Publications

ქალაქური საცეკვაო ფოლკლორი – „კინტოურ“-„ყარაჩოხულ“-„ბაღდადური“

ხათუნა დამჩიძე, „ქალაქური საცეკვაო ფოლკლორი „კინტოურ“-„ყარაჩოხულ“-„ბაღდადური“

დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მომზადდა და გამომცემლობაში „კენტავრი“ 2022 წელს გამოიცა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის, ქორეოლოგის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ხათუნა დამჩიძის მონოგრაფია: „ქალაქური საცეკვაო ფოლკლორი – „კინტოურ“ – „ყარაჩოხულ“ – „ბაღდადური“.

ნაშრომი წარმოადგენს ქალაქური ქორეოგრაფიული ფოლკლორის საცეკვაო ნიმუშის – „კინტოურ“-„ყარაჩოხულ“ – „ბაღდადურის“ – კვლევას. იგი ეყრდნობა საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ისტორიულ-ეთნოგრაფიული, სოციალურ-კულტურული ასპექტების ანალიზსა და აღნიშნულის საფუძველზე გამოკვეთს ძველი თბილისის ძირითადი მოქმედი პერსონაჟების – კინტო-ყარაჩოხელის ეთნიკურ, სოციალურ, კულტურულ ფენომენს.

Back to list