Publications

შალვა გაწერელია – “რეჟისორის ჩანაწერები” (2016)

XX საუკუნის II ნახევრის ქართული თეატრალური რეჟისურის ორიგინალური წარმომადგენლისა და დიდი პედაგოგის, შალვა გაწერელიას დაბადებიდან 85 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტი პირველად მოამზადა გამოსაცემად კრებული “რეჟისორის ჩანაწერები”. იგი ბატონი შალვას ოჯახმა “დღიურების” სახით გადმოსცა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს. კრებულს დაემატა, აგრეთვე, ბატონ შალვასთან ჩაწერილი რამდენიმე გამოქვეყნებული და გამოუქვეყნებელი დიალოგიც.

“ჩანაწერები” შექმნილია 1956-2012 წლებში. მათში ბატონი შალვა იუმორ-ირონიით ყვება თავისი ბავშვობის ტკბილ-მწარე მოგონებებს, ტკივილიან თეატრალურ დებიუტზე, შემოქმედებითი მოღვაწეობის დასაწყისზე, დასთან პირველ რეპეტიციაზე. “დღიურებიდან” ვეცნობით მის შთაბეჭდილებებს ახალწაკითხულ წიგნებზე, ნანახ სპექტაკლებზე, ფილმებზე და ყოველივედან იკვეთება უსასრულო განვითარების პროცესში მყოფი აქტიური, ემოციური, მიზანდასახული, არაორდინალური, უსამართლობის წინააღმდეგ მუდამ მებრძოლი, მეამბოხე შემოქმედის ბუნება, რომელიც ქმნიდა იუმორით, ფანტაზიითა და სევდით გაჯერებულ, ადამიანისადმი წრფელი სიყვარულით განწყობილ ამაღლებულ თეატრს, ქართული თეატრს უზრდიდა მსახიობთა და რეჟისორთა ახალ თაობას.

ISBN 978-9941-9437-3-7

Back to list