საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიისა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, თბილისის მე-19 სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ამირანი 2026“ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საკონკურსო კინოჩვენებები, მასტერკლასები, კინოსკოლების პრეზენტაციები და ინდუსტრიული პლატფორმა Pitching Forum-ი. ხუთდღიანი დატვირთული პროგრამის დასასრულს, 25 ოქტომბერს, დაჯილდოების ცერემონიაზე საკონკურსო კინოპროგრამის და Pitching Forum-ის გამარჯვებულები გამოავლინეს.
2026 წლის ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 18 ქვეყნის 23 კინოსკოლის 32 ფილმი იყო წარმოდგენილი.
საკონკურსო ფილმები საერთაშორისო ჟიურიმ შეაფასა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ლონდონის კინოსკოლის პროფესორი კრის ოტი, რუმინეთის კინოსკოლის პროფესორი დორუ ნიტესკუ და ქართველი კინორეჟისორი მარიამ ხაჭვანი.
- ფესტივალის გრან პრი:
𝙎𝙚𝙘𝙤𝙣𝙙 𝙎𝙥𝙧𝙞𝙣𝙜 (დრამა, 18წთ) – რეჟ. 𝙊𝙡𝙚𝙭𝙞 𝘾𝙝𝙪𝙗𝙪𝙣 (პრაღის საშემსრულებლო ხელოვნების, კინოს და ტელევიზიის აკადემია (FAMU) – პრაღა, ჩეხეთი);
- საუკეთესო მხატვრული ფილმი:
𝙊𝙣𝙚 𝘼𝙧𝙢 (მხატვრული, 17:25წთ) – რეჟ. 𝙈𝙖𝙩𝙚𝙤 𝙈𝙞𝙡𝙞𝙤𝙣𝙚 (არგენტინის ეროვნული კინოსკოლა (ENERC) – არგენტინა);
- საუკეთესო დოკუმენტური ფილმი:
𝙏𝙝𝙚 𝙎𝙝𝙤𝙧𝙚 𝙤𝙛 𝙖 𝙒𝙞𝙩𝙣𝙚𝙨𝙨 (დოკუმენტური, 14:57წთ) – რეჟ. 𝙏𝙚𝙤 𝘼𝙡𝙖𝙯𝙧𝙖𝙦𝙪𝙞 (არგენტინის ეროვნული კინოსკოლა (ENERC) – არგენტინა);
- საუკეთესო ანიმაციური ფილმი:
𝙂𝙧𝙤𝙬𝙩𝙝 𝙋𝙧𝙤𝙟𝙚𝙘𝙩 (𝙎𝙘𝙞-𝙛𝙞, 9წთ) – რეჟ. 𝙈𝙖𝙩𝙚̌𝙟 𝙋𝙤𝙙𝙨𝙠𝙖𝙡𝙨𝙠𝙮́, 𝘼𝙣𝙣𝙖 𝙋𝙤𝙙𝙨𝙠𝙖𝙡𝙨𝙠𝙖́ (პრაღის საშემსრულებლო ხელოვნების, კინოს და ტელევიზიის აკადემია (FAMU) – პრაღა, ჩეხეთი);
- ჟიურის სპეციალური აღნიშვნა და სტუდენტური ჟიურის პრიზი:
აქ ვარ (დრამა, 13:00წთ) – რეჟ. საბა ბოდოკია (საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – თბილისი, საქართველო).
ასევე, საფესტივალო დიპლომები გადაეცათ შემდეგი სპეციალობების მიხედვით:
- Best Director
𝘾𝙤𝙤𝙡 𝘼𝙗𝙤𝙪𝙩 𝙄𝙩 (დრამა, 18:55წთ) – რეჟ. 𝙅𝙖𝙙𝙚 𝙂𝙪𝙚𝙨𝙩 (ლონდონის კინოსკოლა (LFS) – ლონდონი, დიდი ბრიტანეთი);
- საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი
𝙎𝙚𝙘𝙤𝙣𝙙 𝙎𝙥𝙧𝙞𝙣𝙜 (დრამა, 18წთ) – (პრაღის საშემსრულებლო ხელოვნების, კინოს და ტელევიზიის აკადემია (FAMU) – პრაღა, ჩეხეთი);
- საუკეთესო მონტაჟი
𝘽𝙖𝙙 𝙏𝙞𝙢𝙚𝙨 (დრამა, 17წთ) – რეჟ. 𝘾𝙖𝙧𝙞𝙣𝙖 𝙈𝙞𝙧𝙖 𝙍𝙤𝙨𝙨𝙖𝙣𝙤 (კინემატოგრაფიული მომზადების ცენტრი (A.C.) – მექსიკა);
- საუკეთესო ხმოვანი რიგი
𝙄𝙣 𝙏𝙝𝙚 𝘿𝙖𝙧𝙠𝙚𝙣𝙚𝙙 𝙍𝙤𝙤𝙢𝙨 (დრამა, 12წთ) – რეჟ. 𝙎𝙞𝙣𝙖 𝘼𝙜𝙝𝙖𝙯𝙖𝙙𝙚𝙝 (ბერლინის კინოსკოლა (DFFB) – გერმანია).
2026 წლის Pitching Forum-ზე 8 პროექტი იყო წარმოდგენილი, რომლის განვითარებასაც ტუტორი ვახტანგ ჯაჯანიძე ხელმძღვანელობდა.
ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ გიორგი ხარებავა, თათია ახალშენაშვილი და მარია სიჩანინი, გამოავლინა გამარჯვებული პროექტების ავტორები, რომლებსაც ფულადი ჯილდოები გადაეცათ ფესტივალის პარტნიორებისგან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.
I ადგილი – ლუკა კოპალეიშვილი – „ხარვეზებს მიღმა“
II ადგილი – ლიზა ჩადუნელი – “როგორ შევიყვაროთ სპექტრი”
III ადგილი – ნინა დიდებაშვილი – “იალონი”
ფესტივალის მეგობარმა, საქართველოს ანიმატორთა ასოციაციამ „საქანიმა” თავისი რჩეული პროექტი გამოავლინა, სოფია ვალდეს ჩარკვიანის “მეოთხე სტადია” და დააჯილდოვა ფულადი პრემიით.
თბილისის მე-19 სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ამირანი 2026“ წელს 20-25 ოქტომბერს გაიმართა. ფესტივალმა ასობით უცხოელი და ქართველი სტუდენტი გააერთიანა სტუდენტური ფილმების გარშემო.
2027 წელს ფესტივალი მე-20 საიუბილეო თარიღს აღნიშნავს.
