს დამფუძნებელი;
- ემი მორისონი – აშშ, ,,HB STUDIO” მსახიობის ოსტატობის პედაგოგი;
- ნანა შონია – თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი.
ფესტივალის ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა შემდეგ ნომინაციებში:
- გრან პრი – ოქროს არლეკინი – “Cassandra Prophesies the End of the World” /მონაწილეები: სტავროს ტრუპისი, ალიზ-ელი ანტუანი/ ათენის კონსერვატორიის დრამის სკოლა;
- ვერცხლის არლეკინი – “თოჯინების რევოლუცია” /მონაწილეები: გივი ხურციძე, მონიკა მუშკუდიანი, ილია ხეცურიანი, ნატალია ჭიჭინაძე/ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ბრინჯაოს არლეკინი – “Love Move” (Step of Love) /მონაწილეები: მონაწილეები: ფელიქს ღაზარიანი, ერიკა გასპარიანი/ ერევნის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი;
- საუკეთესო ამბავი – “Providence” /მონაწილე: ფლორა ნოვაკი/ ბუდაპეშტის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი;
- საუკეთესო მსახიობი კაცი – გივი ხურციძე /საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი/;
- საუკეთესო მსახიობი ქალი – მონიკა მუშკუდიანი /საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი/;
- სტუდენტური ჟიურის რჩეული – “ჰალუცინაცია” /მონაწილეები: მარიამ მითაგვარია, მონიკა მუშკუდიანი, ლიზა გიორგობიანი/ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- ფესტივალის სპეციალური პრიზი:
“თოჯინები” /მონაწილეები: მარიამ მითაგვარია, ირიკო აბულაძე, ბაჩი ბეგიაშვილი/ – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
„ქალი გველით“ /მონაწილე: ნანა ჯიქია/ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი;
„ზეწოლა“ /მონაწილეები: ელიზავეტა ბენდელიანი, ელენე გენებაშვილი, მატასი ჭუმბურიძე, ქეთევან ვაჭარაძე, თამარ ფორჩხიძე, ნინო აროშიძე, ალექსანდრე კასაბური, შოთა კაჭარავა/ – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
„საღორე“ /მონაწილეები: ნინო აროშიძე, გიორგი ბაქრაძე, ელენე გენებაშვილი, ქეთევან ვაჭარაძე, ანასტასია კვიტაიშვილი-გაწერელია, შოთა კაჭარავა, თამარ ფორჩხიძე, ანი ძეგველიშვილი, ილია ხეცურიანი, გივი ხურციძე, მატასი ჭუმბურიძე, ზაქარია ჭილაშვილი, დავით ჯგერენაია, ლიზი შენგელია/ – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ფესტივალის ფარგლებში, მოწვეულმა სტუმრებმა და უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის სხვადასხვა მიმართულების პედაგოგებმა, ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის ჩაატარეს ვორქშოპები და მასტერკლასები:
25 მარტს:
- გიორგოს ზამპულაკისის (ათენის კონსერვატორიის დრამის სკოლის პედაგოგი, რეჟისორი) ვორქშოპი – „სხეულის ექსტაზი, პოლიფონია და სივრცული ექსპრესია“. ვორქშოპი ფოკუსირებულია მსახიობის სხეულებრივ ექსტაზზე და გონებისა თუ სხეულის “სიცარიელის” მდგომარეობაზე, რაც საფუძველს უქმნის დროის, სივრცისა და ბგერის სიღრმისეულ აღქმას. მონაწილეები იმუშავებენ ქოროს საერთო სხეულის შექმნაზე, სადაც მეტყველება, ტექსტი და რიტმი დიფერენცირებულ ასპექტებად განიხილება. პროცესი მოიცავს მოძრაობის გეომეტრიულ ანალიზს, სადაც ქორო ყალიბდება, როგორც ერთიანი სკულპტურული კომპოზიცია;
- მარიამ კობახიძის (თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეტყველების პედაგოგი, ასისტენტ-პროფესორი) ვორქშოპი – „თავისუფალი ხმის ეფექტი“.
26 მარტს:
- ანდრაშ ლენარტის (ბუდაპეშტის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ოსტატობის პედაგოგი) ვორქშოპი – „თამაში არაფრით“ (Playing with Nothing). ვორქშოპი ეფუძნება თოჯინების თეატრის ფუნდამენტურ ტექნიკას – „ჯგუფურ მუშაობას“, სადაც რამდენიმე პერფორმერი ერთობლივად აცოცხლებს ერთ ფიგურას. სტუდენტები სწავლობენ ბრტყელი ობიექტების მართვას ორგანზომილებიან სიბრტყეში, რაც მოითხოვს მაქსიმალურ კონცენტრაციას მოძრაობის სიზუსტეზე, რიტმულ ჰარმონიასა და სინქრონულ სუნთქვაზე. მონაწილეები ერთიანი ენერგიითა და საერთო დინამიკით ქმნიან ვიზუალურ მეტაფორებს, რაც პირდაპირ უკავშირდება პერსონაჟის გაცოცხლებასა და მის სცენურ ქცევას;
- ტიტო ლორეფიჩეს (თოჯინების თეატრის რეჟისორი, თეატრის რეჟისორი, პედაგოგი, UNIMA-ს პროფესიული სასწავლო კომისიის პრეზიდენტი, UNIMA-ს Pro-Vocation Academy-ის დირექტორი, სან-მარტინის (არგენტინა) ეროვნული უნივერსიტეტის (UNSAM) პროფესორი, პეკინის (ჩინეთი) ცენტრალური დრამის აკადემიის (CAD) პროფესორი) მასტერკლასი;
- დავით შალიკაშვილის და ნინო ლორთქიფანიძის ვორქშოპი – „ემოციური იმპულსი – შინაგანი განცდიდან წამოსული მოქმედება“;
- ანხელ ნავაროს (მეთოჯინე, Teatro Saco de Huesos-ს დამფუძნებელი) მასტერკლასი – „მაყურებელი არის მტერი” (The Audience is the Enemy) და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის სცენაზე წარმოდგენილი იქნა თოჯინების შოუ – Manca in the dunes.
ფესტივალი განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.
ფესტივალის პარტნიორები: კულტურის განვითარების ფონდი „მესმა“, კომპანია “ბეკო”, მულტიბრენდულ მაღაზიათა ქსელი „MEA“, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სასწავლო ტელევიზია „ARTv“.