წიგნი, რომელშიც განხილულია „მეფე ლირის“ სცენური ინტერპრეტაციის საკითხები ევროპულ და ქართულ თეატრში, წარმოადგენს პირველ მცდელობას, პოსტსაბჭოთა ქართულ სათეატრო მეცნიერებაში, კომპლექსურად შეისწავლოს კლასიკური დრამატურგიის სცენურ ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული შემოქმედებითი საკითხები, სოციალურ-პოლიტიკურ და ზოგადად სათეატრო გარემოში მიმდინარე შემოქმედებითი პროცესების კონტექსტში; კერძოდ, უილიამ შექსპირის „მეფე ლირის“ მაგალითზე.
წიგნში განხილულია და გაანალიზებულია „მეფე ლრიის“ დადგმების გეოგრაფია ევროპულ თეატრში მე-2ო საუკუნიდან დღემდე, კერძოდ პიტერ ბრუკის, ჯორჯო სტრელერისა და რობერტ სტურუას დადგმების მაგალითზე. ასევე ვრცელი ნაწილი ეთმობა ქართულ თეატრში შექსპირის „მეფე ლირის“ დადგმის ტრადიციებს. მონოგრაფიას ერთვის დადგმების სტატისტიკური ანალიზი და ვრცელი რეზიუმე ინგლისურ ენაზე.
ISBN 978-9941-9461-0-3