
ვალერიან (ვაკო) ქარჩხაძე – ასოცირებული პროფესორი
1999-2003 წლებში სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში კინო-ტელე ფაკულტეტზე.
როგორც ოპერატორს, გადაღებული აქვს მოკლე- და სრულმეტრაჟიანი ფილმები, რაშიც მიღებული აქვს ჯილდოები.
2011 წლიდან არის საქართველოს კინოაკადემიის წევრი.
2018 წლიდან კინოკომპანია ,,ვაგონეტ ფილმის’’ დამდგმელი ოპერატორი.
2019 წლიდან ,,ჯი-ეფ-ემ სტუდიოს’’ დამდგმელი ოპერატორი.
ამჟამად, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, კინო-ტელე ფაკულტეტზე ასწავლის ოპერატორის ხელოვნებას.